მიგელ დე უნამუნო - პირანდელო და მე


   ლიტერატურის, ხელოვნების, მეეცნიერებისა თუ ფილოსოფიის ისტორიაში ხშირად ვხვდებით ერთ ფრიად საინტერესო მოვლენას - ორ ადამიანს, რომელიც არც ერთმანეთს იცნობდა, არც ერთი-მეორის შემოქმედებას და საერთოდ, არც ურთიერთობა ჰქონიათ როდისმე, ერთი გზით უვლია, ერთნაირი კონცეფციები ჩამოუყალიბებია და ერთნაირი დასკვნებიც გამოუტანია. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი რამ ხდება მსგავს გარემოსა და ვითარებაში, ანდა უფრო სწორად, ისტორიის სიღრმეშია საძიებელი და ელოდება, სანამ ვინმე მიაგნებდეს და დღის სინათლეზე გამოიტანდეს.
ამას ვამბობ სიცილიელი მწერლის ლუიჯი პირანდელოს შემოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს სწორედ იმავე დროს რომში, როცა მე ვცხოვრობ და ვიღვწვი აქ, სალამანკაში და, რომელმაც იტალიის საზღვრებს მიღმა უფრო ადრე გაითქვა სახელი, ვიდრე, საკმაოდ დაგვიანებით, აღიარებდნენ იტალიაში. მე კი, ასეთმა ცნობისმოყვარე ადამიანმა, დიდი გულისყურით რომ ვადევნებ თვალს იტალიის ცხოვრებას, აქამდე სულ არაფერი ვიცოდი მის შესახებ და ერთი წელიც არ იქნება, რაც მისი ამბავი შევიტყე; 1917 წელს იტალიაში რომ ვიყავი, არც იქ უხსენებია ვინმეს მისი სახელი ჩემი თანდასწრებით, და თუ ასეთი ყურადღება გამოვიჩინე მისი პიროვნებისა და მისი შემოქმედების მიმართ, - თუმცა ჯერ კიდევ ვერ მოვასწარი კარგად გავცნობოდი მის ნაწარმოებებს, მხოლოდ მცირე ნაწილს გადავავლე თვალი, - იტალიაში გავრცელებული ცნობების წყალობით გავიგე, რომ თურმე მის სახელს ჩემთან აკავშირებენ. ეგებ ჩემთვის დიდი პატივიც იყოს ჩვენი ასე გვერდიგვერდ ხსენება, მაგრამ მოულოდნელი კი ნამდვილად არის. ვეცდები შეძლებისდაგვარად ობიექტურობა გამოვიჩინო ისტორიის მიმართ, თუ ვიტყვი, რომ ჩემმა ლიტერატურულმა შემოქმედებამ იტალიაში უფრო მაღალი შეფასება დაიმსახურა, ვიდრე ესპანურენოვან ქვეყნებში და ამან კიდევ უფრო წამაქეზა გავცნობოდი პირანდელოს შემოქმედებას, რაკი იტალიელი კრიტიკოსები ასეთი დაჟინებით ახსენებენ ერთად ჩვენ სახელებს. და ახლა, როცა ასე თუ ისე გავეცანი სიცილიელი მწერლის შემოქმედებას, ასე მეგონა, საკუთარი თავი სარკეში დავინახე და დავინახე ისეთი, როგორსაც მარტო მე ვიცნობდი, ხოლო როცა ვკითხულობდი, სულ ამას გავიძახოდი - „აკი მეც ამას ვამბობდი-მეთქი!“ და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც მე არ ვიცნობდი პირანდელოს შემოქმედებას, არც ის, პირანდელო იცნობდა ჩემსას და თუ მე მწამს საკუთარი თვითმყოფობა, სწორედ ასევე ვაღიარებ მის თვითმყოფობასაც. მწერალი ვერასოდეს მოიპოვებს აღიარებას მიმბაძველობით, რაგინდ ეცადოს. არსებობს ტალანტი X - „მე“, უფრო ღრმა, ვიდრე ჩემი ემპირიული, თუ ფიზიოლოგიური „მე“ და რომ მწერალი პირანდელოს ემპირიული და ფიზიოლოგიური „მე“ არის ის, ვინც საკუთარ თავშიც და ჩემშიც აღმოაჩინა ეს ტალანტი „მე“ - X, როგორც ამბობს სილვიო ტისი, კიდევ ერთი იტალიელი მწერალი.

   და ეს განსხვავება ემპირიულ ან ფიზიოლოგიურ „მე“ -სა და ტრანსცენდენტალურ „მე“-ს, ან ეგებ იმანენტურ, თუ ისტორიულს შორის არის ის, რაც ასე ანათესავებს ჩვენს, პირანდელოსა და ჩემი შემოქმედების გზებს. პირანდელოს სახელი პირველად ვნახე ჩემი რომანის „ბურუსის“ იტალიური თარგმანის შესანიშნავ წინასიტყვაობაში, რომელიც იქ, იტალიაში იმდენად უცნაური და გაუგებარი არ მოსჩვენებიათ, როგორც აქ, ჩვენში მოეჩვენათ. ჩემი პერსონაჟის, აუგუსტო პერესის შეშფოთებაზე - ეგებ მე უფრო ვარ მისი? - როცა გაიგო, რომ მე, მისი სავარაუდო ავტორი, უარს ვეუბნებოდი რეალურ, დამოუკიდებელ არსებობაზე და მის ამაო ძალვაზე შეენარჩუნებინა სიცოცხლე, - სწორედ ამაზე მიანიშნებდნენ, როცა ჩვენი, პირანდელოსა და ჩემი იდეების ნათესაობაზე მსჯელობდნენ და რასაც ეფუძნება ესთეტიკის მთელი ფილოსოფიაც. სხვათა შორის, არც პარადოქსის აუცილებელი მნიშვნელობა გამორჩენიათ, რამეთუ ის, რასაც ჩვენ ვამბობთ და ვამბობთ მთელი სერიოზულობით, ამასთან იუმორისტული სერიოზულობით და რაც ყველაზე უფრო სერიოზულია, რომ დონ კიხოტესა და სანჩო პანსას გაცილებით მეტი ისტორიული მნიშვნელობა გააჩნიათ, ვიდრე სერვანტესსაო და რომ შექსპირს კი არ შეუქმნია მაკბეტი, ჰამლეტი, მეფე ლირი და ოტელო, ან ფალსტაფი, არამედ პირიქით, მათ შექმნეს შექსპირიო, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი, ვინც გულდასმით და ზედმიწევნით შეისწავლის ისტორიას და შეისწავლის წმინდა ისტორიული თვალსაზრისით, ამ რეალობას მაინც ვერ ჩასწვდებიან გულის გულში. და ეს ემართება ისტორიკოსთა უმრავლესობას.

   არის კიდევ ერთი კონცეფცია, რაც ამოუცნობ, იდუმალ „მე“ -ს შეეხება და რაც ერთნაირად და ერთდროულად გაგვიაზრებია ჩვენ, ორივეს, პირანდელოსაც და მეც, ეს გახლავს ისტორიული პიროვნების, ანუ გამონაგონის ჩვენეული ხედვა და ასახვა წინააღმდეგობრიობის ცოცხალ დინებაში, ვითარცა „მეების“ მთელი წყება, ვითარცა სულიერი მდინარე. ეს ყველაფერი იმის საპირისპიროა, ტრადიციულ დრამატურგიაში „ხასიათს“ რომ უწოდებენ. „ვერასგზით ვერ მოვახერხე თქვენი განსაზღვრა!“ - მითხრა ერთხელ მავანმა თეოლოგმა; მე კი ვუპასუხე - „ჩემდა საბედნიეროდ, თორემ თქვენ, ან სხვას ვინმეს ეს რომ მოეხერხებინა, აქამდე ცოცხალიც არ ვიქნებოდი!“

   პირანდელო წერს: „ავტორმა, ვინც ჩვენ სიცოცხლე გვიბოძა, მერე აღარ მოინდომა, ან ვერ შეძლო ხელოვნების სამყაროში ჩვენი დამკვიდრება. ეს კი ნამდვილი დანაშაული იყო, სინიორ, რადგან თუკი ვინმეს გაუღიმა ბედმა და თუნდაც ერთი ცოცხალი პერსონაჟი შექმნა, მას შეუძლია თვით სიკვდილსაც კი დასცინოს, ის არ მოკვდება! მოკვდება კაცი-მწერალი, ქმნილების იარაღი, მაგრამ ქმნილება არ მოკვდება! და იმისათვის, რომ ეს ქმნილება საუკუნეებს შემორჩეს, სულაც არ სჭირდება განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩეოდეს, ან სასწაულები მოახდინოს; ვინ არის სანჩო პანსა? ვინ არის დონ აბონდიო? მაგრამ ისინი მარადისობაში ცხოვრობენ, - ცოცხალი თესლი ნოყიერ ნიადაგში ჩავარდა, გაღივდა და აღმოცენდა, რამეთუ იპოვა ფანტაზია, რომელმაც გამოზარდა და მიანიჭა მარადიული სიცოცხლე!“
პირანდელოსთან კიდევ ერთ გამონათქვამს წავაწყდი, რაც ფრიად მეცნაურა; ეს იმ ისტორიულ პიროვნებებს ეხებოდა, რომელთაც ემპირიული და ფიზიოლოგიური ადამიანები გამონაგონს უწოდებენ, თითქოსდა ისინი ნაკლებად რეალურები იყვნენ, მაგრამ უფრო ნამდვილები! ნაკლებად რეალურები, მაგრამ უფრო ნამდვილები! მაგრამ რა არის რეალობა? რა არის ნამდვილი? არის კი ისეთი სინამდვილე, რეალური რომ არ იყოს? და მთელი ეს პრობლემა არის ხელოვნებისა და ეს პრობლემაა ფილოსოფიისა. ეს არის ისტორიის პრობლემაც.

   პრობლემა ისტორიისა? ისტორიას ხომ პრობლემები არა აქვს. ისტორია თვითონ არის პრობლემა, ის უწყვეტად მიედინება და ყოველ წუთში აქვს რაიმე გადასაწყვეტი, მაგრამ გადაწყვეტს თუ არა, იმავ წუთს თავიდან წამოიჭრება ახალი პრობლემა. ისტორიის პრობლემა აკი უფრო სინამდვილის პრობლემაა, ვიდრე რეალობისა. რეალობა წარმოსდგება სიტყვიდან „real“, ხოლო real - „res“ -დან, რაც ნიშნავს საგანს, ნივთს, რეალურს უმეტესად უპირისპირებენ იდეალურს, რეალურობას - იდეალურობას, თუმცა იდეები, განა ისეთივე ნამდვილია, როგორც ის, რასაც ნივთს ვუწოდებთ? ისინი გაცილებით ნამდვილები არიან, რადგან აქვთ სიმყარე, მდგრადობა, საგნის ნამდვილობა კი სწორედ მის იდეალურობაშია.
განა ისტორია უფრო ნამდვილი, უფრო შთამბეჭდავი, გარეგნულად შელამაზებული და წარმავალი მოვლენების სამშვენისებით მორთულ-მოკაზმული გეჩვენებათ, როდესაც დაუნანებლად წარმოგვიდგენს ყველაფერს, რასაც ადგილისა და დროის გარემოებას უწოდებენ? ხელოვნების ყოველი ნიმუში, რაც ცოცხალი და მდგრადია, ნამდვილია, თუნდაც მასში სულ არ ჩანდეს გეოგრაფიული თუ ქრონოლოგიური ნიშან-თვისებები, არ იყოს არც ჩაცმულობის, არც ქცევის აღწერა, სულ ერთია, მაინც ცხადად ჩანს ადგილისა და დროის ის ღრმა რეალობა, სადაც და როდესაც ის შეიქმნა. თუკიდიდე, თუმცა კი დიდად არ იყო აღფრთოვანებული ჰეროდოტეს ხატოვანი აღწერით, მაინც მიიჩნევდა, რომ მან შექმნა სამარადისო ისტორიაო. ამასვე წაიკითხავთ პორტუგალიელი კლასიკოსის მანუელ დე მულოს კატალუნიელებისადმი მიმართვის პროლოგში - „ისტორია მოძრაობებისა“, სადაც იგი ლაპარაკობს ისტორიაში ხატოვანი ენის თაობაზეც.

   ისიც წავიკითხე, რომ პირანდელოს მოთხრობების და ნოველების უმეტესობა მოკლე და სქემატურიაო, დრამებივითაა დამუშავებული და კომენტარებსაც ნაკლებად იყენებსო, თუმცა, სამაგიეროდ, იმგვარადაა აგებული, რომ პერსონაჟები ცოცხლად დავინახოთ, ასე ვთქვათ, თვალნათლივ ჩანდეს წინააღმდეგობები, როდესაც ისინი გარდაისახებიან ისეთ პერსონაჟებად, რომელთაც ექნებათ საკუთარი „მე“, წარმოგვიდგება ყოველი მათგანი პიროვნებად.

   ადრე, ახალგაზრდობაში, 33 წლისა რომ ვიყავი, გამოვაქვეყნე ისტორიული რომანი „მშვიდობა ომის დროს“, - მალე კიდევ გამოქვეყნდება, - რომელსაც საფუძვლად უდევს 1872-1876 წლების კარლისტური ომი. ეს რომანი გადატვირთულია ადგილისა და დროის ზედმიწევნით აღწერით და თანაც დიდი გულისყურით შემოწმებული და 1874 წლის ბილბაოს დაბომბვის ამბავი სულაც მემატიანის პატიოსან მონათხრობადაც კი შეიძლება მიიჩნიოთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ და ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ჩემს უკვე ნახსენებ რომანში „ბურუსი“, ანდა ჩემი „სამი სამოძღვრებო ნოველა და ერთი პროლოგის“ ნოველებში არანაკლებადაა წარმოდგენილი და ასახული სინამდვილე; ამ სამი ნოველიდან ერთის „ნამდვილი მამაკაცი“ - პერსონაჟი ალეხანდრო გომესი მე გაცილებით ნამდვილი მეჩვენება, ვიდრე ჩემი „მშვიდობა ომის დროს“ პროტაგონისტი. თუმცა ამ რომანში გმირი არც არის, მასში გმირი მთლიანად და ერთიანად ხალხია.

   ყველა ის გმირი, რომელსაც გამონაგონს უწოდებენ, ყველა ის არქეტიპი თუ მთხზველი სხვას რას ქმნიან, თუ არა გამონაგონ გმირს, რომლებიც სულაც არ ცხოვრობენ იმისთვის, რასაც რეალიზმს უწოდებენ. მაგალითად დონ ხუან ტენორიოს სულ ერთია, როგორ შემოსავენ ტირსო დე მოლინა ან ხოსე სორილია, ან რა დროსა და ადგილს მიუჩენენ. წამიკითხავს, იაპონიაში ჰამლეტი იაპონური ჩაცმულობით და იაპონურ გარემოში წარმოადგინესო. ძალიან კარგადაც მოიქცნენ. სწორედ ეს არის ის ხერხი და საშუალება გადაარჩინონ სინამდვილე, მისი ნამდვილობა, რომელიც რეალობაში იხრჩობა.

სალამანკა. ივნისი, 1923 წ.

ნახვა: 255

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters