ედგარ ალან პო - ოვალური სურათი

   მე, ასე შეჭირვებული კაცი ღამეს ცისქვეშ ხომ არ გავათენებდი, და ჩემმა მსახურმა სრა-სასახლის კარის შემტვრევა გაბედა; სევდა და დიდებულება ერთად დასტყობოდა აქაურობას. ისევე, როგორც ქალბატონ რადკლიფის წარმოსახვაში, აპენინებშიც ხშირად შეხვდებოდით კაეშნისმომგვრელ ასეთ ნაგებობებს. კარგად ჩანს, რომ ამ ცოტა ხნის წინ ორიოდე დღით დაეტოვებინათ იგი. ყველაზე უფრო პატარა და ნაკლებად გაწყობილ ერთ ოთახში დავბინავდით. ამ შენობის შორეულ კოშკში მდებარეობდა ეს დარბაზი. მთლად დაძველებულიყო მისი წინადროინდელი მოწყობილობა. კედლებიდან ჩამოშლილ გობელენებზე ეკიდა აურაცხელი და ნაირ-ნაირი ნაალაფევი იარაღი, მოოქრულ არაბესკებით დაფარულ ჩარჩოებში ჩაესვათ შთაგონებით შექმნილი ბევრი თანამედროვე ფერწერული ტილო. საკვირველი არქიტექტურისა იყო ეს შენობა და ამიტომაც მრავალ კუთხე-კუნჭულს ნახავდით, სურათები აქაც დაეკიდათ. ციებ-ცხელებამ შემომიტია და შესაძლოა მიზეზი ეს იყო, რომ მთელი ჩემი გულისყური მიიპყრო ამ სურათებმა. მოსაღამოვებული იყო; პედროს ვუბრძანე, მიხურე ეგ მძიმე დარაბები, ჩემს თავთან მდგომი მაღალი კანდლის ყველა სანთელი აანთე და ამ საწოლის ფოჩებიანი შავი ფარდა რაც შეიძლება ფართოდ გადახსენი-მეთქი. იმიტომ მოვინდომე ასე, რომ თუ ძილი არ წამართმევდა თავს, კარგად დავინახავდი ამ სურათებს და ამ პატარა წიგნსაც ყურადღებით წავიკითხავდი, რომელიც ბალიშზე ვიპოვე და სურათების გარჩევასა და მათ აღწერილობას გვამცნობდა.

   დიდხანს, დიდხანს ვკითხულობდი, სურათებს კი გამოწვლილვით ვათვალიერებდი. მალე გაილია ეს დიდებული საათები, შუაღამე გადასულიყო უკვე. მოუხერხებლად იდგა კანდელი და არ მომწონდა, მაგრამ რაკი მსახურის შეწუხება არ მინდოდა, ძლივძლივობით მივწვდი და ისე დავდგი, მის შუქს კარგად გამოეჩინა წიგნის ფურცლები. მაგრამ ყოვლად მოულოდნელი ამბავი კი მოხდა. სანთლების შუქმა (აუარება რომ იყო აქ) ოთახის ერთი ნიში გამოაჩინა, მანამდე იგი სარეცლის ერთ ტოტთაგანს დაეფარა სრულიად. მოციმციმე ნათელზე შევნიშნე მხოლოდ ეს სურათი: ქალობისათვის ახალმომწიფებული ნორჩი გოგონას სურათი იყო. შევხედე თუ არა ამ ნახატს, იმავე წამს თვალი დავხუჭე, რად გავაკეთე ასე, ამას მაშინ ვერ მივხვდი. ჩემდა უნებურად მომივიდა ეს, როგორც ჩანს, დრო ხომ უნდა მქონოდა ფიქრისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი, თვალმა არ მომატყუა-მეთქი, დამშვიდებული, ფანტაზიადაოკებული უფრო საღი გონებითა და უფრო თავაზიანად დავკვირვებოდი. კიდევ ორიოდე წამიც და კვლავ მივაპყარი მზერა სურათს.

   საღი მხედველობა მქონდა ახლა და ამაში ეჭვი აღარ მეპარებოდა, კანდლის პირველი სხივი მომხვდა თუ არა ტილოს, თითქოსდა დამეხსნა გრძნობისწამღები ძილქუშის ხვანჯები და იმწუთას დამიბრუნდა სიფხიზლე. ქალიშვილის სურათი იყო, როგორც უკვე გითხარით. თავი და მხრებიღა მოჩანდა მისი, დაეხატათ ვინიეტური მანერით, ასე უწოდებენ ამას; სალის უყვარდა ასე თავების გამოსახვა. მკლავები, მკერდი და ოქროსფერი თმაც კი შერთვოდა ფონს - სიღრმეში დანთქმულ ბუნდ ჩრდილს, ჩარჩო ოვალური, მავრიტანული ჩუქურთმებითურთ, მდიდრულად მოოქრულიყო. ხელოვნების ნაწარმოებთაგან ყველაზე უფრო აღმაფრთოვანებელი ეს სურათი გახლდათ. მაგრამ არც შესრულებამ, არც მარადიულ მშვენიერებასთან წილნაყარმა სახემ შემძრა უეცრად სულით ხორცამდე. ძილ-ღვიძილში მყოფს არც ცოცხალი მყოფს არც ცოცხალი არსების თავი მგონებია, სულაც არა. მივხვდი იმწუთას, რაკი ვნახე ნახატის თავისებურება, მისი ვინიეტური მანერა, ჩარჩო, მაშინვე უნდა უარმეყო ეს იდეა, გულშიაც კი ვერ გავივლებდი ამას. საათი იქნებოდა, რაც სანახევროდ წამომჯდარი ფიქრში ვიყავი წასული, თვალი ვერ მომეცილებინა სურათისთვის. დაბოლოს ჩავხვდი მისი ეფექტის საიდუმლოებას, ისევე გავსწორდი ლოგინზე. მთლად ცოცხალივით ჩანდა სურათზე ის არსება, ჯერ მომაჯადოვა, მერე შევჩქვიფდი კიდევაც, საბოლოოდ კი თავზარი დამეცა, გული გადამიტრიალდა. დიდი მოწიწებითა და სასოებით ისევ თავის ადგილას დავდგი კანდელი. ჩემი მღელვარების საგანს რაკი ვეღარ ვხედავდი, მოუთმენლად მივწვდი იმ წიგნს, სადაც სურათების აღწერილობა და მათი შექმნის ისტორია იყო მოყვანილი. მოვძებნე ის ნომერი, რომლითაც ოვალური სურათი აღენიშნათ, და შემდეგი ბუნდი და გასაოცარი სიტყვები ამოვიკითხე: „შეუდარებელი სილამაზის ასული იყო იგი, მშვენიერება მისი მის სიმხიარულეს შეედრებოდა. საბედისწერო ჟამმა დაჰკრა, როდესაც მან მხატვარი ნახა, შეუყვარდა და მისთხოვდა. ეს ზეშთაგონებული, გულმოდგინე, პირქუში კაცი უკვე ხელოვნების ტრფიალი გახლდათ; შეუდარებელი სილამაზის ასული იყო იგი, მშვენიერება მისი მის სიმხიარულეს შეედრებოდა - ნათელი გადასდიოდა სულ მუდამ მომღიმარეს, შველივით ცელქს, მოსიყვარულეს, მზრუნველს, და მხოლოდ თავისი მეტოქე - ხელოვნება შესძაგებოდა; შიშატანილი უმზერდა პალიტრას, ფუნჯებსა და სხვა ბედით იარაღებს, რის გამოც მიჯნურის სახეს ვეღარ ხედავდა. და როცა მხატვარმა თავისი ახალგაზრდა ცოლის სურათის შექმნა მოისურვა, თავზარი დაეცა. მაგრამ სათნო, დამყოლი, მოკრძალებული ქალი იყო და მრავალი კვირა იჯდა ბნელსა და მაღალ კოშკში, მქრქალი ნათელი ეფინებოდა ზემოდან უფერო ტილოს. მაგრამ შემოქმედების ცეცხლი მოსდებოდა მხატვარს და ასე მისდევდა საათი საათს, დღე დღეს. ზეშთაგონებული, მგზნებარე, გაუცინარი კაცი ოცნებას მისცემოდა და ვერ ხედავდა, მიყრუებული კოშკის შემზარავს შუქზე როგორ ილეოდა მისი მეუღლის სული და ხორცი, ეს ამბავი მის გარდა ყველას შეენიშნა უკვე. ღიმილი არ მოშორებია ქალის სახეს, ერთიც არ დაუჩივლია, იგი ხედავდა, რომ მხატვარს (დიდად სახელგანთქმულს) დღე და ღამე ჰქონდა გასწორებული, რათა ხორცი შეესხა იმისათვის, ვისაც უყვარდა იგი და ვინც დღითიდღე, სულ უფრო და უფრო უძლური და ნაღვლიანი ხდებოდა. და მართლაც სურათის მნახველი ყველა ჩურჩულით აღნიშნავდა მსგავსებას - უდიდესი საოცრებაა. ეს მოწმობს მხატვრის ნიჭსა და უსაზომო სიყვარულს მისადმი, ვინც ასე სრულყოფილად წარმოაჩინაო. დაბოლოს, სურათის დამთავრების ხანს, აღარავის უშვებდნენ კოშკში, რაკიღა შემოქმედების ცეცხლმა მოიცვა მხატვარი, თვალი მხოლოდ წამით მოაცილა ტილოს, რათა თავისი ცოლისთვის შეეხედა; და არ ისურვა დაენახა, რომ ტილოზე დაფენილი ფერები მის გვერდით მჯდომის ლოყებიდან წარეტაცნა მას. ასე გავიდა მრავალი კვირა, ცოტა დარჩა გასაკეთებელი, ფუნჯის ერთი მოსმაღა სჭირდებოდა ბაგე-პირსა და თვალს, და ვითარცა ლამპარმა, ისე მოიღო ბდღვრიალი ქალის სულმა. დასრულდა, მზად იყო სურათი, და მცირე ხნით გაირინდა თავისი ქმნილების წინაშე მდგომი მხატვარი, კიდევ ერთი წამიც და მიწისფერი დაედო, თავით ფეხებამდე კანკალი მოეკიდა და შესძახა ზარგანხდილმა: „მართლაცდა სიცოცხლეა ეს თავად!“ მერმე უეცრად თავის სატრფოს მიუბრუნდა - ის კი მკვდარი იყო!“

 

ნახვა: 3421

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal CLEARING FOR A BUSINESS

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:57am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

MMOexp:Make great RPGs even better

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:23am 0 კომენტარი

I've had this thought – or a less metaphorical version of this thought – a lot this year. 2023 was an amazing year for playing games, and maybe an even better year for waiting to play games. The comeback-cementing release of Cyberpunk 2077: Phantom Liberty and its accompanying 2.0 update is probably the most extreme example of waiting for improvements. But even for games that were initially released this year, waiting even a month or two could lead to a dramatically improved first… გაგრძელება

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Qwelly World

free counters