ფრანსუა რენე შატობრიანი - მიწის მუშები

← დასაწყისი


   „არიან მართალი ადამიანები ისეთი სინდისით, რომ შეუძლებელია მიუახლოვე და არ გაინაწილო მათი სიმშვიდე, რომელსაც მათი გული და სიტყვები ავრცელებენ. განდეგილი რომ ლაპარაკობდა, ვგრძნობდი, მკერდში ვნება როგორ მიცხრებოდა, მეგონა, თითქოს თვით ცის ქარიშხალი გაურბოდა მის ხმას. მალე ღრუბლები იმდენად მიმოიფანტა, რომ თავშესაფარის დატოვება შეგვეძლო. ტყიდან გამოვედით და მაღალი მთის აღმართს შევუდექით. ძაღლი წინ მიგვიძღოდა, პირით მიჰქონდა ჯოხის ბოლოზე დამაგრებული, ჩამქრალი ფარანი. მე ატალას ხელი მეჭირა, ჩვენ მისიონერს მივყვებოდით. იგი ხშირად მოგვხედავდა, ჩვენს უბედურებასა და ახალგაზრდობას სიბრალულით უცქეროდა. კისერზე წიგნი ჰქონდა ჩამოკიდებული, თეთრ ჯოხს ებჯინებოდა. მაღალი კაცი იყო, გამხდარი და ფერმკრთალი, უბრალო და გულწრფელი გამომეტყველება ჰქონდა. უვნებოდ დაბადებული ადამიანის უსიცოცხლო და გაცრეცილი სახის ნაკვთები არ ჰქონდა. ეტყობოდა, მძიმე დღეები გადაეტანა, შუბლის ნაოჭებს ემჩნეოდა სათნოებით, ღვთისა და ადამიანთა სიყვარულით განკურნებული ვნებათა მშვენიერი კვალი. როდესაც უძრავად იდგა და გველაპარაკებოდა, მისი გრძელი წვერი, მოკრძალებით დახრილი თვალები, სიყვარულით გამსჭვალული ხმა - ყველაფერი მასში რაღაც სიმშვიდესა და სიდიადეს გამოხატავდა. თუ ვინმეს პატარა ობრი ჩემსავით უნახავს თავისი კვერთხით და ლოცვანით უდაბნოში მარტო მოსიარულე, მას ქრისტიან მწირზე ნამდვილი წარმოდგენა ექნება.
„მთის საშიში ბილიკებით ნახევარი საათი ვიარეთ და მისიონერის გამოქვაბულს მივადექით. წვიმის მიერ კლდეებიდან ჩამოტანილი სველი სურო და გოგრები გადავთვალეთ და გამოქვაბულში შევედით. შიგ იყო მხოლოდ ნესვის ხის ფოთლებისაგან გაკეთებული ჭილობი, წყლის ამოსაღები აყირო, რამდენიმე ხის ჭურჭელი, ბარი, მოშინაურებული გველი. ქვაზე, რომელიც მაგიდის მაგივრობას სწევდა, ჯვარცმა და ქრისტიანთა წიგნი იდო.
„მოხუცმა ხმელი ლიანებით სწრაფად ცეცხლი დაანთო, ხელის წისქვილით სიმინდი დაფქვა, ფქვილისაგან კვერი გააკეთა და ნაცარში შესდო გამოსაცხობად. როდესაც ცეცხლზე კვერმა მშვენიერი ოქროსფერი მიიღო, მოხუცმა ცხლად მოგვართვა ნიგვზის კრემი ნეკერჩხლის ხის ჭურჭლით. საღამო ხანს ცა მოიწმინდა, და დიდი სულის მსახურმა შემოგვთავაზა გამოქვაბულის შესასვლელში დავმსხდარიყავით. ჩვენ გავყევით იმ ადგილას, საიდანაც დიდი სანახაობა იშლებოდა. ქარიშხლის ღრუბლები აღმოსავლეთისაკენ მიმოიფანტა. მეხის მიერ ტყეში გაჩენილი ხანძრის ალები ჯერ კიდევ ბრწყინავდა. მთის ძირას ფიჭვის ტყე ტალახში ჩაწოლილიყო. მღვრიე მდინარეს არეულ-დარეულად მიჰქონდა ხეები, დახოცილი ცხოველები და თევზები. წყლის ზედაპირზე ჩანდა ამოტივტივებული თევზების ვერცხლისფერი მუცლები.
   „ამ გარემოში მოუთხრო ატალამ ჩვენი ამბავი მთის მოხუც გენიას. ბერს გული აუჩვილდა. ცრემლი წვერზე დაეცა. „ჩემო შვილო - უთხრა ატალას, - შენი ტანჯვანი მიანდე ღმერთს, ღმერთს უნდა მიანდო, რომლის სადიდებლად ამდენი რამ გადაიტანე. იგი დაგიბრუნებს სიმშვიდეს. ხედავ: ტყე ბოლავს, ნიაღვრები შრება, ღრუბელი იფანტება. იმას, ვისაც ასეთი გრიგალის დამშვიდება შეუძლია, ნუთუ ადამიანის გულის მღელვარების დასამშვიდებლად ძალა არ შესწევს? თუ უკეთესი თავშესაფარი არა გაქვს, ჩემო ძვირფასო ასულო, მე შემოგთავაზებ დარჩე ჩემს მრევლში, რომელსაც ქრისტეს რჯული მივაღებინე, და ამით ბედნიერი ვარ. შაქტასს გავანათლებ და მას მაშინ მიგათხოვებ, როცა ამის ღირსი გახდება.
„ამ სიტყვების გაგონებაზე განდეგილის წინაშე მუხლზე დავეცი და სიხარულის ცრემლი დავღვარე. ატალას მკვდრის ფერი დაედო. მოხუცმა თავაზიანად წამომაყენა. მაშინ შევნიშნე, რომ ბერს ხელი დასახიჩრებული ჰონდა. ატალა იმწამსვე მიხვდა, რა უბედურება სწვევოდა. „ბარბაროსები!“ წამოიძახა მან.
„ჩემო ასულო, - ნაზი ღიმილით დაიწყო ბერმა, - ეს რა არის იმასთან შედარებით, რაც უფალმა ღმერთმა გადაიტანა. თუ ინდიელმა-წარმართებმა მაწყენინეს, ისინი ხომ საწყალი ბრმები არიან, რომლებსაც ერთ დღეს ღმერთი თვალს აუხელს? ისინი მით უფრო მიყვარს, როცა მეტი ბოროტება ჩაიდინეს ჩემ მიმართ. სამშობლოში დავბრუნდი, მაგრამ ვერ შევძელი დავრჩენილიყავი იქ, სადაც ბრწყინვალე დედოფალმა პატივი დამდო და ჩემი მოციქულობის სუსტი ნიშნების ხილვა ისურვა. რა იქნებოდა ჩემთვის იმაზე უფრო დიდებული ჯილდო, რაც მომეცა იმით, რომ ჩვენი სარწმუნოების მეთაურმა ღვთის სამსახურის ნება დამრთო ჩემი დასახიჩრებული ხელებით, ასეთი პატივის შემდეგ ისღა დამრჩენოდა, რომ მისი ღირსი გავმხდარიყავი; ახალ ქვეყანას დავუბრუნდი, რათა სიცოცხლის დარჩენილი დღეები ღვთის სამსახურისათვის შემეწირა. მალე ოცდაათი წელი შემისრულდებოდა, რაც განდეგილად ვცხოვრობ, ხვალ კი ოცდაორი წელი გახდება მას შემდეგ, რაც ამ კედლებში დავბინავდი. აქ რომ მოვედი, მხოლოდ სასტიკ ზნე-ჩვეულებათა მქონე, მოხეტიალე ოჯახები დამხვდა, რომელთა ცხოვრება ძალიან უბედური იყო. მათ მშვიდობის სიტყვა მოვასმენინე, და ზნე-ჩვეულება თანდათან შეურბილდათ. ახლა ერთად თავმოყრილნი ცხოვრობენ ამ მთის ძირას. შევეცადე მათთვის საუკუნო ნეტარების გზა მეჩვენებინა, საყოფაცხოვრებო მარტივი ხელობა მესწავლებინა, მაგრამ ამასთან ვცდილობდი თავიანთ მდგომარეობას ძალიან არ დამეშორებინა, ველურებისათვის შემენარჩუნებინა ის უბრალოება, რომელიც მათს ბედნიერებას ქმნის. მე კი ამ გამოქვაბულს შევაფარე თავი, რათა ჩემი სიახლოვით არ შეზღუდულიყვნენ. რჩევა-დარიგების მისაღებად აქ ამოდიან. ადამიანებს დაშორებული, მარტოობის სიდიადეში, აქ შევხარი ღმერთს სიკვდილისათვის ვემზადები, რის მოახლოებასაც ჩემი ხანდაზმულობა მაუწყებს“.
   „ეს სიტყვები რომ წარმოთქვა, განდეგილმა დაიჩოქა და მის მაგალითს ჩვენც მივბაძეთ. ხმამაღლა ლოცვა დაიწყო. ლოცვას ატალაც იმეორებდა. ელვა ცას ანათებდა, და დასავლეთის ღრუბლებზე სამი მზე ერთად ბრწყინავდა ქარიშხლის მიერ დაფეთებული რამდენიმე მელა შავ დრუნჩებს უფსკრულის პირისკენ იშვერდა. ისმოდა ტკაცანი მცენარეებისა, რომლებიც საღამოს ნიავზე შრებოდნენ და ისევ მართავდნენ დახრილ ღეროებს.
„გამოქვაბულში შევედით. აქ განდეგილმა ატალას კვიპაროზის ხავსისაგან ლოგინი გაუმზადა. მოძრაობასა და თვალებში ქალწულს დიდი დაღლილობა ეტყობოდა. მამა ობრის ისე შესცქეროდა, თითქოს მისთვის საიდუმლოს განდობა სურდა, მაგრამ თითქოს რაღაც აკავებდა, ან ჩემი იქ ყოფნა, ან რაღაც მორცხვობა, ან აღსარების უსარგებლობა. გავიგონე, რომ ატალა შუაღამით ადგა. მეუდაბნოეს დაეძებდა, მაგრამ მოხუცი, როგორც კი ატალას ლოგინი გაუმზადა, გავიდა ცის მშვენიერების საცქერად და მთის მწვერვალზე სალოცავად. მეორე დღეს განდეგილმა მითხრა, ზამთარშიც ასეთი ჩვეულება მაქვს, რადგან მესიამოვნება ტყეების გაძარცული კენწეროების რხევას და ცაში ღრუბელთა ქროლვას ვუცქირო, ან უდაბნოში ქარებისა და ნიაღვრების ხმაურობას ვუსმინოო. ჩემი და იძულებული გახდა თავის ლოგინს დაბრუნებოდა. მას ჩაეძინა. ვაგლახ, რომ იმედით ავსილმა ატალას სისუსტეში მხოლოდ სწრაფწარმავალი დაღლილობის ნიშანი დავინახე.
   „მეორე დღეს გამოქვაბულს შემოვლებულ აკაციებსა და დაფნის ხეებში დაბუდებული კარდინალებისა და „დამცინავი ჩიტების“ სიმღერამ გამაღვიძა. მაგნოლიის ყვავილის მოსაწყვეტად წავედი და დილის ცრემლებით დანამული ყვავილით მძინარე ატალას თავი შევუმკე. ჩემი სამშობლოს გარდაცვლილი ძუძუმწოვარა ბავშვის სული ამ ყვავილზე დაეშვებოდა ცვარის წვეთში და რომ ბედნიერი სიზმარი ბავშვს ჩემი საცოლეს არსებაში მოათავსებდა. მერე ჩვენი მასპინძელი მოვძებნე. ანაფორის კალთები ჯიბეებში ჩაეკეცა, ხელში კრიალოსანი დაეჭირა და ბებერ წაქცეულ ფიჭვის ხეზე ჩამომჯდარი მელოდა, შემომთავაზა სამისიონერო სადგურში წავყოლოდი, სანამ ატალა ჯერ კიდევ ისვენებდა. დავეთანხმე, და ჩვენ მაშინვე გზას გავუდექით.
„მთიდან რომ დავეშვით, მუხები შევნიშნე, რომლებზედაც თითქოს გენიებს უცხო ანბანის ასოები დაეხაზათ. განდეგილმა მითხრა, ეს ასოები მე თვითონ ამოვკვეთეო, ეს ჰომეროსად წოდებული ძველი პოეტის ლექსებია, და კიდევ უფრო ძველი პოეტის, სოლომონის, რამდენიმე ბრძნული ნათქვამიო. ეს ხანდაზმული სიბრძნე, ხავსმოკიდებული ლექსები, მათი დამწერი მოხუცი განდეგილი და წიგნების მაგივრობის გამწევი ეს ბებერი მუხები ერთმანეთთან რაღაც საიდუმლო ჰარმონიით იყვნენ დაკავშირებულნი.
„განდეგილის სახელი, წლოვანება, მისი აქ დამკვიდრების თარიღი აღნიშნული იყო ამ ხეების ძირას გაზრდილ ტრამალის ლერწამზე. ამ უკანასკნელი ძეგლის დღემოკლეობამ გამაოცა: „ეს ჩემზე უფრო მეტ ხანს გაძლებს, - მიპასუხა ბერმა, - და ყოველთვის იმ სიკეთეზე მეტი ღირებულება ექნება, რაც გამიკეთებია“.
    „იქიდან ველის შესავალთან მივედი, სადაც საუცხოო ნაწარმოები ვნახე: ეს იყო ბუნებრივი ხიდი, ვირნიჟის ხიდის მსგავსი, რომლის ამბავი შეიძლება გაგიგონია. ადამიანები, ჩემო შვილო, განსაკუთრებით თქვენებურები, ბუნებას ხშირად ბაძავენ, მაგრამ მათ მიერ მიბაძვით გაკეთებული ყოველთვის წვრილმანი რამ არის. ბუნება კი სხვანაირად იქცევა: როდესაც თავს ისე გვაჩვენებს, თითქოს ადამიანის ნამუშევარს ჰბაძავს, ბუნება ნამდვილ ნიმუშს იძლევა ასეთ შემთხვევაში ხიდებს გასდებს ერთი მთის მწვერვალიდან მეორე მთის მწვერვალამდე, გზებს ღრუბლებში ჩამოჰკიდებს, არხებად მდინარეებს გაიყვანს, სვეტებად მთებს ჩამოჰკვეთს და წყალსაცავებად ზღვებს შექმნის.
„ამ ხიდის ერთადერთი მალის ქვეშ გავიარეთ და მეორე სასწაულის წინაშე აღმოვჩნდით: ეს იყო სამისიონეროს ინდიელთა სასაფლაო, ან სიკვდილის ჭალა. მამა ობერიმ ახალმოქცეულებს ნება მისცა მიცვალებულები თავისებურად დაეკრძალათ და საფლავებისათვის ველური სახელი შეენარჩუნებინათ, ეს ადგილი მხოლოდ ჯვარის აღმართივით აკურთხა. სასაფლაოს ფართობი საზიარო ყანასავით იმდენ ნაკვეთად დაენაწილებინათ, რამდენი ოჯახიც იყო. ყოველ ნაკვეთს ჰქონდა პატარა ტყე, რომელიც გამშენებლის გემოვნების მიხედვით სხვადასხვანაირი იყო. ამ ჭალების შუა ადგილას წყარო მიიკლაკნებოდა. მას მშვიდობის წყარო ერქვა. თვალის დამატკბობელი სულთა ეს თავშესაფარი აღმოსავლეთით შემოზღუდული იყო იმ ხიდით, რომლის ქვეშაც ჩვენ გავიარეთ. ჩრდილოეთითა და სამხრეთით ორი გორაკი ეკრა. სულთა თავშესაფარი მხოლოდ დასავლეთით იყო ღია. ამ მხრიდან ნაძვნარი მოჩანდა. წითლი, მწვანეძარღვებიანი, კენწეროებამდე უტოტოდ აყრილი ნაძვები ჰგავდა მაღალ სვეტებს, რომლებიც სიკვდილის ტაძრის კოლონადს ქმნიდა. აქ სუფევდა მოკრძალებული ხმაურობა, რომელიც მოგაგონებდა ორღანოს ყრუ გუგუნს საყდრის კამარების ქვეშ, მაგრამ ტაძრის სიღრმეში რომ შედიოდი, გესმოდა მხოლოდ ჰიმნები ფრინველებისა, რომლებიც მიცვალებულთა მოსაგონარ მარად დღესასწაულს ადიდებდნენ.
„როცა ამ ტყიდან გამოვედით, ტბის ნაპირას მდებარე, ყვავილებით მოფენილი ტრამალის შუაგულში მოთავსებულ სამისიონერო სოფელში მოვხვდით: გზა მისკენ მოდიოდა მაგნოლიებსა და მარადმწვანე მუხების ხეივნით. ეს ხეები არშიად ევლებოდა ერთ იმ ძველ გზათაგანს, რომლებსაც შეხვდებით კენტუკისა და ფლორიდის შუაში აღმართულ მთების ძირში. როგორც კი ინდიელებმა ველზე მოძღვარი შენიშნეს. მუშაობას თავი მიანებეს და მასთან მოირბინეს. ზოგი ტანისამოსს უკოცნიდა, ზოგი სიარულში შველოდა. დედები პატარა ბავშვებს მაღლა სწევდნენ, რათა დაენახვებინათ ქრისტეს ცრემლთამფრქვევი ადამიანი. განდეგილი გზადაგზა სოფლის ამბავს კითხულობდა. ერთს რჩევას აძლევდა, მეორეს მშვიდად ტუქსავდა, მოსამკელ ყანაზე, ბავშვების აღზრდაზე საუბრობდა, დამწუხრებულთ ნუგეშს სცემდა და საუბარში ღმერთს ხშირად იხსენიებდა.
    „ამრიგად გარშემორტყმულნი გზაზე აღმართულ დიდ ჯვართან მივედით. ღვთის მსახურს აი აქ ჰქონდა ჩვეულებად სარწმუნოების საიდუმლოებანი შეესრულებინა. „ჩემო ძვირფასო ახალმოქცეულებო, - მიუბრუნდა ხალხს მოძღვარი: - თქვენ და-ძმა მოგივიდათ, და ბედნიერების გასაღრმავებლად, ვხედავდი, ღვთის განგებამ გუშინ თქვენი ყანა შეიბრალა. ორი დიდი მიზეზი გვაქვს, რათა უფალს მადლობა შევწიროთ. მაშ, გავიღოთ წმინდა მსხვერპლი და ყოველმა ჩვენგანმა გამოხატოს ღრმა მოკრძალება, ცხოველი რწმენა, უსაზღვრო მადლობა და თავმდაბლობა“.
„მღვდელმა თუთის ხის ქერქის თეთრი კვართხი ჩაიცვა, ჯვრის ძირას სანაწილედან წმინდა ჭურჭლები ამოიღეს, საკურთხეველი ლოდზე დააწყვეს, წყალი მახლობელი ნაკადულიდან მოიტანეს და გარეული ყურძნის მტევნებისაგან შესაწირავი ღვინო დაამზადეს. ჩვენ მაღალ ბალახში ჩავიჩოქეთ: საიდუმლოება დაიწყო.
„მთებს გადაღმა განთიადი ამობრწყინდა და აღმოსავლეთი აანთო. უდაბნოში ყველაფერს ოქროსა და ვარდის ფერი დაედო. მნათობი, რომლის მოახლოება ასე საუცხოოდ გვეუწყა, ბოლოს სინათლის უფსკრულიდან ამოვიდა და მისი პირველი სხივი დაეცა ზიარების ნაწილთ, რომლებსაც მღვდელი იმ წუთში მაღლა სწევდა. ოი, სარწმუნოებავ! მომხიბლაობავ! ქრისტიანული სარწმუნოების მშვენიერებავ! მსხვერპლის შემწირავად მოხუცი განდეგილია, საკურთხევლად, - ლოდო, საყდრად - უდაბნო, მრევლად კი უმანკო ველურები! არა, მე ეჭვი არ მეპარება, რომ იმ წუთში, როდესაც მიწაზე დავემხეთ, დიდი საიდუმლოება შესრულდა და ღმერთი მიწაზე დაეშვა, რადგან იგი ჩვენს გულში ვიგრძენი.
    „მსხვერპლის შეწირვის შემდეგ, რომლის შესრულების დროს მხოლოდ ლოპესის ასული მაკლდა, ჩვენ სოფელში შევედით. აქ იყო საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ბუნების ძლიერ ამაღელვებელი აღრევა. ძველი უდაბნოს კვიპაროზის ტყის ერთ ადგილას ვხვდებით ახალშობილ კულტურას: წაქცეულ მუხასთან თავთავები ოქროს ტალღებად ბიბინებდა და სამსაუკუნოვანი ხის გვერდით პურეული იზრდებოდა. გარშემო ვხედავდი., როგორ უშვებდა ჰაერში კვამლის დიდ ბოლქვებს ცეცხლწაკიდებული ტყეები და როგორ ნელა მიმოდიოდა გუთანი ფესვების ნაშთებს შორებს. მიწისმზომელნი გრძელი ჯაჭვებით დადიოდნენ მიწის გასაზომად. შუაკაცები აწესებდნენ პირველ საკუთრებას, ფრინველი თავის ბუდეს სთმობდა, სასტიკი მხეცის ბუნაგი ქოხად იქცეოდა, სამჭედლოები გუგუნებდა, ნაჯახით ტყეებს ჩეხდნენ, მისი გამოძახილი მოჭრილ ხეებთან ერთად ლევდა სულს.
„აღტაცებით დავეხეტებოდი ამ სურათებს შორის, რომლებსაც ატალას სახე და ოცნება ბედნიერებაზე უფრო სასიამოვნოს ხდიდა; მაოცებდა ქრისტიანობის გამარჯვება ველურ ცხოვრებაზე, ვხედავდი, როგორ ცივილიზდებოდა ინდიელი რელიგიის მოწოდებაზე. ადამიანისა და მიწის პირველყოფილ ქორწინებას ვესწრებოდი: ადამიანი, დიდი ხელშეკრულებით, მიწას მემკვიდრეობად თავის ოფლს აძლევდა. სამაგიეროდ მიწა ივალებდა ყანას, ადამიანის შვილთა და მათი ნეშტის საბინადრო ყოფილიყო. მე რომ ამ ფიქრებში ვიყავი გართული, მისიონერს მიუყვანეს ბავშვი, რომელიც მონათლა აყვავებულ ჟასმინებს შორის, წყაროს პირას. ამ დროს, თამაშობასა და მუშაობაში სიკვდილის ჭალისაკენ კუბო მიეშურებოდა. მუხის ქვეშ ცოლ-ქმარმა საქორწინო დალოცვა მიიღო, მერე ჩვენ გავწიეთ უდაბნოს ერთ კუთხეში მათ დასაბინავებლად. მოძღვარი წინ მიდიოდა, გარშემო ყველაფერს კურთხევას ჰფენდა: კლდესაც, ხესაც, წყაროსაც, როგორც ოდესღაც, ქრისტიანთა წიგნის მიხედვით, ღმერთმა დამუშავებული მიწა აკურთხა და მემკვიდრეობად ადამს გადასცა. ინდიელთა ეს მსვლელობა, რომელიც ჯოგებთან ერთად კლდიდან კლდემდე დარბაისელ მეთაურს მიჰყვებოდა, ჩემს აღელვებულ გულს ახსენებდა იმ ძველი დროის პირველ ოჯახთა გადასახლებას, როდესაც სემი თავის შვილებთან ერთად უცნობი ქვეყნით თავის წინ მიმავალ მზეს მიჰყვებოდა.
   „მსურდა გამეგო წმინდა განდეგილისაგან, როგორ უძღვებოდა თავის შვილებს. მან თავაზიანად მიპასუხა: „მათთვის არავითარი კანონი არ დამიწესებია, ვასწავლე მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული, ღვთის ვედრება და უკეთეს ცხოვრებაზე იმედის დამყარება. ქვეყნის ყველა კანონი მოქცეულია ამაში. ხედავ, სოფლის შუა ადგილას ყველაზე უფრო დიდ ქოხს? მას სამლოცველოდ ვიყენებთ. როცა წვიმების სეზონი იწყება, დილა-საღამოს ღვთის სადიდებლად იქ იკრიბებიან. როდესაც მათთან არა ვარ, მაშინ რომელიმე მოხუცი ლოცულობს, რადგან მოხუცებულობა, როგორც დედობა, წმინდანობის მსგავსი რამ არის. მერე მინდვრებში მიდიან სამუშაოდ. მიწა დაყოფილია იმისათვის, რომ ყოველ მათგანს ცივილიზებული საზოგადოების წესების შესწავლა შეეძლოს, მოსავალი კი საერთო ბეღლებში ინახება ძმური სიყვარულის განსამტკიცებლად. შრომის ნაყოფს ოთხი მოხუცი თანასწორად ანაწილებს. ამას დაურთე სარწმუნოებრივი წესების შესრულება. ხშირი სასულიერო გალობა, ჯარი, სადაც ღვთისმსახურება შევასრულე. თელა, რომლის ქვეშ კარგ ამინდში ვქადაგებ, საფლავები სულ ახლოს პურის ყანებთან, მდინარეები, სადაც პატარა ბავშვებსა და ამ ახალი ბეთანიის ახალმოქცეულთ განვბან ხოლმე, და სრული წარმოდგენა გექნება იესო ქრისტეს ამ ახალ სამეფოზე“.
განდეგილის სიტყვებმა მომხიბლეს, და ვიგრძენი ამ მყარი და საქმიანი ცხოვრების უპირატესობა ველურთა მოხეტიალე და უსაქმო ცხოვრების წინაშე.
   „ოჰ! რენე, განგებას სრულიად არ ვემდური, მაგრამ, ვაღიარებ, სახარების ამ საზოგადოებას ყოველთვის მწარე სინანულით ვიგონებ. რა ბედნიერს გახდიდა ჩემს ცხოვრებას ერთი ქოხი ამ მხარეში, ატალასთან ერთად! აქ დასრულდებოდა ჩემი უგზო-უკვლო ხეტიალი. აქ ცოლთან ერთად, ადამიანთათვის უცნობი, უღრან ტყეში ჩემს ბედნიერებას დავმალავდი და იმ მდინარეებსავით ჩავივლიდი, რომლებსაც უდაბნოში სახელიც აქა აქვთ. ასე გავბედე ჩემი თავის დაიმედება, მაგრამ ამ სიმშვიდის ნაცვლად რა შფოთვაში გავატარე ჩემი წუთისოფელი. ბედის მუდმივ სათამაშო, ყველგან იმედდამსხვრეული, ჩემი ქვეყნიდან დიდი ხნით გაძევებული, სამშობლოში დაბრუნებისას იქ ვპოულობ მხოლოდ დანგრეულ ქოხსა და მეომრებს საფლავებში: ასეთი უნდა ყოფილიყო შაქტასის ბედი.

გაგრძელება →

ნახვა: 186

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters