დღეს სულ ვიცინი; რაც უნდა შემემთხვეს, გინდ ავი, გინდ კარგი, მაინც ვიცინი და თქვენც გირჩევთ იცინოთ, ვინაიდგან ბუნებაში ისეთი არაფერი ხდება, თუ სატირელი იქნება, იმავე დროს საცინელიც არ იყოს. წარმოიდგინეთ, იმაზედაც კი მეცინება, რომ გირჩევთ – თქვენც იცინეთო. რა უფლება მაქვს თქვენ მოგაწონოთ ის, რაც მე მომწონს, – ჩემის თვალსაზრისით გაცქერინოთ მსოფლიოსთვის? არავითარი. ეს მხოლოდ ჩემი პირადი ახირებაა, ჩემი გემოვნება, ჩემი ჩვეულება აზროვნებისა, რომელიც მინდა სხვასაც მოვახვიო თავზე. მოდი და ნუ გაიცინებ. ვიხედები უკან, გავცქერი ჩემ გამოვლილს გზას, ეს ხომ თავით ბოლომდე ახირება იყო, ჯახირობა; კბილით კლდის მტვრევა, შიშველი ხელებით ნარის გლეჯა, მშიერა მუცლით მღერა-თამაში. დღეს თუმც მეცინება, მაგრამ ამ ახირებას ვერ ვიშლი, ისევ ისე ვჯახირობ და ვეუბნები თავისთავს: ჰა, არ შესდრკე, გასწი წინ, გაიწიე ჩემო თავო!..

      თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რაც უნდა ძვირფასი არსება დავკარგო, წამართოს იგი სიკვდილმა, მაინც არ ვიტირებ. სიკვდილი დღეს, აი სწორედ ამჟამად, როცა ამ სტრიქონებსა ვწერ, საცინელი მგონია და არა სატირელი... ვფიქრობ, ვუკვირდები და ამიტომ არ ვემორჩილები მარტო გრძნობას, იგი მაცდურია, მატყუარა; ამიტომ მკვდარი მე უფრო საცინელი მგონია, ვიდრე სატირელი. იცით რატომ? იმიტომ, რომ დიდი საზღვარი დაიდო ერთი და იმავე პიროვნების მდგომარეობათა შორის. შეადარეთ სიცოცხლე და სიკვდილი, მათ შუა დიდი კონტრასტია. არის კი მართლა კონტრასტი? ესეც საეჭვოა... ჩვენ გვგონია მხოლოდ ასე. სიკვდილი ხომ არავის არ გამოუცდია, როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა სთქვა, რომ იმაზე სწორი მსჯელობა ვიქონიოთ. ეს თავისთვის იყოს. მკვდარი ადამიანი რად არის უფრო საცინელი, ვიდრე სატირელი? იმიტომ, დიდ ჩირთიფურთებში იყო სიცოცხლის დროს, ათასნაირ გეგმას ადგენდა და ყოველივე ეს ერთბაშად გაქვავებით შეიცვალა, ჩვენ ასე გვეჩვენება, როგორც უნდა იყოს... არ ვამტყუვნებ ბავშვებს, რომელნიც მოხუცებულებს დასცინიან, ჩიფჩიფსა და სიარულში აჯავრებენ. სიბერე სიკვდილის ცალი გვერდია... ესევე ბავშვები მკვდარზედაც გაიცინებდენ, დიდებისაგან რომ არა ჰქონდეთ თავში ჩაჭდეული წინააღმდეგი წარმოდგენა. დიაღ, დღეს სიკვდილიც კი სასაცილოდ მიმაჩნია, ხვალ რა იქნება, ეს ღმერთმა უწყის, ხვალ შეიძლება ხოლო დღეს ასე ვფიქრობ: რაც სატირელია, ის უფრო საცინელია, ვიდრე სატირელი. მოიტათ, გავშალოთ სიცოცხლის, ადამიანთა ცხოვრების ბოღჩა; გავაღოთ კიდობანი, სკივრი, ყუთი, ამოვალაგოთ მთელი იმისი ავლადიდება, მისი საუნჯე დღიდან დაბადებისა სიკვდილამდე კი არა, იმას იქითაც; აი, ეს აკვანი, ესეც იავნანა, სიყვარული, ტრფობა, მეგობრობა, ქორწინება, კუბო, სამარე და ზედ ძეგლი. ხა, ხა, ხა, ხა!..

      ყველა ეს ნივთი ადამიანის ცხოვრებისა არ არის დაუსაბამო და სწორედ იმიტომ არის საცინელი. უცებ ფერს იცვლის. წარმოიდგინეთ ნაპოლეონი თავის სახელოვან მხედრობის წინაშე, სამკუთხა ქუდის მაგივრად წოპწოპა კარდონის ჩაფხუტით. ნუთუ ამ დიდებულ ადამიანზე საცინელი იქნებოდაღა ვინმე? ზოგი ადამიანი კი ამას და ამის მსგავსს მოვლენას სატირელ მოვლენად ჩასთვლის, – შემაწუხებელ-შემაძრწუნებლად, თუმც აქ სიცილის მეტს სხვა გრძნობას ადგილი არა აქვს. ––––– რა არიან ეს დავრდომილნი ადამიანთა ცხოვრებაში, მშიერ-ტიტველნი, უძლურნი, ცხოვრებისაგან გარიყულნი, გლახაკნი, ბედისაგან შეურაცხყოფილნი?! საცინელნი არიან და სხვა არაფერი. მე გიჟს დავუძახებ იმას, ვინც იმათ იტირებს; მე იმათ შემწეობას აღმოვუჩენ, თუ შემეძლება, ხოლო იცოდეთ, ჩემს ბაგეს სიცილის სხივები არ მოჰშორდება. ეს და ამგვარი მოვლენა ბუნებაში მხოლოდ საცინელია და სხვა არაფერი. ბუნება რომ მუდამ წამს თავის თავს დასცინის, ჩვენ რაღა ვართ, რომ არ გავიცინოთ მის წინაუკმო მოქმედებაზე.

      ბუნება ბავშვსა ჰგავს, რომელიც დიდის წვალებით ხუხულას აგებს, ანუ კოშკს. შემდეგ რაღაც ფიქრი მოუვა, ჰკრავს წიხლს თავის აშენებულს ციხეს, დაჰფუშავს და თან სიცილს დააყრის, დააყოლებს ხარხარს, კიჟინს. დასცინის თავის მოქმედებას; ნამოქმედარს, ნაშრომს მასხარად რა ცოდვა-ჭირით შობილს, რა საცოდაობით თუ სათუთობით აღზდილს ადამიანს, ჯან-ღონით, გრძნობა-გონებით სავსეს, ლამაზს ჰკლავს უცებ და ცივ სამარეში აწვენს, მიწად – მტვრად აქცევს, რა არის ეს, თუ არ ბუნების დაცინვა თავისთავზე?!.

      კიდევ სხვა მაგალითი ბუნების დამახასიათებელი. გაგიგონიათ ხომ ადამიანი ვინმე, მაღლა მთიდან რომ დაბლა ქვას აგორებდა, ლაღობდა, იცინოდა, როცა გაგორებულს ქვას უცქეროდა და ამ დროს იმას როდი ფიქრობდა, რომ დაბლიდან ისევ მაღლა ამოტანა დასჭირდებოდა? მაინც ამოჰქონდა რის ვაინაჩრობით მაღლა მთის მწვერვალზე, რათა ეხლა კიდევ ხელახლა დაგორებულიყო ქვა და ამ სურათით დამტკბარიყო. ასე ცოდვილობდა მთელი თავის მე რომ დღეს ბალკანეთში ათასობით დახოცილთა გვამებს ვნახავდე, წარმოიდგინეთ, სიცილით მივესალმებოდი, თუმცა იმათ ალაგას რო ვიყო, მეც ისე მოვიქცეოდი, როგორც ყოველი ბოლგარელი, სერბი, ბერძენი, შავმთიელი ან თუ ოსმალო. ხოლო თუ დაჭრილს ვნახავდი, წყლულს შევუხვევდი, წყალს მომთხოვდა – ვასმევდი და, როცა დავალეინებდი, ე. ი. ის სმას დაუწყებდა, სმის დროს დაკოდილს კი მე ცქერას დავუწყებდი, – ჩემს სახეს ღიმილი მაინც არ მოჰშორდებოდა. ასე გადასწყვიტა ჩემმა ოცნებამ, ჩემმა გონებამ. არ შემიძლიან სხვარიგად შევხედო ამისთანა მოვლენებს – ომში დახოცილებს, კაცს კაცისაგან მოკლულს, – თავისთავად მკვდარს. ––––– რამდენს ვიცინი იმაზე, ვინც დადის და დაკარგულს სატრფოს დაეძებს და თან მოსთქვამს: "ახ, სადა ხარ, ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ნუგეშო, ჩემო წუთისოფელო, რად დამტოვე? სად დამეკარგე? ვისზე გამცვალეო?!" ხოლო მე მიკვირს, ტარიელს რად ატირებს შოთა ნესტან- დარეჯანისათვის?! ალბათ იმიტომ, რომ ნესტანი თავის ნებით კი არ გაექცა ტარიელს, არამედ ქაჯთა წყალობით, ნესტანს არაფერი ბრალი არ ედება, მისი ნება არაფერ შუაშია, ვინაიდგან მას განაგებენ ქაჯნი, – იგი ნებაშებორკილია, თვით ნესტანიც ცხრაკლიტულშია დამწყვდეული.

      მე, ნუ გაგიკვირდებათ, ასე ვფიქრობ, რომ ტარიელს შაეძლო სულ ღიღინით ევლო და ეძებნა თვისი სატრფო, ამიტომ მე დღეს დავცინი იმის ცრემლებს. სასაცილოდ მიმაჩნია მისი ხეტიალი, ათასნაირი საშიშროების განცდა ისე, როგორც ლამანჩელი აზნაურისა (დონ-კიხოტი). ხოლო ხვალ რას ვიფიქრებ – ეს ღმერთმა უწყის.

ვაჟა-ფშაველა

ტეგები: Qwelly, Vazha-Pshavela, literaure, განწყობა, დღეს_ვიცინი, ვაჟა-ფშაველა, ლიტერატურა, მწერალი, სიცილი, ქართველი_ავტორი, მეტი...ქველი, ცნობილი_ავტორი

ნახვა: 1204

გამოხმაურებები!

ღიმილიანი სახით ჩავიკითხე მეც )) ეს რომელი წიგნიდან არის ხომ არ იცით?

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: Other dragon communion spells for frost/ice damage

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 10:38am 0 კომენტარი

So these are the strongestSamurai builds we do think you should play in Elden Ring now, and if you need some Elden Ring runes to Elden Ring Runes build your character, welcome to get the best deal on our store!

Elden Ring Rune Farming Guide 2024: Top 5 Best Early & Late Game Rune Farms (Locations) Elden Ring Rune Farming Guide 2024: Top 5 Best Early & Late Game Rune Farms (Locations)1/4/2024 3:44:20 PMTag:Starter…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters