სოფელ პულდრეზიკს ოდესმე თუ ჰქონია მშვიდობიანობის პერიოდი? 5 წლის განმავლობაში სოფელი კლერიკალებს და რადიკალებს, სულიერ ძმათა და ერისკაცთა სკოლებს, მღვდელსა და მასწავლებელს შორის არსებულმა დაპირისპირებამ დაღალა. უთანხმოებამ, წელიწადის დროების მიხედვით რომ იცვლებოდა, წლის დასასრულს ლეგენდარული ელფერი მიიღო. პრაქტიკული მიზეზების გამო შუაღამის მესა 24 დეკემბერს საღამოს 6 საათზე ტარდებოდა. ამ დროს თოვლის ბაბუას ტანსაცმელში გადაცმული მასწავლებელი საერო სკოლის მოსწავლეებს ურიგებდა სათამაშოებს. როგორც წარმართული გმირი, თოვლის ბაბუა ხდებოდა რადიკალი და ანტიკლერიკალი. მღვდელი კი მას, როგორც ეშმაკის წინ ასხამენ ნაკურთხ წყალს, უპირისპირებდა ცოცხალ ბაგას პატარა იესოთი. დიახ, პულდრეზიკმა არ იცოდა, რა იყო ზავი. ისე მოხდა, რომ ძველი მასწავლებელი პენსიაზე გავიდა და ის შეცვალა ყველასათვის უცნობმა მასწავლებელმა ქალმა. ყველა მას აკვირდებოდა, ყველას აინტერესებდა, თუ რას წარმოადგენდა იგი. ეს გახლდათ მადამ უაზლენი, ორი შვილის დედა, უმცროსი ჯერ მხოლოდ სამი თვისა იყო. მადამი განქორწინებული იყო, ეს ფაქტი კი მისი ანტიკლერიკალური მსოფლმხედველობის გარანტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კლერიკალურმა პარტიამ პირველივე დღეს იზეიმა თავისი გამარჯვება, როცა ახალი მასწავლებელი ყველას დასანახად ეკლესიაში შევიდა. ეტყობა კენჭი ყარეს და გადაწყვიტეს, რომ „შუაღამის“ მესის დროს აღარ იქნებოდა წამბილწველი საშობაო ნაძვის ხე და მღვდელიც მარტო დარჩებოდა თავის სამფლობელოში. თუმცა, დიდი იყო სოფლელების გაოცება, როცა მადამ უაზლენმა მოსწავლეებს განუცხადა, რომ არაფერი შეიცვლებოდა და თოვლის ბაბუა, ტრადიციისამებრ, დაარიგებდა საჩუქრებს. საინტერესო იყო, რა ედო გულში, ვინ აპირებდა თოვლის ბაბუის როლის შესრულებას? ფოსტალიონი და სოფლის პოლიციელი, რომლებიც სოციალისტური შეხედულებებით გამოირჩეოდნენ, ამტკიცებდნენ, რომ ამ საქმის არაფერი გაეგებოდათ. გაკვირვებამ ზენიტს მაშინ მიაღწია, როცა გაიგეს, რომ მადამ უაზლენი თავის ჩვილს მღვდელს მიანდობდა ცოცხალი ბაგის მოსამზადებლად.თავიდან ყველაფერი კარგად აეწყო. პატარა უაზლენს მუშტები მოეკუმა და მშვიდად ეძინა. მორწმუნენი ჩამწკრივებულიყვნენ ბაგის წინ და ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ მას. იქ იყო ხარი და სახედარი - ნამდვილი ხარი და ნამდვილი სახედარი. ჩანდა, რომ ისინიც მოენუსხა მიწიერ ყრმას, რომელიც ასე სასწაულებრივად გარდასახულიყო მესიად.

*

       ჩვილი ევანგელიის კითხვის დროს აფუთფუთდა, ხოლო როცა მღვდელი კათედრაზე ადიოდა, წამოიტირა. არავის არასოდეს გაუგია ჩვილის ასეთი გამყინავი ხმა. ამაოდ არწევდა თავის სუსტ მკერდზე მიკრულ ბავშვს გოგონა, რომელიც წმინდა მარიამს განასახიერებდა. სიბრაზისაგან გაწითლებული ჩვილი ხელებსა და ფეხებს ასავსავებდა და კივილით ავსებდა ეკლესიის კამარას. მღვდელმა ერთი სიტყვის თქმაც ვერ შეძლო. ბოლოს ქოროდან ერთ-ერთ ბავშვს დაუძახა და ყურში რაღაც წასჩურჩულა. ახალგაზრდა ბიჭი გავიდა, მისი ხის ფეხსაცმელების ხმამ ნელ-ნელა იკლო. რამდენიმე წუთის შემდეგ ნეფში (ტაძრის შიდა ნაწილი) შეკრებილი სოფლის კლერიკალთა უმრავლესობა მოწმე გახდა გაუგონარი ზმანებისა, რაც სამუდამოდ ჩაიწერა ბიგუდენის ოქროს ლეგენდაში... დაინახეს, როგორ შეიჭრა ეკლესიაში თავად თოვლის ბაბუა. იგი დიდი ნაბიჯებით გაემართა ბაგისაკენ, მოიხსნა თეთრი ბამბისაგან გაკეთებული დიდი წვერი, შეიხსნა წითელი მოსასხამის საკინძე და პატარა იესოს სავსე ძუძუ შეაგება. მესია მაშინათვე დამშვიდდა...

 

ნახვა: 279

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters