← დასაწყისი

   ფასის მიხედვით გრიმენშტაინი მირჩევნია. ფასიც რომ არა, სხვა სანატორიუმში ყველაფერი (მატრასი, ბალიში, გადასაფარებელი და ა.შ.) თან უნდა მიიტანო. მე კი ამდაგვარი არაფერი მაქვს. გრიმენშტაინში ამ ყველაფერს თვითონ გაძლევენ. ვინერ ვალდში წინასწარ იხდიან თანხის ნაწილს, გრიმენშტაინში - არა. გრიმენშტაინი უფრო მაღლაც მდებარეობს. ჯერ არ მივემგზავრები. ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ ცუდად ვგრძნობდი თავს (სიცხე და ისეთი სუნთქვის უკმარისობა მქონდა, მაგიდიდანაც ვეღარ ვდგებოდი, მაგრად მახველებდა). ეს, ეტყობა, ერთი ხანგრძლივი გასეირნების შედეგია. ახლა ცოტა უკეთ ვარ, ამიტომაც სანატორიუმში წასვლა ისევ მეორეხარისხოვნად იქცა. ისე ორივე სანატორიუმი ძვირია. ინექციები ფასიანია. სადმე სოფლად წასვლა ან პრაღაში დარჩენა მირჩევნია, რათა რამე ხელობა შევისწავლო. რა მინდა სანატორიუმში? მთავარი ექიმი თავის პრეტენზიებს მომახვევს, ხორცის ჭამას მაიძულებს. მე კი ალბათ ყელში გამეჩხირება.

***

ორი საათი ჰამაკში ვიწექი და მარტო შენზე ვფიქრობდი.

***

შენ გავიწყდება, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და მიწაზე ერთ არსებას დავცქერით, ეს არსება მე ვარ. მაგრამ ჩემს გამოხედვაში აღარაფერი იკითხება. სხვათა შორის, შემოდგომაც მეხუმრება მგონი: ხან საეჭვოდ ცხელა, ხანაც ცივა. უკვე ვიფიქრე იმაზე, ვენით გავმგზავრებულიყავი, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფილტვები მეტად ცუდ მდგომარეობაში მაქვს, ვიდრე ზაფხულში მქონდა (ეს ბუნებრივიცაა). ქუჩაში ლაპარაკი სირთულეებს მიქმნის და არასასიამოვნო შედეგებიც მოაქვს. ამ ოთახიდან უკვე უნდა გავიდე და შეძლებისდაგვარად სწრაფად. გადავინაცვლო გრიმენშტაინის შეზლოგინში. იქნებ მგზავრობა, ვენის ჰაერი მომიხდეს კიდეც... *** როგორ ხდება ეს, მილენა, რომ შენ ისევ და ისევ არ გაქვს ჩემ მიმართ შიში, მორიდება თუ რაღაც მსგავსი? რა ძალა ან რა გულწრფელობა გაგაჩნია ასეთი! ერთ ჩინურ მოჩვენებათა წიგნში მახსენდება, სულ სიკვდილზეა ლაპარაკი. ერთი სასიკვდილო სარეცელზე წევს და სიკვდილის სიახლოვის მიუხედავად ამბობს: ჩემი ცხოვრება ისე გავატარე, სულ საკუთარ სურვილებს ვებრძოდი, ასეც დავასრულე. კიდევ: ერთი მოსწავლე მასწავლებელს დასცინის, რომელიც მხოლოდ სიკვდილზე ლაპარაკობს: სულ სიკვდილზე რომ ლაპარაკობ, არ მოკვდებიო…

***

რა არის ისეთი, ასე რომ გტანჯავს? მეგონა, ადრე ყოველთვის მე ვიყავი უღონო, ახლაც ვარ, მაგრამ ახლა შენც ასეთი მეჩვენები. ხშირად ხარ ავად?

***

დირექტორთან ვიყავი, დამიბარა. ოტლა, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს არ მსურდა, იქ იყო. არც ის მინდოდა, ექიმს გავესინჯე, მაგრამ გამსინჯა. დირექტორმაც, ისე რომ არ მითხოვია, შვებულებაში გამიშვა. *** ისე ვიყავი საკუთარ თავში ჩაკეტილი, წერილის გამოგზავნა რამდენიმე ხანი კიდევ შევაყოვნე. შენი მოუწერლობის მხოლოდ ერთი მიზეზი ვიცი. ქალაქის მთავრობას თხოვნა უკვე გავუგზავნე. თუ თანხმობა მომივიდა, დანარჩენი უკვე ჩქარა მოგვარდება, ჩამოვალ. ჩემ დასაც უნდა ვენაში ჩემთან ერთად წამოსვლა. შეიძლება ისიც ჩემთან ერთად გამოემგზავროს,ორი დღე ვენაში დარჩეს. ბავშვის დაბადებამდე უნდა, პატარა მგზავრობა მაინც მოასწროს. ერენშტაინი (გარდაცვლილი ვენელი პოეტი - ალბერტ ერენშტაინი) მას შემდეგ, რაც მასზე მოგწერე, შეიცვალა, სიამოვნებით გადავამოწმებდი ჩემს ადრინდელ შეხედულებას მასზე, მაგრამ მეტი მასთა6 შეხვედრის თავი აღარ მაქვს. რომ გითხრა, ჩემთვის ძალიან მშობლიური იყო-მეთქი, არა, მაგრამ არც უცხოდ მეჩვენა. ერთი სიტყვით, სასიამოვნო კი ეთქმოდა. ის კარგად მსჯელობს, ლაპარაკობს, ოღონდ ძალიან იძაბება ლაპარაკისას. ისე, ყოველი ქუჩის კუთხეში ასეთი მოლაპარაკე თუ შემაყოვნებს, ისედაც პატარა დღეს კიდევ უფრო გაუსაძლისს გახდიან. გახსოვს ლაპარაკი ტანიასა და მღვდელს შორის? სხვათა შორის, კიდევ ერთი მაგალითი, თუ რა უძლურია ნუგეშისცემა. ტანია ამ დროს კვდება (კაფკა აქ ლაპარაკობს ერნსტ ვაისის დრამაზე ,,ტანია”) არა, მილენა, ერთად ვერ ვიქნებით, ვერც ვერასოდეს ვიქნებოდით. დიდხანს ვებღაუჭებოდი ღობეს, მაგრად ბოლოს გადატყავებული ხელებით დავეცი. იქნებ არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, მაგრამ მე არ ვიცი. საათობრივი გეგმით ძალიან გამახარე. რუკასავით ვსწავლობ. სულ ცოტა, ეს მაინც უსაფრთხო ჩანს. თოთხმეტ დღეში ვერ მოვალ, ალბათ - უფრო გვიან. ბიუროში მაბრკოლებს კიდევ რაღაცები; საკმარისია გასამგზავრებლად გავემზადო, რომ ხან რა მაკლია და ხან - რა. გამგზავრების მეშინია. ვინ ამიტანს სასტუმროში, თუ გუშინდელივით (ასე უკვე წლებია არ ვყოფილვარ, ღამის ორის ნახევრიდან გათენებამდე ვახველებდი) შეუწყვეტლივ ვახველებ? ძლივს ჩამეძინა, რომ ერთ საათში გადაბრუნებისას ისევ დამეწყო ხველა. საათამდე გასტანა. შარშან როგორი ვაგონითაც ვიმგზავრე, წელს ისეთით არ გამოვა.

***

მთლად ასე არ არის, მილენა. შენ ხომ იცნობ იმას,ვინც ახლა გწერს მერანიდან? მაშინ ერთნი ვიყავით, შემდეგ ისევ განხეთქილება მოხდა. ამაზე მინდა, კიდევ რაღაც გითხრა, მაგრამ ამ ჩემი დახშული ყელიდან არ ამომდის.

***

ხშირად ვფიქრობ ამაზე, მინდა მოგწერო, მაგრამ ვერ გწერ. გეგონება, ნტეროფიცერ პერკინსს უჭირავს ჩემი ხელი. თუ ერთ წამს მაინც გამიშვებს, ეგებ ერთი სიტყვა მოგწერო საიდუმლოდ. მილენა, ეს ხომ ჩვენს ერთნაირ გემოვნებაზე მიუთითებს, რომ შენ მაინცდამაინც ეს ადგილი წამებაზე, გადათარგმნე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. მეც ხომ მხოლოდ მაგით ვარ დაკავებული, საკუთარ თავსაც ვაწამებ და სხვასაც? რატომ? ეს ერთხელ ასე ავხსენი: ცხოველი ბატონს მათრახს გამოგლეჯს ხელიდან და საკუთარ თავს თვითონ ურტყამს, რომ ბატონი გახდეს...

***

შენს ქმარს რომ არ შევხვდე, მგონი,შენ უფრო მეტად გინდა, ვიდრე მე. ის რომ მოვიდეს ჩემთან, თუმცა ამას არ გააკეთებს. გამორიცხულია, ჩვენ ერთმანეთს შევხვდეთ!

***

მგზავრობა კიდევ ჯანჯლდება, რადგან ბიუროში საქმე მაქვს. ხედავ, არ მრცხვენია მოგწერო, რომ ბევრი საქმე მაქვს. რა თქმა უნდა, ეს სამსახური ისეთივეა, როგორც ყველა სხვა. ეს ჩემთან ნახევრად ძილი, სიკვდილთან სიახლოვეა. ჰო, ვენკოვი (მაშინდელი რეაქციული პარტიის ფურცელი) მართალია. გადახვეწა, მილენა, მხოლოდ გადახვეწა!

***

შენ ამბობ, მილენა, რომ არ გესმის. შეეცადე გაგებას, რა მიგაჩნია ავადმყოფობად. არსებობს უამრავი ავადმყოფობის გამოვლინება, რომლებიც ფსიქოანალიტიკოსებს სჯერათ, რომ აღმოაჩინეს. მე ამას ავადმყოფობას არ ვუწოდებ და თერაპიაში ფსიქოანალიზი უსუსურ შეცდომად მიმაჩნია. ყველა ეს მოცემული ავადმყოფობა, რა ნაღვლიანადაც უნდა გამოიყურებოდეს, რწმენის საქმეა, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანის დათრგუნვა და შებოჭილობა. აქ ფსიქოანალიტიკოსი ვერაფერს მოძებნის, გარდა იმისა, რომ თქვას დაავადებულია, თან ცდილობს, ცალკეული მიზეზებით დაასაბუთოს. იქნებ ეს აწმყოსეული სევდითაა გამოწვეული… ამ სამყაროში როგორ უნდა გამოჯანსაღდეს კაცი? ჩემს შემთხვევაში კაცს შეუძლია სამი მიმართულებით იფიქროს: A,B, C. A უხსნის B-ს: რატომ ტანჯავენ ეს ადამიანები ერთმანეთს, რატომ არ ენდობიან ერთმანეთს? რატომ არ აქვთ, უფლება იცხოვრონ? (დიოგენეც ხომ მძიმედ იყო ავად? ვის არ გააბედნიერებდა ალექსანდრეს ბედნიერი, გაბრწყინებული მზერა?) დიოგენეს კი სწორედ ეს აეჭვებდა,ეს მზე,ეს ბერძნული განუწყვეტლად მწველი მზე (მოჩვენებებით აღსავსე აღქმა). C-ს უჭირს ამის ახსნა, შიშისაგან ცახცახებს,ვმაგრამ იმედოვნებს, რომ A აუხსნის B-ს ყველაფერს და B-ც ყველაფერს სწორად გაიგებს. მილენა, მე გულწრფელი ვარ (შეიძლება ჩემი ნაწერი ადრე უფრო გულღია და ნათელი იყო, ასეა?). აქ თითქოს ციხის წესრიგია, უფრო სწორად, ციხეზე უფრო მკაცრიც. ციხეში იქნებ ამაზე მეტი თავისუფლებაც იყოს. ამას ვერ შევურიგდები, ეს ჩემთვის მიუღებელია. მე რაღაც მესაკუთრული მაქვს, რაც ყველა ჩემი ნაცნობისაგან, არსებითად არა, მაგრამ ხარისხობრივად ძალიან განმასხვავებს. ჩვენ ხომ ორივე კარგად ვიცნობთ დასავლეთ ებრაელებისათვის დამახასიათებელ გამოკვეთილ თვისებებს. მე იმათ შორის მეტისმეტად დასავლელი ვარ. ეს იმას ნიშნავს, გადაჭარბებით თუ ვიტყვით, რომ არც ერთ მშვიდ წუთს, არაფერს არ მაჩუქებენ, ყველაფერი უნდა მოვიპოვო, არა მარტო აწმყო, არამედ მომავალიც, წარსულიც. ვინც მიცნობს,იმედია, მიხვდა ამას. ან იქნებ, რომ მიხვდნენ, ესეც ჩემი მოსაპოვებელია? საშინელებაა. ასე მგონია, ეს დედამიწა მარჯვნივ ტრიალებს. თუ ეს ასეა, მაშინ მარცხნივ უნდა შევატრიალო, რომ წარსულს დავწიო. მაგრამ ყველა ამ ვალდებულებებს მე ვერ ვიკისრებ. ვერ შევძლებ სამყარო ჩემს მხრებზე ვატარო, როცა ჩემს ზამთრის ქურთუკს ძლივს ვატარებ. სულაც არ მინდა, ამ უღონობაზე წუწუნი ან რა საჭიროა?! რა ძალა უნდა მქონდეს, ეს მისია რომ შევასრულო?! აქ, ყოველი მცდელობა, საკუთარი ძალებით გაღწევა რომ შეძლო, სიგიჟეა. სიგიჟედაც დამიჯდება. ამიტომ ამასთან შეგუება, როგორც შენ მწერ, შეუძლებელია. საკუთარი ნებით იმ გზაზეც ვერ გამივლია, რომელზეც მინდა გავიარო... ჰო,იმ გზაზე გავლის სურვილის უფლებაც კი არ მაქვს! მე მხოლოდ მშვიდად უნდა ვიყო, არაფერი ვისურვოან საერთოდ გამაჩნია სურვილი?

***

გავიგე, შენს ქმარს უთქვამს, რომ მას პარიზში სურს გადასახლება.

***

დღეს ორი წერილი მოვიდა. რა თქმა უნდა, მართალი ხარ, მილენა, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ ჩემს წერილებზე შენი პასუხების გახსნას ვერც ვბედავ. მაგრამ ჩემი წერილები მართალია ან იქნებ სიმართლისაკენ მიმავალ გზას ადგას.. ჩემი წერილები არაგულწრფელი რომ იყოს,რა დამემართებოდა შენი პასუხების გამო? პასუხი ადვილია: გავგიჟდებოდი. სიმართლის თქმა დიდი საქმე არაა. მე ხომ ძნელად გასაზიარებლის გაზიარებას, გაუგებრის ახსნას, რაღაც ისეთის მოყოლას ვცდილობ, რაც ძვლებმა გადაიტანეს, ან კიდევ რისი გადატანაც შეუძლიათ. ეს იქნებ შიშია და სხვა არაფერი. მაგრამ შიში ყველაფერს სჭარბობს, შიში დიდებისა თუ პატარების წინაშე, შიში, გამანადგურებელი შიში თვით სიტყვის გამოთქმისასაც. ყოველ შემთხვევაში, ეს შიში არა მხოლოდ შიშია, არამედ რაღაცისადმი სწრაფვაც... O mne rozbil (ის ჩემში დამსხვრეულია). ამაში მარტო მე მიმიძღვის ბრალი. ჩემს მხარეზე მცირე სიმართლეა, ისევ და ისევ მცირე სიმართლე. ისევ და ისევ მეტი წილი ტყუილი, ტყუილი შიშის გამო საკუთარი თავის წინაშე, ადამიანების წინაშე! ეს დოქი, ვიდრე ჭამდე ჩაიტანდნენ, მანამ დაიმტვრა, დიდი ხანია დაიმტვრა. ახლა გავჩუმდები, რომ შენ წინაშე, სულ ცოტა, მართალი დავრჩე. საშინლად ვიტყუები, ამაზე საშინელი სულიერი სატანჯველი სხვა არაფერია! ამიტომ გთხოვ, მომეცი უფლება, ვიყო მშვიდად. O mne rozbil (ის ჩემში დამსხვრეულია), მწერ შენ: ვხედავ, როგორ ტანჯავ საკუთარ თავს. როგორც წერ, სიმშვიდეს მხოლოდ ქუჩაში პოვებ. მე კი - აქ, ჩემს თბილ ოთახში, ჩემს ღამის პიჟამასა და ფლოსტებში. ვზივარ ასე მშვიდად, გეგონება, ჩემმა საათის ისრებმაც მიმატოვესო (სხვათა შორის, დროს მაი6ცაჩვენებს).

***

როდის გავემგზავრები, მაში6 გეტყვი, როცა მოვა მთავრობისაგან სანატორიუმში ცხოვრების ნებართვა. ერთი კვირის წი6 მივმართე ამ თხოვნით. O mne rozbil (ის ჩემში დამსხვრეულია) - მე ისევ ამ სიტყვებზე ვფიქრობ. მაგრამ, ეს არაა ჩემი ბრალი, არც - ადამიანების. მე მარტოობაში ვპოვებ სიმშვიდეს, ასე მირჩევნია.

***

როცა ამაზე ვფიქრობდი, რაღაც შინაგან მუქარას ვგრძნობდი. ვამჩნევდი, რომ მგზავრობის გამო ყოყმანი ნაწილობრივ რაღაც მიზეზით იყო გამოწვეული, მაგრამ მჯეროდა, ამას იოლად გადავლახავდი. სამშაბათს, ნაშუადღევს ვიღაცისაგან გავიგე, რომ იმ ნებართვისათვის დაცდავარ იყო საჭირო. ვენაშიც თავისუფლად მიიღებდა კაცი. ასე რომ, ამ მხრივ გზა თავისუფალი იყო. მთელი ნაშუადღევი ჰამაკში ვიწექი და თავს ვიტანჯავდი. საღამოს შენ მოგწერე, მაგრამ არ გამომიგზავნია. კიდევ მჯეროდა, რომ ჩემში გამგზავრებაზე ყოყმანს გადავლახავდი, მაგრამ მთელი უძილო ღამე ტანჯვაში გავატარე. ჩემში ორი განცდა ებრძოდა ერთმანეთს: ერთს უნდოდა გამგზავრება, მეორეს ეშინოდა. არადა, ორივე ჩემი ნაწილი იყო, ეს ორი უმწეო არსება ჩემში იბრძოდა. დღეს ძალიან ადრე ავდექი. გამგზავრების ძალა არ მქონდა. იმის წარმოდგენაც, რომ შენთან წამოსვლას ვაყოვნებ, მტანჯავს, ამ დარტყმას ვეღარ ავიტან. შენი წერილი უკვე აუტანელია. მწერ, რომ ჩემი იმედი აღარ გაქვს. მაგრამ გჯერა, რომ შეძლებ ჩემთან განშორებას? მე შენ და საერთოდ ვერავის გავაგებინე, რა ხდება ჩემში. ეს მეც არ მესმის. მაგრამ მთავარი მხოლოდ ერთი რამაა: შეუძლებელია, ჩემს გარემოში ადამიანურად იცხოვრო; ამას ხედავ, მაგრამ არ გინდა დაიჯერო. შაბათი საღამო ყვითელი წერილი ჯერ არ მიმიღია,იმას გაუხსნელად უკან გამოგიგზავნი. ხომ არ აჯობებდა, ახლავე შეგვეწყვიტა ერთმანეთისადმი მიმოწერა? გინდა, საბოლოოდ გავგიჟდე? მაგრამ მე არ გავგიჟდები, მილენა. მე არ მინდა შენზე ლაპარაკი, არა იმიტომ, რომ ეს ჩემი საქმე არაა. უბრალოდ, ეს ჩემი საქმეა, არ მინდა და მორჩა. მოკლედ, ახლა მხოლოდ შენზე, იმაზე მინდა მოგწერო, რა ხარ ჩემთვის. დიახ, ჩემთვის მთელი სამყარო ხარ. ეს არ წერია ყოვლედღე ქაღალდის ნაგლეჯზე, რომლებსაც გიგზავნი. ამ წერილებს ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს, არაფერს მშველის. ერთ დღეს გმიუნდმავწარმოქმნა გაუგებრობები, სირცხვილი, თითქმის გადაულახავი სირცხვილი. მე ისე მინდა შენი ნახვა, როგორც პირველად ქუჩაში, მაგრამ ყველაზე მეტად წერილები მაფერხებს, ვიდრე მთელი ეს ქუჩა თავისი ხმაურით. მაგრამ გადამწყვეტი ეს არ არის! გადამწყვეტი შენი წერილების მიმართ, ასევე საკუთარი თავის მიმართაც ჩემი უღონობაა. ათასი წერილი შენგან და ათასი სურვილი ჩემგან ამას ვერ გააბათილებს.ბმთავარი ეს უღონობაა, მაგრამ ყველა მიზეზი აქ ამ სიბნელეშია. დაუოკებელი ძლიერი ხმა ალბათ შენი ხმაა, რომელიც სიმშვიდისაკენ მიხმობს, რაც ყველა შენს წერილშია (იქნებ შენს ყვითელ წერილშიც, დეპეშაშიც, რომლითაც წერილს უკან ითხოვ, რა თქმა უნდა, სამართლიანად) ხშირად შენს წერილებში ზოგიერთი ადგილის ისე მეშინია, რომ გვერდს ვუვლი, როგორც ეშმაკი წმინდა, ნაკურთხ ადგილს.

***

ახლაც ასე ვარ. სხვა ვერას ვაკეთებ, ვზივარ, საათობით ჩავცქერი შენს წერილებს და ამ წერილების საშუალებით ზოგჯერ გხედავ, მაგრამ არა სიზმარში, უფრო წარმოსახვაში; გხედავ, რომ სახეზე თმა გაქვს ჩამოყრილი, მე ხელით აქეთ-იქით გიყოფ, რომ შენი სახე დავინახო. ხელს შუბლზე გისვამ, შენს სახეს ჩემს ხელებში ვიქცევ. წერილის კიდეზე: სანატორიუმში თუ წავალ, აუცილებლად მოგწერ. ორშაბათი ამ წერილის დახევა მინდოდა, გამოგზავნას არ ვაპირებდი. დეპეშაზეც არ მსურდა პასუხის გაცემა. დეპეშები მეტად მრავალმნიშვნელოვანია. ახლა ბარათიც და წერილიც მოვიდა. მილენა, ლაპარაკს მოწყურებული ენა რომც გადავყლაპო, როგორ დავიჯერო, რომ შენ ახლა წერილები გჭირდება? შენ ახლა სიმშვიდის მეტი არაფერი გჭირდება. ეს წერილები ხომ სულ ტანჯვაა და ტანჯვიდან ამოზრდილი, უკურნებელი სენი კი სულ უფრო მატულობს. ამ ზამთარში ერთადერთი საშუალება მშვიდად ყოფნაა, აქ-იქ ნაღვლიანად... რას იზამ? ასე ძილი უფრო ბავშვური და ღრმა გექნება. მაგრამ ტანჯვა? ტანჯვა ძილს გართმევს, გაფხიზლებს, ეს კი აუტანელია. ოთხშაბათი არ არსებობს არანაირი კანონი, რაც ამიკრძალავს, ისევ მოგწერო, ისევ გითხრა მადლობა შენი წერილებისათვის. ყველაზე ულამაზესი, საუკეთესო ის იქნება, რომ მომწერო: მე ვიცი, რომ შენ მე... დიდი ხანია, თითქოს შევთანხმდით, ერთმანეთს აღარ მივწეროთ. შესაძლოა, ამას ორივე მივხვდით. არ არის საჭირო იმის ახსნა, რატომ ჯობია, არ მომწერო. საშინელება იქნება, თუ მართლა აღარ მექნება საშუალება, მოგწერო. ასეც რომ მოხდეს, თუკი საჭირო იქნება,შენ მაინც უნდა მომწერო. ეს ხომ თავისთავად ცხადია. მე ვ-სთან (აქ იგულისხმება მილენას მამა) ძალიან ცუდად მოვიქეცი. ამაში ეჭვიც არ მეპარება. მაგრამ ალბათ არც ისე ცუდად. სრულიად უცხოსავით მივედი, იმ ადამიანივით, რომელსაც ასე თუ ისე გაეგებოდა ვენაში ურთიერთობების,ვი6ნც შენგან ორი ნაღვლიანი წერილი მიიღო. არ გემშვიდობები, ეს არ არის გამომშვიდობება. ან როგორ უნდა გამოგემშვიდობო, როცა რაღაც ძალა შენკენ მთელი ძალით მიზიდავს, მექაჩება. საყვარელო ქალბატონო მილენა (ბოლო წერილები ძირითადად მილენას ბინის მისამართზე იყო გაგზავნილი) უნდა გამოგიტყდე, რომ ერთხელ ვიღაცის ძალიან მშურდა, ქუდბედიანი იყო, მისი ყველას ესმოდა და უყვარდა. სულ ყვავილებს უფენდნენ ფეხქვეშ. შურით ვსკდებოდი. ჟურნალი ტრიბუნი ბევრჯერ არა, მაგრამ რამდენჯერმე წავიკითხე, მგონი, უფლება ჰქონდათ დაეხურათ. ზაფხულმა ისე ჩაიარა, ერთი ნომერიც ძლივს ვნახე, ისიც სადგურზე, პრაღაში. ერთი ზაფხულივით ტურფა ქალი ვიღაცას ელაპარაკებოდა, სწორედ იმას ეჭირა ხელში. ჩემმა დამ სთხოვა, ჩემთვის გამოართვა. თუ არ ვცდები, რაღაც სასაცილო წერილი წავიკითხე გერმანული აბანოების შესახებ. მახსოვს, ერთხელ ბედნიერად გატარებულ ერთ ზაფხულზე წერდით. ისიც ლამაზი იყო; ზუსტად აღარ მახსოვს... კიდევ თქვენი ნათარგმნი წერილიც წავიკითხე დიასახლისზე... იცით აიხენდორფის ლექსი ,,ო მდელოებო, შორს, ო სიმაღლეებო!” ან იუსტუს კერნერის ლექსი ხერხზე? (კაფკას საყვარელი ლექსი). თუ არ იცით, ერთხელ ამოვიწერ და გამოგიგზავნით. ოტლა ძალიან კეთილად მეპყრობა. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟი ჰყავს გასაზრდელი, ზრუნვას არ მაკლებს. ფილტვები, სავალალო მდგომარეობაში მაქვს. უკვე თოთხმეტი დღეა აქ ვარ, მაგრამ ექიმთან ჯერ არ მივსულვარ. მგონი, უარესობა არ უნდა იყოს. მაგალითად, გარეთ - თუმცა ეს წმინდაწყლის კეკლუცობაა! - ერთი საათის განმავლობაში ან მეტ ხანს დაუღალავად შეშის დაჭრა რომ შემეძლოს, ბედნიერი ვიქნები, იმ წუთას. რაც შეეხება ძილს,ზოგჯერ უარესადაცაა საქმე. ისე თქვენი ამაყი, ძლიერი, ნატანჯი, ურყევი ფილტვები როგორაა? თქვენი კ. ქალბატონო მილენა​, აი, უკვე რამდენი ხანია აღარაფერი მომიწერია. ახლაც სრულიად შემთხვევით გწერთ. ალბათ ბოდიში იმის გამო, რომ არ გწერდით, არ უნდა მოვიხადო. იცით, როგორ მძულს წერილები. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ უბედურებად ვთვლი. არა, არ ვწუწუნებ, უბრალოდ მინდა ერთი საყოველთაო, ჭკუის სასწავლებელი დასკვნა გავაკეთო: წერილებს თუ წერილების წერას რა მოაქვს. მგონი, ადამიანებს ჩემთვის არასოდეს მოუტყუებიათ, აი, წერილები კი მუდამ, მარტო სხვების კი არა, ჩემიც ცრუობს. ჩემ შემთხვევაში იქნებ ეს ყველაზე დიდი უბედურებაა, რაზეც აღარ მსურს ლაპარაკი. წერილების წერა - ეს მხოლოდ თეორიულადა ჩანს ასე იოლი. ისე კი წერას საშინელი სულიერი მოშლა სდევს თან. ესაა შეხლა, შეჯახება არა მარტო წერილის ადერესატის, არამედ საკუთარ მოჩვენებასთანაც. ან საერთოდ როგორ მივიდა ადამიანი იმ აზრამდე, რომ წერილებით ერთმანეთთან შესაძლებელია ურთიერთობა. ადამიანს შეუძლია შორებელ ადამიანზე იფიქროს, ახლო ადამიანს შეეხოს, ყველაფერი დანარჩენი კი ადამიანის ძალას ნამდვილად აღემატება. წერილების წერა მოჩვენებების გამოხმობას ნიშნავს. მოჩვენებები ხარბად ელიან ამ წერილებს. დაწერილი კოცნა არასოდეს მიაღწევს ადრესატამდე, რადგან მოჩვენება ამ კოცნას გზაშივე ხარბად შთანთქავს. ამ მდიდრული საკვებით ეს მოჩვენებები უსასრულოდ მრავლდებიან. კაცობრიობა გრძნობს ამას და ებრძვის მათ. მან, იმისათვის, რომ მოჩვენებები ადამიანსა და რეალობას შორის გამორიცხოს, სულიერი სიმშვიდე პოვოს, გამოიგონა რკინიგზა, მანქანა, თვითმფრინავი, მაგრამ ვერც ამან უშველა ვერაფერი. ეს ის გამოგონებებია, რომლებიც უკვე იმთავითვე კრახისთვის იყო განწირული. მოჩვენებები იმდენად მშვიდი და ძლიერი გამოდგნენ, რომ თავიანთ გამოსაკვებად ფოსტა-ტელეგრაფი გამოიგონეს. ასე, აღარაფერი დაამშევთ მათ, სამაგიეროდ ჩვენ გავნადგურდებით. გაოცებული ვარ, რომ თქვენ ამ თემაზე ჯერ არაფერი დაგიწერიათ. ნამდვილად უნდა გამოეხმაუროთ ამ საკითხს, იქნებ ცოტათი მაინც შეაფერხოთ, ან, სულ მცირე, ამ მოჩვენებებს დაანახოთ, რომ ვამჩნევთ და ვიცით მათ შესახებ. თუ უკვე ძალიან გვიანია? მათი შეცნობა გამონაკლისის სახით მაინც შეიძლება, ზოგჯერ ერთ წერილს შეუფერხებლად უშვებენ, მოდის სწრაფად და სიხარულს გგვრის. მაგრამ ესეც მოჩვენებითია და საშიში, ასეთი სასიხარულო სწრაფი წერილისაგან უფრო უნდა დაიცვას კაცმა თავი. სულ მცირე, ერთი იმედგაცრუებაც კმარა, რომ… სწორედ ასეთი რამ დამემართა დღეს, ამიტომაც გწერთ ამ ყველაფერზე. დღეს ერთი მეგობრისაგან |იგულისხმება თვით მილენა), რომელსაც თქვე6ც კარგად იცნობთ, წერილი მივიღე. უკვე დიდი ხანია ვწერთ ერთმანეთს, რაც გარეგნულად გონივრულიცაა. სწორედ ამ სიტყვებმა - წერილები ძილის საწინააღმდეგო მშვენიერი საშუალებაა - დამაწერინა ეს ყველაფერი. რა მდგომარეობამდე მიხვედით! ეს ხომ გამოფიტული, დაუძლურებული, გაღიზიანებული, ტანჯვაგამოვლილი წამიერი სიხარულია. როცა წერილებს თავდავიწყებით კითხულობ, ისედაც მცირე ხნით მოახლოებული ძილი მაშინვე ღია ფანჯრიდან მიფრინავს და კარგა ხანს უკან აღარ ბრუნდება. ბევრს, ძალიან ბევრს და ხშირად ვფიქრობ, ალბათ ამიტომაც აღარ ვწერთ ერთმანეთს. შეიძლება ზოგჯერ ზერელეც იყოს ჩემი ფიქრები. აი, გუში6 საღამოს კი მასზე (მეგობარზე) ბევრი ვიფიქრე. ღამის ძვირფასი საათები საწოლში იმისთვის დავკარგე, რომ მისთვის ის სიტყვები, აზრები, რაც თავში მომივიდა, გამეზიარებინა. მისგან ადრიანად მოვიდა წერილი. შიგ ეწერა, რომ მეგობარს ერთი თვის წინ ჩემთან მოსვლის სურვილი გაუჩნდა. ამან მიბიძგა პასუხი დამეწერა. და როცა უკვე დავწერე, როგორ არ გავუგზავნო? ქალბატონო მილენა, ამ სიტყვებს ყველაზე დიდი სიამოვნებით ვწერ (რამდენადაც კაცს ასეთ შემთხვევაში შეუძლია სიამოვნებით წერა, როცა იცის, რომ ყველაფერს მოჩვენებებისათვის ამბობს. ისინი უკვე ჩამწკრივებულან ჩემი მაგიდის გარშემო)...

***

დიდი ხანია გაზეთებში თქვენი აღარაფერი მინახავს, გარდა მოდებზე დაწერილი სტატიებისა. ამან კი მთელი თავისი წვრილმანებით გამამხიარულა და დამამშვიდა. გაზაფხულის ბოლო წერილიც ვნახე. სამი კვირის ტრიბუნიც არ წამიკითხავს. ალბათ ვიშოვი. შპინდელმიულეში ვიყავი, როცა თქვენი წერილი მივიღე. ახლა წერილის წერისას უცნაურად ვგრძნობ თავს. თქვენ ახლა - თუმცა ალბათ მარტო ახლა კი არა სულ - მოთმინება უნდა იქონიოთ. უკვე წლებია აღარავისათვის მიმიწერია. ამ მხრივ მკვდარი, ვინმესთვის აზრთა გაზიარების უნარს მოკლებული ვიყავი. ამ სამყაროს, უფრო სწორად, არც ერთ სამყაროს აღარ ვეკუთვნოდი. იმ წლებში თითქოს ყველაფერი რაც ხდებოდა, რასაც ვაკეთებდი, ჩემ მიღმა ხდებოდა და მარტო იმას ველოდებოდი, როდის დამიძახებდა ავადმყოფობა მეორე ოთახიდან, რომ გავქცეულიყავი და მთლიანად მას დავმორჩილებოდი, დავნებებოდი. ოთახში სიბნელე იყო გამეფებული, არ ვიცი, ავადმყოფობა იყო თუ არა იქ? ყოველ შემთხვევაში, ფიქრი და წერა ძალიან მიძნელდება, ზოგჯერ წერისას ხელი მხოლოდ ცარიელ ფურცელზე უღონოდ მიირწევა, ახლაც, ფიქრებით მოცულს, მსურს შევწყვიტო წერა (სულ უფრო და უფრო მაოცებს თქვენი სხარტი გონება). მოკლედ, მოთმინება უნდა იქონიოთ, მოთმინება, ეს კვანძი ნელ-ნელა გაიხსნება, ის მხოლოდ კვანძია, ამას ჩაკეტილ კვანძს უწოდებენ…

***

ამწუთას ყველაზე უარესი ისაა, რასაც თავადაც არ მოველოდი, რომ მე ამ მნიშვნელოვანი წერილების წერის გაგრძელება აღარ შემიძლია. წერილების წერის ბოროტმა ჯადოქარმა შემიპყრო და ისედაც ძილდარღვეული ღამეები კიდევ უფრო ამიფორიაქა. უნდა შევწყვიტო, აღარ მსურს წერა! ოჰ, თქვენი უძილობა სულ სხვანაირია, ვიდრე ჩემი! გთხოვთ, აღარ მომწეროთ.

***

სალმისთვის დიდი მადლობა. რაც შემეხება მე: რამდენიმე დღით გავემგზავრე. პრაღაში თავს კარგად ვერ ვგრძნობდი. ეს არაა მგზავრობა, ეს უფრო ფართხალია მოურგებელი ფრთებით. კ. საყვარელო მილენა, დობრიხოვიჩიდან ჩემი ბარათი ალბათ მიიღეთ. მე ისევ აქ ვარ, მაგრამ ორ-სამ დღეში შინ მივემგზავრები. მხოლოდ უძილობა მიჯდება ძვირად, სხვა მხრივ ყველაფერი ძალიან კარგადაა. რაც შემდგომ მოგზაურობას შეეხება, (ისე მგონი, იმ ერთმა მგზავრობამ უკვე გამომაცოცხლა), ჯერ ერთი - სიძვირე მაშინებს, მეორეც უკვე ზეცაც მაშინებს და ჯოჯოხეთიც. ყველაფრის მიუხედავად, სამყარო მაინც შეუცნობელია ჩემთვის. გულითადი სალამი თქვენი კ. როცა ჩვენი ბოლო ერთად ყოფნისას უცბად (მაგრამ არა, ჩემდა გასაოცრად!) გაქრი, იმის შემდეგ პირველად სექტემბერში გავიგე შენ შესახებ, ჩემთვის ისედაც მძიმე დროს. ამასობაში ივლისში ჩემთან დიდი რამ მოხდა - თურმე დიდი რაღაცებიც არსებობს! - მე ჩემი უფროსი დის დახმარებით ბალტიის ზღვაზე ვიყავი, მიურიცში. ეს იყო გზა პრაღიდან, დაკეტილი ოთახიდან ისევ გარეთ აღმოვჩნდი. თავდაპირველად ძალიან ცუდად ვიყავი... მიურიცში არდადეგებზე ჩამოსულ ბერლინელი იუდეველების კოლონას შევხვდი. ძირითადად აღმოსავლელი ებრაელები იყვნენ. ძალიან დავინტერესდი. ბერლინში გადასახლებაზე ფიქრიც კი დავიწყე. ჩემს ადრინდელ სურვილზე - პალესტინაში გავმგზავრებულლიყავი - ძლიერი ეს აღმოჩნდა. ბერლინში ან საერთოდ სადმე მარტო ცხოვრებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ადრე. მიურიტცმა ამ მხრივ დაუჯერებელი დახმარება გამიწია (აქ გაიცნო კაფკამ თავისი ცხოვრების ბოლო თანმხლები დორა დიმანტი). აგვისტოს შუა რიცხვებში პრაღაში ჩავედი. ერთი თვე იქ დავრჩი. შემთხვევით სწორედ იქ გავიგე წერილების დაწვის შესახებ და მაშინვე მოგწერე, რომ შენთვის ტვირთი ჩამომეხსნა. გამოგზავნით არ გამომიგზავნია, რადგან შენგან პასუხი არ ვიცოდი. ეს წერილიც ბერლინში გამგზავრებამდე დავწვი. იმ სამ წერილზე, რომელთაც შე6 ახსენებ, დღემდე არაფერი ვიცი. რომელიმე მათგანი მიურუიტცში რომ მიმეღო, გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლიდი. სექტემბრის ბოლოს ბერლინში გავემგზავრე. გამგზავრებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მივიღე შენი წერილი. უკანასკნელი ძალების მოკრება დამჭირდა, რომ წავსულიყავი. ახლა აქ ვარ და არცთუ ცუდად, როგორც გეგონა. ბერლინის ქალაქგარეთ, პატარა ბაღიან ვილაში ვცხოვრობ. მგონი, ასეთი ლამაზი ბინა ჯერ არ მქონია. ისე შესაძლოა, მალე დავკარგო. მეტისმეტად ლამაზია ჩემთვის. უკვე მეორე ბინაა აქ. პრაღისაგან განსხვავებით საჭმელი არსებითად სხვანაირია, ყოველ შემთხვევაში, მე რასაც ვჭამ. ასევეა ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც. საერთო მდგომარეობა ასატანია. ისევ და ისევ ვერ ვბედავ, მიჭირს რამის თქმა. რაც ვთქვი, ისიც ბევრია. მოჩვენებები ყოველ სიტყვას ხარბად ისრუტავენ. არც შენ ამბობ ბევრს შენს წერილში. გამოცნობა კი მიჭირს. ჰოდა, კაცს სხვა რა დარჩენია, თუ არა შიში. ფ. საყვარელო მილენა! რამდენი ხანია წერილის ერთი ნაწილი აქ მიდევს და გაგრძელება ვერა და ვერ გამიბედავს, რადგან ძველმა ტანჯვებმა აქაც მომაკითხა, შემიპყრო და დამცა. ყველაფერი, ყოველი სიტყვის მოხაზვა დიდ ძალისხმევად მიჯდება, რაც ჩემს ძალებთან შედარებით მეტისმეტად გრანდიოზული მეჩვენება. ქვეშ რომ ვწერ გულითადი სალამი, ამ სალამს მართლაც აქვს ძალა, ამ ხმაურიან, ველურ, ნაცრისფერ ქალაქის ქუჩაზე რომ მოაღწიოს, სადაც მე და ჩემი შინაგანი მე ვეღარ ვსუნთქავთ. ასე, ვეღარაფერს დავწერ. უკეთეს ან უარეს დროს დაველოდები. ისე კი აქ კარგად ვარ შეყუჟული, მიწიერ შესაძლებლობებს მოცილებული. სამყაროდან ჩემს ყურამდე აღწევს ამბები, საშინელი გაძვირების თაობაზეც გავიგე. პრაღის გაზეთებს აქ არ ვიღებ, ბერლინური მეტისმეტად ძვირია. თუ გამომიგზავნიდით რამე ამონაწერს ნაროდნი ლისტიდან, როგორც ერთხელ, ახლაც ძალიან გამახარებდით. უკვე რამდენიმე კვირაა ამ მისამართზე ვარ: შტეგლიცი, გრუნევალდშტრასე 13, ბატო6 ჰ.ზაიფერტთან. ახლა კი საუკეთესო სალამი. რა იქნება, ბაღის კარს რომ მოადგეთ... იქნებ თქვენ უფრო გეყოთ საამისოდ ძალა?

თქვენი კ.

ბოლოსიტყვაობა

,,წერილების წერა მოჩვენებების წინაშე გაშიშვლებას ნიშნავს, რომლებიც ხარბად ელიან მათ. დაწერილი კოცნა, რა თქმა უნდა, არ მივა იმ ადგილამდე, ვისთვისაც გამიზნულია, უბრალოდ, აჩრდილების მიერ გზაშივე შთაინთქმება.” კაფკა მილენასადმი ფრანც კაფკამ მილენა ჯერ როგორც მთარგმნელი ისე გაიცნო (მილენა კაფკას ადრეულ მოკლე პროზას ჩეხურ ენაზე თარგმნიდა). შემდეგ, მათი ნაცნობობა ვნებიან სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდა. ეს კარგად ჩანს მერანიდან მილენასადმი 1920 წელს მიწერილ წერილებში; დადგა მომენტი, როცა კაფკა მიხვდა, რომ ის გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალი არ იყო და მას მერანიდან მიუნხენში ან პრაღაში,ან ბიომის ბადში დაბრუნება ისე აღარ შეეძლო,ვენაზე რომ არ გაევლო... რადგან მილენას სურდა ასე. მილენა ვენაში ქმართან ერთად ცხოვრობდა. თუმცა ეს კავშირი დიდი ხანია უკვე მყარი აღარ იყო. ამ დროს არც კაფკა ითვლებოდა თავისუფლად. ის დანიშნული იყო ფელიჩეზე. კაფკას დღიურები (1951 წელს მაქს ბროდის მიერ გამოცემული, ფიშერის გამომცემლობა) კარგად გვიჩვენებს ამ ურთიერთობის მთელ სიღრმეებს, სიხარულსა თუ ტანჯვას. ამ წერილებში ჩანს გულის შემძვრელი სასიყვარულო რომანი, მთელი თავისი ორგიებით, ეჭვებით, სულიერებით, თვითგვემით, დამცირებით. მილენა და კაფკა რამდენჯერმე კიდეც შეხვდნენ ერთმანეთს. მილენა წარმოშობით ჩეხური ოჯახიდან იყო, პრაღელი - ერთი იმათგანი, რომელთაც ჭეშმარიტი პატრიციები ეწოდებოდათ ჩეხეთში. მისი გვარი პრაღაში, მერიის წინ, ბრინჯაოს დიდ დაფაზე წერია იმის პატივსაცემად, რომ მისი წინაპარი ჩეხეთის პატრიოტი იყო. თვითონ მილენა ზოგჯერ მიანიშნებდა კიდეც, რომ ის მე-16-17 საუკუნის არისტოკრატი გახლდათ, სწორედ ისეთი გამოკვეთილი ხასიათით, სტენდალის ნაწარმოებებში რომ გვხვდება: ვნებიანი, მამაცი, ცივი, ჭკვიანი, მაგრამ ამასთანავე გრძნობებში და გადაწყვეტილებების მიღებისას დაუფიქრებელი. აი, ასეთი გახლდათ მილენაც. ეს დაუღალავი, ენერგიული, სიცოცხლით სავსე, კეთილშობილი ქალბატონი ყოველთვის მზად იყო, მეგობრისათვის დახმარების ხელი გაეწია, თუმცა, რაც გრძნობებს შეეხება, თავადაც არ მოითხოვდა ნაკლებს. ხოლო სიყვარულში, როგორი იყო მილენა - როგორც საყვარელი ან შეყვარებული, ამაზე ძნელია რამის თქმა, რადგან ყველა,ვინც მას იცნობდა, მკვდარია. ახალგაზრდობის უმეტესი წლები მას პრაღაში ჰქონდა გატარებული. მაშინ ის წარმოუდგენლად უსაზღვროდ ფლანგავდა - ფულს, გრძნობებს, საკუთარ ცხოვრებას. გრძნობებს კი, რომლებიც მას გააჩნდა და რომელთაც კი სხვებისგან ეზიარებოდა ხოლმე, ისე უყურებდა, როგორც საკუთრებას, რომლის თავისუფლად მართვაც შეეძლო. ალბათ ამიტომ უწოდებს მას კაფკა დედა მილენას და არცთუ უსაფუძვლოდ. ის თავის წერილებში წერს, მილენას აქვს ერთი ისეთი თვისება, რაც მას უბედურს არასდროს გახდისო. ალბათ ეს ასეცაა. ვკითხულობთ რა ამ თვითგვემისა და ტანჯვის, თფვითბრალდებისა თუ შიშის, სიტკბოებისა და ჯოჯოხეთური განცდების, სამყაროდან გაქცევის ამსახველ ეპიზოდებს, ამავდროულად არ შეიძლება, არ შევნიშნოთ, ზოგჯერ ის იუმორიც, რასაც კაფკა ამ სიტყვების მიღმა დებს, თუნდაც ბავშვობაში მათხოვრის ამბავი ან ურთიერთობა გამყიდველ გოგონასთან... თავდაპირველად მილენას ალბათ სულაც არ სურდა კაფკას, როგორც კაცის, მოხიბვლა, უბრალოდ ის თაყვანს სცემდა მას, როგორც მწერალს და უნდოდა მის სულიერ სამყაროში შეღწევა, ჩაწვდომა. მას უყვარდა, მაგრამ, ამავე დროს, იტანჯებოდა კიდეც, რადგან გრძნობდა, თვით კაფკაც იტანჯებოდა. მილენამ იცოდა, რომ წერილები - ეს ერთადერთი საშუალება იყო, რითაც შეეძლო კაფკასთან საუბარში შეჭრილიყო. მასთან ერთად მოჩვენებასავით ეხეტიალა ვენის გარეუბნის სასტუმროებსა თუ ზაფხულის მდელოებზე, ტყეებში... სრულიად მოულოდნელად მილენასაც აღმოაჩნდა ფილტვების დაავადება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კაფკას ჰქონდა - უფრო სწორად მილენამ დაავადება ისე მძაფრად წარმოისახა, თითქოს უკვე პირიდან სისხლს იღებდა კიდეც. ამ წერილებიდან აშკარად ჩანს, რომ მილენა ამ დაავადებით სატანჯველად ნამდვილად არ იყო განწირული. კაფკას წერილებში უთუოდ უნდა გამოვყოთ ორი სიმბოლური წერილი. ერთი - მილენას სახლის წინ (ამ სიზმრით კაფკასთვის ცხადი გახდა, რომ ის უნდა გამგზავრებულიყო ვენაში მილენასთან); მეორე წერილში - აღწერილია სიზმარი, სადაც ის და მილენა ერთიმეორეში გადაიზარდნენ და ერთდროულად იწვოდნენ, თან ცეცხლს აქრობდნენ (ეს სიზმარი კი ამ სასიყვარულო ამბის დასასრულს თითქოს წინასწარ განჭვრეტს); კაფკას ამ წერილებშიც აშკარად ჩანს მისი უკმაყოფილება ამ სამყაროსადმი, კაფკას გენია, სამყაროსაგან გარიყვა, ტანჯვა, თვითგვემა, ზიზღი, დაბოლოს, ნამდვილად მომაკვდინებელი შიში, რაც ასე სტანჯავდა მთელი ცხოვრება. აქვე უნდა გამოიკვეთოს ერთი წერილი, სადაც კაფკა გაკვრით აღნიშნავს ვიღაცაზე: უნდა გამოგიტყდე, რომ ერთხელ ვიღაცის ძალიან მშურდა, ქუდბედიანი იყო, მისი ყველას ესმოდა, უყვარდა. სულ ყვავილებს უფენდნენ ფეხქვეშ. შურით ვსკდებოდი. კაფკამ ეს შესაშური ბედნიერება თავისი ცხოვრების ბოლოს მაინც პოვა,ვიდრე ის მარადიული ყვავილების ქვეშ განისვენებდა. მისი სიცოცხლის ბოლო წლები უფრო ბედნიერი და მშვიდი იყო, ვიდრე ცეცხლოვანი თუ ჩამქრალი ვნება მილენასადმი. რაც შეეხება მილენას ბოლო წლებს, ამას ქალბატონ მარგარიტა ბუბერ ნოიმანის მოგონებებიდან ვიგებთ: მარგარიტა ბუბერ-ნოიმანი მოხიბლული იყო მილენათი. ისინი ერთად ისხდნენ რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში. მარგარიტა ბუბერ-ნოიმანი მილენას მომაჯადოებელმა ხიბლმა ისევე, როგორც ყველა დანარჩენი, მონუსხა. მოგვიანებით, როცა მილენა უკვე აღარ იყო ახალგაზრდა და ცოტა გასუქდა კიდეც, მაშინაც შეინარჩუნა ეს ხიბლი. აი, რას გვიამბობს ქალბატონი ბუბერ-ნოიმანი: მილენა და მე პირველივე წუთიდან დავმეგობრდით და სიკვდილამდე მეგობრებად დავრჩით. საოცრად დაგვაახლოვა ბანაკში ერთად გატარებულმა ოთხმა წელმა. მადლობელი ვარ განგების, რომ რავენსბრიუკში მომახვედრა, სადაც მილენას შევხვდი. ის დაავადებული მოიყვანეს დრეზდენის ციხიდან. ეგონა, ეს იყო რევმატიზმი. ხელები სულ დასიებული ჰქონდა, საშინლად სტკიოდა. ბანაკის გაუსაძლის ყოფაში სიცივისაგან აცახცახებული, პლედის ქვეშაც ვერ თბებოდა. მაგრამ ის ძალიან ძლიერი ქალი იყო. მილენა სულით პატიმარი არასოდეს გამხდარა. არც არასოდეს გახდებოდა გახევებული, გაბოროტებული... მას ავადმყოფობის გამო გაზის კამერა და კრემატორიუმი ემუქრებოდა. მაგრამ ასეთ სიკვდილს გადაურჩა. მილენა გარდაიცვალა 1944 წლის 17 მაისს, თირკმლის ოპერაციით, რომელიც როგორც ჩანს, უკვე დაგვიანებული იყო. მისი სიკვდილის შემდეგ ჩემმა ცხოვრებამაც აზრი დაკარგა, - წერდა ბუბერ-ნოიმანი.

ნახვა: 2451

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters