literature, marguerite_yourcenar, our_lady_of_the_swallows, qwelly, swallows, თავისუფლება, ლიტერატურა, მარგარეტ იურსენარი, მარგერიტ იურსენარი, მერცხლები, მერცხლების_ღვთისმშობელი, მოთხრობა, მოთხრობები, ცნობილი ავტორი

      თერაპიონ ბერი სიყმაწვილეში ათანასე დიდის უერთგულესი მოწაფე იყო. კუშტი და პირქუში თერაპიონი თბილად მხოლოდ მათ ეპყრობოდა, ვინც ეშმაკეულად არ მიაჩნდა. ეგვიპტეში მკვდრეთით აღადგინა მუმიები და სახარება უქადაგა; ცოდვე ბი მიუტევა ბიზანტიის იმპერატორთ; სიზმრად მიღებული ჩვე ნებით საბერძნეთს გაემართა, რათა პანის საცდურისგან ეხ სნა ეს ქვეყანა. ზიზღით ივსებოდა წმინდა ხეების დანახვაზე, ტოტებზე ჩვრები რომ შეებათ ხურვებით შეპყრობილ გლეხებს და ჩაეთქვათ, რომ საღამოჟამს, ნიავის შექროლებაზე ამ კონ კებს ეცახცახა მათ ნაცვლად. ბრაზს ჰგვრიდა უღალო მიწისთვის მეტი მოსავლის გამოსაძალავად აღმართული ფალოსებიც, წყაროსთავთან ან თახჩებში გამოდგმული თიხის ღმერთებიც. სეფისის კბოდეზე წმინდა ხეებისაგან საკუთარი ხელით გამართა პატარა ქოხი. სოფლელები თავიანთ ღარიბულ ლუკმას უნაწილებდნენ. უჭირდა თერაპიონს თავსდამტყდარი ომებითა და შიმშილით ილაჯგაწყვეტილი, გაცრეცილი და გაძვალტყავებული გლეხების გაძღოლა ზეცისაკენ. მათ უყვარდათ იესო, ძე მარიამისა, ამომავალ მზესავით ოქროთი მოსილი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ჯიუტად ეთაყვანებოდნენ ხეებსა და წყლის ჩქერში ჩაბუდებულ ღმერთებს. ყოველ საღამოს ნიმფების ჭადართან ტოვებდნენ ერთადერთი მარჩენალი თხის რძით გალიცლიცებულ ტაგანს. შებინდებისას სოფლის ბიჭები კორომში შერბოდნენ, სურდათ თვალი შეევლოთ აქატისთვალება ასულებისათვის, რომლებიც ძირათი და ველური თაფლით საზრდოობდნენ. ყველგან იყვნენ ისინი, ამ ხრიოკი და მწირი მიწის ასულები, ყველგან! ხან ნისლივით იფანტებოდნენ, ხან კი უეცრად ნამდვილ სახეს იღებდნენ, ხორცს ისხამდნენ. წყაროსთან, თიხნარში ნახულობდნენ მათ ნაფეხურებს. მათი კანის სითეთრე ქარაფებზე არეკლილ ნათელს ერთვოდა შორიდან. ზოგჯერ ასეც ხდებოდა: დასახიჩრებული ნიმფა ჩარჩებოდა სახელდახელოდ გაქერქილ თავხეში და ღამღამობით ისმოდა მისი ჩივილი, ხან კი - ღიღინი. მთებში თითქმის ყოველდღე იკარგებოდა მონუსხული საქონელი. რამდენიმე თვის შემდეგ ძვლების პატარა გროვასღა პოულობდნენ. ეს წყეულები ხელს დაავლებდნენ ბალღებს და ციმციმ მიაქანებდნენ ხრამისაკენ. მათი პაწია ფეხები მიწას არც კი ეხებოდა. უფსკრული შთანთქავდა ხოლმე მათ პატარა მოუქნელ სხეულებს. ზოგჯერ ნიმფების კვალის მაძიებელი ცხროიანი ბიჭი აცახცახებული ჩაირბენდა წყაროსთან. წყალთან ერთად სიკვდილსაც ეწაფებოდა თურმე. ყოველი ახალი უბედურების შემდეგ თერაპიონ ბერი მუშტებს უღერებდა კორომს, იმ შეჩვენებულების სახიზარს. გლეხები მაინც ეთაყვანებოდნენ თითქმის უხილავ ნაზ ფერიებს და ისე იოლად ივიწყებდნენ მათ ბოროტ ნამოქმედარს, ნიმფებს ისე აპატიებდნენ უკეთურებას, როგორც, ვთქვათ, შეუნდობენ ხოლმე მზეს შეშლილთა ტვინის გალაყებას, ან მთვარეს - მეძუძური ქალებისთვის ძილში რძის გამოწოვას, როგორც მიუტევებენ ხოლმე სიყვარულს გაუსაძლისი ტანჯვის მოტანას.

      ბერს მგლების ხროვასავით ეშინოდა ნიმფებისა. მეძავებივით უფორიაქებდნენ სულს. საოცრად ლამაზები წამით არ აძლევდნენ საშველს. ღამღამობით ზედ სახესთან გრძნობდა მათ ცხელ სუნთქვას, თითქოს ნადირი დაბორგავდა ოთახში და გეშს იღებდა. ავადმყოფთან მოსაკითხით მიმავალი ბერი მინდორს რომ გაუყვებოდა, კვალდაკვალ მისდევდა მათი ფეხის ბაკუნი და ციკნების პეტელი. ლოცვის დროს უნებურად თუ ჩასთვლემდა, ნიმფები გულუბრყვილოდ შემოესეოდნენ და წვერზე ექაჩებოდ ნენ. მის ცდუნებას არ აპირებდნენ, უშნოდ და სასაცილოდ ეჩვე ნებოდათ თალხი ჯვალოთი მოსილი ბერი. ლამაზები კი იყვნენ, მაგრამ ვნებებს არ აღუძრავდნენ. ბერს მათი შიშველი ტანი ისე ვე ეზიზღებოდა, როგორც მუხლუხას სიფერმკრთალე, როგორც უნასის წყლტუ კანი. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ნიმფები მაინც ახერხებდნენ მის ცდუნებას, რადგან მათ შემყურე ბერს ღვთის სიბრძნე ეეჭვებოდა, რად შექმნა ეს უმაქნისი, მავნე არსებანიო, - ფიქრობდა და შესაქმე ღვთის თავშესაქცევ ავ ოინად ესახებოდა. ერთ მშვენიერ დილას გლეხებმა ნახეს და შეშფოთდნენ, შეფიქრიანდნენ, ნიმფებმა შური არ იძიონ, წყარო არ წაგვართვანო. თანაც ამ ჭადრის ჩრდილში სოფლის გოგო-ბიჭები ცეკვა-თამაშისთვის იყრიდნენ თავს. მაგრამ წმინდა კაცს საყვედური ვერ შებედეს, შეეშინდათ, არ გავანაწყენოთო მამა, რომელი არს ცათა შინა და რომელი განაგებს დარსა და ავდარს. კრინტი არ დაუძრავთ და მათმა დუმილმა უფრო შეაგულიანა თერაპიონ ბერი.

      ამიერიდან კარში ისე არ გამოვიდოდა, ნიმფების მოსაგერიებლად ორი ქვა მაინც რომ არ ჰქონოდა სახელოს ნაოჭებში დამალული. მწუხრისას, როცა უკაცრიელ მინდვრებში აღარცერთი გლეხი არ ჩანდა, ცეცხლი წაუკიდა ბებერ ზეთისხილს. მის დაფუღუროებულ ზროში ქალღმერთები იმალებიანო, - ფიქრობდა. ცეცხლს მისცა ფიჭვის შიმელაც. დახეთქილი ქერქიდან ცრემლებად რომ სდიოდა აშიფი. შიშველი სხეული ამოვარდა მისი ვარჯიდან და შეუერთდა თავისიანებს, დამფრთხალი შვლებივით შორიახლო გაფაციცებულთ. წმინდა ბერი კი ხარობდა, ბოროტების კიდევ ერთი ბუდე რომ მოშალა. ჯვრები აღმართა ყველგან. საღვთო ნადირი იფანტებოდა, ამ რაღაც სახრჩობელას მსგავსის ჩრდილს გაურბოდა და განწმენდილი სოფლის შემოგარენში სიმშვიდე და სიმარტოვე ისადგურებდა. მაგრამ ბრძოლა გრძელდებოდა ფეხდაფეხ, კვალდაკვალ. ახლა ნიმფები ფერდობებზე ძეძვნარს შეეხიზნენ და ქვებს უშენდნენ ბერს. აქედან უფრო ძნელი იყო მათი გაძევება. ბოლოს, როცა სოფლის ბიჭებმა ზურგი შეაქციეს, ლოცვებით და ცეცხლით შეჭირვებული ნიმფები როცა უსაბოძვროდ და უსიყვა რულოდაც დარჩნენ, ერთ პატარა ფერდობს შეაფარეს თავი. აქ, თიხნარში, მთლად ჩაშავებული ფიჭვები ვეება არწივებს ჰგვან დნენ. თითქოს მძლავრ კლანჭებში ჩაებღუჯათ ეს აყალო მიწა, თითქოს ცაში მაქმანივით დაფრიალებდა მათი ბუმბული. ქვებზე წყარო მოწანწკარებდა. წყალი ისე ცივი იყო, რომ სარეცხის სა ჭიჭყნად არ ეკარებოდნენ. გორაკის ფერდობზე შეთხრილ ეხში შეღწევა შეიძლებოდა ვიწრო ნაპრალით, რომელშიც კაცი ძლივს შეეტეოდა. ყოველთვის, როცა ნიმფებს გაუავდრდებოდათ და გართობა შეუფერხდებოდათ, აქ შეიხიზნებოდნენ ხოლმე. ისი ნი, ნადირისა არ იყოს, უფრთხოდნენ ჭექა-ქუხილს და უმთვარო ღამეებში აქ, პარეხში, ეძინათ. მეხრე ბიჭები გამოქვაბულში შეღ წევას ცდილობდნენ. ეს სახიფათო საქმე მათი ვაჟკაცობის დიდი გამოცდა იყო. შემდეგ გაუთავებლად ტრაბახობდნენ, მრუმეში ნიმფების კენარი ტანი და დაბურდული თმები დავლანდეთო. თე რაპიონ ბერს კლდის ფერდზე მიმალული ეს გამოქვაბული გულზე ეკალივით ესობოდა. მინდვრის განაპირას საათობით იდგა გარინ დებული ბერი და ხელაღპყრობილი შესთხოვდა ზეცას ღმერთების მოდგმის ამ საშიში ნაშთის მოსპობას.

      აღდგომის შემდეგ ცოტა ხანი რომ გამოხდა, ბერმა შეარჩია თავისი მრევლიდან ყველაზე უბირი და თან ყველაზე სანდო გლეხები, წერაქვები და ჩირაღდნები მისცა, ჯვარცმას დასწვდა და სიბნელესა და სისოვლეში წაუძღვა მათ ოკრობოკრო გორაკებზე. მარჯვედ უნდა გამოეყენებინა ეს ნესტიანი, კუნაპეტი ღამე. თერაპიონ ბერი გამოქვაბულის შესასვლელში ჩადგა, თავისი თანამზრახველები შიგ არ შეუშვა, შეეშინდა, ცდუნებას არ აჰყვნენო. ბნელში ისმოდა წყაროს ჩუხჩუხი და ფიჭვებში სიოს ქროლვასავით ნაზი ფაჩუნი. ეს მძინარე ნიმფების ფშვინვა იყო. სიზმრად ხედავდნენ სამყაროს სიჭაბუკეს, ეზმანებოდათ ჟამი, როცა დედამიწა მხოლოდ ხეების, პირუტყვისა და ღმერთების სამკვიდრო იყო. გლეხებმა კოცონი გააჩაღეს, მაგრამ ქარაფს ხომ ვერ წაუკიდებდნენ ცეცხლს! ბერმა თაბაშირის აზელვა და ქვებზე დაგოზვა დაავალა მათ. ინათა თუ არა, ზედ იმ დაწყევლილი გამოქვაბულის ზღურბლთან, ფერდობზე, პატარა სამლოცველოს აშენება დაიწყეს. კედლები ჯერ არ შემშრალიყო, კარიც აკლდა, ჭერიც, მაგრამ თერაპიონ ბერმა კარგად იცოდა, ნიმფები ცდუნებას ვერ აჰყვებოდნენ, ვერ გადმოლახავდნენ ამ წმინდა ადგილს, მისგან დალოცვილსა და ნაკურთხს. უფრო გულდაჯერებული რომ ყოფილიყო, ზედ იმ ადგილას, სადაც კლდე იყო გადახსნილი, თანაბარმკლავიანი ჯვარი აღმართა. ჯვარზე ქრისტე იყო მოხატული. ნიმფებს მხოლოდ ღიმილის ენა გაეგებოდათ და შეშფოთებულნი უნდა უკუქცეულიყვნენ წამებულის ხილვაზე.

      მზის პირველი სხივები მიადგა გამოქვაბულის ზღურბლს. ის საცოდავები, ჩვეულებისამებრ, სწორედ ამ დროს წამოიშლებოდნენ ხოლმე და იქვე, ხეთა ფოთლებიდან ცვარს ისრუტავდნენ. ახლა კი ქვითინებდნენ დატყვევებულები, შველას ითხოვდნენ, ოღონდ აქედან გაგვაღწევინეო, და ალალად აღუთქვამდნენ ბერს სიყვარულს. გლეხები მთელ დღეს აშენებდნენ. საღამოჟამს ცრემლები გადმოსცვივდათ ქვებს. გაისმა ხველება და როყიო ყივილი, დაკოდილ მხეცთა ძახილის მსგავსი. მეორე დღეს სამლოცველო გადახურეს და ყვავილებით მორთეს, კარიც შეაბეს და კლიტეში რკინის დიდი გასაღებიც გააჩხაკუნეს. დაქანცული გლეხები იმ ღამეს სოფელში დაბრუნდნენ, თერაპიონ ბერი კი იქვე, ახალაღმართული ეკვდერის წინ, მიწვა. ძილფხიზლობდა, ტყვექმნილთა გმინვა და ვაება უკრთობდა ძილს. უნდა ითქვას, რომ ბერი გულმოწყალე იყო. წუხდა, უნებურად ფეხით მღილს თუ გასრესდა, ან მისი ძაძის შეხებაზე ყვავილი თუ ღეროში გადატყდებოდა. ახლა კი ისე იყო გაცეცხლებული, ასპიტთა ბუდისთვის მიეგნო თითქოს და ორ ალიზს შუა მოემწყვდია.

      მეორე დღეს გლეხებმა კირწყალი მოიტანეს. შიგნიდან და გარედან შეფეთქეს ეკლესია. იგი თეთრ მტრედს დაემსგავსა, კლდის მკერდზე მიყუჟულს. სხვებზე უტეხმა ორმა გლეხმა ეხში შესვლაც კი გაბედა. ნესტიანი და დაღარული კედლები უნდა შეეთითხნათ, რომ წყაროს წყალსა და თაფლს არ შეეჟონა, არ გახანგრძლივებულიყო ფერიების გაჯახირებული ყოფა. ღონემიხდილ ნიმფებს იმის ძალაც აღარ შესწევდათ, ადამიანებს გამოცხადებოდნენ. მხოლოდ აქა-იქ მრუმეში ძლივს გამოკრთებოდა მოკუმული ტუჩები, სახვეწრად შეტყუპებული ნაზი ხელები, ან მოვარდისფრო მკერდი.

      კირით გათხვრილი ცერი გაუსვეს გლეხებმა ხაოიან კედლებს და რბილი თმების თრთოლვა იგრძნეს. ხვიფლი თუ მოსდებოდა ნოტიო, ხამ ადგილებს. ნიმფების დაძაბუნებული სხეულები ნესტში იხრწნებოდა და პეპლის ჩამოყრილი ფრთებივით ცვიოდა მტვერში. კვნესოდნენ განუწყვეტლივ, მაგრამ ყურთასმენა უნდა დაგეძაბათ მათი მისუსტებული ხმის გასაგონად. ეს მტირალი ნიმფების სულები იყო.

      მთელ მომდევნო ღამეს თერაპიონ ბერი უდაბნოში დაყუდებული განდეგილივით დაუცადებლად ლოცულობდა სავანის ზღურბლთან. უხაროდა იმის გაფიქრება, რომ ახალ მთვარემდე კვნესა-ვაება შეწყდებოდა და შიმშილით დახოცილი ნიმფები უამურ მოსაგონრადღა დარჩებოდნენ. სურდა, ლოცვით დაეჩქარებინა ტუსაღთა ხსნის ჟამი - მათი სიკვდილი. ბერს უნებურად შეეპარა მათი სიბრალული და გააღიზიანა თავისმა სამარცხვინო სისუსტემ. აღარავინ მოსულა მასთან. სოფელი სადღაც შორს, ქვეყნის დასალიერში, ეგულებოდა. მინდვრის განაპირას არჩევდა მოწითალო მიწას, ფიჭვებს და ოქროსფერ სხივებში ჩაკარგულ ბილიკს. ესმოდა ნიმფების ხროტინი, რომელიც თანდათან ნელდებოდა, და თავისი ლოცვაც ესმოდა. ხმა მთლად ჩახრინწოდა.

      იმავე საღამოს, შებინდებისას, ბილიკზე შენიშნა მისკენ მომავალი ქალი. თავჩაქინდრული იყო და ოდნავ მოხრილი. შავი მოსასხამი ებურა, ჩიქილაც შავი ჰქონდა, მაგრამ რაღაც იდუმალი ნათელი ატანდა თალხ ქსოვილში და მწუხრს დილასავით აცისკროვნებდა. ყმაწვილ ქალს მხცოვანის სიდინჯე და სიდარბაისლე შვენოდა. ნაზი იყო მოწეული მტევანივით, სურნელოვანი ყვავილივით. ეკვდერს გაუსწორდა და გულდასმით შეათვალიერა ბერი. მას კი ლოცვა შეაცივდა ბაგეზე.

      - ეს ბილიკი არსაით მიდის, საიდან მოხვალ, ქალო?

      - საიდან? დილასავით... აღმოსავლეთიდან. შენ აქ რასა იქმ, მოხუცო ბერო? - ჩაეკითხა ყმაწვილი ქალი.

      - აგერ, ამ გამოქვაბულში გამოვამწყვდიე ნიმფები, ლამის წაწყმიდონ ეს მხარე. გარეთ გამოღწევა რომ ვერ გაბედონ, ზედ ეხის ნაპრალს მივაშენე ეს პატარა ეკლესია. ისინი ხომ შიშვლები არიან და თავისებური რიდი აქვთ ღვთისა. ველი, რომ სიცივითა და შიმშილით ამოიხოცებიან და ღვთის წყალობა მოეფინება არემარეს.

      - კი მაგრამ, ვინ გითხრა, რომ წყალობა ღვთისა არ ერგება ნიმფებს, ასევე - შვლების ჯოგსა თუ თხათა არვეს?! - შეეპასუხა ქალი. - ნუთუ არ იცი, რომ შესაქმის ჟამს ღმერთს დაავიწყდა ზოგი ანგელოზისთვის ფრთების ბოძება. ისინი მიწაზე ჩამოცვივდნენ, ხევებში ჩაიბუდეს, ნიმფებისა და პანების მოდგმას მისცეს დასაბამი; სხვები მთას შეეხიზნენ და ოლიმპიელ ღმერთებად იქცნენ. ნუ დრტვინავ წარმართივით, შემოქმედისაგან მივიწყებული არსებანი ნუ გაშინებენ, საქმენი უფლისანი ნუ აღგაშფოთებენ, მადლი შესწირე ღმერთს დიანას და აპოლონის შექმნისთვისაც.

      - ჩემი სული ასეთ სიმაღლეს ვერ შესწვდება, - მდაბლად ჩაილაპარაკა მოხუცმა ბერმა. - ნიმფები მლოცველებს მიშფოთებენ, მრევლი ლამის წამიწყმიდონ, მათი სულის ხსნა კი მე მაბარია, ღვთის წინაშე პასუხი მე მომეთხოვება. ამიტომ ვდევნი მათ და, თუ საჭირო შეიქნა, ვდევნი ქვესკნელში დანთქმამდე.

      - ეგ ყველაფერი ერთგულ მსახურებად ჩაგეთვლება, გულმართალო ბერო, - ღიმილით თქვა ყმაწვილმა ქალმა, - მაგრამ სხვა საშველს ვერა ხედავ? ეგებ ნიმფებიც გადარჩნენ და შენი მრევლიც ცხონდეს.

      მისი ხმა ნესტვის ჰანგივით დატკბა. შეჭირვებულმა ბერმა თავი დახარა. ყმაწვილმა ქალმა მხარზე ჩამოადო ხელი და უფლებამოსილად უთხრა:

      - შემიშვი ეხში, ბერო! მიყვარს გამოქვაბულები. მებრალება ყველა, ვინც იქ ეძიებს თავშესაფარს, გამოქვაბულში იშვა ჩემი ძე, მკვდარიც გამოქვაბულს მივაბარე, რათა აღდგომით მეორედ შობილიყო. განდეგილი განზე გადგა. გზა უტია. ის კი პირდაპირ ნაპრალისაკენ გაემართა. თუმცა საკურთხეველი ფარავდა მას. ზღურბლზე ვეება ჯვარი იყო აღმართული. მან სათუთად შეახო ხელი ჯვარს, შეახო, როგორც შეჩვეულსა და ახლობელს, გასწია და ქვაბში შევიდა.

      კვნესამ იმატა სიბნელეში. ჟღურტული და ფრთების ფათქუნი გაისმა. ქალი ნიმფებს ესაუბრებოდა. ესაუბრებოდა რაღაც უც ნაურ ენაზე, ფრინველთა და ანგელოზთა ენაზე, ალბათ. უეცრად ქალი ბერის გვერდით გაჩნდა. ის კი კვლავ ლოცულობდა.

      - იხილე ბერო, იხილე და ისმინე!

      ყურთასმენის წამღები ჭიკჭიკი მოისმა. ქალმა მოსასხამის კალთები გადაშალა და თერაპიონ ბერმა იხილა მისი კაბის ნაოჭებში შეხიზნული მერცხლები. ქალმა მლოცველივით აღაპყრო ხელები, ააფრინა ჩიტები და ჩანგივით წკრიალა ხმით თქვა:

      - გაფრინდით, ჩემო პატარებო!

      მერცხლები მწკრივად აიჭრნენ მწუხრის ცაში. ფრთებითა და ნისკარტით ამოუცნობ ნიშნებს ხაზავდნენ. მოხუცი ბერი და ყმაწვილი ქალი მზერით მიაცილებდნენ მათ. შემდეგ მოსულმა უთხრა დამხვდურს:

      - ყოველ გაზაფხულს დაბრუნდებიან და შენ მათ შეიფარებ ჩემს ეკლესიაში, მშვიდობით, თერაპიონ!

      მარიამი დაადგა იმ ბილიკს, არსაით მიმავალს. გზაწვრილი წყდება თუ არა, როდი აფიქრებს მას, ვისაც ზეცის გზებზე სვლა ხელეწიფება.

      თერაპიონ ბერი სოფლისკენ გაემართა. მეორე დღეს, ჟამისწირვისთვის რომ ამობრუნდა, ნიმფების გამოქვაბული მერცხლის ბუდეებით იყო მოფენილი.

      ისინი ყოველ წელს ბრუნდებიან, მოფრინავენ და იბუდებენ ეკლესიაში. ბარტყების დაზრდაზე, თავიანთი ბუდეების - თიხის პაწია სახლების - შემტკიცებაზე ზრუნავენ. თერაპიონ ბერი ლოცვას შეწყვეტს ხოლმე და შეჰხარის მათ სიყვარულს, მათ სილაღეს.

      ასეა, ნიმფებს როდი ეპატიებათ ის, რაც მიეტევებათ მერცხლებს.

მარგერიტ იურსენარი

ფრანგულიდან თარგმნა
მანანა გიგინეიშვილმა

გაზეთი "ლიტერატურული საქართველო".
10 აპრილი, 1987.

ტეგები: Qwelly, literature, ლიტერატურა, მარგერიტ_იურსენარი, მოთხრობები, ქველი

ნახვა: 1230

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters