ფრანსუა რენე შატობრიანი - ატალა


   ოდესღაც საფრანგეთი ჰფლობდა ჩრდილო ამერიკის ვრცელ მხარეს, რომელიც ლაბრადორიდან დაწყებული ფლორიდამდე აღწევდა, ატლანტის ოკეანის ნაპირებიდან კი - ზედა კანადის უშორეს ტბებამდე. ამ უზარმაზარ მხარეს ჰყოფდა ოთხი მდინარე, რომელთა სათავეები ერთსა და იმავე მთებში აქვთ: მდინარე სენლორენი, რომელიც აღმოსავლეთით თავისკენ სახელის ყურესაკენ მიიჩქარის, და მდინარე ლუესტი, რომელიც წყალს უცნობი ზღვებისაკენ მიაქანებს; მდინარე ბურბონი, რომელიც სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ჰუდოსის ყურეში მიეშურება, და მდინარე მეშასებე, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მიემართება და მექსიკის ყურეს ერთვის.
   ეს უკანასკნელი მდინარე ათას ლიეზე მეტ მანძილს გაივლის და რწყავს მომხიბლავ მხარეს. მას შეერთებული შტატების მცხოვრებლები ახალ ედემს უწოდებენ, ფრანგებმა კი სასიამოვნო სახელი ლუიზიანა დაუტოვეს. ათასი სხვა მდინარე, მეშასებეს შენაკადნი, მისური, ილინოისი, აკანზა, ოჰაიო, ვაბეში, ტენესი, ამ ადგილს ლამით ანოყიერებენ და წყლებით ანაყოფიერებენ. როდესაც ყველა ეს მდინარე ზამთრის კოკისპირული წვიმებისაგან ნაპირებზე გადადის და გრიგალები მთელ ტყეებს ძირს აწვენს, ფესვიანად ამოგლეჯილი ხეები სათავეებთან გროვდება. მათ შლამი აკავშირებს, ლიანები ჰკრავს, ხოლო ამ ნამუსრევს საბოლოოდ შეამჭიდროებს მცენარეები, რომლებიც ამ ხეთა მთელ ტანში ფესვებს გაიდგამენ. აქაფებული ტალღების მიერ გატაცებული ნამუსრევი მეშასებეში ეშვება. მდინარე მათ იტაცებს, მექსიკის ყურესაკენ მიაქანებს, სილის მეჩეჩზე რიყავს, და, ამრიგად, თავის შესართავთა ტოტებს ამრავლებს. ალაგ-ალაგ მეშასებე უფრო ძლიერ ხმაურობს, როცა მთებს გვერდით უვლის, და ნაპირზე გადმოსულ წყლებს ტყეთა კოლონადებისა და ინდიელების საფლავთა პირამიდების გარშემო ფანტავს. ეს მდინარე უდაბნოთა ნილოსია. ბუნების მშვენიერება ყოველთვის სიდიადესთან არის დაკავშირებული: იმ დროს, როდესაც მეშასებეს შუა ნაკადი ზღვისაკენ ფიჭვებსა და მუხებს მიაქანებს, ორივე განაპირა ნაკადს პისტიას და დუმფარას მცურავი კუნძულები მიჰყვება. დუმფარას ყვითელი ყვავილები პატარა ბაირაღებივით აღმართულა. მწვანე გველები, ლურჯი ყანჩები, ვარდისფერი ფლამინგოები, ახალგაზრდა ნიანგები მგზავრებივით სხდებიან ყვავილთა ამ გემებზე. ეს ახალშენი ქარზე ოქროს იალქანს შლის და ჩაძინებული მიადგება მდინარის რომელიმე დაშორებულ ყურეს.
   ყველაზე უფრო არაჩვეულებრივ სურათს მეშასებეს ნაპირები წარმოადგენს. დასავლეთ ნაპირზე თვალუწვდენი ტრამალები იშლება. მათი მწვანე ტალღები სივრცეში იკარგება, თითქოს ცის ლაჟვარდს აღწევს და იქ უჩინარდება. ამ უსაზღვრო პრერიებში გარეულ კამეჩთა ჯოგები დაეხეტება უგზოუკვლოდ. თითო ჯოგში სამ ან ოთხ ათასამდე კამეჩია. ხანდახან წლებით დამძიმებული ბიზონი ტალღებს ცურვით აპობს და მეშასებეს რომელიმე კუნძულის მაღალ ბალახებში დასაწოლად მიეშურება, ახალ მთვარესავით მოკაუჭებული რქებით შუბლშემკობილს, ლამში ამოვლებული ანტიკური წვერით, მას მდინარის ღმერთად ჩასთვლიდით. იგი კმაყოფილებით მოავლებს თვალს მეშასებეს ბუმბერაზ ტალღებსა და მისი ნაპირების ველურ სიუხვეს.
ასეთი სურათია დასავლეთ ნაპირზე, მაგრამ მეორე ნაპირზე იგი სრულიად იცვლება და პირველი სურათის მომხიბლავ კონტრასტს წარმოადგენს. მდინარის ნაპირზე გადაკიდებული, კლდეებსა და მთებზე შეჯგუფებული, ხევებში მიმოფანტული ხეები, სხვადასხვა ფორმისა, სხვადასხვა ფერისა და სურნელებისა, ერთმანეთში არეული იზრდება, თვალის დამღლელ სიმაღლემდე ცად აზიდული. გარეული ყურძენი, ბიგინიები, მწარე კვახები ხეების ძირას ერთმანეთს ეხლართებიან, მათს ტოტებზე ადიან, შტოების ბოლომდე აღწევენ, ნეკერჩხალიდან ტულუპის ხეზე ეშვებიან, ტულუპის ხიდან ბალბაზე და უამრავ გამოქვაბულს, უთვალავ ტალანსა და კამარას ქმნიან; ხშირად ხიდან ხემდე გზადაბნეული ლიანები მდინარეთა ტოტებს გადალახავენ და ზედ ყვავილების ხიდებს გადაჰკიდებენ ხოლმე. ამ ტევრის მკერდიდან მაგნოლია თავის უძრავ კონუსს აღმართავს ხოლმე და თეთრი, ფართო ყვავილები მთელ ტყეს დაჰყურებს. მისი მოქიშპე მხოლოდ პალმაა, რომელიც იქვე მახლობლად მწვანე მარაოს მსუბუქად არხევს.
უამრავი ცხოველი, შემოქმედის ნებით ამ განმარტოებულ ადგილებში დაბინავებული, აქაურობას სიცოცხლეს აძლევს და ამშვენებს. გაკაფული ადგილის შორეულ ბოლოში მოჩანან ყურძნით დამთვრალი დათვები, რომლებიც თელას ტოტებზე ქანაობენ, კანადური ჩრდილოეთის ირმები ტბაში ბანაობენ, შავი ციყვები ხშირ ფოთლებში თამაშობენ, „დამცინავი ჩიტები“, ბეღურას ოდენა ვირგინიის მტრედები მარწყვებით აწითლებულ მოლზე ეშვებიან, ყვითელთავა მწვანე თუთიყუშები, წითელთავა მწვანე კოდალები, ცეცხლისფერი კარდინალები კვიპაროზებს გარს უვლიან და კენწეროებზე ადიან; კოლიბრები ფლორიდის ჟასმინზე ბრწყინავენ, გველები-ფრინველმჭერები, ხეების გუმბათებზე ჩამოკიდებულნი, სისინებენ და ლიანებივით ირხევიან.
   თუ მდინარის მეორე ნაპირს ტრამალებში სიმშვიდე და სიწყნარეა, აქ პირიქით, ყველაფერი მოძრაობს და ხმიანობს: ისმის მუხების ტანზე ნისკარტების კაკუნი, ხმაურობა ცხოველებისა, რომლებიც დადიან, ფოთლებს წიწკნიან, ან კბილებით ხილის კურკებს ამტვრევენ; ტალღებს ტლაშუნი, სუსტი კვნესა, ყრუ ბღავილი, წყნარი ღუღუნი - ყველაფერი ეს ამ უდაბურ ადგილებს ნაზი და ველური ჰარმონიით ავსებს.
მაგრამ როგორც კი ნიავი ამ განმარტოებულ ადგილებს გამოაცოცხლებს, მცურავ სხეულებს არწევს, თეთრ, ლაჟვარდ, მწვანე და ვარდისფერ მასებს ერთმანეთში არევს. ყველა ფერსა და ხმას ერთმანეთში გასთქვეფს, მაშინ ტყის სიღრმიდან ისეთი ხმები, თვალწინ ისეთი რამ ხდება, რომ ამის აღწერას ამაოდ ვეცდებით იმათთვის, ვისაც ბუნების ეს პირველყოფილი მინდვრები არ დაუვლია.
   პატრი მარკეტისა და უბედური ლა-სალის მიერ მეშასებეს აღმოჩენის შემდეგ, ბელოქსისა და ახალ ორლეანში პირველად დასახლებულმა ფრანგებმა კავშირი შეჰკრეს ინდიელ ერთიან, ნატჩესებთან, რომელთა ძლიერება იმ მხარეს შიშის ზარსა სცემდა. შემდეგ დავამ და ეჭვიანობამ ეს სტუმართმოყვარე მიწა-წყალი სისხლით შეღება.
ამ ველურთა შორის ცხოვრობდა მოხუცი კაცი, სახელად შაქტასი. თავისი ასაკით, სიბრძნითა და ცხოვრების ავკარგის ცოდნით იგი უდაბნოთა უხუცესად და საყვარელ ადამიანად იყო მიჩნეული, ყველა ადამიანივით მან სათნოება უბედურებით შეიძინა, არა მარტო ახალი ქვეყნის ტყეები იყო სავსე მისი უბედურების ამბებით, არამედ მათ საფრანგეთის ნაპირებამდეც კი მიაღწიეს. სასტიკი უსამართლობით მარსელში კატარღაზე მიაჯაჭვეს და მერე აქედან გათავისუფლებული ლუი მეთოთხმეტეს წარუდგინეს. შაქტასს ამ საუკუნის დიდ ადამიანებთან უსაუბრია, ვერსალის დღესასწაულებს, რასინის ტრაგედიებს დასწრებია, ბოსიუეს მიერ საფლავზე წარმოთქმული სიტყვა მოუსმენია. ერთი სიტყვით, ამ ველურმა ჩვენი საზოგადოება მისი ბრწყინვალების უმაღლეს საფეხურზე იხილა.
   თავის სამშობლოს წიაღს რომ დაუბრუნდა, შაქტასმა რამდენიმე წლის მანძილზე მოსვენებას მისცა თავი. მაგრამ ზეცის ეს წყალობა მას ძვირად დაუჯდა: მოხუცი დაბრმავდა. ახალგაზრდა ქალიშვილი დაჰყვებოდა მას მეშასებეს გორაკებზე ისე, როგორც ანტიგონე ოიდიპოს კითერონის მთებზე, ან როგორც მალვინა ოსიანს მორვენის კლდეებზე ატარებდა.
თუმცა ფრანგებისაგან შაქტასმა ბევრი უსამართლობა განიცადა, მაგრამ ისინი მაინც უყვარდა. მუდამ იგონებდა ფენელონს, რომლის სტუმარიც ყოფილა, და შაქტასს სურდა ამ სათნო ადამიანის თანამემამულეებისათვის რაიმე სამსახური გაეწია. ამის მარჯვე შემთხვევაც მიეცა. 1725 წელს ერთი ფრანგი, სახელად რენე, ვნებათა და უბედურებათა მიერ დევნილი, ლუიზიანში ჩავიდა. აჰყვა მეშასებეს ნატჩესების საცხოვრებელ ადგილამდე და სთხოვა მიეღოთ, როგორც მხედარი ამ ერისა. როდესაც შაქტასი რენესთან საუბრის შემდეგ დარწმუნდა, რომ მისი გადაწყვეტილება მტკიცე იყო, ის იშვილა და ცოლად შეირთო ინდიელი ქალი, სახელად სელუტა. ამ ქორწინების შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, რომ ველურები წავზე სანადიროდ წასასვლელად მზადებას შეუდგნენ.
   თუმცა შაქტასი ბრმა იყო, მაგრამ საშემთა საბჭომ მაინც დანიშნა ექსპედიციის მეთაურად იმ პატივსაცემის გამო, რომელიც ინდიელ ტომებში დაიმსახურა. ლოცვა და მარხულობა იწყება. მისნები სიზმრებს ხსნიან. მანიტუებს რჩევას სთხოვენ. თამბაქოს დაწვით მსხვერპლის შეწირვას აწყობენ. ცხენ-ირემის ენას წვავენ, აკვირდებიან, ალში შიშხინებს თუ არა, რათა ამით გენიათა სურვილი გაიგონ, წმინდა ძაღლის შეჭმის შემდეგ მიემგზავრებიან. რენეც მათთანაა. პიროგებით მეშასებეს აჰყვებიან საწინააღმდეგო დინებათა გამოყენებით და ოჰაიოს კალაპოტში შედიან. შემოდგომაა. გაოცებული ახალგაზრდა ფრანგის თვალწინ კენტუკის დიდებული უდაბნოები იშლება. მთვარიან ღამეს, როცა ყველა ნატჩესს პიროგების ფსკერზე სძინავს და ინდიელთა აფრებით მსუბუქი ნიავის ქროლვას სთხოვს თავისი თავგადასავალი უამბოს. მოხუცი თხოვნას უსრულებს და რენესთან ერთად პიროგის კიჩოზე მჯდარი ამბავს ასე იწყებს: მოთხრობა

მონადირე


   „ჩემო ძვირფასო შვილო, უცნაურია ბედი, რომელმაც ჩვენ ერთმანეთს შეგვახვედრა. შენში მე ვხედავ ცივილიზებულ ადამიანს, რომელიც ველური გახდა, შენ კი ჩემში ველურ ადამიანს, რომლის (არ ვიცი რა მიზნით) ცივილიზება დიდმა სულმა ინება. ცხოვრების გზაზე ორი მოპირდაპირე მხრიდან გამოვედით. შენ ჩემთან მოხვედი დასასვენებლად, მე კი აქედან იმისათვის წავედი, რათა შენს ადგილას ვყოფილიყავი. ამგვარად, ცხოვრებაზე ჩვენ სრულიად სხვადასხვანაირი შეხედულება უნდა გვქონოდა. მდგომარეობის შეცვლით ჩვენ ორში ვინ უფრო მოიგო ან ვინ წააგო? ეს მხოლოდ ღმერთებმა იციან, რომელთა შორის ნაკლებ ბრძენსაც კი უფრო მეტი ჭკუა აქვს, ვიდრე ყველა ადამიანს ერთად.
   „ყვავილთა მომავალი თვეში შვიდჯერ ათი თოვლი და კიდევ სამი თოვლი იქნება მას შემდეგ, რაც მეშასებეს ნაპირზე დედაჩემმა ამქვეყნად გამაჩინა. ესპანელები დიდი ხნის დასახლებული არ იყვნენ პენსაკოლის ნავსადგურში, ხოლო ლუიზიანაში ჯერ არც ერთი თეთრკანიანი არ ცხოვრობდა. ფოთლების მეჩვიდმეტე დაცვენა ჯერ კიდევ არ მენახა, როდესაც უკვე ვახლდი ბრძოლაში მამაჩემს, მეომარ უტალისს, ფლორიდის ძლიერი ერის, მუსკოგულჟების, წინააღმდეგ. ჩვენს მოკავშირე ესპანელებს შევუერთდით და ბრძოლა მდინარე მობილის ერთ-ერთ ტოტთან გაიმართა. არესკუი და მანიტუები ჩვენ არ გვწყალობდნენ. მტრებმა გაიმარჯვეს. მანიტუები ჩვენ არ გვწყალობდნენ. მტრებმა გაიმარჯვეს. ოჰ! რატომ მეც არ ჩავედი მაშინ სულთა ქვეყანაში! მრავალ უბედურებას ავიშორებდი, რაც დედამიწაზე მელოდა. ღმერთებმა სხვანაირად ინებეს: ლტოლვილებთან ერთად სენტ-ოგიუსტენში მოვხვდი.
„ამ ქალაქში, რომელიც ესპანელებს მიერ ახალგაშენებული იყო, მექსიკოს მაღაროებში გაგზავნის საფრთხე მელოდა, მაგრამ ერთმა მოხუცმა კასტილიელმა, ლოპესმა, ჩემი ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო შემიბრალა, თავშესაფარი მომცა და ჩამაბარა თავის დას, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა. ლოპესი უცოლო იყო.
   „ჩემს მიმართ უნაზესი გრძნობები გამოიჩინეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც სენტ-ოგიუსტენში ოცდაათი თვე გავატარე, ქალაქური ცხოვრება შემზიზღდა. შესამჩნევად ვიყავი და შორეული ტყეების მწვერვალს გავცქეროდი, ხან მდინარის პირას ვიჯექი და მოწყენილი წყალთა დენას დავყურებდი. წარმოვიდგენდი ხოლმე ტყეებს, სადაც ამ მდინარემ გამოიარა, და ჩემი სული მარტოობას ეძლეოდა.
   „უდაბნოში დაბრუნების სურვილს წინ ვეღარ აღვუდექი და ერთ დილას ველურის ტანისამოსში გამოწყობილი ლოპესთან გამოვცხადდი. ერთ ხელში მშვილდ-ისარი მეჭირა, მეორეში - ჩემი ევროპული ტანსაცმელი, რომელიც ჩემს კეთილშობილ მზრუნველს ჩავაბარე და ცრემლითა ფრქვევით მის ფეხთან დავეცი. უმადურობისათვის თავს ვკიცხავდი და ვაძაგებდი. „მაგრამ მამაჩემო, - ვუთხარი, - შენ თვითონ ხედავ, რომ მოვკვდები, თუ ინდიელთა ცხოვრებას არ დავუბრუნდები“.
   „ლოპესი გაოცდა, ცდილობდა ჩემს განზრახვაზე ხელი ამეღო. დამიხატა ყველა საფრთხე, რაც მელოდა, თუ მუსკოგულჟებს კვლავ ხელში ჩავუვარდებოდი. მაგრამ როდესაც დაინახა - არაფრის წინაშე არ ვიხევდი, ცრემლად დაიღვარა და მკერდში ჩამიკრა: „წადი, ბუნების შვილო, - წამოიძახა მან, - დაიბრუნე ადამიანის დამოუკიდებლობა, რომლის წართმევა შენთვის ლოპესს არ უნდა. ახალგაზრდა რომ ვიყო, მე თვითონ გაგყვებოდი უდაბნოში (სადაც მეც მაქვს ტკბილი მოგონებები) და დედაშენს ჩაგაბარებდა. როდესაც შენს ტყეებში იქნები, მოიგონე ხანდახან ის მოხუცი ესპანელი, რომელმაც მასპინძლობა გაგიწია და, რათა შენს მსგავსთა მიმართ სიყვარულის სურვილი აღგეძრას, გახსოვდეს, რომ პირველი ცდა, რომელიც ადამიანის გულზე მოახდინე, მის სასარგებლოდ გადაწყდა. ლოპესმა სიტყვა ქრისტიანთა ღვთისადმი მიმართული ლოცვითა დაამთავრა, რომელთა სარწმუნოების მიღებაზე უარი მქონდა ნათქვამი, და ქვითინით დავშორდით.
„ჩემი უმადურობისათვის მალე დავისაჯე. ტყეში გზა ამერია და მუსკოგულჟების და სიმინოლების რაზმს ტყვედ ჩაუვარდა, როგორც ლოპესმა მიწინასწარმეტყველა. ჩემი ტანისამოსითა და ფრთებით, რომლებიც თავს მიმკობდა, მიცნეს, რომ ნატჩესი ვიყავი. ბორკილები დამადეს, მაგრამ მსუბუქად, რადგან ახალგაზრდა ვიყავი. რაზმის უფროსმა სიმაგანმა სახელი მკითხა. ვუპასუხე: „საქტასი მქვია, შვილი უტალისისა, შვილი მისკუსია, რომლებმაც მუსკოგულეჟებს ასზე მეტი სკალპი ააცალეს“. სიმაგანმა მითხრა: „შაქტასო მქვია, შვილი უტალისისა, შვილო მისკუსისა, გიხაროდეს: დიდ სოფელში დაგწვავენ“. ვუპასუხე: „ძალიან კარგი“ და სიკვდილის სიმღერა ვთქვი. „თუმცა ტყვე ვიყავი, მაგრამ პირველ დღეებში ჩემი მტრები აღტაცებას მგვრიდნენ, მუსკოგულჟის, უფრო კი მისი მოკავშირე სიმინოლის, ცხოვრება არის მხიარულება, სიყვარული, კმაყოფილება. სიარული აქვთ მსუბუქი, ქცევა გულახდილი და ნათელი. ლაპარაკობენ ბევრს და სხაპასხუპით. მათი საუბარი კეთილხმოვანი და ნარნარია. სიბერესაც კი არ შეუძლია წაართვას საშემებს ეს მხიარული უბრალოება. ჩვენი ტყეების ბებერი ფრინველებივით, ისინიც თავიანთ ძველი სიმღერებით ჯერ კიდევ ეხმიანებიან შთამომავალთა ახალ ჰანგებს.
   „ქალები, რომლებიც რაზმს ახლდნენ, როგორც ახალგაზრდას, ნაზი სიბრალულითა და გულთბილი ცნობისმოყვარეობით მეპყრობოდნენ. მეკითხებოდნენ დედაზე, ჩემი ცხოვრების პირველ დღეებზე, სურდათ გაეგოთ, ჰკიდებდნენ თუ არა ჩემს ხავსის აკვანს ნეკერჩხლის აყვავებულ ტოტებზე, მარწევდა თუ არა ნიავი პატარა ჩიტუნების ბუდის მახლობლად. ამას მერე ათასი სხვა კითხვა მოჰყვებოდა ჩემი გულის მდგომარეობაზე: მეკითხებოდნენ სიზმრებში თეთრი ფურ-ირემი ხომ არ გინახავსო, ფარული ველის ხეებს შეყვარების რჩევა ხომ არ მოუციათო. გულუბრყვილოდ ვუპასუხებდი დედებს. ქალიშვილებსა და მამაკაცთა ცოლებს. ვეუბნებოდი: „თქვენ დღის მშვენება ხართ და ღამეს ისე უყვარხართ, როგორც ცვარი. მამაკაცს იმისათვის აჩენთ, რომ თქვენს ძუძუებსა და ტუჩებს ჩამოეკიდოს. თქვენ იცით ჯადოსნური სიტყვები, რომლებიც ყველა მწუხარებას განაქარვებს. აი რა მითხრა იმ ქალმა, რომელმაც ამქვეყნად გამაჩინა და რომელიც ვერასოდეს ვეღარ მიხილავს! დედამ მითხრა კიდევ, რომ ქალწულები იდუმალი ყვავილები არიან, რომლებიც განმარტოებულ ადგილებში იპოვებიანო.
   „ეს ქება ქალებს დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა, ისინი ყოველნაირი საჩუქრებით მავსებდნენ; მოჰქონდათ კოკოსის რძე. ნეკერჩხლის შაქარი, საგამიტე, დათვის ლორი, წავის ტყავები, ნიჟარები ჩემს მოსართავად, ხავსი საწოლისათვის. ჩემთან ერთად მღეროდნენ, იცინოდნენ და მერე ცრემლს ღვრიდნენ, როდესაც გაიხსენებდნენ, რომ დაწვა მელოდა.
   „ერთ ღამეს, როდესაც მუსკოგულჟები ტყის პირად დაბინავდნენ, მე ომის ცეცხლის მახლობლად ვიჯექი ჩემს სადარაჯოდ მოჩენილ მონადირესთან ერთად. უეცრად ბალახზე ტანისამოსის შრიალი მომესმა და გვერდით ნახევრად პირმობურული ქალი მომიჯდა, ქუთუთოებზე ცრემლი ჩამოჰკიდებოდა; ცეცხლით განათებული ოქროს პატარა ჯვარცმა მკერდზე უბრწყინავდა. ქალი უზადოდ მშვენიერი იყო. მის სახეს რაღაც უმანკო და ვნებიანი ეშხი ჰქონდა, რომლის მიმზიდველობას ვერავინ გაუძლებდა. ამას ზედ ერთვოდა უნაზესი მშვენიერება, მის თვალებში გამოსჭვიოდა ღრმა სევდით გამოწვეული უსაზღვრო მგრძნობიარება; ციური ღიმილი ჰქონდა.
„მე ვიფიქრე, რომ ის იყო უკანასკნელი სიყვარულის ქალწული, რომელსაც სამხედრო ტყვეს უგზავნიან მისი სიკვდილის დასატკბობად. ამაში დარწმუნებული ვიყავი და შეშფოთებულმა მივმართე ენის ბორძიკით, რაიცა დაწვის შიშს არ გამოუწვევია: „ქალწულო, თქვენ ხართ ღირსი პირველი სიყვარულისა და უკანასკნელი სიყვარულისათვის არ გაჩენილხართ. იმ გულის მოძრაობა, რომელიც მალე ძგერას შეწყვეტს თქვენი გულის ცემას ვერ უპასუხებს. როგორ შეიძლება სიკვდილისა და სიცოცხლის ერთმანეთში არევა? თქვენ უფრო სანანებლად გამიხდით ცხოვრებას. დაე, სხვა იყოს ჩემზე ბედნიერი და ხანგრძლივმა ჩაკონებამ ერთმანეთს დაუკავშირეს მუხა და ლიანა“. „მაშინ ახალგაზრდა ქალიშვილმა მიპასუხა: „მე სრულიადაც არა ვარ უკანასკნელი სიყვარულის ქალწული. შენ ქრისტიანი ხარ?“ ვუპასუხე, ჩემი ქოხის ღმერთებისათვის არ მიღალატია-მეთქი. ამ სიტყვებზე ინდიელი ქალი უნებურად შეტოკდა და მითხრა: მენანები, რომ შენ მხოლოდ უხამსი კერპთაყვანისმცემელი ხარ. დედაჩემმა ქრისტიანად გამაჩნია. ატალა მქვია. ამ რაზმის მეომართა უფროსის, ოქროს სამაჯურებიანი სიმაგანის ასული ვარ. ჩვენი მივდივართ აპალაშუკაში, სადაც დაგწვავენ“. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ატალა ადგა და გამშორდა“. აქ შაქტასი იძულებული გახდა თხრობა შეეწყვიტა. მოზღვავებულმა მოგონებებმა სული დაუმძიმა. ჩამქრალმა თვალებმა დამჭკნარი ლოყები ცრემლებით მოურწყო: ასე იჩენს თავს მიწის სიბნელეში დამალული, კლდეებს შორის გამოჟონილი ორი წყარო.
„ოჰ, ჩემო შვილო, - განაგრძო ისევ, - ხედავ: შაქტასი, თუმცა თავისი სიბრძნით სახელგანთქმულია, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი არ არის. ეჰ! ჩემო ძვირფასო შვილო, ადამიანებს, რომლებსაც უკვე თვალით ხედვა არა აქვთ, ტირილი კიდევ შეუძლიათ. რამდენიმე დღე გავიდა. საშემის ქალიშვილი ყოველ საღამოს მოდიოდა ჩემთან სასაუბროდ. ძილი დამიფრთხა. ატალამ ჩემს გულში დაისადგურა, ვით მამა-პაპათა საფლავთა მოგონებამ.
„ლაშქრობის მეჩვიდმეტე დღეს, იმ დროს, როდესაც ეფემერიდი წყლიდან ამოდის, ჩვენ ალაშუას ტრამალზე გავედით. მას გარს არტყია გორაკები, რომლებიც ერთმანეთს მისდევენ და თითქოს ღრუბლებამდე ააქვთ სართულებად განლაგებული ტყეები კოპალის, მუხის, მაგნოლიის და ლიმონის ხეებისა. რაზმის უფროსმა შეკრების ბრძანება გასცა, და რაზმი გორაკების ძირას დაბანაკდა. მე ცოტა დაშორებით, წყაროს ნაპირას მომათავსეს. ფლორიდა ცნობილია ასეთი წყაროებით, ხეზე მიმაკრეს, ერთი მხედარი მდარაჯობდა. არ გასულა რამდენიმე წამი, რომ წყაროსთან ლიკვიდამბრის ხეებში ატალა გამოჩნდა. „მონადირევ, უთხრა მუსკოგულჟ გმირს, თუ გინდა შველზე ინადირეო, წადი, ტყვეს მე ვუდარაჯებო“. უფროსის ასულის ამ სიტყვების გაგონებაზე მხედარი სიხარულისაგან შეხტა. გორაკის მწვერვალიდან ქვემოთ დაეშვა და სწრაფი ნაბიჯით ველისაკენ გაეშურა. „რა უცნაური წინააღმდეგობაა ადამიანის გულში! მე მსურდა ფარული ფიქრები გამენდო იმისათვის, ვინც უკვე მზესავით მიყვარდა, მაგრამ ატალასთან ასე მარტო დარჩენას, მგონი, ვამჯობინებდი, ვინმეს წყალში გადავეგდე ნიანგების ლუკმად. უდაბნოს ასულიც თავის ტყავზე არა ნაკლებ იყო აღელვებული. ღრმა დუმილს ვიცავდით, სიყვარულის ღმერთებმა სიტყვები წაგვართვეს. ბოლოს ატალამ ძალა მოიკრიბა და მითხრა: „მხედარო, თქვენ ძალიან მსუბუქად ხართ მიბმული. ადვილად შეგიძლიათ გაქცევა“. ამ სიტყვებმა სითამამე დამიბრუნეს. მე ვუპასუხე: „მსუბუქად მიბმული, ოჰ ქალო!...“ არ ვიცოდი, სიტყვა როგორ დამემთავრებინა. ატალა რამდენიმე წამს ყოყმანობდა, მერე მითხრა: „თავს უშველე“, ხეს მომხსნა, თოკს ხელი ვტაცე, იგი უცხო ასულს ხელში ჩავუდე, მის მშვენიერ თითებს ძალას ვატანდი, რომ ჩემს ბორკილებს შემოჭდომოდა. „უკან წაიღეთ, უკან წაიღეთ!“ ვყვიროდი „თქვენ გიჟი ხართ, - მითხრა ატალამ აღელვებული ხმით: - უბედურო! შენ არ იცი, რომ დაგწვავენ? რას აპირებ? იცი თუ არა, რომ საშინელი საშემის ასული ვარ“. „იყო დრო, - ვუპასუხე ცრემლთა ფრქვევით, - როდესაც მეც, წავის ტყავში გახვეული, დედას დავყავდი მხრებზე შესმული, მამას მშვენიერი ქოხი ჰქონდა და მისი თხები ათასი ნიაღვრის წყალს სვამდნენ. მე კი ახლა უსამშობლოდ დავეხეტები. როდესაც აღარ ვიქნები, არც ერთი მეგობარი ჩემს ცხედარს ბუზებისაგან დასაცავად ერთ ბღუჯა ბალახს არ დააფარებს. უბედური, უცხოელის ცხედარი არავის ყურადღებას არ მიიპყრობს“. „ამ სიტყვებმა ატალას გული აუჩუყა. მისი ცრემლი წყაროს დაეფრქვა. ოჰ! - განვაგრძე მკვირცხლად, - შენი გული რომ ჩემი გულივით ლაპარაკობდეს! განა უდაბნო თავისუფალი არ არის? განა ტყეში ჩვენს დასამალავად ერთ კუთხეს ვერ ვიპოვიდით? ქოხის შვილებს განა ბევრი რამე სჭირდებათ იმისათვის, რომ ბედნიერი იყვნენ? ოჰ, ქალწულო, ქმრის პირველ ოცნებაზე უმშვენიერესო! ოი, ჩემო ძვირფასო სატრფოვ! გაბედე, გამომყევი“. ასეთი სიტყვებით მივმართე. ატალამ ნაზი ხმით მიპასუხა: „ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, თეთრკანიანთა სიტყვა-პასუხი შეგისწავლია, ინდიელი ქალის შეცდენა ადვილია“. „რაო, - წამოვიძახე, - ახალგაზრდა მეგობარი მიწოდე! ოჰ, საბრალო მონა!.. „ „ჰო, კარგი! - თქვა მან და ჩემკენ დაიხარა: - საბრალო მონა...“ მე ფიცხად განვაგრძე: „დაე, კოცნამ დაარწმუნოს იგი შენს ერთგულებაში“. ატალამ ჩემი ვედრება შეიწყნარა. ახალგაზრდა ირემი ფრიალოზე ლიანების ვარდისფერი ყვავილებს ჩამოჰკიდებია. ჩემი ძვირფასი სატრფოს ტუჩებზე მეც ასე ჩამოვეკიდე.
„ეჰ! ჩემო ძვირფასო შვილო, სიამოვნებას მწუხარება მოსდევს. ვინ იფიქრებდა, რომ ის წამი, როცა ატალა სიყვარულის პირველ საწინდარს მაძლევდა, იქნებოდა წამი, როცა ჩემი სატრფო ყველა იმედს დამიმსხვრევდა? მოხუცი შაქტასის გათეთრებულო თავო, როგორ გაოცდი, როდესაც საშენის ასულმა ეს სიტყვები წაარმოთქვა: „მშვენიერო ტყვეო, შენს სურვილს მე გიჟურად დავემორჩილე, მაგრამ ეს ვნება სად მიგვიყვანს? ჩემი რჯული ერთმანეთს სამუდამოდ გვაშორებს.. ოჰ, დედაჩემო! რა ჩაიდინე!..“ ატალა უეცრად დადუმდა და პირზე სათქმელად მომდგარი რაღაც საბედისწერო საიდუმლოება გულში ჩაიხშო. მისმა სიტყვებმა სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო. „კარგი! - წამოვიძახე, - მეც შენსავით ულმობელი ვიქნები, არ გავიქცევი. მიხილავ ცეცხლის ალში გახვეულს, ჩემი ხორცის შიშხინს მოისმენ და სიხარულით აღივსები“. ატალამ ხელებში ხელი მტაცა. „საბრალო ახალგაზრდა კერპთაყვანისმცემელო, - წამოიძახა ასულმა, - თავს მაბრალებ ნამდვილად! მაშ, შენ გინდა, რომ ტირილისაგან გული გამისკდეს? რა სამწუხაროა, რომ შენთან ერთად გაქცევა არ შემიძლია! ოჰ, ატალა, უბედური იყო დედაშენის ორსულობა. რატომ ნიანგებს პირში არ ჩაუვარდები!“
„სწორად ამ დროს, მზის ჩასვლის წინ, ნიანგებმა ღრიალი მორთეს. ატალამ მითხრა: „დავტოვეთ ეს ადგილები“. სიმაგანის ასული წავიყვანე იმ გორაკების ძირას, რომლებიც, მაღალი კონცხებით ტრამალში შეჭრილნი, მწვანე ყურეებს ქმნიდნენ. უდაბნოში ყველაფერი მდუმარე და დიდებული იყო. ყარყატი ბუდეში ყარყარებდა, ტყეებში მწყერების ერთფეროვანი ჭუკჭუკი, თუთიყუშის სტვენა, ბიზონების ბღავილი და სიმინოლების ფასატების ჭიხვინი ისმოდა.
   „ჩვენ თითქმის მუნჯად მივსეირნობდით. ატალას გვერდით მიყვებოდი. მას ხელში ჰქონდა თოკის ბოლო, რომელიც ძალით შევაჩეჩე. ხან ცრემლს ვაფრქვევდით, ხან გაღიმებას ვცდილობდით, ხან ცას თვალს ვაპყრობდით, ხან ვუსმენდით, ჩამავალი მზისაკენ ვბრუნდებოდით. მკერდი ხან გვითრთოდა, ხან მშვიდდებოდა. დროგამოშვებით შაქტასის და ატალას სახელები ჩუმად წარმოითქმოდა.. ოჰ, შეყვარებულთა პირველო გასეირნებავ, უბედურებიდან ამდენი წლის გასვლის შემდეგ შენზე მოგონება, მეტად ძლიერი უნდა იყოს, მოხუცი შაქტასის გულს რომ კიდევ აღელვებ.
„რა გაუგებარნი არიან ვნებათა ღელვით შეპყრობილი მომაკვდავნი. დიდი ხანი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც დიდსულოვანი ლოპესი დავტოვე, დიდი ხანი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც არავითარ საფრთხეს არ დავერიდე, რომ თავისუფალი გავმხდარიყავი. ერთ წამს ქალის შეხედვამ შემიცვალა ფიქრი, გადაწყვეტილებანი, გემოვნება. დავივიწყე ჩემი ქვეყანა, დედა, ჩემი ქოხი და საშინელი სიკვდილიც კი, რომელიც მელოდა: ატალას გარდა ყველაფრის მიმართ გულგრილი გავხდი. ძალა აღარ მყოფნიდა მოწიფული ვაჟკაცის გონიერებამდე ავმაღლებულიყავი, უეცრად ბავშვობაში ჩავვარდი. ძალა აღარ შემწევდა მოსალოდნელი უბედურებისაგან თავი დამეღწია. ახლა თითქმის ვსაჭიროებდი, რომ ვინმეს ჩემს ძილსა და დაპურებაზე ეზრუნა. „ტრამალზე სეირნობის შემდეგ ატალა ჩემს ფეხებთან დაეცა, კვლავ მთხოვა: დამტოვეო. მისი თხოვნა ამაო იყო. განვუცხადე, ბანაკში მარტო დავბრუნდებოდი, თუ ხეზე ისევ არ მიმაბავ-მეთქი. ატალა იძულებული გახდა დამმორჩილებოდა იმ იმედით, რომ სხვა დროს დამითანხმებდა.
   „მეორე დღეს, რომელმაც ჩემი ბედი გადასწყვიტა, ინდიელები შეჩერდნენ ერთ ხეობაში, სიმინოლების დედაქალაქის კუსკოვილის მახლობლად. ეს ინდიელნი, მუსკოგულჟთან შეკავშირებულნი, კრისკების კონფედერაციაში შედიან. პალმების ქვეყნის ასულმა შუაღამეს მინახულა. დიდ ფიჭვნარში წამიყვანა და კვლავ შემეხვეწა, რომ გავქცეულიყავი. უსიტყვოდ ხელზე ხელი მოვკიდე და შეშინებული სატრფო ვაიძულე ჩემთან ერთად ტყეში ეხეტიალა. მომხიბვლელი ღამე იყო. ჰაერის გენია ფიჭვების სუნით გაჟღენთილი თავის ლურჯ თმას აბიბინებდა, ვისუნთქავდით ამბრის სუსტ სურნელებას, რომელსაც მდინარეთა ნაპირზე თაფლინდის ხეებქვეშ გაწოლილი ნიანგები ავრცელებდნენ. მოწმენდილ ცაზე მთვარე კაშკაშებდა და მარგალიტისფერი მისი შუქი ტყეებს ბუნდოვნად მოხაზულ მწვერვალებზე ეშვებოდა. არავითარი ხმაურობა არ ისმოდა, გარდა რაღაც შორეული ჰარმონიისა, რომელიც ტყის სიღრმეს დაუფლებოდა. კაცი იტყოდა, უდაბნოს მთელ სივრცეზე მარტოობის სული ოხრავსო. „ხეებში ჭაბუკი შევნიშნეთ. ხელში ჩირაღდანი ეჭირა, ბუნების გასაღვიძებლად ტყეში მსრბოლ გაზაფხულის გენიას ჰგავდა. ჭაბუკი შეყვარებული იყო. თავისი ბედის გასაგებად სატრფოს ქოხისაკენ მიდიოდა. „თუ ქალწული ჩირაღდანს ჩაუქრობს, ეს ნიშნავს, რომ ჭაბუკის აღთქმას იღებს, თუ ჩირაღდნის ჩაუქრობლად შეიბურება, ეს ნიშნავს, ქალი ქმარს უარჰყოფს.
   „მეომარი სიბნელეში გზას მიიკვლევდა და ჩუმი ხმით ასე მღეროდა: „მთების მწვერვალზე ასვლას განთიადს დავასწრებ, რათა ტყის მუხებს შორის განმარტოებული ჩემი მტრედი მოვძებნო.
„მას ყელზე ნიჟარის მძივები შევაბი. შიგ არის სამი წითელი მარცვალი ჩემი სიყვარულისათვის, სამი - იისფერი ჩემი შიშისათვის, სამი - ცისფერი ჩემი იმედისათვის. „მილას თვალები ყარაყუმის აქვს, მსუბუქი თმა კი ბრინჯის ყანის ფერისა. მისი ტუჩები მარგალიტებით შემკობილი ვარდისფერი ნიჟარაა, მისი ძუძუები თითქოს ერთი დედის მიერ, ერთსა და იმავე დღეს შობილი ორი პატარა უხალო თიკანია. „ნეტავ მილა ამ ჩირაღდანს ჩამიქრობდეს! ნეტავი მისმა ტუჩებმა ჩირაღდანს ვნებიანი ჩრდილი მოჰფინოს! წიაღს გავუნაყოფიერებდი. სამშობლოს იმედი მის ნოყიერ ძუძუს ჩამოეკიდებოდა და ჩემი შვილის აკვანზე გრძელტარიან ყალიონს მშვიდად გავაბოლებდი.
„ეჰ! მომეცი ნება, მთების მწვერვალზე ასვლა განთიადს დავასწრო, რათა ტყის მუხებს შორის განმარტოებული ჩემი მტრედი მოვძებნო!“
   „ასე მღეროდა ეს ჭაბუკი, რომლის ხმის კილომ სული მღელვარებით ამივსო და ატალას სახის ფერი შეუცვალა. გადაჭდობილი ხელები გვითეთრდებოდა, მაგრამ იმ სანახაობას ჩვენი ყურადღება მოსტაცა მეორე სანახაობამ, ჩვენთვის არანაკლებ საშიშარმა.
   „ჩავუარეთ ბავშვის საფლავს, რომელიც ორი ერის საზღვარზე იყო. საფლავი ჩვეულებისამებრ გზის პირას მოეთავსებინათ იმისათვის, რათა წყაროზე მიმავალ ახალგაზრდა ქალებს შესძლებოდათ უმანკო ქმნილების სული თავის წიაღში მიეზიდათ და სამშობლოსათვის დაებრუნებინათ. მაშინ იქ იყვნენ ახალგათხოვილნი, დედობის სიტკბოების მოსურნენი, რომელნიც პირს აღებდნენ და პატარა ბავშვის სულის დაჭერას ცდილობდნენ. მათ სწამდათ, რომ ეს სული ყვავილებზე დაფრინავდა. მერე მშობელი დედა მოვიდა და საფლავი სიმინდის ხელეულითა და მთის შროშანის თეთრი ყვავილებით შეამკო. თავის რძით მიწა მორწყა, ნამიან მოლზე დაჯდა და გრძნობამორეული ხმით ბავშვთან საუბარი დაიწყო: „ოჰ, ჩემო ახალშობილო, რატომ დაგტირი, რატომ დაგტირი მიწის აკვანში? როცა პატარა ჩიტუნა დიდი ხდება, თავისთვის საკვები თვითონ უნდა ეძებოს, და იგი უდაბნოში ბევრ მწარე მარცვალს პოულობს. იმით მაინც ვნუგეშობ, რომ შენ არ იცოდი, რა იყო ტირილი, შენს გულს არ შეხებია გამანადგურებელი სუნთქვა ადამიანებისა. კვირტს, რომელიც გაუფურჩქვნელად ჭკნება, მთელი თავისი სურნელი თან მიაქვს, როგორც შენ, ჩემო ვაჟო, მთელი შენი უმანკოება თან წაიღე. ბედნიერი არიან ისინი, რომლებიც აკვანში კვდებიან! მათ მხოლოდ დედის კოცნა და ღიმილი იგემეს“.
   „უამისოდაც საკუთარ გულს აყოლილნი, საბოლოოდ დაგვიმორჩილა სიყვარულისა და დედური გრძნობის ამ სურათებმა, რომლებიც ამ მოჯადოებულ უდაბნოში თითქოს თან დაგვდევდა. ხელში აყვანილი ატალა შუაგულ ტყეში გავიტაცე და ისეთ რამეს ვეუბნებოდი, რასაც დღეს ამაოდ დავუწყებდი ძებნას ჩემს ბაგეზე. სამხრეთის ქარი, ჩემო შვილო, ყინულოვან მთებს რომ გადაივლის, სიმხურვალეს ჰკარგავს. სიყვარულის მოგონებანი მოხუცის გულში მთვარის მშვიდ დისკოს მიერ ანარეკლი დღის სინათლის მსგავსია, როდესაც მზე ჩასულია და ველურების ქოხებს სიწყნარე მოჰფნია.
„ვის შეუძლია ატალას გადარჩენა? ვის შეუძლია მისთვის ხელის შეშლა, რომ იგი ბუნებას არ დამორჩილებოდა? უეჭველად არაფერს, გარდა სასწაულისა. და ეს სასწაული მოხდა. სიმაგანის ასულმა ქრისტიანთა ღმერთს მიაშურა. მიწაზე დაემხო და თავის დედასა და ქალწულთა დედოფალს მხურვალე ლოცვით მიმართა. ოჰ, რენე, ამ წუთიდან შესანიშნავი წარმოდგენა შემექმნა სარწმუნოებაზე, რომელსაც ტყეებში, ცხოვრების მრავალ გასაჭირში, უბედურთა უხვად დასაჩუქრება შეუძლია, სარწმუნოებაზე, რომელსაც ტყეებში, ცხოვრების მრავალ გასაჭირში, უბედურთა უხვად დასაჩუქრება შეუძლია, სარწმუნოებაზე, რომელსაც დასაჩუქრება შეუძლია დაამარცხოს იგი, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ხელს უწყობს ვნებათა ღელვას: ტყეთა საიდუმლოება, განმარტება, სიბნელის მდუმარება. ოჰ! როგორ ღვთაებრივად მომეჩვენა უბრალო ველური, უცოდინარი ატალა, რომელიც წაქცეული ბებერი ფიჭვის წინ, ისე როგორც საკურთხევლის წინ დაჩოქილი, თავის ღმერთს ევედრებოდა კერპთაყვანისმცემელი სატრფოსათვის. ღამის ვარსკვლავისაკენ აპყრობილი მისი თვალები, სარწმუნოებაზე, რომელსაც მოზღვავებული ვნებისადმი თავისი ძლიერების დაპირისპირებით მარტოდმარტო შეუძლია დაამარცხოს იგი, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ხელს უწყობს ვნებათა ღელვას: ტყეთა საიდუმლოება, განმარტოება, სიბნელის მდუმარება. ოჰ! როგორ ღვთაებრივად მომეჩვენა უბრალო ველური, უცოდინარი ატალა, რომელიც წაქცეული ბებერი ფიჭვის წინ, ისე როგორც საკურთხევლის წინ დაჩოქილი, თავის ღმერთს ევედრებოდა კერპთაყვანისმცემელი სატრფოსათვის. ღამის ვარსკვლავისაკენ აპყრობილი მისი თვალები, სარწმუნოებისა და სიყვარულის ცრემლისაგან ანთებული ლოყები უკვდავი მშვენიერებით ბრწყინავდნენ. რამდენჯერ მეგონა, თითქოს ვხედავდი, როგორ მოჰყვებოდნენ მთვარის სხივებს და როგორ შრიალებდნენ ხეების ტოტებში განდეგილებს მაშინ უგზავნის, როდესაც ინებებს მათ მიწვევას თავის სასუფეველში. ამიტომ ვშიშობდი, რომ ატალას მცირე დრო დარჩენოდა ამქვეყნად. „ამ დროს იგი ცრემლს ღვრიდა და ისეთი უბედური მეჩვენა, რომ შეიძლება დავთანხმებოდი ჩვენს განშორებას, მაგრამ უეცრად ტყეში სიკვდილის ყიჟინა დასცეს. ოთხი შეიარაღებული კაცი მომვარდა: გვიპოვეს. სამხედრო მეთაურს ბრძანება გაეცა ჩვენს დასაჭერად.
„ატალამ, რომელიც ზვიადი სიარულით დედოფალს ჰგავდა, ამ მხედრებთან დალაპარაკებაც კი არ იკადრა, ერთხელ ამაყად შეხედა მათ და სიმაგანისაკენ გასწია.
   „ატალამ ვერაფერი გააწყო. დარაჯები გამიორკეცეს, მეტი ბორკილები დამადეს, სატრფოს დამაშორეს. ხუთმა ღამემ გაიარა, და ჩვენ ვხედავთ აპალაშუკლას, რომელიც მდინარე შატა-იუშის ნაპირზე მდებარეობს. მაშინვე ყვავილებით შემამკეს, სახე ლაჟვარდივითა და სინაგურით შემიღებეს, ცხვირსა და ყურებზე მარგალიტები ჩამომკიდეს და ხელში შიშიკუე მომცეს.
„შესაწირავად ასე მორთული აპალაშუკლაში შევედი. ბრბო დაუსრულებლად ღრიალებდა. განწირული ვიყავი, მაგრამ უეცრად ნიჟარის ხმა გაისმა და მიკომ, ანუ ტომის მეთაურმა, ბრძანება გასცა - შეიკრიბეთო..
„შენ იცი, ჩემო შვილო, როგორ აწამებენ ველურები ომში დატყვევებულთ. ქრისტიანმა მისიონერებმა მოყვასისადმი დაუშრეტელი სიყვარული გამოიჩინეს, არ მოერიდნენ, თავიანთი სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდოთ და რამდენიმე ტომთა შორის იმას მიაღწიეს, რომ კოცონის საშინელებანი საკმაოდ მსუბუქი ტყვეობით შესცვალეს. მუსკოგულჟებს ეს ჩვეულება უკვე მრავალრიცხოვანი ჯგუფი იყო. სწორედ ამ მნიშვნელოვან საქმეზე მოსალაპარაკებლად მოიწვია მიკომ საშემები. მე ბჭობის ადგილზე მიმიყვანეს.
„აპალაშუკლას მახლობლად განმარტოებულ ბორცვზე იყო აღმართული საბჭოს კარავი. სამი წრე ქმნიდა ამ როტონდის მოხდენილ არქიტექტურას. სვეტებს წარმოადგენდნენ გაკრიალებული და ჩუქურთმიანი კვიპაროზები. რამდენადაც ისინი უახლოვდებოდნენ ცენტრს, რომელიც ცალკე მდგომარე ბოძით იყო აღნიშნული, სვეტების სიმაღლე და სისქე დიდდებოდა, რაოდენობა კი მცირდებოდა. სხვა სვეტებამდე გადაჭიმული, შუა ბოძის თავზე დამაგრებული ხრალის ზოლები, გამჭვირვალე, მარაოს მსგავსი, სახურავით ფარავდნენ კარავს.
   „საბჭო იკრიბება. წავის მოსასხამიანი ორმოცდაათი მოხუცი ერთმანეთის გვერდით ჯდება საფეხურებზე, რომლებიც კარვის კარის პირდაპირაა. მათ შუა დიდი მეთაური ზის, ხელში უჭირავს მშვიდობის გრძელტარიანი ყალიონი, რომლის ნახევარი შეღებილი იყო ომისათვის. მოხუცთა ორმოცდაათი ქალი. მხედართმთავარნი, ტომაჰავკებით ხელში, ფრთებით თავშემკობილნი, სისხლით შეღებილი მკერდითა და ხელებით, მარცხენა მხარეს იკავებენ. „შუა სვეტის ძირას საბჭოს ცეცხლი ღვივის. ტაძრის რვა მცველთა გარშემორტყმული გრძელი თეთრი ტანისამოსით შემოსილი პირველი ჯამბაზი, რომელსაც თავზე ბუს ფიტული აქვს გაკეთებული, ცეცხლს კოპალის ხის მალამოს ასხამს და მზეს მსხვერპლს სწირავს. მოხუცების, დედაქალაქებისა და მეომრების სამმაგი მწკრივი, ქურუმები, გუნდრუკის კმევით დამდგარი ღრუბელი, მსხვერპლშეწირვა - ყოველი ეს საბჭოს სხდომას დიდებულ იერს აძლევს.
„ხელფეხშეკრული, კრებულის შუა ადგილას ვიდექი. მსხვერპლშეწირვის დასრულების შემდეგ მიკო სიტყვას იღებს და საბჭოს უბრალოდ აცნობს საქმეს, რომლისთვისაც შეიკრიბნენ. თავის ნათქვამის დასამოწმებლად მიკო დარბაზში ძირს დააგდებს ლურჯ გულქანდს.
„მაშინ არწივის ტომის საშემი დგება და ამბობს: „ჩემო მამავ მიკო, არწივის, წავის, გველისა და კუს ოთხი ტომის საშემნო, დედაქალნო, მეომარნო, ნურაფერს შეცვლით ჩვენი წინაპრების ჩვეულებაში. დავწვათ ტყვე და ჩვენს გულადობას ნუ შევარბილებთ. რასაც გვთავაზობენ, თეთრკანიანთა ჩვეულებაა. ეს კი ჩვენთვის შეიძლება დამღუპველი იყოს. მომეცით წითელი გულქანდი, რომელიც ჩემი სიტყვების შემცვლელი იქნება. მე დავამთავრე.
„და იგი კრებულში წითელ გულქანდს დააგდებს. „ერთი დედაქალი დგება და ამბობს: „ჩემო მამავ არწივო, თქვენ გაქვთ მელიის და კუს კეთილგონიერი აუჩქარებლობა. მსურს თქვენთან ერთად მეგობრობის ჯაჭვი ვატარაო და ჩვენ ერთად დავრგოთ მშვიდობის ხე. მაგრამ შვცვალით ჩვენი წინაპრების ის ჩვეულებანი, რაც დამღუპველია. გყავდეს ტყვეები, რომლებიც მინდვრებს დაგვიმუშავებენ და ნუღარ მოვისმენთ დედების წიაღის ამაღელვებელ მათ ყვირილს. მე დავასრულე“.
   „როგორც ქარიშხლის დროს ზღვის ტალღები იმსხვრევა, როგორც გრიგალი შემოდგომაზე გამხმარ ფოთლებს აიტაცებს, როგორც მეშასებეს ლერწმები უეცარი წყალდიდობის დროს იღუნება და კვლავ იმართება, როგორც ტყის სიღრმეში ირმის დიდი ჯოგი ყვირის, ისე ღელავდა და გრგვინავდა საბჭო. საშემები, მეომრები, დედაქალაქები ლაპარაკობენ რიგრიგობით, ან ყველა ერთად. ინტერესები ერთმანეთს ეჯახება. შეხედულებები იყოფა. საბჭო საცაა დაიშლება, მაგრამ ბოლოს ძველი ჩვეულება იმარჯვებს, და მე დაწვა მომესაჯა. „ერთმა გარემოებამ დააგვიანა ჩემი დასჯა. მიცვალებულთა დღესასწაული სულთალხინი ახლოვდებოდა. ჩვეულების მიხედვით, ამ ზეიმის დღეებში არც ერთი ტყვის მოკვლა არ შეიძლებოდა. სასტიკი მცველები მომიჩინეს. რასაკვირველია, საშემებმა სიმაგანის ასულს მომაშორეს და შემდეგ ის აღარ მინახავს.
   „ამასობაში გარშემო სამას ლიეზე მეტი მანძილიდან გროვა-გროვად მოვიდნენ ტომები მიცვალებულთა დღესასწაულზე. განმარტოებულ ადგილზე გრძელი კარავი ააგეს. დანიშნულ დღეს ყოველმა ოჯახმა წინაპრების ნეშტები ამოიღო განცალკევებული საფლავიდან და ჩონჩხები რიგზე და ოჯახების მიხედვით ჩამოჰკიდეს წინაპართა საერთო დარბაზის კედლებზე. გარეთ (მაშინ გრიგალი ამოვარდა) ტყეები და ჩანჩქერები ღრიალებდნენ. ამ დროს კი სხვადასხვა ტომის მოხუცნი თავიანთ წინაპრებს ძვლებზე ერთმანეთს შორის ზავისა და კავშირის პირობებს სდებდნენ.
   „ეწყობა დაკრძალვის თამაშობანი: რბენაში შეჯიბრება, ბურთაობა და კოჭის თამაში. ორი ქალწული ცდილობს ერთმანეთს ტირიფის წნელი წაართვას. მკერდით ერთმანეთს ეხებიან. ხელებს თავზე აწეულ წნელზე დაასრიალებენ, მშვენიერი ტიტველი ფეხებით ერთმანეთს ეჭდობიან, ტუჩები ტუჩს ხვდება. ნაზი სუნთქვა ერთმანეთში ირევა. იხრებიან და თმა ეხლართებათ, დედებს უცქერენ და წითლდებიან. მაყურებელნი ტაშს უკრავენ. ჯამბაზი წყლის სულს, მიშაბუს მიმართავს. იწყებს თხრობას დიდი კურდღლის ბრძოლაზე ბოროტების ღმერთს, მაჩიმანტუს, წინააღმდეგ. ლაპარაკობს პირველ მამაკაცსა და პირველ დედაკაცზე - ატაანსიკუზე, რომლებიც უმანკოების დაკარგვისათვის ციდან ჩამოაგდეს, უღვთოჟუსკეკუზე, რომელიც ალალ-მართალ ტაუისტსაურს ჰკლავს. წარღვნაზე, რომელიც დიდი სულის მოწოდებაზე იწყება. მასუზე, რომელიც ერთადერთი გადარჩა ხის ქერქის ნავში, და მიწის აღმოსაჩენად გაგზავნილ ყორანზე. ის ლაპარაკობს აგრეთვე მშვენიერ ენდაეზე, რომელიც ქმარმა ტკბილი სიმღერებით სულთა ქვეყნიდან გამოიყვანა. „ამ თამაშობითა და გალობათა შემდეგ შეკრებილნი წინაპრებისათვის სამარადისო საფლავის გასაკეთებლად ემზადებიან.
„მდინარე შტა-იუშის ნაპირზე იდგა ხალხთა თაყვანისცემით ნაკურთხი ველური ლეღვის ხე. ქალწულები ამ ადგილას ჩვეულებრივად ხრიალის კაბებს რეცხავდნენ და ძველი ხის ტოტებზე ფენდნენ, რათა ისინი უდაბნოს ქარს გაეშრო. აი, აქ დიდი საფლავი ამოთხარეს. მიცვალებულთა დარბაზიდან სიკვდილის ჰიმნის სიმღერით გადიან, ყოველ ოჯახს რამდენიმე წმინდა ნეშტი მიაქვს. საფლავთან მიდიან, ნეშტს შიგ უშვებენ და ფენად ასვენებენ, ხოლო მათ შორის დათვისა და წავის ტყავებს აწყობენ. საფლავის ბორცვებზე ტირილისა და ძილის ხეს რგავენ.
   „ჩემო ძვირფასო შვილო, შევიბრალოთ ეს ადამიანები: იგივე ინდიელი მამაკაცები, რომლებსაც ესოდენ გულის ამაღელვებელი ჩვეულებები აქვთ, იგივე ქალები, რომლებიც გულისხმიერად მექცეოდნენ, ახლა ღრიალით ჩემს დასჯას მოითხოვდნენ და მთელი ტომები გამგზავრებას აყოვნებდნენ იმისათვის, რომ ახალგაზრდა ადამიანის საშინელ ტანჯვას ცქერით დამტკბარიყვნენ. „ჩრდილოეთით მდებარე ველზე, დიდი სოფლის დაშორებით, აღმართული იყო სისხლის ტყედ წოდებული კვიპაროზებისა და ნაძვების ტყე. მისკენ მიმავალი გზა იმ ძეგლთა ერთ-ერთ ნანგრევებს გადაივლიდა, რომელთა წარმოშობის შესახებ ცნობა არ შენახულა და რომლებიც ჩვენთვის უცნობ ხალხს გაუკეთებია. ამ ტყის შუაგულში იყო მოედანი, სადაც ტყვეებს მსხვერპლად სწირავდნენ. ინდიელებმა იქ დიდი ზეიმით წამიყვანეს. ჩემი სიკვდილისათვის ყველაფერი მზადდება, მიწაში არესკუის ბოძს ეცემა, კოცონს აღარაფერი აკლია. მაყურებელნი ხის ნამორებითა და ტოტებით ამფითეატრს აკეთბენ. ყოველი კაცი ცდილობს განსაკუთრებული წამება გამოიგონოს: ერთი წინადადებას იძლევა, თავზე ტყავი ამოაძრონ, მეორე - თვალები ამოწვან გავარვარებული შანთით. მე სიკვდილის სიმღერას ვიწყებ: „ტანჯვისა სრულიად არ მეშინია: გულადი ვარ, ჰეი, მუსკოგულაჟებო! ქედს ვერ მომახრევინებთ. ქალებზე უფრო მეზიზღებით. მამაჩემი უტალისი მისკუს ძე თქვენი ყველაზე უფრო ცნობილი მეომრების თავის ქალას სასმისად იყენებდა. ჩემს გულს ერთ ოხვრასაც ვერ მოსტაცებთ“ „ჩემი სიმღერით გაბრაზებულმა ერთმა მეომარმა ხელი ისრით გამიხვრიტა. მე ვუთხარი: „გმადლობ, ძმაო“.
   „მიუხედავად ჯალათების გაცხარებული მუშაობისა, მზის ჩასვლამდე ვერ დაამთავრეს წამების სამზადისი. ჯამბაზთან ითათბირეს, მან დაუშალა წყვდიადის სულების შეშფოთება: და ჩემი სიკვდილი მეორე დღისათვის გადაიდო, მაგრამ ინდიელებს სისხლის ტყე არ დაუტოვებიათ, რადგან ამ სანახაობით დატკბობას მოუთმენლად ელოდნენ და სურდათ ამისათვს ალიონზე მზად ყოფილიყვნენ, დიდი კოცონები, გააჩაღეს, ლხინი და ცეკვა გამართეს. „ამასობაში პირაღმა დამაწვინეს, კისერი, ხელ-ფეხი თოკით შემიკრეს და მიწაზე ჩასობილი პალოებზე მიმაბეს. მეომრები თოკებზე დაწვნენ და მე ვერ გავინძრეოდი, რომ მათ არ გაეგოთ. ღამდება: ცეკვა-სიმღერა თანდათან წყდება. ცეცხლები მხოლოდ მოწითალო შუქს ისვრიან, მათ წინ ჯერ კიდევ მოჩანს რამდენიმე ველურის ჩრდილი, ყველაფერი იძინებს. რამდენადაც ადამიანთა ხმაურობა სუსტდება, იმედიანად უდაბნოს ხმაურობა მატულობს და ღრიანცელს სცვლის ქართა საცოდავი ზუზუნი.
„ეს ის დრო იყო, როდესაც ახალგაზრდა ინდიელმა ქალმა, რომელიც ის-ის იყო დედა გახდა, შუაღამეს უეცრად გაიღვიძა. მას მოეჩვენა, რომ პირმშო ტიროდა, დედას ძუძუს სთხოვდა. ცას შევცქეროდი, სადაც ნახევარმთვარე ღრუბლებში დაეხეტებოდა, და ჩემს ბედზე ვფიქრობდი. ატალა უმადურობის საშინელ განხორციელებად მეჩვენებოდა. სიკვდილის დასჯის წუთში მიატოვა ის, ვინაც მის დაშორებას ცეცხლში დაწვა ამჯობინა. მაგრამ ვგრძნობდი, რომ კვლავ მიყვარდა და მისთვის სიხარულით ვკვდებოდი.
   „უდიდეს სიამოვნებათა განცდის დროს ვგრძნობდი რაღაც ეკლის ჩხვლეტას, რომელიც გვაფხიზლებს, თითქოს გვაფრთხილებს, სწრაფმავალი წუთით ვისარგებლოთ, დიდ მწუხარებაში კი, პირიქით, არ ვიცი რა, რაღაც მძიმედ გვაწვება და გვაძინებს: ცრემლით დაღლილი თვალები, ბუნებრივია, გვეხუჭება, განგების სიკეთე თვით ჩვენს უბედურებაშიც იჩენს თავს. ჩემს უნებურად დავმორჩილდი მძიმე ძილს, რითაც ზოგჯერ უბედურები სტკბებიან. დამესიზმრა, თითქოს ბორკილები ამხსნეს, თითქოს ვიგრძენი ის მსუბუქება, რასაც ადამიანი განიცდის, როდესაც ძლიერი მოჭერის შემდეგ მოსარჩლე ხელი ბორკილებს მოუშვებს. ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო, რომ თვალი გავახილე. ორ ღრუბელს შორის მცურავ მთვარის შუქზე დავინახე დიდი თეთრი ფიგურა, ჩემკენ დახრილი. ჩუმად ბორკილებს მხსნიდა. უნდა მეყვირა, მაგრამ ამ დროს პირი შემიკრა ხელმა, რომელიც იმწამსვე ვიცანი. მხოლოდ ერთი თოკი რჩებოდა. მაგრამ, როგორც ეტყობოდა, შეუძლებელი იყო მისი ისე გადაჭრა, რომ არ შეხებოდა მეომარს, რომელიც თოკს ტანით დასწოლოდა. ატალა თოკს ხელს ჰკიდებს, მეომარი ნახევრად იღვიძებს და წამოჯდება. ატალა არ იძვრის და მას უცქერის. ინდიელს ჰგონია, რომ ნანგრევთა სულს ხედავს, ისევ წვება, თვალს ხუჭავს და თავის მანიტუს უხმობს. თოკი გაწყვეტილია. ვდგები. ჩემს განმათავისუფლებელი მაწვდის მშვილდს, რომლის ერთი ბოლო მას უჭირავს. მაგრამ რამდენიმე საფრთხეა გარშემო. ხან კინაღამ ვეჯახებით მძინარე ველურებს, ხან გუშაგები გვეხმაურებიან და ატალა ხმის შეცვლით აძლევს პასუხს. ბავშვები წამოიყვირებენ, დოგები ჰყეფენ. ბანკის საბედისწერო წრეს თავი დავარწიეთ, რომ ტყე ყვირილმა შესძრა. ბანაკი იღვიძებს. უამრავი ცეცხლი ინთება. ეტყობა, ველურები ყოველ მხარეს დარბიან ანთებული ჩირაღდნებით. ნაბიჯს ავუჩქარეთ.
   „აპლაშის მთებზე რომ ირიჟრაჟა, ჩვენ უკვე შორს ვიყავით. ატალასთან კვლავ მარტო აღმოვჩნდი, ჩემს მხსნელ ატალასთან, ატალასთან, რომელიც სამუდამოდ მომენდო. სიტყვის სათქმელად ენა არ მემორჩილებოდა. მუხლები მოვიყარე და სიმაგანის ასულს ვუთხარი: „ადამიანები თავისთავად დიდს არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ, როცა მათ გენიები ეწვევიან, მაშინ ხომ სრულიად არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ, როცა მათ გენიები ეწვევიან, მაშინ ხომ სრულიად აღარაფერს წარმოადგენენ. თქვენ გენია ხართ, თქვენ მეწვიეთ და თქვენ წინაშე ლაპარაკი არ შემიძლია“. ატალამ ღიმილით ხელი გამომიწოდა და მითხრა: „უნდა გამოგყოლოდით, რადგან უჩემოდ გაქცევა არ ისურვეთ, ჯამბაზი მოვისყიდე საჩუქრებით, ჯალათები არყით დავათვრე. თქვენთვის თავი უნდა გამეწირა, რადგან ჩემთვის სიცოცხლე გასწირეთ, დიახ, ახალგაზრდა კერპთაყვანისმცემელო“, დაუმატა ისეთი კილოთი, რომ შემაშინა, „თავგანწირვა იქნება თანაზიარი“.
„ატალამ გადმომცა იარაღი, რომლის მოტანისათვის ეზრუნა, მერე ჭრილობა შემიხვია. ჭრილობა ნესვის ხის ფოთლით მომიწმინდა და თან ცრემლი აპკურა. „ეს მალამოა, ჩემს ჭრილობას რომ აფრქვევ“, ვუთხარი. „ვშიშობ, რომ იგი უფრო შხამიანია“, მიპასუხა ატალამ. მკერდზე დოლბანდის ნაჭერი მოიხვია და იმათ ჭრილობა შემიხვია, მერე შეხვეული თავისი თმის კულულით შემიკრა.
    „ზარხოშმა, რომელიც ველურებში დიდხანს გრძელდებოდა და მათთვის ერთგვარი ავადმყოფობაა, უეჭველად ხელი შეუშალა მათ, რომ პირველ დღეებშივე დაგვდევნებოდნენ, თუ მერე გვეძებს, ალბათ, დასავლეთის მიმართულებით. ეგონათ, რომ მეშასებსკენ გასვლას ვეცდებით, ჩვენ კი უძრავი ვარსკვლავისაკენ გავწიეთ, გზას მივაკვლევდით ხეების ტანზე მოდებული ხავსით. „მალე შევნიშნეთ, რომ ჩემი განთავისუფლებით ცოტა რამ მოვიგეთ. ახლა უდაბნო ჩვენს წინაშე უსაზღვრო, უკაცურ სივრცეებს შლიდა. სწორ გზას აცდენილი ვიყავით, ალალბედზე მივდიოდით, ტყეებში ცხოვრების გამოცდილება არ გვქონდა, რა მოგველოდა? ხშირად როცა ატალას ვუცქეროდი, მაგონდებოდა აგარის ძველი ამბავი, რომელიც ლოპესმა წამიკითხა. დიდი ხანია მას შემდეგ, რაც ეს ამბავი მოხდა ბერსაბეს უდაბნოში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ადამიანები მუხაზე სამჯერ მეტ ხანს სძლებდნენ.
„ატალამ კოპიტის ხრალისაგან მოსასხამი გამიკეთა, რადგან თითქმის ტიტველი ვიყავი. მთიხვის ტყავისაგან გაკეთებული მოკასინები მომიქარგა მაჩვზღარბის ჯაგრით. მეც ვიზრუნე მისი მორთვისათვის. ხან თავზე ვადგამდი გვირგვინის ლურჯი ბალბებისას, რომლებიც გზაზე გვხვდებოდა ინდიელთა მიტოვებულ სასაფლაოებზე, ხან იელის წითელი მარცვლებით გულქანდებს ვუკეთებდი. ამ საოცარი სილამაზის შემყურე ვიღიმებოდი.
„მდინარეებს ტივით ან ცურვით გადავლახავდით ხოლმე.
ატალა ხელით მხარზე დამეყრდნობოდა, და როგორც ორი მოგზაური გედი, უდაბურ ადგილთა წყლებს გადავდიოდით.
„ხშირად, ცხელ დღეებში, თავს კედრების ხავსებს ვაფარებდით. ფლორიდის ყველა ხე, განსაკუთრებით, კედარი და ქვამუხა დაფარულია თეთრი ხავსით, რომელიც მათი ტოტებიდან მიწამდე ეშვება. როდესაც ღამით, მთვარის შუქზე, გაშლილ ველზე განმარტოებულ მარადმწვანე მუხას ნახავთ, გეგონებათ, აჩრდილს ვხედავ გრძელი გაშლილი ლეჩაქით. ეს სურათი არც დღისით არის ნაკლებ წარმტაცი, რადგან პეპლების, მოლაპლაპე ბუზების, კოლიბრების, მწვანე თუთიყუშების, ლაჟვარდი ჩხიკვების გუნდი ამ ხავსებს რომ მოეფინა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს თეთრი მატყლის ფარდაგზე ევროპელ ხელოსანს ბრჭყვიალა მწერები და ფრინველები ამოუქარგავს. „დიდი სულის მიერ მომზადებული ამ სასტუმროების ჩრდილქვეშ ვისვენებდით როდესაც ამ დიდი კედრის დასარწევად ციდან ქარი დაეშვებოდა, როცა მის ტოტებზე აგებული ჰაეროვანი კოშკი ფრინველებთან და მას შეფარებულ მძინარე მგზავრებთან ერთად რხევას იწყებდა, როცა ამ მოძრავი შენობის დერეფნიდან და კამარებიდან ათასობით ოხვრა ისმოდა, - მაშინ ადამიანს შეეძლო ეთქვა, ძველი ქვეყნის სასწაულები ვერასოდეს შეედრება ამ უდაბნოს ძეგლებსო.
„ყოველ საღამოს დიდ ცეცხლს ვანთებდით და სამგზავრო კარავს ვიკეთებდით ხის ქერქისაგან, რომელსაც ოთხ სარზე გადავჭიმავდით ხოლმე. თუ მე გარეულ ინდაურს, გარეულ მტრედს ან ტყის ხოხობს მოვკლავდი, მას ცეცხლმოკიდებულ მუხის წინ, მიწაში ჩასობილ ლატანიის წვერზე ჩამოვკიდებდით და ქარს ვანდობდით ნანადირევის ცეცხლზე ტრიალს. ვჭამდით ხავსებს, რომლებსაც „კლდეების ნაწლავებს“ ეძახიან, არყის ხის ტკბილ ქერქებსა და მაისის ვაშლებს, რომლებსაც ატმისა და ჟოლოს გემო აქვთ. შავი კაკლის ხე. ნეკერჩხალი, თუთუბო ჩვენი სუფრისათვის ღვინოს გვაწოდებდნენ. ზოგჯერ ლერწმებში ვპოულობდი რაიმე მცენარეს, რომლის რქასავით გაგრძელებულ ყვავილში ერთი ჭიქა უწმინდესი ცვარი იყო. ჩვენ ვლოცავდით განგებას, რომელმაც ყვავილის სუსტ ღეროზე, დამპალ ჭაობებს შორის, ეს გამჭვირვალე წყარო მოათავსა იმის მსგავსად, როგორც მწუხარებით დაფლეთილ გულთა სიღრმეში იმედი ჩაენერგა და ცხოვრების უბედურებათა წიაღიდან სათნოება ამოაჩქეფა.
„ვაგლახ! მალე შევნიშნე, რომ ატალას მოჩვენებითს სიმშვიდეს შეცდომაში შევეყვანე, რამდენადაც წინ მივიწევდით. ის იმდენად უფრო მოწყენილი ხდებოდა. ხშირად უმიზეზოდ კანკალებდა და თავს აქნევდა, თვალს შევასწრებდი, ვნებიანად რომ მიცქეროდა, მერე ღრმა სევდით ცისკენ აიხედავდა. განსაკუთრებით მაშინებდა რაღაც საიდუმლოება, მისი სულის სიღრმეში დამალული რაღაც აზრი, რასაც თვალებში ვამჩნევდი. მუდმივად თავისკენ მიზიდავდა, თან მიშორებდა, იმედს აღმიგზნებდა, თან მიცურებდა, და როდესაც ვფიქრობდი, რომ მისი გულისაკენ ოდნავ გზა გავიკვლიე, მაინც იმავე ადგილას ვიყავი. რამდენჯერ უთქვამს ჩემთვის: „ოჰ, ჩემო ახალგაზრდა სატრფოვ! მიყვარხარ, როგორც ტყის ჩრდილი პაპანაქება სიცხეში, მშვენიერი ხარ, როგორც უდაბნო ყველა თავისი მცენარითა და ნიავთა ქროლვით. შენსკენ რომ ვიხრები, ვკანკალებ, ჩვენი ხელები ერთმანეთს რომ ხვდება, მგონია ვკვდები-მეთქი. ამას წინათ ქარმა სახეზე შენი თმა მომაყარა, ჩემს მკერდზე რომ ისვენებდი, და მეგონა უხილავ სულთა შეხება ვიგრძენი-მეთქი. დიახ, მინახავს ოკონის მთის შვილები, ღრმად მოხუცებულ ადამიანთა სიტყვები მომისმენია, მაგრამ შენი სიტყვები უფრო სასიამოვნოა და ძლიერია, ვიდრე შველთა სინაზე და მოხუცთა სიბრძნე. მაგრამ მაინც, საბრალო შაქტასო, შენი ცოლი მე არასოდეს არ ვიქნები“. ატალას სიყვარულსა და სარწმუნოებას შორის დაუსრულებელი წინააღმდეგობა, მისი ნაზი თავდადება და ზნე-ჩვეულებათა სისპეტაკე, ხასიათის ზვიადობა და ღრმა გრძნობა, დიდ საქმეში სულის სიმაღლე, პატარაში კი შეწყნარება, ყველაფერი ეს გაუგებარ არსებად ხდიდა მას. ატალას მამაკაცზე სრული ბატონობა უნდა მოეპოვებინა. ვნებით სავსე, ხელმწიფობითაც სავსე იყო. ატალა ან უნდა გაგეღმერთებინათ, ან უნდა შეგეძულებინათ.
„თხუთმეტი დღის სწრაფი სიარულის შემდეგ ალეგანის მთაგრეხილს მივაღწიეთ და ოჰაიოს შენაკად მდინარე ტენესის ერთ-ერთ ტოტს მივადექით. ატალას რჩევით ნავი გავაკეთეთ, ხის ქერქები ნაძვის ფესვებით შევკერე და ქლიავის ხის გუმფისით გამოვწებე. მერე ატალასთან ერთად ნავში ჩავჯექი და მდინარის დენას გავყევით.
„ჩვენს მარცხნივ მაღალი კონცხის მოსახვევში მოჩანდა ინდიელთა სოფელი სტიკოე, პირამიდის მსგავსი საფლავებით. მარჯვნივ დავტოვეთ კოევის ველი, რომლის იქით მოჩანდა ჟორეს ქოხები, ამავე სახელწოდების მთის მწვერვალს მიკრული. მდინარე, რომელსაც მივყვებოდით, მაღალ ფრიალო კლდეებს შორის მიდიოდა. ამ კლდეების ბოლოს მზე ჩადიოდა. ამ სრულ განმარტოებას ადამიანის ჟრიამული არ არღვევდა. ჩვენ დავინახეთ მხოლოდ ფრიალო კლდეზე უძრავად მდგარი, მშვილდზე დაყრდნობილი ინდიელი მონადირე, რომელიც უდაბნოთა სულისათვის აღმართულიყო ქანდაკებას ჰგავდა.
„მე და ატალამ ჩვენი დუმილი ამ სურათის დუმილს შევუერთეთ. უეცრად ჰაერში გაისმა მღელვარე და სევდით სავსე ხმა ლტოლვილი ასულისა, რომელიც შორეულ სამშობლოს უმღეროდა: „ბედნიერი არიან ისინი, რომლებსაც არ უხილავთ უცხოეთის დღესასწაულთა კვამლი და მხოლოდ თავიანთი მამების ლხინში მსხდარან!
„თუ მეშასებეს ლურჯი ჯაფარა ფლორიდის ლტოლვილ ნონაპარეის ჰკითხავდა: რატომ კვნესით ასე მოწყენით? ნუთუ აქ არა გაქვთ მშვენიერი წყაროები, მშვენიერი ჩრდილი და ყოველგვარი საკვები? - მაქვს, უპასუხებდა ლტოლვილი ნონპარეი. მაგრამ ჩემი ბუდე ჟასმინშია. ვინ მომიტანს? და ჩემი ტრამალის მზე თქვენ ხომ არა გაქვთ?
„ბედნიერი არიან ისინი, რომლებსაც არ უხილავთ უცხოეთის დღესასწაულთა კვამლი და მხოლოდ თავიანთი მამების ლხინში მსხდარან!
„რამდენიმე საათის მძიმე მოგზაურობის შემდეგ მგზავრი მოწყენით ჩამოჯდება. ქოხებს შესცქერის, მგზავრს თავმისადები ადგილი არა აქვს დასასვენებლად. ქოხს უკაკუნებს, თავის მშვილდს კარს უკან სდებს, თავშესაფარს ითხოვს, პატრონი ხელით უარს ანიშნებს, მგზავრი მშვილდს იღებს და უდაბნოს უბრუნდება.
„ბედნიერი არიან ისინი, რომლებსაც არ უხილავთ უცხოეთის დღესასწაულთა კვამლი და მხოლოდ თავიანთ მამების ლხინში მსხდარან!
„კერასთან მოსმენილო საუცხოო ამბები, ნაზო გულახდილობავ, ცხოვრებისათვის ასე აუცილებელო. ხანგრძლივო ჩვეულებავ სიყვარულისა - თქვენით არის სავსე იმათი წუთისოფელი, ვისაც სამშობლო მხარე არასოდეს დაუტოვებია თავიანთი საფლავები სამშობლოში აქვთ ჩამავალ მზესთან, მეგობრების ტირილსა და სარწმუნოების მომხიბვლელობასთან ერთად.
„ბედნიერი არიან ისინი, რომლებსაც არ უხილავთ უცხოეთის დღესასწაულთა კვამლი და მხოლოდ თავიანთი მამების ლხინში მსხდარან!“
„ასე მღეროდა ატალა. მის ჩივილს არაფერი უშლიდა ხელს, გარდა ტალღებზე ნავის შეუმჩნეველი ტლაშუნისა. მხოლოდ ორსა თუ სამ ადგილას ეს ჩივილი დაიჭირა სუსტმა გამოძახილმა და გადასცა უფრო სუსტ გამოძახილს, რომელმაც კიდევ უფრო სუსტს მესამე გამოძახილს გაუმეორა. გეგონებოდათ, რომ ოდესღაც ჩვენსავით უბედური ორი შეყვარებულის სული, ამ ამაღელვებელი მელოდიით მოხიბლული, მის უკანასკნელ ხმებს მთაში სასიამოვნო ოხვრით იმეორებდა.
„ამასობაში მარტოობა, საყვარელი არსების მუდმივი სიახლოვე, თვით ჩვენი უბედურებანი სიყვარულს გვიორკეცებდნენ. ატალას ძალა ეცლებოდა. ვნება კი სხეულს უდუნებდა, მის უმანკოებაზე გამარჯვებას ლამობდა. განუწყვეტლივ ევედრებოდა თავის დედას, თითქოს მისი განრისხებული აჩრდილის დამშვიდება სურდა. ზოგჯერ მეკითხებოდა, კვნესა ხომ არ გესმისო, მიწიდან ამოხეთქილი ცეცხლის ალებს ხომ არ ხედავო. მე კი დაღლილობით დაუძლურებული, მაგრამ შეუნელებელი სურვილით ალმოდებული ვფიქრობდი, შეიძლება ამ ტყეებს თავი ვერ დავაღწიეო, აქ სამუდამოდ დავიღუპო-მეთქი, და ასჯერ მზად ვიყავი, რომ ატალა, როგორც ცოლი, მკერდში ჩამეკრა, ასჯერ მივეცი წინადადება ამ ნაპირზე ქოხი აგვეშენებინა და აქ მივმალულიყავით. მაგრამ ყოველთვის უარზე იყო.
„დაფიქრდი, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, მეომარი სამშობლოს ეკუთვნის. რას წარმოადგენს ქალი იმ მოვალეობათა წინაშე, რაც შენ უნდა შეასრულო? გამხნევდი, უტალისს შვილო, ბედს ნუ უჩივი.. ადამიანის გული მდინარის ღრუბელს ჰგავს, რომელიც ხან წმინდა წყალს ისრუტავს კარგ ამინდში, ხან კი ლამიანი წყლით იბერება, როდესაც არ მეგონა, თუ ოდესმე ქარიშხალი ამოვარდებოდა, თუ მზე ოდესმე მცხუნვარე იქნებოდა.
„ოჰ, რენე, შენ თუ გულის მღელვარება გაშინებს, მარტოობას ერიდე. დიდი ვნება თავისთავად მეუდაბნოეა და მისი გადატანა უდაბნოში იმას ნიშნავს, რომ სრულიად დამორჩილდე მის ბატონობას. ზრუნვითა და შიშით დაქანცულებს საფრთხე გველოდება: შეიძლებოდა იმ ინდიელებს, რომლებიც ჩვენი მტრებია, ხელში ჩავვარდნოდით, წყალში ვეჭამეთ. ღარიბულ საკვებს გაჭირვებით ვშოულობდით. არ ვიცოდით, საით წავსულიყავით. გვეგონა, არაფერი აკლდა ჩვენს უბედურებას, რომ ერთმა შემთხვევამ უფრო მეტი საშინელება მოგვიტანა.
„ტყვეობიდან გამოქცევის შემდეგ ოცდამეშვიდე მზე იყო. ცეცხლის თვე დაიწყო და ყველაფერი ქარიშხლის მოახლოებას მოასწავებდა. ის დრო იყო, როდესაც ინდიელი დედაქალები ღვიას ტოტებზე თოხებს კიდებენ და თუთიყუშები კვიპაროსების ფუტუროში იმალებიან. ცა მოიღრუბლა. მარტოობის ხმა მიწყდა, უდაბნო დადუმდა, და ტყეები სრულმა სიწყნარემ მოიცვა. მალე შორეული ქუხილი სამყაროსავით ძველ ტყეებს მოედო, დიდებული გუგუნი გამოიწვია. შეგვეშინდა, წყალს არ წავეღეთ და მდინარის ნაპირს მივაშურეთ, რათა ტყეს შევფარებოდით.
„ეს ადგილი ჭაობიანი იყო. გაჭირვებით მივიწევდით წინ ეკალღიჭის კამარის ქვეშ, ინდიგოს ბუჩქებსა, ლობიოსა, ვაზსა და ხვიარა ლიანებს შორის, რომლებიც ფეხებში ბადესავით გვეხლართებოდნენ. ღრუბლისებური მიწა თრთოდა გარშემო და ყოველ წამს ფლატეში ჩანთქმა გველოდა, უთვალავი მწერი და უზარმაზარი ღამურები გვაბრმავებდნენ, ყოველ მხარეს ჩხრიალა გველები სისინებდნენ, თავის შესაფარებლად მოსული მგლები, დათვები, მაჩვები, პატარა ვეფხვები ტყეს ღრიალით იკლებდნენ.
„ამასობაში უფრო ჩამობნელდა. დაშვებული ღრუბლები ტყეების ჩრდილოვან ფოთლებქვეშ იჭრება. ღრუბელი იხვევა და ელვა მყის ცეცხლის რომბს ხაზავს. აღმოსავლეთიდან მოვარდნილი, აღვირახსნილი ქარი ღრუბლებს ღრუბლებზე აგორებს, ტყეები იკეცება, ცა ყოველ წამს იხსნება და ამ ნაპრალებიდან მოჩანან ახალი ცანი და ცეცხლმოდებული მინდვრები. რა საშინელი, რა დიდებული სურათია! მეხი ტყეში ცეცხლს აჩენს, ხანძარი ალთა თმად იშლება, ნაპერწკალთა სვეტები და კვამლი გარს ერტყმის ღრუბლებს, რომლებიც ამ დიდ ხანძარში მეხებს ანთხევენ. მაშინ დიდი სული მთებს წყვდიადით მოსავს. ამ უსაზღვრო ქაოსის შუაგულიდან ისმის გაურკვეველი გუგუნი, რომელშიც ჩაქსოვილია ქართა გრიალი, ხეების კვნესა, მძვინვარე მხეცების ღრიალი, ხანძრის ზუზუნი, მეხის განუწყვეტელი დაცემა, რომელიც წყალში შიშინით ქრება.
„ამ დროს მე მხოლოდ ატალას ვხედავდი, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი. არყის ხის დახრილ ტანს შევეფარეთ, რათა ატალა კოკისპირული წვიმისაგან დამეცვა. ხის ქვეშ ვიჯექი, ჩემი სატრფო მუხლებზე მეჯდა, ხელებით ფეხებს ვუთბობდი, იმ პატარძალზე უფრო ბედნიერი ვიყავი, რომელიც პირველად გრძნობს თავის სხეულში ნაყოფის განძრევას.
„ქარიშხლის ხმაურს ყურს ვუგდებდით: უეცრად ვიგრძენი, რომ ატალას ცრემლი მკერდზე დამეცა. „გულის ქარიშხალო, - წამოვიძახე, - ეს შენი წვიმის წვეთი ხომ არ არის?“ მერე მკერდში ჩავიკარ ის, ვინც მიყვარდა და ვუთხარი: „ატალა, შენ რაღაცას მიმალავ, გამიხსენ გული, ოჰ, ჩემო მშვენიერებავ! გამიზიარე შენი მწუხარების საიდუმლო, რასაც ასე ჯიუტად მიმალავ. ეჰ! ვხედავ, სამშობლოს მისტირი“. ატალამ იმწამსვე მიპასუხა: „ბავშვო, ჩემს სამშობლოს არ ვტირი. მამაჩემი პალმების ქვეყნიდან არ არის? „როგორ! - წამოვიძახე გაკვირვებულმა: - მამაშენი პალმების ქვეყნიდან არ არის?! მაშ, ამქვეყნიდან ვინ გაგაჩინა? მიპასუხე“. აი რა მითხრა ატალამ: „სანამ დედაჩემი მზითვად მეომარ სიმაგანს ოცდაათ ფაშატს და ოც კამეჩს მიუყვანდა, ას ზომა რკოს ზეთს, ორმოცდაათ წავის ტყავს და ბევრ სხვა სიმდიდრეს მიუტანდა, ის თეთრკანიან ადამიანს იცნობდა. ბებიაჩემმა დედას სახეში წყალი შეასხა და აიძულა მეფის ტოლსა და ხალხის მიერ გენიად აღიარებულ დიდსულოვან სიმაგანს ცოლად გაჰყოლოდა. მაგრამ დედაჩემმა თავის ახალ ქმარს უთხრა: ორსული ვარ, მომკალითო. სიმაგანმა უპასუხა: „დიდმა სულმა დამიფაროს ასეთი ცუდი საქციელისაგან! არ დაგამახინჯებთ, არც ცხვირს მოგჭრით, არც ყურებს, რადგან გულწრფელი იყავით და ჩემი სარეცელის მოტყუება არ ისურვეთ. თქვენი ნაყოფი ჩემი ნაყოფი იქნება, და თქვენთან მხოლოდ მაშინ მოვალ, როდესაც ფრინველი ბრინჯის ყანიდან აფრინდება, როდესაც მეცამეტე მთვარე აკაშკაშდება. დედამ გამაჩინა, ვიზრდებოდი ესპანელივით და ველურივით ამაყი. დედაჩემმა გამაქრისტიანა, რათა მისი და მამაჩემის ღმერთი ჩემი ღმერთიც ყოფილიყო. მერე დედას სიყვარულის სევდამ მოაკითხა და ტყავით შემკობილ პატარა სარდაფში ჩავიდა, საიდანაც აღარ ამოდიან“.
„ასეთი იყო ატალას ამბავი. „მაშ, ვინ იყო მამაშენი საწყალო ობოლო? - ვკითხე: - რას ეძახდნენ მას მიწაზე ადამიანები და რა სახელი ჰქონდა სულთა შორის?“ „არასოდეს დამიბანია მამაჩემისათვის ფეხი, - თქვა ატალამ, - ვიცი მხოლოდ, რომ დასთან ერთად სენტ-ოუგუსტენში ცხოვრობდა და მარად ერთგული იყო დედაჩემისა: ანგელოზთა შორის ფილიპე იყო მისი სახელი, ადამიანები კი ლოპესს ეძახდნენ“.
„ამ სიტყვების გაგონებაზე წამოვიყვირე და ჩემი ყვირილი მთელ უდაბნოს მოედო. აღტაცების წამოძახილები ქარიშხლის ხმაურობას შეერია. ატალა გულზე მივიკარ და ქვითინით წამოვიძხე: „ოჰ, ჩემო დაო! ოჰ, ლოპესის ასულო!“ შეშინებულმა ატალამ მკითხა, ასე რამ აგაღელვაო, მაგრამ, როდესაც გაიგო, რომ ის კეთილშობილი მასპინძელი, რომელმაც სენტ-ოგიუსტენში მიშვილა და რომელიც მივატოვე იმისათვის, რომ თავისუფალი გავმხდარიყავი, ლოპესი იყო, თვით ატალაც მღელვარებამ და სიხარულმა შეიპყრო.
„ჩვენი გულისათვის მეტისმეტი იყო ეს დაძმური მეგობრობა, რომელიც გვეწვია და თავისი სიყვარული ჩვენსას შეუერთა. ამიერიდან ატალას ბრძოლა უნაყოფო ხდებოდა: ვგრძნობდი, მკერდზე ხელს ამაოდ იდებდა. უკვე დავეუფლე, მისი სუნთქვით უკვე დავითვერი, მის ტუჩებს სიყვარულის მთელი მომხიბვლელობა მოვტაცე. ელვათა სინათლეზე მყავდა მარადისმყოფის წინაშე. ჩვენი უბედურებისა და სიყვარულის სიდიადეს შესაფერი საქორწინო ზეიმობა, დიდებულო ტყეო, შენს ლიანებსა და კამარებს ჩვენი სარეცელის ფარდებსა და გალავაკის მსგავსად რომ არხევდი. ცეცხლმოდებულო ფიჭვებო, ჩვენი ქორწინების ჩირაღდნებად ანთებულნო. ნაპირებს გადასულო მდინარევ, მგრგვინავო მთებო, საშინელო და დიდებულო ბუნებავ, ნუთუ ჩვენს მოსატყუებლად იყავით მომზადებული და ნუთუ არ შეგეძლოთ დაგემალათ ერთი წამით თქვენს საიდუმლო საშინელებაში ადამიანის ბედნიერება?
„ატალა ოდნავ წინააღმდეგობას მიწევდა, ის-ის იყო ნეტარებას უნდა დავწაფებოდი, რომ უეცრად ელვამ, ჭექა-ქუხილმა წყვდიადი გაკვეთა „ტყე გოგირდითა და სინათლით აავსო და ჩვენს ფეხებთან ხე წააქცია. გავრბივართ. ოჰ, მოულოდნელობავ!... ჩამოვარდნილი სიჩუმეში ზარის რეკვა გვესმის; ორივე, გაოცებული, ტყისათვის უჩვეულო ხმას ყურს ვუგდებდით. იმწამსვე შორიდან ძაღლის ყეფა მოისმის. ძაღლი გვიახლოვდება, ყეფას უმატა, გვიპოვა, ჩვენს ფეხებთან სიხარულით წკმუტუნებს; ძაღლს ტყის სიბნელეში უკან მოჰყვება მოხუცი განდეგილი, ხელში ფარანი უჭირავს. „,იდიდოს განგება! - წამოიძახა მოხუცმა, როგორც კი დაგვინახა. - დიდი ხანია დაგეძებთ. ძაღლმა ქარიშხლის დაწყებამდე მიაგნო თქვენს კვალს და აქ მომიყვანა. მოწყალეო ღმერთო! რა ახალგაზრდებია! საბრალო ბავშვებო! რა წვალება უნდა გამოგევლოთ! აი, მე დათვის ტყავი წამოვიღე, ეს ახალგაზრდა ქალიშვილისათვის იყოს.. ცოტა ღვინოც გვაქვს აყიროში. დიდება უფალსა, კეთილის მომცემელსა! დიდია მისი წყალობა, უსაზღვროა მისი სიკეთე!“
„ატალა ბერის ფერხთ დაეცა და უთხრა: „ლოცვის უხუცესო, მე ქრისტიანი ვარ, თქვენ ცამ გამოგგზავნათ ჩემს გადასარჩენად“. - ჩვენ სამისიონეროს ზარს ჩვეულებრივად ვუხმობთ. ალპელ და ლიბანელ ძმათა მსგავსად, ჩვენს ძაღლს გზადაკარგული მგზავრების კვალის მიგნება ვასწავლეთ“, უნდა გითხრათ, ჩემთვის განდეგილის საქციელი თითქმის გაუგებარი იყო. მოყვასისადმი ეს სიყვარული ადამიანის ძალებს აღემატებოდა, და მეგონა, სიზმარში ვიყავი. იმ პატარა ფანრის შუქზე, რომელიც ბერს ხელში ეჭირა, ძლივს დავინახე წვიმით გაწუწული მისი თმა-წვერი. ხელ-ფეხი და სახე კვრინჩხნარის ეკლებს დაესისხლიანებინა. „მოხუცო, - წამოვიძახე, - რა გული გაქვს, მეხის დაცემისა რომ არ შეგშინებია?“ „შიში! - აგზნებით მიპასუხა მან: - იმ დროს, როდესაც ადამიანებს საფრთხე ელის და შემიძლია მათ გამოვადგე! მაშინ მე იესო ქრისტეს მეტად უღირსი მსახური ვიქნებოდი!“ „მაგრამ იცი თუ არა, - ვუთხარი, - რომ მე ქრისტიანი არა ვარ!“ „ახალგაზრდავ, - მიპასუხა განდეგილმა, - მე განა გკითხეთ, რა სარწმუნოებისა ხართ? ისეო ქრისტეს არ უთქვამს: „ჩემი სისხლი განბანს ამას და არა იმასო. ის მოკვდა ებრაელისა და წარმართისათვის, ყველა ადამიანში მხოლოდ ძმებსა და უბედურებას ხედავდა. რასაც მე აქ თქვენთვის ვაკეთებ, ძალიან მცირე რამ არის, სხვა ადგილას სულ სხვანაირ დახმარებას ჰპოვებდით, მაგრამ დიდება ამისათვის მღვდლებს არ უნდა მიეკუთვნოს. რა ვართ ჩვენ, სუსტი განდეგილნი, თუ არ ციურ საქმეთა ტლანქი იარაღი? როგორი იქნებოდა ის ჯარისკაცი, რომელიც სიმხდალეს გამოიჩენდა და უკან დაიხევდა მაშინ, როდესაც მეთაური ჯვრით ხელში, თავზე ეკლის გვირგვინით წინ მიუძღვის ადამიანთა დასახმარებლად“.
„ეს სიტყვები გულს მომხვდა. ჩემს თვალებს აღტაცებისა და სინაზის ცრემლები მოსწყდა. „ჩემო ძვირფასო შვილებო, - თქვა მისიონერმა, - ამ ტყეებში მე ვუძღვები თქვენი ძმების, ველურების, პატარა მრევლს. ჩემი გამოქვაბული მთაშია, აქედან საკმაოდ ახლოს. წამოდით ჩემთან, გათბით. მართალია, კარგად ვერ მოეწყობით, მაგრამ თავშესაფარი გექნებათ. ამასაც ღვთის წყალობას უნდა ვუმადლოდეთ, რადგან ბევრ ადამიანს ასეთი თავშესაფარიც კი არა აქვს“.

გაგრძელება →

ნახვა: 725

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters