ედგარ ალან პო - საქმოსანი

„საქმოსნობის სული ხერხია“
ძველი ანდაზა

   საქმოსანი ვარ, მოხერხებული კაცი. ხერხი სჯობია ღონესა და ყველაფერსაც. ყველაზე უფრო ის ბრიყვნი მძულს, ყბედობას რომ დაიწყებენ ხერხის შესახებ და არც არაფერი იციან; იმას ხედავენ, რაც თვალწინ უდევთ, ხოლო სული საგნისა ცხრაკლიტულში რჩება დაგმანული. ამ ვაჟბატონებს ყოველთვის უცნაური რამ სჭირთ, რასაც ისინი გარკვეულ წესსა და რიგს ეძახიან. მგონია, აქ პარადოქსია და მეტი არაფერი. ხერხი იქ გასაჭირის, სადაც ჩვეულებრივი და ნათელი შემთხვევაა, უჩვეულოსთან კი ვერაფერს გახდება. მართლაც, რა აზრი შეიძლება ვნახოთ ასეთ გამოთქმაში „შარახვეტიათა ხერხი“ ან „ახირებულთა წესი და რიგი“.
   ჩემი აზრი ამ საგანზე არც არასდროს იქნებოდა ასეთი ნათელი, ერთი ბედნიერი შემთხვევა რომ არ მომსვლოდა სულ ადრეულ ასაკში. მოხუცი, კეთილი ძიძა მყავდა, ირლანდიელი იყო ის დედაკაცი ( ვისაც უთუოდ მოვიხსენიებ ჩემს ანდერძში), ხოდა, ერთხელ ცალ ქუსლზე ხელი წამავლო, რაკიღა უფრო მეტს ვხმაურობდი, ვიდრე საჭირო იყო; ორჯერ თუ სამჯერ დამატრიალა, დამიღრიალა, „შენი ხმა არ გავიგონოო“, და თავი ლოგინის რიკულზე დამარტყმევინა და თითქოს ქუდი ყოფილიყო, ისე ამოიღუნა რაღაც. ამის მერე ჩემი ბედი, მე გეუბნებით, უკვე გადაწყვეტილი იყო და კიდევაც გავხდი ქუდბედიანი; თხემზე იმწუთას დამაჯდა კოპი და წესრიგის საბუდარი შეიქმნა, ზაფხულის ერთ დღეს მივხვდი ამ ამბავს. სწორედ ამის შემდეგ გავხდი სისტემის მოყვარული და მოხერხებული კაცი და, ცნობილი საქმოსანი.
ყველაზე უფრო ამქვეყნად გენიოსები მეზიზღება. ყველა გენიოსი ნამდვილი ვირია, რაც უფრო დიდია გენიოსი, მით უფრო დიდი ვირიცაა, იმდენად კანონზომიერია ეს მოვლენა, უფრო გამონაკლისს ვერ ნახავთ. ცხადია, გენიოსისაგან ვერ დადგება საქმოსანი კაცი, სწორედ ასე ყევერს კაპიკს ვერ აგდებინებ და ნაძვის გირჩისაგან ნიგოზს ვერ გამოიყვან. ეს ვაჟბატონები სულ მუდამ ოცნებებით არიან გართულნი, სულელურ ფიქრებს მისცემიან, ნამდვილ საქმეს ვერა და ვერ მოკიდებენ ხელს, საქმოსნისა არა სცხიათ რა, წესიერ ხალხს იმათ ვერ დაარქმევ. ნახავთ თუ არა რასაც ისინი აკეთებენ, იმწუთასვე მიხვდებით იმათ ხასიათს. თუ თქვენ შეგხვდებათ კაცი, ვისაც სურს ვაჭარი ან მეწაღე გახდეს, ან ბამბისა და თამბაქოს ყიდვა-გაყიდვას მიჰყოს ხელი; ან სხვა ამდაგვარ რამეს, ამ მეგალანტერიობა,საპნის ხარშვა და ა. შ მოისურვოს, ან ადვოკატობა, მჭედლობა, ექიმობა, ერთი სიტყვით, რაღაც უჩვეულო რამ მოინდომოს, მაშინ თქვენ შეგიძლიათ თქვათ, გენიოსიაო და, ამისდა კვალად, სამგზის დაამტკიცოთ კიდევაც მისი ვირობა.
   მე და გენიოსობა შორიშორ ვართ, მე ვარ ჩვეულებრივი საქმოსანი კაცი. ჩემი საანგარიშო რვეული და შემოსავალ-გასავლის წიგნი ამას ამწუთასვე დაგიმტკიცებთ. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ არის კარგი, მაგრამ მაინც ვიტყვი, ყველაფერი სრულ წესრიგში მაქვს, სისხლსა და ხორცში ისე გამჯდომია აკურატულობა და პუნქტუალობა, რომ საათი ჩემთან რას მოვა. უფრო მეტიც, ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, სულაც არ ჩანს უცხო ჩემი ახლობლების თვალში. მშობლების დამსახურება არ არის ჩემი ამბავი, იმათ ამისთვის ჭკუა არ ეყოფოდათ, რაღა თქმა უნდა, ისინი გენიოსს გამომიყვანდნენ საბოლოოდ, მაგრამ დროზე მომისწრო ჩემმა მწყალობელმა ანგელოზმა და გადამარჩინა. ბიოგრაფიაში თავიდათავი ჭეშმარიტებაა, განსაკუთრებით ეს ითქმის ავტობიოგრაფიაზე, მაგრამ იმედი არა მაქვს, ვინ დამიჯერებს, რომ საწყალმა მამაჩემმა - მართალს გეუბნებით, სახუმაროდ მე არა მცალია - გავხდი თხუთმეტი წლის თუ არა, მიმიყვანა ერთ დაწესებულებაში, რომელიც ცნობილი იყო როგორც „რკინა-კავეულობის კარგი სავაჭრო, ფრიად საჭირო და მომგებიანი საქმე“, რის მომგებიანი, რა მომგებიანი! ასე იყო თუ ისე, ამ სისულელეს ის მოჰყვა, რომ ორი თუ სამი დღის შემდეგ უკანვე დამაბრუნეს ჩემს ხისთავიან მშობლებთან, ცუდად გავხდი, მაღალი სიცხე მომცა, საშინლად მტკიოდა კოპი მთლიანად, ეს ჩემი საბუდარი წესრიგისა. კინაღამ ფეხები გავფშიკე, ექვსი კვირა სასიკვდილოდ ვიყავი გადადებული, ექიმებს ჩემი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ. თუმცა კი გავიტანჯე, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ, რომ არ მოვხვდი იქ, სადაც იყო „რკინა-კავეულობის კარგი სავაჭრო, ფრიად საჭირო და მომგებიანი საქმე“, და ამიტომაც მადლი შევწირე იმ ჩემს მხსნელ კოპს და იმ ჩემს კეთილისმყოფელ ქალს, იმთავითვე იმის შემქმნელსა და მესაძირკვლეს.
   მეტი წილი ბიჭებისა სახლიდან ათი, თორმეტი წლისანი გარბიან, მე კი თექვსმეტ წლამდე დავიცადე. არ ვიცი, იქნებ, მაშინაც არ გავქცეულიყავი, მაგრამ შემთხვევით ჩემი მოხუცი დედის საუბარი მოვისმინე, ბაყალთან მოვაწყოთო სამუშაოდ. ბაყალთანო! ამას რას ვიფიქრებდი! ხოდა, ასე ვთქვი ჩემს გულში, დროზე უნდა წავიდე აქედან და თავს ვუშველო, ამ ჭირვეულ და უცნაურ ხალხთან მეტი გაჩერება აღარ შეიძლება, თორემ ისინი მე თავს არ დამანებებენ და ბოლოს გენიოსობა არ ამცდება-მეთქი. კარგადაც მოვაგვარე ეს საქმე და უკვე თვრამეტი წლისამ დიდი და მომგებიანი საქმე გავიჩინე, მკერავის მოძრავი რეკლამა გავხდი.
ამ სადავიდარაბო ხელობაზე მე ვინ დამაყენებდა, მაგრამ იცოდნენ, რა მკაცრი სისტემის მიმდევარი ვიყავი და ეს თვისება ძვალსა და რბილში მქონდა გამჯდარი. დახვეწილი მეთოდურობა აჩნდა ჩემს ყოველ საქმეს და, ამავე დროს, ანგარიშიანიც გახლდით. ჩემნაირი ყმაწვილი ფულს კი არა, მეთოდს უნდა გაეხადა კაცი, სუყველაფერი ამაზე იყო დამოკიდებული, ოღონდ გარკვეული წვლილი იმ მკერავებსაც ჰქონდათ, მე რომ ვემსახურებოდი. ყოველ დილას, ცხრა საათზე მივდიოდი იმათთან, ყოველდღე უნდა გამომეცვალა ტანისამოსი. ათი საათი იქნებოდა, როდესაც ხალხმრავალ და გასართობ ადგილებში გამოვჩნდებოდი. ზუსტად და გამოზომილად ვტრიალებდი და ასე ყოველი მხრიდან ხედავდნენ ჩემს წარმოსადეგ ტან-ფეხს და იმ ჩვენს სამკერვალოში შეკერილ სამოსელსაც, ცხადია, კიდევაც რჩებოდა აღფრთოვანებული ამ საქმის კარგად მცოდნე ხალხი. ჯერ კიდევ შუადღის დადგომამდე ყოველთვის მომყავდა მუშტარი, ჩემი დამქირავებლების, ბ-ნების დაჭერ და შეკერეთის სახლში. სიამაყით, თუმცა კი თვალცრემლიანი ვამბობ ამას, რადგან მე არა ვარ ამ ფირმის მადლიერი. პატარა ანგარიში წარვუდგინე, არ ესიამოვნათ და საბოლოოდ დავცილდით კიდევაც; ვერც ერთი საქმეში ჩახედული ჯენტლმენი ვერ იტყვის ჩემზე, ზედმეტი უანგარიშებიაო რაღაც-რაღაცეები. თუმცა თავად მკითხველმა განსაჯოს ეს ამბავი, მე მართალი ვარ, თავაწეული და კმაყოფილი გეუბნებით ამას. აი ჩემი ანგარიში; ბატონებს დაჭერ და შეკერეთს, ვაჭარ მკერავებს პიტერ პროფიტს, მოძრავ რეკლამას, თქვენგან ეკუთვნის შემდეგი დლრ
ივლისი 10. სეირნობა, ჩვეულებისამებრ, მუშტრის მოყვანა - 00, 25
ივლისი 11. იგივე 25
ივლისი 12. ერთი სიცრუე, მეორე ხარისხის: შავი ფერის ტანისამოსი მუქ-მწვანედ გავასაღე 25
ივლისი 13. ერთი სიცრუე, უმაღლესი ხარისხისა და ფრიად
მნიშვნელოვანი: ბამბის ხავერდი დრაფად გავყიდე 75
ივლისი 20. შევიძინე სულ ახალი ბამბის საყელო ფონის შესაქმნელად პალტოსთვის 2
აგვისტო 15. მოკლე ფრაკი მეცვა, ორმაგ სარჩულიანი (ტემპერატურა ჩრდილში - 76) 25
აგვისტო 16. სამი საათი ცალ ფეხზე ვიდექი, რათა კარგად
მეჩვენებინა ახალი მოდის ნაკეცი, თუ 12, 5 ცენტს ვიანგარიშებთ, მაშინ ერთი საათი დგომა
თითო ფეხზე უდრის 37,5
აგვისტო 17. სეირნობა, ჩვეულებისამებრ; მდიდარი მუშტრის
მოყვანა (მსუქანი კაცი) 50
აგვისტო 18. იგივე (საშუალო ტანის კაცი) 25
აგვისტო 19. იგივე (ხმელ-ხმელი კაცი, ღარიბ-ღატაკი) 6
2 დოლარი და 95, 5 ცენტი
განსაკუთრებით სადავო შექმნილა უმნიშვნელო თანხა, სულ ორად ორი ცენტი, ბამბის საყელოსათვის რომ გადავიხადე. სინდისს გეფიცებით, ის საყელო სულაც არ იყო ძვირი. არც არასდროს მინახავს ასეთი სუფთა და მშვენიერი საყელო, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ იმან გამაყიდია სამი პალტო. ჩვენი ფირმის ერთმა უფროსთაგანმა მითხრა, ერთ ცენტზე მეტს არ მივცემდიო იმაში, და მაჩვენა კიდევაც, თუ როგორ შეიძლებოდა ერთი ფართო ქაღალდისაგან ოთხი ასეთი საყელოს გაკეთება. რაღა საჭიროა იმის თქმა, რომ მე ჩემი პრინციპი მაქვს საზომად, საქმე საქმეა და ისე უნდა გაკეთდეს, როგორც საქმეს მოუხდება. რა წესი და რიგია წამგლიჯო მთელი ერთი ცენტი - ორმოცდაათიან პროცენტიანი ყალთაბანდობაა სწორედ ეს ამბავი, და მეთოდის უპატივცემულობა. იმწუთასვე დავტოვე ბ-ნების დაჭერ და შეკერეთის დაწესებულება და საკუთარი საქმე გავიჩინე, ლიბრის გადაკვრის ხაზით დავიწყე მუშაობა, ეს იყო ერთ-ერთი მეტად მომგებიანი, ღირსეული და, ამავე დროს, არაჩვეულებრივი საქმე.
ჩემი დიდი პატიოსნება, მომჭირნეობა და საქმის ერთგულება კარგად გამომადგა. სულ მალე დამში მოვიყვანე ეს საქმე და ყველა ამას იძახოდა, ერთი ნახეთ, ეს კაცი რას შვრებაო. მართლაცდა, მეწვრილმანე მე არ შევქმნილვარ და ყოველთვის გახლდით მიმდევარი ძველი წესის და რიგისა, სწორედ ეს იყო კიდევაც ჩემი მოწოდება; მოწოდება-მეთქი, რომელსაც არც არასდროს ვუღალატებდი. მაგრამ ერთი პატარა შემთხვევა მომიხდა, ზოგჯერ რომ მოსდის ხოლმე საქმოსან კაცს სულ ჩვეულებრივი ოპერაციებისას. ზოგჯერ გამოვა ვიღაც ბეხრეკი ფულიანი ან მფლანგავი მემკვირე, ან გაკოტრების გზაზე შემდგარი ამხანაგობა; ხოდა, სრასახლის აშენებას მოინდომებენ თავისთვის და არც აღარაფერი გააჩერებთ იმათ ამქვეყნად, ყველა ჭკუათმყოფელმა კარგად იცის ეს ამბავი. სწორედ ხსენებული გარემოება ესაძირკვლებოდა ლიბრის გადაკვრით ვაჭრობას. დაინახავთ თუ არა, რომ ეს ვიღაცეები სადაცაა დაიწყებენ თავისი გეგმის შესრულებას, იმწუთას ჩუმად იმათი არემიდამოს ლამაზ კუთხეში პატარა ნაკვეთს იყიდით, შეიძლება ნაკვეთი იმათ გვერდით ან პირდაპირ შეიძინოთ. იზამთ ამას და დაელოდებით სანამ შენობას ნახევარს არ ააშენებენ, მერე ერთ კარგ არქიტექტორს ნახავთ და ისიც სოფლის ქოხმახს, ან პაგოდას, აღმოსავლურ-ჰოლანდიურ სტილში, ან საღორეს, ან რაღაც უცნაურ სადგომს ააგებს, ესკიმოსებმა, კიკაპუს ტომის ხალხმა ან ჰოტენტოტებმა რომ იციან, ისეთს. რაღა თქმა უნდა, ამ ნაგებობების დანგრევა ჩვენ არ შეგვიძლია, თუნდაც ამაში მისი ხარჯების - ღირებულება, შენობის შელესვა - ხუთასპროცენტიანი ანაზღაურება მოგვცენ არ შეგვიძლია-მეთქი, ხომ სწორი ვარ, გეკითხებათ? საქმოსან ხალხს გეკითხებით- მეთქი. კი შეიძლებაო, ვერ იტყვით ამას, ზღაპარი იქნება ეგ. და სწორედ ასეთი თანხა შემომთავაზა გარეწართა ბრბომ, იმ ამხანაგობამ, სწორედ ასეთი-მეთქი! რა ჩემი პასუხის ღირსნი იყვნენ ამ უაზრო წინადადებების მთქმელნი; და იმ ღამითვე ავდექი და მთელი იმათი სასახლე შავად გავმურე. იმ ჭკუაგამოლეულმა არამზადებმა ციხეში ჩამსვეს. გამოვედი თუ არა იქიდან, ლიბრის გადამკრავმა ჯენტლმენებმა ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს ჩემთან.
ცხოვრება ხომ მინდოდა და იძულებული ვიყავი ცემა-ტყეპის საქმისათვის მომეკიდა ხელი, თუმცა რა შესაფერისი იყო იგი ჩემნაირი ნაზი აგებულების კაცისათვის; ძალა ახლაც არ დამიშურებია და მივხვდი, თუმცა ეს წინათაც ვიცოდი, ყოველთვის მშველოდა ეს ჩემი მტკიცე ჩვეულება, მეთოდურობა და წესრიგის სიყვარული, რომლის გულისთვის ხელი გამოიღო იმ ჩემმა შესანიშნავმა მოხუცმა ძიძამ; მართლაცდა, კაცთაგან მთლად გარეწარი უნდა ვყოფილიყავი, რომ ჩემს ანდერძში არ მომეხსენებინა იგი. საქმოსნობის ამ უმკაცრესი სისტემის წყალობით და ყველაფერი ზუსტად რომ შემქონდა დავთრებში, ბევრი დავიდარაბის შემდეგ ბოლოს სრულიად დავეუფლე ამ ჩემს ხელობას. მართალი თუ გნებავთ, თითო-ოროლაღა თუ მოიპოვებდა ამ საქმეში ჩემნაირ წარმატებას. რომლის დასტურად სჯობს ერთი ან ორი გვერდი მოვიყვანო ჩემი დღიურიდან და, ასე, აღარც დამჭირდება იმის ძახილი, ესა და ისა ვარ-მეთქი, უხერხულიცაა ამაღლებული სულის კაცისთვის თავის ქება. დღიური კი ყოველთვის მართალს გვამცნობს, არ ცრუობს.
„იანვ. 1. - ახალი წელია. შევხვდი გაჰკარს, შექეიფიანებული იყო. დავიხსომოთ, გამოგვადგება. ცოტა ხნის მერე შევხვდი ტოტყოს, გატიალებულ მთვრალს. დავიხსომოთ, ისიც გამოგვადგება. ჩემს დავთარში შევიტანე ეს ორივე ჯენტლმენი და თითოეულზე ანგარიში გავხსენი.
   იანვ. 2. - დავინახე გაჰკარი, ბირჟაზე მოსულიყო, მივედი, ფეხზე დავაბიჯე. შემომკრა და დამაგდო. კარგია! - წამოვდექი. ვერ დავიყოლიე ეს ჩემი ვექილი, ფულოუ, ამ მუშტიკრივისთვის ათასს ავართმევ-მეთქი, ასე ვფიქრობდი, მაგრამ იმან მითხრა, ერთი შემოგკრა და აშენება ხომ არ გინდა, ხუთასს დასჯერდიო. დავიხსომოთ, ფულოუ უნდა მოვიცილო, მთლად უსისტემო კაცია.
   იანვ. 3. - თეატრში წავედი, ტოტყო უნდა მენახა, გვერდის ლოჟაში, ერთი მხრიდან გაძვალტყავებული ქალბატონი უზის, მეორედან - ჩასუქებული. სათეატრო ჭოგრიტი მივაშვირე იმათ, იქამდე არ მომიცილებია სანამ ის ჩასუქებული ქალბატონი სახეზე არ წამოინთო და რაღაც არ ჩასჩურჩულა ტ.-ს. მოვტრიალდი, იმათთან შევედი ლოჟაში და ცხვირი პირდაპირ იმ კაცს მივუღერე. ვითომცდა აქ არაფერიო, ნირი ვერ შევაცვლევინე. ცხვირი მოვიწმინდე, ერთხელ, მეორედ, მაინც არაფერი შეეტყო, იმათთან დავჯექი და იმ გაძვალტყავებულ ქალბატონს თვალი ჩავუკარი. რა გამიხარდა, როდესაც ამ კაცმა ჭიტლაყი ამომკრა და პარტერში გადამაგდო. კისერი ამომიტრიალდა და პირწმინდად მომტყდა მარჯვენა ფეხი. ზარზეიმით დავბრუნდი შინ, ერთი ბოთლი შამპანური დავლიე და იმ ყმაწვილ კაცს ხუთი ათასი შევაწერე. ფულოუმ თქვა, გამოვაო.
   თებ. 15. - ბ-ნ გაჰკარს მოვურიგდი ორმოცდაათ ცენტად, იხილე დავთარი. თებ. 16. - იმ არამზადა, ტოტყომ, დამკრა და გამაგორა, საზღაურად ხუთი დოლარი მომცა. სასამართლო ხარჯები ოთხი დოლარი და ოცდახუთი ცენტი გადავიხადე. სუფთა მოგება - იხილე დავთარი - „სამოცდათხუთმეტი ცენტი“. სულ მოკლე ხანში შემოსავალი იყო ერთი დოლარი და ოცდახუთი ცენტი - მხოლოდ გაჰკარისა და ტოტყოს შემთხვევები მაქვს მოყვანილი; მკითხველს ერთი წუთითაც ნუ შეეპარება ეჭვი, ჩემი დღიური ალალბედზე გადავშალე და ეს რამდენიმე ამონაწერი ისე მომაქვს. მაგრამ ერთი ძველი და მართალი ანდაზისა არ იყოს, ჯანმრთელობა ერთია და ფული უამრავი. ჩემი ესოდენ ნაზი სხეულისათვის ეს ხელობა მეტისმეტი გამოდგა. დაბოლოს რას ვხედავ, თავადაც არ ვიცოდი, ისე მაგრად დავმახინჯებულვარ, მეგობართაგან ერთმაც კი ვერ მიცნო ქუჩაში და ვერც თქვა, პიტერ პროფიტიაო ეს კაცი. რაღა უნდა მექნა, კი სჯობს სხვა საქმე ვიშოვნო-მეთქი, გავიფიქრე მე. ავდექი და გასვრა-გაჭუჭყიანების საქმეს მივყავი ხელი რამდენსამე წელიწადს. მაგრამ ამ საქმის ნაკლი ის არის, რომ ძალიან ბევრს მოსწონს და ამიტომაც კონკურენციაც დიდია. ყოველ რეგვენს მოუნდება გასვრა-გაჭუჭყიანების საქმე, იმას ჭკუა არ ჰყოფნის და უჭირს მოძრავი რეკლამა გახდეს ან ლიბრის გადაკვრას, ან ცემა-ტყეპას მიჰყოს ხელი. მაგრამ ძალიან სცდება, თუ ჰგონია, გასვრა-გაჭუჭყიანებაზე ადვილი რა უნდა იყოსო. განსაკუთრებით ის უნდა გვახსოვდეს, მეთოდის გარეშე ფონს ვერ გავალთ. ჩემი საქმე მხოლოდ საცალო ვაჭრობა იყო, მაგრამ ამ ჩემი ოდინდელი ჩვეულების, სისტემურობის წყალობით არც არასდროს მომცარვია ხელი. უპირველეს ყოვლისა, დიდის გულმოდგინებით ერთი გზაჯვარედინი ავირჩიე და ამ ადგილის გარდა აღარსად მომიქნევია ცოცხი. ისიც არ დამვიწყებია, აგრეთვე, რომ მშვენიერი პატარა გუბე ყოფილიყო აქვე ჩემ გვერდით. ასე და ამგვარად სანდო კაცის სახელი გამივარდა და ეს კი საქმოსნისათვის უკვე წარმატების ნახევარია. წამომიგდებდა ვინმე კაპიკიანს და დაისჯებოდა კიდევაც, იმ ჩემს გადმოსასვლელს ვერ გადმოივლიდა დაუსვრელი შარვლით. და რაკიღა ჩემი კარგი საქმოსნობის ამბავი ყველასათვის ცნობილი იყო, არც არავის უცდია ჩემი მოღორება, სხვას იმას როგორ დავანებებ, რასაც თავად მე ვშვრები, ვინ რას გამიბედავს. მაგრამ ბანკების თაღლითობასთან მე რას გავხდები. კინაღამ გამაჩანაგა იმათმა ძალმომრეობამ. შენ რა იცი, იქ ვინ რას შვრება, კორპორაციების ბოგინს ხედავ მხოლოდ, კორპორაციები კი საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, უხორცონი არიან და ხელს ვერ შემოჰკრავ, შენი წყევლა-კრულვა ვერაფერს დააკლებს, რაკიღა უსულონიც არიან.
   ერთხანს ასე ვაკეთებდი ფულს, მერე კი, დასწყევლოს ღმერთმა, იძულებული გავხდი ძაღლი გამეყვანა წილში, ანუ ჩემი საქმე ძაღლით გასვრა-გაჭუჭყიანება იყო ახლა; მართალია, გარკვეული მსგავსება კი ჰქონდა იმ ჩემს წინანდელ საქმესთან, მაგრამ ღირსეული ჩანდაო ამას ვერ იტყოდით. ადგილი კი საუკეთესო შევარჩიე, ქალაქის შუაგულში, საცხი და ჯაგრისიც დიდებული ვიშოვნე. ჩემი მურია პატარა და ჩამრგვალებული იყო და მრავალნაირად შეეძლო დაყნოსვა. კარგა ხანს ეწეოდა ამ საქმიანობას და მშვენივრადაც დაეუფლა. საერთოდ ჩვენ ასე ვმუშაობდით: მურია ჯერ მთლად ამოისვრებოდა ტალახში, მერე დასკუპდებოდა თავისთვის აქვე, დუქნის კართან მანამ, სანამ არ დაინახავდა ვიღაც პრიალა ჩექმებიან დენდის. ხოდა, სწრაფად მიაშურებდა მას, ერთხელ თუ ორჯერ შეახოცავდა თავის ტანს იმის ჩექმების ყელს. ლანძღვა-გინება აღმოხდებოდა ამ გამწარებულ დენდის და აქეთ-იქით დაიწყებდა მზერას, ვინ მიშველისო. მე კი იქა ვარ ჩემი ჯაგრისებითა და მოწყობილობით. წუთის სამუშაო და ექვსი პენსი მრჩება. თავმოზღუდულ კაცს ეს შემოსავალი მყოფნიდა ერთხანს, ღორმუცელა მე არა ვარ, მაგრამ ამ ჩემს მურიაზე ამას ვერ იტყოდით. მოგების მესამედი იმას მიჰქონდა, მაგრამ ბოლოს ნახევარი მომთხოვა. ამაზე კი ვეღარ მოვრიგდით, წავიჩხუბეთ და კიდევაც დავცილდით ერთმანეთს.
   შემდეგ არღანს ვამღერებდი და კარგადაც ვიყავი. ეს სამუშაო მარტივი და ადვილია, დიდი ჭკუა ამას არ სჭირდება. თქვენ იშოვნით მუსიკალურ სატრიალას, იმაზე დაკვრას კი რა უნდა, გააწყობთ, ამისათვის სახურავს ახსნით და სამჯერ თუ ოთხჯერ ჩაქუჩს ჩააკაკუნებთ, ამის შემდეგ მშვენიერი ხმა გაუხდება, საქმისთვის ეს აუცილებელია. იზამთ ამას და მერე სეირნობას უნდა მოჰყვეთ, იმ ყუთს ზურგზე მოიგდებთ და მანამ ივლით, სანამ არ დაინახავთ სრასახლს, მოჩუქურთმებული კარით. დადგებით იქ და დასცხებთ; ვიღაცა დაგინახავთ და ასე ეგონება, ეს აქედან წამსვლელი არ იქნება, მეორედ მოსვლამდე გააგრძელებსო არღნის დაკვრას. მერე უცებ ფანჯარა გაიღება და ექვსპენსიანს გადმოგიგდებენ, გადმოგძახებენ, გაჩუმდი, გაეთრიეო აქედან და ა. შ. ვიცი, რომ ზოგი მეარღნე ,,წაეთრეოდა“ ამ თანხის გულისათვის, მაგრამ მე მგონია, იმდენი ხარჯი მაქვს გაწეული, რომ ერთ შილინგზე ნაკლებად არსადაც „არ წავეთრევი“.
   კარგი შემოსავალი მქონდა, ცუდი არ იყო ეს საქმე, მაგრამ ბოლოს როგორღაც აღარ მაკმაყოფილებდა და თავი გავანებე. მართალი თუ გნებავთ, სამუშაო პირობებიც არ მქონდა კარგი, მაიმუნი მე არა მყავდა, ხოლო ამერიკის ქუჩები ჭეჭყითაა სავსე, აქაური დემოკრატიული ბრბო თავხედია და სიბრიყვის განსახიერებაა. პატარა ბიჭბუჭებს კი შეუძლიათ ანწუხზე ააგონ კაცი. რამდენიმე თვე უმუშევარი ვიყავი, მაგრამ ბოლოს მოვახერხე და ის სამუშაო ვიშოვნე, სულითა და გუ-ლით რომ მომწონდა, ყალბ-ფოსტაში დავიწყე საქმიანობა. ჩემი მოვალეობა უბრალო იყო, მაგრამ შემოსავალი ცუდი არა მქონია. ასე, მაგალითად, დილაადრიან ყალბი წერილების მთელ დასტას ვწერდი, იმათთაგან თითოეულში რამდენიმე იდუმალებით მოცულ სიტყვას ჩავჯღაბნიდი, იმას, რაც იმწუთას გამიელვებდა თავში, ხელსაც მოვაწერდი, ტომ დობინსი ან ბობ ტომპკინსი და ა. შ. დავკეცავდი და დავბეჭდავდი, ყალბ მარკებსაც დავაწებებდი, ვითომცდა ნიუ-ორლეანიდან, ბენგალიიდან, ბოტანი ბეიდან ან სხვა ამდაგვარი შორეული ადგილებიდან იყო გამოგზავნილი. ვიზამდი ამას და სწრაფად მივაშურებდი დიდებულ სრასახლებს, გასამრჯელოსაც ვღებულობდი. ფულს ისე მაძლევდნენ, რომ ერთი წუთითაც არ დაეჭვდებოდნენ, წერილის მოსვლა ყველას უხარია, ასეთი სულელია ხალხი, მე კი მალე გადავუხვევდი ქუჩის კუთხეში და სანამ წერილს გახსნიდნენ, მივიმალებოდი კიდევაც. ამ ხელობის ნაკლი ის იყო, რომ ბევრი და ჩქარი სიარული მიხდებოდა და სხვადასხვა გზით უნდა მევლო ხშირად. სინდისმაც ძლიერ შემაწუხა. ყოველთვის გულჩათუთქული ვისმენდი უდანაშაულოთა ლანძღვას. მთელი ქალაქი უგზავნიდა წყევლა-კრულვას იმ ტომ დობინსსა და ბობ ტომპკინსს. შემზიზღდა ეს საქმე და თავი გავანებე.
   ჩემს მერვე და საბოლოო საქმიანობაზე დავიწყე ფიქრი, მეკატეობა ავირჩიე. დიდად სასიამოვნო და მომგებიანი გამოდგა ეს საქმე, არც ბევრი დავიდარაბა სჭირდებოდა. კარგადაა ცნობილი, რომ ამ ჩემს ქვეყანაში აუარება კატა დაშლიგინობს. იმდენად მომრავლებულან ამჟამად, რომ პეტიცია გაუგზავნიათ მრავალი ღირსეული ადამიანის ხელმოწერით საკანონმდებლო საბჭოს უკანასკნელ სესიაზე. ჩვენს დროს კი ასეთო სხდომის მონაწილე დიდებულად არიან ინფორმირებულნი და კიდევაც ღებულობენ ბევრ ბრძნულ და ფრიად საჭირო კანონებს; ახლა კი მთელი თავისი მუშაობა დააგვირგვინეს აქტით „კატების შესახებ“. თავდაპირველად ეს აქტი ითვალისწინებდა ერთი კატის თავში ჯილდოს (ოთხი პენსის ოდენობით), მაგრამ სენატს უყოჩაღია და ძირითად დებულებაში სიტყვა „თავი“ „კუდით“ შეუცვლიათ. ხსენებული შესწორება ისე აუცილებელი ჩანდა, რომ nem. Con. მიუღიათ.
   მოაწერა თუ არა ხელი გუბერნატორმა ამ კანონს, იმწუთას მთელი ჩემი ქონება ხატაურებისა და ფისოების შესყიდვას მოვანდომე. პირველად იმათ თაგვების მეტს არაფერს ვაჭმევდი (მეტი საშუალება მე არა მქონდა), მაგრამ მერე ისე კარგად აღასრულეს ბიბლიური წინასწარმეტყველება, რომ ბოლოს შემრცხვა ჩემი ასეთი ხელმომჭირნეობისა და უკვე იმათ ხამანწკებითა და კუს ხორცით ვკვებავდი. კატის ერთ კუდში კანონით კარგი გასამრჯელო მერგება; ჩემმა კვლევა-ძიებამაც დიდებული შედეგი გამოიღო, მაქასარის ზეთის მეშვეობით წელიწადში სამჯერ ვღებულობდი მოსავალს. ჩემდა სასიხარულოდ ისიც დავადგინე, რომ ეს ცხოველები მალე შეეჩვივნენ ამ ამბავს და ისევ კუდის დაკარგვა ურჩევნიათ სხვა რამის მოკვეთას. დაბოლოს ესღა უნდა დავსძინო, კაცი გავხდი მას შემდეგ და ახლა ჰუძონის სანაპიროზე მამული მინდა ვიყიდო.

ნახვა: 680

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters