X-ის საზოგადოებრივ კლუბში საქველმოქმედო ბალ-მასკარადი – ანუ, როგორც ადგილობრივი ქალიშვილები ამბობდნენ, ბალ-პარე იყო გამართული.

      ღამის თორმეტი საათი იქნებოდა. არამოცეკვავე ინტელიგენტები ნიღბების გარეშე - სულ ხუთი სული - სამკითხველოში დიდი მაგიდის გარშემო ისხდნენ. ცხვირები და წვერი გაზეთებში ჩაერგოთ, ხან კითხულობდნენ, ხან თვლემდნენ, და სახელმწიფო გაზეთის ადგილობრივი კორესპონდენტის - ერთობ ლიბერალი ბატონის - გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ისინი "აზროვნებდნენ".

      საერთო დარბაზიდან "ხვეულა კადრილის" ხმები გამოდიოდა. სამკითხველოს კართან, ფეხების ბრაგაბრუგითა და ჭურჭლის წკრიალით, წამდაუწუმ გარბი-გამორბოდნენ მსახურები, სამკითხველოს შიგნით კი სამარისებური სიჩუმე სუფევდა.

      - მომყევით, იმედია, აქ ხელს არავინ შეგვიშლის! - დაიბუბუნა უცებ ვიღაცამ ისეთი ბოხი ხმით, გეგონებოდათ, ბუხარში აქვს თავი შეყოფილი და იქიდან ლაპარაკობსო, - შემოლაგდით, აბა, აქეთ, ყმაწვილებო, აქეთ!

      კარი გაიღო და სამკითხველოში ფართომხარბეჭიანი, ჯმუხი კაცი შემოვიდა ნიღბით - მეეტლის სამოსში გამოწყობილს ფარშევანგისფრთებიანი ქუდი ეხურა. კუდში მოსდევდა ორი ნიღბიანი ქალი და მსახური ლანგრით ხელში. ლანგარზე ეწყო ჭიქები, ლიქიორის მუცლიანი ჭურჭელი და სამი ბოთლი წითელი.

      - აქეთ-მეთქი, აქ უფრო გრილა, – დაიბუბუნა მამაკაცმა. - ლანგარი მაგიდაზე დადგი... დაბრძანდით, მამზელებო! ჟე ვუ პრი ა-ლა ტრი-მონტრან! თქვენ კი, ბატონებო, ჩაიჩოჩეთ... რას ჩამომსხდარხართ!

      მამაკაცი წაბარბაცდა, ხელი წამოსდო ჟურნალებს და მაგიდიდან ძირს გადმოყარა.

      - ეგ აქ დადგი! თქვენ კი, ბატონო მკითხველებო, ადგილი გაგვითავისუფლეთ; რა დროს გაზეთი და პოლიტიკაა... მოაშორეთ აქედან!

      - ცოტა ჩუმად, თუ შეიძლება! – სათვალის ზემოდან გადმოხედა ნიღბოსანს ერთმა ინტელიგენტმა – აქ სამკითხველოა, ბუფეტი ნუ გგონიათ!.. ეს ადგილი სმისთვის არ არის განკუთვნილი!

      - რატომ ვითომ? მაგიდა ვერ გაუძლებს თუ ჭერი ჩამოიქცევა? საოცარია პირდაპირ! თუმცა... მე თქვენთან სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. აბა, მოაშორეთ გაზეთები... გეყოფათ ამდენი კითხვა, ისედაც ჭკუის კოლოფები ხართ, თან თვალებსაც გაიფუჭებთ. რაც ყველაზე მთავარია – ეს ამბავი მე არ მომწონს!

      მსახურმა ლანგარი მაგიდაზე დადო, ხელსახოცი მკლავზე გადაიფინა და კართან გაჩერდა. ქალები მყის წითელ ღვინოს დაეწაფნენ.

      - მაინც, სად იბადებიან ასეთი ჭკვიანი ადამიანები, ამ სასმელებს რომ გაზეთები ურჩევნიათ, - დაიწყო ისევ ფარშევანგისფრთებიანმა და ლიქიორი ჩამოისხა – მე თუ მკითხავთ, ბატონებო, გაზეთები იმიტომ გიყვართ, რომ ღვინის ფული არ გიჭყავით ჯიბეში. მართალი ვარ თუ არა, მე თქვენ გეკითხებით? ჰა-ჰა, კითხულობენ და არიან! აბა, მომახსენეთ, რა წერია? ჰეი, შენ, სათვალიანო, რა ამოიკითხე მანდ! ჰა-ჰა, აბა, თავი დაანებე! გეყოფა ჯიუტობა! გირჩევნია, დალიო!

      ფარშევანგისფრთებიანი წამოდგა და სათვალიანს გაზეთი გამოჰგლიჯა ხელიდან. სათვალიანი გაფითრდა, მერე გაწითლდა და გაოცებით გადახედა დანარჩენ ინტელიგენტებს. იმათაც გაოცებით შეხედეს.

      - თავს ნუ იგდებთ, მოწყალეო ბატონო! - გაცხარდა სათვალიანი. - ეს სამკითხველოა, დუქნად გინდათ, გადააქციოთ? უწესოდ იქცევით, გაგონილა ხელიდან გაზეთის წაგლეჯა? ამის ნებას არ მოგცემთ! იცით, მე ვინ ვარ, ვისთან გაქვთ საქმე? ბანკის დირექტორი, ჟესტიაკოვი, გახლავართ!

      - ფეხებზე მკიდია, ჟესტიაკოვი ხარ თუ ვიღაც! შეხედე, რა მოუვა შენს გაზეთს...

      ნიღბოსანმა გაზეთი ააფრიალა და ნაკუწებად აქცია.

      - ეს რას ჰგავს, ბატონებო? – ჩაიბუტბუტა სახტად დარჩენილმა ჟესტიაკოვმა, - ეს რა უმსგავსობაა, ეს ხომ... გაუგონარი საქციელია... წარმოუდგენელი, პირდაპირ...

      - ოჰ, გაბრაზებაც შეგძლებიათ, - ახარხარდა ნიღბიანი. - ფუი, ვაი, როგორ შემეშინდა! შიშისაგან მაკანკალებს! იცით, რას გეტყვით, პატივცემულო ბატონებო, ხუმრობა იქით იყოს, თქვენთან სალაყბოდ არ მცხელა... იმიტომ, რომა მამზელებთან მარტო დარჩენას ვაპირებ, სიამოვნება მინდა მივიღო, ამიტომაც მომითხოვია თქვენგან, სიტყვის შემოუბრუნებლად გაბრძანდეთ... მიბრძანდით-თ!.. ბატონო ბელებუხინ, სადაც გინდა, იქ წადით, ძაღლიშვილებთან წასულხართ, თუნდაც! რას შეგიჭმუხნია ეგ სიფათი! რომ გეუბნები, გაბრძანდი-მეთქი, უნდა გაბრძანდე! აბა, სწრაფად, თორემ, იქნება ერთი ისეთი წამოვიდეს კისერში...

      - ეს რას ნიშნავს, ანუ? - ჰკითხა ობოლთა სასამართლოს ხაზინადარმა ბელებუხინმა, თან წამოწითლებულმა მხრები აიჩეჩა, - არც კი მესმის... ვიღაც თავხედი შემოხეტებულა და... ხედავთ, რას სჩადის!

      - რაო, თავხედიო, ეს რა თქვი? – იღრიალა ფარშევანგისფრთებიანმა მამაკაცმა და გაბრაზებულმა ისე დაჰკრა მუშტი მაგიდას, რომ ლანგარზე ჭიქები შეხტნენ. - ვის უბედავ? შენ ფიქრობ, რადგან ნიღაბი მიკეთია, ყველანაირი სიტყვა შეიძლება მაკადრო? შე წიწაკისთავიანო, შენა! გადი-მეთქი, რო გეუბნევი! შენც გაბრძანდი, ბანკის დირექტორო, სანამ მთელი ხარ და უვნებელი! ყველანი გაეთრიეთ, არცერთი აქ აღარ დაგინახოთ, თქვე ნაძირლებო! ჰაიდა, ძაღლიშვილებო!

      - ამას ახლავე ვნახავთ! – თქვა ჟესტიაკოვმა, რომელსაც მღელვარებისგან სათვალეც კი დაეორთქლა. - მე თქვენ გიჩვენებთ სეირს. ეი, მანდ, აბა მორიგე მამასახლისს დამიძახეთ!

      წუთის შემდეგ სამკითხველოში მომცრო ტანის წითური მამასახლისი შემოვიდა, საყელოს გადანაკეცზე ცისფერი ბაფთა ეკეთა. აქ შემოსვლამდე დარბაზში ცეკვავდა და ახლა ქოშინი ავარდნოდა.

      - გთხოვთ, გაბრძანდეთ! - წამოიწყო მან, - აქ სმა არ შეიძლება. გთხოვთ, ბუფეტში წაბრძანდეთ!

      - ეს საიდანღა გამოტყვრა? – იკითხა ნიღბიანმა. – განა მე დაგიძახე?

      - გთხოვთ, შენობით ნუ მომმართავთ, ჯობია, გაბრძანდეთ.

      - აი რა, ჩემო კარგო ადამიანო, ერთი წუთს გაძლევ... რათა, როგორც მამასახლისმა და აქ მთავარმა პირმა, ხელკავით გაიყვანო აქედან ეს არტისტები. ჩემს მამზელებს არ მოსწონთ, აქ რომ უცხო სახეები ირევიან... მორცხვობენ, მე კი ფული მიმიცია და მინდა, ისინი ნატურალურ მდგომარეობაში ვიხილო.

      როგორც ვხედავ, ამ ახირებულს თავი ბოსელში ჰგონია! – დაიყვირა ჟესტიაკოვმა. – ევსტრატ სპირიდონიჩი იხმეთ!

      - ევსტრატ სპირიდონიჩ! - გაისმოდა მთელ კლუბში, - სად არის ევსტრატ სპირიდონიჩი!

      ევსტრატ სპირიდონიჩმა, პოლიციელის მუნდირში გამოწყობილმა მოხუცმა, მოსვლა არ დაახანა.

      - გთხოვთ, აქედან მიბრძანდეთ! - წაიხიხინა, თვალები საზარლად გადმოკარკლა და შავადშეღებილი ულვაშები ააცმაცუნა.

      – ოი, როგორ შემეშინდა! - ჩაილაპარაკა ნიღბოსანმა და სიამოვნებისგან ახარხარდა, - ოი, ლამის გული გამისკდეს! დალახვროს ღმერთმა, არ ვიცოდი, ასეთი საშინელება თუ არსებობდა სადმე: კატასავით აგრეხილი ულვაშები და დაჭყეტილი თვალები... ჰა-ჰა-ჰა!

      - ეს თქვენი საქმე არ არის! - მთელი ძალით დასჭექა ევსტრატ სპირიდონიჩმა და აცახცახდა. – აქედან გაეთრიე! ვუბრძანებ, რომ ძალით გაგიყვანონ.

      სამკითხველოში საშინელი ალიაქოთი ატყდა. კიბოსავით გაწითლებული ევსტრატ სპირიდონიჩი ყვიროდა და ფეხებს აბრაგუნებდა. ჟესტიაკოვი ყვიროდა. ბელებუხინი ღრიალებდა. ყვიროდა ყველა ინტელიგენტი, მაგრამ ყველას ხმას ფარავდა ნიღბოსნის დაბალი, ძლიერი და მოგუდული ბანი. ამ საყოველთაო არეულობის წყალობით ცეკვები შეწყდა და პუბლიკა დარბაზიდან სამკითხველოს მოაწყდა.

      ევსტრატ სპირიდონიჩმა, მეტი დამაჯერებლობისთვის, კლუბში მყოფი ყველა პოლიციელი შეკრიბა და ოქმის დასაწერად მოემზადა.

      - დაწერე, დაწერე, - ეუბნებოდა ნიღაბი და თითს ატაკებდა კალამს, - ახლა რაღა მეშველება მე საცოდავს? ვაი, ჩემი ბრალი, რატომ მღუპავთ საწყალ ობოლს, ჰა-ჰა! რა ქენით? დაწერეთ ოქმი? ყველამ მოაწერა ხელი? აბა, ახლა უყურეთ! ერთი... ორი... სამი!!.

      მამაკაცი წამოდგა, მთელი ტანით წამოიმართა და ნიღაბი ჩამოიძრო. გალეშილი სახე გამოაჩინა და სათითაოდ შეათვალიერა ყველა. ტკბებოდა მოხდენილი შთაბეჭდილებით და სავარძელში ჩასვენებული მხიარულად აროხროხდა. შთაბეჭდილება კი, მართლაც, განსაკუთრებული იყო. ინტელიგენტებმა ერთმანეთს დაბნეულად გადახედეს, ფერი დაკარგეს, ზოგმა კეფა მოიფხანა. ევსტრატ სპირიდონიჩმა ისე შეჰკივლა, თითქოს უნებურად დიდი სისულელე ჩაიდინაო.

      ამ შფოთისთავში ყველამ ადგილობრივი მილიონერი, ფაბრიკანტი, ჩამომავლობით საპატიო მოქალაქე პიატიგოროვი შეიცნო, - განთქმული თავისი სკანდალებით, ქველმოქმედებით და, როგორც არაერთხელ იტყობინებოდა ადგილობრივი მაცნე, სწავლა-განათლების სიყვარულითაც.

      - აბა, რას იზამთ, გახვალთ თუ არა? - იკითხა პიატიგოროვმა წუთიერად ჩამოვარდნილი დუმილის შემდეგ.

      ინტელიგენტები უხმოდ, ფეხაკრეფით გაიკრიფნენ სამკითხველოდან. პიატიგოროვმა მათ ზურგსუკან მიკეტა კარი.

      - შენ ხომ იცოდი, რომ ეს პიატიგოროვი იყო, - ეკითხებოდა ჩუმად, ჩახლეჩილი ხმით ევსტრატ სპირიდონიჩი სამკითხველოში ღვინის შემტან ლაქიას, მხარში ჩაფრენოდა და აჯანჯღარებდა, - რატომ არაფერი გვითხარი?

      - ნაბრძანები ჰქონდათ, არ მეთქვა!

      - ნაბრძანები ჰქონდათ... ერთი თვით რომ მიგაბრძანებ ანათემაზე, მაშინ გეცოდინება, რას ნიშნავს "ნაბრძანები ჰქონდათ, არ მეთქვა!" გაეთრიე!!! თქვენც მაგრები ხართ, ბატონებო, - მიუბრუნდა ახლა ინტელიგენტებს, - ერთი ამბავი ატეხეთ, არ შეგეძლოთ გასულიყავით ათიოდ წუთით. იდექით ახლა და როგორც გინდათ, ისე გამოასწორეთ თქვენივე წახდენილი საქმე. ეჰ, ბატონებო, ბატონებო... არ მიყვარს ასეთი რამეები, ო, ღმერთო!

      დაძმარებული, დაბნეული ინტელიგენტები დამნაშავეებივით დაბორიალობდნენ კლუბში, ჩურჩულებდნენ და წინასწარ ზუსტად იცოდნენ, რომ უსიამოვნება ელოდათ... მათმა ცოლებმა და ქალიშვილებმა რომ გაიგეს, პიატიგოროვი "განაწყენებულია" და ბრაზობსო, ჩაჩუმდნენ და სახლებში წავიდნენ. ცეკვები შეწყდა.

      ორ საათზე სამკითხველოდან პიატიგოროვი გამოვიდა; მთვრალი იყო და ბარბაცებდა. დარბაზში შევიდა და ორკესტრის გვერდით ჩამოჯდა, მუსიკამ თვლემა მოჰგვარა. მერე საწყალობლად ჩაჰკიდა თავი და ხვრინვა ამოუშვა.

      - შეწყვიტეთ დაკვრა! - ხელი აუქნიეს მამასახლისებმა მუსიკოსებს, - ჩუ... ეგორ ნილიჩს სძინავს...

      - სახლში გაცილებას ხომ არ ინებებთ, იგორ ნილიჩ? - მილიონერის ყურთან დაიხარა და ჩასძახა ბელებუხინმა.

      პიატიგოროვმა ისე გამობერა ტუჩები, თითქოს ლოყაზე ბუზი აზის და ცდილობს, მოიშოროსო.

      - სახლში გაცილებას ხომ არ ინებებთ, იგორ ნილიჩ? – გაუმეორა ბელებუხინმა, - თუ ეკიპაჟს დაგიძახოთ?

      - ჰა, ვინაო? შენა?.. რა გინდა?

      - შინ მინდა გაგაცილოთ-თ... მოსვენების დროა...

      - ში-შინ მინდა... გა-გამაცილე!

      ბელებუხინს სახე გაებადრა და პიატიგოროვს წამოსაყენებლად ეცა. სხვა ინტელიგენტებიც მიცვივდნენ . კმაყოფილი ღიმილით წამოაყენეს ჩამომავლობით საპატიო მოქალაქე და ფრთხილად წააბრძანეს ეკიპაჟისაკენ.

      - აი, ასე გააცუროს მთელი კომპანია, შეუძლია მხოლოდ მსახიობს, დიდი ნიჭის პატრონს, - მხიარულად ეუბნებოდა მას ჟესტიაკოვი, როცა ეტლში სვამდა – პირდაპირ გაოცებული ვარ, ეგორ ნილიჩ! ახლაც მეცინება... ჰა-ჰა-ჰა... ჩვენ კი ვქოთქოთებდით, ერთ ამბავში ვიყავით! ჰა-ჰა-ჰა... დამიჯერებთ? თეატრშიც კი არ მიცინია ამდენი... კომიზმის მთელი საბადო ყოფილხართ! ეს დაუვიწყარი საღამო მთელი სიცოცხლე მემახსოვრება.

      პიატიგოროვის გაცილების შემდეგ ინტელიგენტები დაწყნარდნენ და გამხიარულდნენ.

      - დამშვიდობებისას მე ხელი ჩამომართვა, - იძახდა ჟესტიაკოვი, რომელიც ფრიად კმაყოფილი ჩანდა, - მაშასადამე, გაუარა, აღარ ჯავრობს.

      - ღმერთმა ქნას! – ამოიოხრა ევსტრატ სპირიდონიჩმა. – დიდი ნაძირალა და გათახსირებული ვინმეა, მაგრამ ქველმოქმედია და რას იზამ!... სხვანაირად არ იქნება!...

1884

ანტონ ჩეხოვი


იხილეთ ანტონ ჩეხოვის სხვა მოთხრობები: ანტონ ჩეხოვი - მოთხრობები

ნახვა: 1749

გამოხმაურებები!

ნიღბის მოხსნის მერე მთელი სიდიადე რომ ფულსა და "ჩამომავლობით საპატიო" წოდებაშია, ეგაა საქმე. )) 

P.S. ასეთ ინტელიგენტებს უარესად უნდა მოექცე. ((

Kakha_მ თქვა:

რა დიდი დაფასება აქვთ ნიღბიან ადამიანებს :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: Other dragon communion spells for frost/ice damage

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 10:38am 0 კომენტარი

So these are the strongestSamurai builds we do think you should play in Elden Ring now, and if you need some Elden Ring runes to Elden Ring Runes build your character, welcome to get the best deal on our store!

Elden Ring Rune Farming Guide 2024: Top 5 Best Early & Late Game Rune Farms (Locations) Elden Ring Rune Farming Guide 2024: Top 5 Best Early & Late Game Rune Farms (Locations)1/4/2024 3:44:20 PMTag:Starter…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters