მერე კი ჩაეძინა. მე ხელში ავიყვანე იგი და გზა განვაგრძე. აღელვებული დავყურებდი მას. ასე მეგონა, თითქოს უძვირფასესი განძი მეჭირა ხელში და მასზე სათუთი არაფერი იყო ქვეყნად. დავცქეროდი მთვარის შუქით განათებულ ფერმკრთალ შუბლს, მინაბულ თვალებს და ოქროსფერ კულულებს, რომლებსაც ქარი ელამუნებოდა, და ჩემს თავს ვეუბნებოდი: რასაც ახლა ხედავ, ნაჭუჭია მხოლოდ, ყველაზე მთავარს თვალი ვერ ხედავს-მეთქი.

      უფლისწულს ოდნავ გაპობილ ბაგეზე წყნარი ღიმილი გადაეფინა.

      „ის რაც უფრო დიდ აღტაცებას მგვრის, - გავიფიქრე მე, არის მისი ერთგულება ყვავილისადმი, ვარდზე ოცნება, რომელიც ჩირაღდანივით ანთია მის სულში მაშინაც კი, როცა მას სძინავს...“ და ჩემთვის აშკარა გახდა, რომ იგი უფრო სათუთი იყო, ვიდრე მეგონა, მივხვდი, რომ ჩირაღდანს უნდა გაუფრთხილდე, თორემ ქარის ერთ შემოქროლვას შეუძლია ჩააქროს იგი...

      ასე ვიარე, ვიდრე განთიადისას ჭას არ წავაწყდი.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

წიგნიდან: პატარა უფლისწული

ტეგები: Literature, Qwelly, ავტორი, ამონარიდები, ეგზიუპერი, პატარა უფლისწული, უცნობი, ფრაგმენტები, ქართული, ცნობილი_ავტორი

ნახვა: 450

გამოხმაურებები!

ჩემი ბავშვობის ეგზიუპერი :) 

მადლობააააა გიომეეეე :*

"რასაც ახლა ხედავ, ნაჭუჭია მხოლოდ, ყველაზე მთავარს თვალი ვერ ხედავს" __სენტ ეგზი......

"_გარეთ კი არა შიგნით უსასრულო სივრცეში არის _"რაღაც" ..დანახვა უნდა ისწავლო.."__დოჩანა ...^_^

გიორგიიიიიიიი :( ძმურად, ან მათხოვე ეგ წიგნი, ან სრულად დადე თორემ დავიტანჯე ამ ამონარიდების კითხვით :D :D 

ლაშ ისევ არ წაგიკითხავს? 

ლაშა_მ თქვა:

გიორგიიიიიიიი :( ძმურად, ან მათხოვე ეგ წიგნი, ან სრულად დადე თორემ დავიტანჯე ამ ამონარიდების კითხვით :D :D 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

RSGOLDB2C Provide you with quality services

გამოაქვეყნა wedfdg_მ.
თარიღი: მაისი 25, 2020.
საათი: 6:49am 0 კომენტარი

Not only is OSRS Gold used to purchase powerful upgrades it can also be used to further enhance your skills within the game to unlock more content such as new areas within the game and new quests to complete. So if you are looking to purchase OSRS Gold today Follow the instructions given in our step by step guide on how to purchase OSRS Gold and give yourself an edge on the competition. Your RuneScape success story begins here at…

გაგრძელება

რწმენის ფერადი ადგილები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 24, 2020.
საათი: 9:19pm 0 კომენტარი

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

ბოლო კორონასებური წყნარი საღამო და ტყეების საპატრიარქოს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 22, 2020.
საათი: 10:43pm 0 კომენტარი

      დღის ყველა ამბავი საღამოს სიგრილემ გადაფარა და თორმეტი საათის მოლოდინმა, რომლის შემდეგ კვლავ გაიგონებთ ქუჩებში ავტომობილების ხმას. იქამდე კი ისიამოვნეთ. დღის მთავარია ამბები სწორედ ამ შეზღუდვების მოხსნა-დატოვებას ეხებოდა და პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას, რეზიდენტისგან ხელმოწრას და საბოლოოდ გაკანონებას. ხმაურიანი გამოდგა საპატრიარქოს ბალანსზე ეკლესიების გადაფორმების გამარტივებული წესებიც და პრემიერსაც, თავის მხრივ, აქტიური დღე…

გაგრძელება

კანონით შეზღუდვის ხმაური, ბანკების სამი თვე და დახმარება-კომპენსაციები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 21, 2020.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      შეზღუდვები იხსნება, მაგრამ შეზღუდვები რჩება. მოკლედ, ნაწილობრივი შეზღუდვების კანონი წარადგინა დღეს დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, პარლამენტმა ხმაურიანად, დაპირისპირებულად და ურთიერტკრიტიკით მოუსმინა მაგრამ საბოლოოდ მაინც დაამტკიცა. ეს ნაწილობრივი შეზღუდვები არავინ იცის როდემდე გაგრძელდება, ახლა უკვე კანონით ვიქნებით შეზღუდულები და არა დროებითი რეგულაციებით. ეს იყო დღის მეინსტრიმი. ასევე ბანკების დამატებითი 3 თვე პროცენტების გადასავადებლად და…

გაგრძელება

Qwelly World

free counters