ინფორმაცია

ნოემბერი

ნოემბერი

თვენი

ნოემბრის თვის წმინდათა ცხოვრება

საიტი: https://www.qwelly.com/group/tveni
ადგილი: თვენი
წევრები: 51
უკანასკნელი აქტიურობა: ნოე. 1, 2025

ფორუმი

წმინდა იოანე ოქროპირი

ავტორი დავით ბილიხოძე. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, ნოე. 26, 2022. 2 გამოხმაურება

26 ნოემბერს (ძვ. 13 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა წმინდა იოანე ოქროპირს      ქალაქ ანტიოქიაში 437 წელს დაიბადა წმინდა იოანე ოქროპირი. იოანეს მშობლები სეკუნდუსი და ანთუსა წარჩინებული და გვთის მოშიშები ივნენ. მამა სეკუნდუსი მხედართამტავარი იყო და მეფის კარზე დიდი პატივით სარგებლობდა,მაგრამ ადრე გარდაიცვალა და ყრმა იოანეს აღზრდა მთლიანად დედას დააწვა მხრებზე, რომელიც სულ ახალგაზრდა, 20 წლისა დაქვრივდა. ანთუსა შვილს ქრისტიანული ღვთისმოშიშების სულს უნერგავდა და ამასთან საერო განათლებასაც აძლევდა იმ დროის ცნობილი სწავლულების ხელმძღვანელობით. 18 წლის იოანე ათენს გაემგზავრა განათლების სრულყოფისათვის. აქ იგი თავისი სიბრძნითა და განსწავლულობით მალე აღემატა ყველა თავის თანატოლსა და ბევრ ფილოსოფოსსაც, რის გამოც მოშურნეებიც გაუჩნდა. უკვე იმ დროს წმიდანის ქადაგებით მრავალი წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე. ათენის მთავარეპისკოპოსმა გადაწყვიტა მღვდლად ეკურთხებინა იგი და თავის მემკვიდრედაც დაედგინა. ეს რომ შეიტყო, იოანე ფარულად გაიპარა ათენიდან და მშობლიურ ანტიოქიაში დაბრუნდა.      იოანე…გაგრძელება

ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, ქველი, ნოემბერი, თვენი

მოციქული და მახარებელი მათე

ავტორი დავით ბილიხოძე. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, ნოე. 29, 2020. 2 გამოხმაურება

29 ნოემბერს (ძვ. 16 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოციქულ და მახარებელ მათეს      წმინდა მოციქული მათე გალილეის ქალაქ კაპერმაუმში ცხოვრობდა. მატე გადასახადების ამკრეფათ ცხოვრობდა და შეძლებულიც იყო მატერიალურათ. თანამემამულეთ სძაგდათ იგი ყველა სხვა მეზვერის მსგავსად და გაურბოდნენ კიდეც მას, როგორც დამპყრობ რომაელთა სამსახურში მდგომ კაცს. მაგრამ მათე, თუმც კი ცოდვილი იყო, მაინც ბევრად სჯობდა ფარისევლებს - თავიანთი გარეგანი, მოჩვენებითი კეთილმსახურებით თავმომწონე ამ პირმოთნე იუდეველებს. და აი, მასზე, ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეზე, უფალმა იესო ქრისტემ შეაჩერა თავისი ღვთაებრივი მზერა. ერთხელ, როცა უფალი კაპერნაუმში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა ამ ქალაქიდან და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა. აქ საზვერესთან მათე იჯდა. უფალი მიუახლოვდა მას და უთხრა:      - შემომიდეგ მე!      ეს სიტყვები მატემ მხოლოთ ხორციელათ კიარ გაიგო, არამედ გულისყურიდაც და მყისვე წამოდგა თავისი ადგილიდან,რადგან ყოველივე მიეტოვებინა და შესდგომოდა უფალს. მატეს არ დაუწყია მის განსჯა რომ ამ…გაგრძელება

ტეგები: ქველი, Qwellyland, ნოემბერი, მოციქული, თვენი

წმინდა დიმიტრი თესალონიკელი

ავტორი დავით ბილიხოძე. ბოლოს გამოეხმაურა: George, დეკემბერი 2, 2019. 2 გამოხმაურება

8 ნოემბერს (ძვ. სტ. 26 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა დიმიტრი თესალონიკელს      ქრისტესშობიდან მეოთხე საუკუნეში, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის მართველობის დროს, თესალონიკში ცხოვრებდა ერთი ღმრთისმოშიში ოჯახი - წმინდა დიდმოწამე დიმიტრის ოჯახი. დიმიტრის მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ, მამას თესალონიკში ფარულათ ეკლესიაც ქონდა. ყმაც სწორედ ამ ეკლაესიაში მონათლეს და ქრისტეს მცნებები გულში ჩაუნერგეს. როცა მამით დაობლებულმა წმიდანმა სრულწლოვანებას მიაღწია, იმპერატორმა მაქსიმიანემა მას თავისთან მოუწოდა, დარწმუნდა ნეტარის განსწავლულობასა და მხედართმთავრულ ნიჭში და მამის თანამდებობა - თესალონიკის ოლქის პროკონსულობა უბოძა. უმთავრესი ამოცანა, რომელიც ახალ მოხელეს დაეკისრა, იყო ქალაქის დაცვა მომხდური ბარბაროსებისგან და უკლებლივ ყველა ქრისტიანის ამოჟლეტა.      დანიშნულების მიგების თანავე წმინდა დიმიტრი ქრისტიანების დევნის ნაცვლათ ქრისტეშქადაგებას შეუდგა. ამ ამბავმა გელარიუსამდე მიაგწია რის გამოც ის ძალინ განრისხდა. შავიზღვისპირეთის ლაშქრობიდან დაბრუნებულმა, გადაწყვიტა, თავისი…გაგრძელება

ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, ქველი, ნოემბერი, თვენი

წმინდა გიორგი

ავტორი დავით ბილიხოძე. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, ნოე. 23, 2016. 5 გამოხმაურება

23 ნოემბერს (ძვ. 10 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა გიორგისსაქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) - ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში. ეკლესიის მთელი ისტორია ერთიანი, სისხლით დაწერილი მარტვილოლოგიაა და მისი ყოველი გვერდი სავსეა ქვეყნიერებისათვის ნაცნობ თუ უცნობ მოწამეთა სახელებით, რომელთა შორის გამოირჩევა ღვაწლი და წამება ძლევამოსილი გიორგისა. წმინდა გიორგი დაიბადა III საუკუნის II ნახევარში კაპადოკიაში, მთიან ქვეყანაში, რომელიც ძალიან წააგავს საქართველოს. კაბადოკიაში სახლობდნენ მისი მამა, გერონტიოსი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო. მას მაღალი თანამდებობა ეკავა რომის არმიაში და ერთ-ერთი დევნის დროს…გაგრძელება

ტეგები: QWELLY

მთავარანგელოზობა

ავტორი დავით ბილიხოძე. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ნოე. 21, 2016. 1 გამოხმაურება

21 ნოემბერს (ძვ. 8 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს მთავარანგელოზობას      ლაოდიკიის ადგილობრივ კრებზე გადაწყდა მტავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრება, რომელიც პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა.      დღესასწაული აღინიშნება მარტიდან მეცხრე თვეს ნოემბერს რადგან აქედან იწყებოდა წელთ აღრიცხვა, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. თვის მერვე დღე მიგვანიშნებს ყოველთა უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე "დღესა მერვესა", როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს. წმიდა მამები სამყაროს არსებობის ხანას სიმბოლურად შესაქმის შვიდ დღეს უკავშირებენ, შვიდი ათასწლეულის შემდეგ ("რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე"; ფს. 89, 4) კი უნდა დადგეს "დღე მერვე", "რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსთა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა" (მთ. 25, 31).      ანგელოზთა დასნი…გაგრძელება

ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, ქველი, ნოემბერი, ანგელოზები

100 000 მოწამე

ავტორი დავით ბილიხოძე. ბოლოს გამოეხმაურა: 08oj48mk36288, ნოე. 13, 2016. 2 გამოხმაურება

13 ნოემბერს (ძვ. სტ. 31 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა 100 000 მოწამეს      საქართველოს კეთილმსახური მეფის თამარის გარდაცვალების შემდეგ ძნელბედობის ჟამი დაუდგა საქართველოს. ჟამთააღმწერელი მოგვითრობს: "ქვეყანა საქართველოჲსა მიეცა განსარყვნელად ამის ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყვარული, სიწრფოება, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავნება, ზაკვა, შური, სიძვანი, უწესობანი". ღმერთმა სჯულის დამვიწყებელ ერს სასტიკი სასჯელი მოუვლინა: "გულისწყრომით გვამხილა და რისხვით გვასწავლა" ღვთის სიმართლე: ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი დედაწულითურთ აიყარა და საქართველოს საზღვრებს მოადგა. ამ დროს საქართველოს თამარ მეფის ასული რუსუდანი განაგებდა. რუსუდანის ბრძანებით შეკრებილი ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა.      ადარბადაგანსა და ნახჭევანს დამკვიდრებულმა ჯალალედინმა საქართველოს მაშინდელი ათაბაგი ავაგ მხარგრძელი იხმო და შესთავაზა: "აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა (მონღოლებს). რომელ…გაგრძელება

ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, ქველი, ნოემბერი, თვენი

კომენტარების დაფა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ ნოემბერი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (51)

 
 
 

ბლოგ პოსტები

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators. AI Work Magic, a leader in AI solutions, brings you the definitive 2026 guide to the best AI voice generation 2026, designed to help you produce realistic, engaging, and professional audio content effortlessly.

Creating…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

Qwelly World

free counters