"იყო სამი ძმა. თქვეს ერთხელ ამ ძმებმა, მოდი გავიყარნოთო. უფროსს ერგო სახლები, მეორეს - მამული, მესამეს - ერთი ქუდი. ეუბნება ამ ძმებს: - ამ ქუდზე მოვხნა, დავთესო, ვჭამო თუ ვსვაო. ეს რა ღვთის წყრომააო!

      - რაც არი, არი! ეგ იყო შენი წილიო, - უპასუხეს ძმებმა.

      - კარგიო, კეთილად მოგახმაროთ თქვენი წილი, მე კი წავალო. მიდის ერთ ტყიანში, დიდი ჯოხი უჭირავს ხელში. მაღალი ქუდი იყო, მოედო ხის ტოტებს, მოეხადა და ჩამოუვარდა. ეს ბიჭი ისედაც გაგულისებულია, დანა კბილს არ უხსნის. აიღო და თავისი ჯოხი ერთი ორჯერ დაარტყა ამ ქუდს: შე ასეთო და ისეთო, თავზეც არ ჩერდებიო! უცებ გამოვარდა იმ ქუდიდან ორი უზარმაზარი დევი.

      - რა გაგჭირვებია, რომ გამოგვრეკე ამ ქუდიდანაო.

      - როგორ რა გამიჭირდა, მშია და მწყურია, ამაზე მეტი რა უნდა მიჭირდესო! დატრიალდნენ ეს დევები, გაუშალეს სუფრა, აჭამეს და მერე ქუდში შეძვვრნენ ისევ ისე. თურმე, რამდენი ბეწვიც არის ამ ქუდში - იმდენი დევია შიგ. რამდენჯერაც დაარტყამს ჯოხს, იმდენი დევი გამოვარდება".

(ქართული ზღაპრიდან)

მე ჯადოსნური ქუდი მახურავს, ჩემი ერთგული დევებით სავსე.
მხოლოდ იმიტომ, რომ მემსახურონ, ამდენი დევი დავისვი თავზე.

და ერთი უნდა ავდგე და ვცადო, მეც უნდა ვცადო ამქვეყნად ბედი.
რასაც ვიპოვი, კვლავ ქვაზე დავდებ, სხვა არაფერი არ მინდა მეტი.

მე სხვანაირი ვიყავი ადრე, სულ სხვანაირად ბრწყინავდა მთვარეც
და უფრო ხშირად ვცხოვრობდი ხათრით, ჩემი სურვილის და სულის გარეთ.

და მე შემეძლო ვიღაცის გამო დამეთმო ფიქრი - ვიღაცის თხოვნით.
მერე კი ვწუხდი და მთელი ღამე დოლების ხმაზე დნებოდა თოვლი.

ასე მოქმედებს ჩემზე ამინდი, მე ვმალავ, მაგრამ ჯერ კიდევ ვღელავ,
ჯერ კიდევ მტკივა, მაგრამ არ მინდა, რომ თანაგრძნობით შემხედოს ყველამ.

ქუდი, რომელიც ბედმა მარგუნა, მე დამიფარავს მტრისგან ყოველთვის,
სანამ სიკვდილი მომიკაკუნებს და ყურში ჩუმად მეტყვის: მოვედი.

მაგრამ იქამდე ჩემს ერთგულ დევებს ექნებათ ჩემი რწმენა და რიდი
და მათ თვალებშიც სინათლე შევა, რასაც მე მხოლოდ სინათლედ ვთვლიდი.

მე ვივლი ქვეყნად და ხიფათები გამიმდიდრებენ სულს და გონებას.
ზოგჯერ ვარსკვლავი დაიბადება, ზოგჯერ ვარსკვლავიც შეიბოლება.

მე უკვე ვიგრძენ სიცოცხლის მადლი და უკვე ვიცი, რას ნიშნავს ფიცი
და ისიც ვიცი, რომ დროზე ადრე არა აქვს ფასი არც ცრემლს, არც სიცილს.

და სულში იბრძვის ახალი სიმი წვიმით გაჟღენთილ ტოტივით მძიმე,
მე კი ვიზოგავ შენს ფერმკრთალ ღიმილს, ვით ბოლო სანთელს და ბოლო იმედს.

ისევ ანთია შენი სახელიც, ისევ ზარივით ჰკიდია ცაზე
და სადგურები თვალებს ახლელენ დაუმთავრებელ სიზმრებით სავსეს.

და იქნებ მითხრა, რაში აქვს სული, რაში აქვს ეშმაკს სული და ღონე.
მე გაურკვეველ სიზმრებში ვცურავ და შეუმჩნევლად ვნებდები მორევს.

მაგრამ მე მახსოვს, სად შეწყდა კვალი და სად ვიწამე ბუნების ძალა
და ნუ მთხოვ ძმობას, მე მინდა ქალი, თუ ჩემი ნეკნი, ქცეული ქალად.

მე შენს მისამართს ვეძებდი დღემდე ხახაგამშრალი მტვრით და დუმილით.
და აი, ახლა, ყველაფრის შემდეგ, მიბზუის თავი, როგორც ყურმილი.

გესმის? - მოვიდა განკითხვის ჟამი და მოიშორე ზედმეტი ტვირთი.
შენ უკვე სხვა ხარ, რადგან ეს ღამე ჩვეულებრივი ღამეა სხვისთვის.

მე ასე მსურდა, თუმცა მახსოვდა, რომ ყველაფერი მთავრდება უცებ.
და გაჩაღებულ სახაბაზოდან პურის სურნელი აძღობდა ქუჩებს.

ქვებზე კი იწვა სინათლის ზოლი და მე მაშინვე მითხრა მდინარემ:
თუ არ აიღებ - ინანებ ბოლოს და თუ აიღებ - მაინც ინანებ.

მე კი ავიღე და ამის მერე ხანჯლის პირივით ბასრი ჩრდილები
აფათურებდნენ ჩემს სულში ხელებს, როგორც მთვრალები ან დაჭრილები.

და განუწყვეტელ ცახცახად ქცეულს და ჩემს დაბნეულ ფიქრში ჩაკეტილს,
ვიზეპირებდი შენს ლამაზ სხეულს, როგორც მოწაფე პირველ გაკვეთილს.

მაგრამ დღეები სადღაც გარბოდნენ და სიჩქარეში სხვები დალოცეს.
და როგორც მთვარის თეთრი ნაფოტი, მე შენი სული მედო თაროზე,

- როგორც ყველაზე ძლიერი ხატი, ანდა ქვეყანა, რომელსაც შევრჩი.
და მე შემეძლო მეხილა ცხადად რაც იგულისხმა ბუნებამ შენში.

ბნელში სადგურის საათი ელავს და სემაფორი თავისთვის ღვივის.
მე ვმალავ, მაგრამ ჯერ კიდევ ვღელავ, მე მტკივა, მაგრამ ვეჩვევი ტკივილს.

ზედიზედ ქრება ფანჯრებში შუქი, ფანჯრები ასე ხუჭავენ თვალებს.
და თუ აქ სადმე არ არის უკვე, ეშმაკიც უნდა გამოჩნდეს მალე.

რომ შეიცვალოს ხმები და გზები და სულში ღამე დამკვიდრდეს ბნელი.
მე კი ასაკიც არ მაძლევს ნებას, რომ განზრახულზე ავიღო ხელი.

მატარებელი კივილით მიჰქრის, ცნობისმოყვარე ყურებით სავსე
და ერთმანეთში არეულ ფიქრებს ძალით გვაჩეჩებს და გვახვევს თავზე.

კუთხეში ყვინთავს ბებერი ქალი და თვალებს მხოლოდ ხანდახან ახელს,
როგორც ძველ სკივრებს. და ვგრძნობ, რომ მალე მე თვითონ ვეტყვი ჩემს გვარს და სახელს.

მე თვითონ ვეტყვი და დამჭკნარ ხელებს მივანდობ ჩემი მგზავრობის მიზეზს
და მოედება ღიმილი ნელა ბებერ გონებას, ქარივით ფხიზელს.

- დედაშვილობას, მიშოვე წყალი, სამაგიეროდ გასწავლი რამეს.
და ცოდვასავით ბნელი და მხდალი ბორბლებს ღრიალით გაურბის ღამე.

მე მიმაქვს წყალი და ვცდილობ სწორედ მეჭიროს ჭიქა მღვრიე და ცივი,
მე მართლა ვცდილობ და თითებს შორის ვგრძნობ გაურკვეველ და ახალ ტკივილს.

მთებზე დახტიან მუქი ლანდები და ბრწყინავს მთვარე, მარად მდუმარე.
- როცა გიცდიან, ნუ აჩქარდები და როცა ეძებ, სხვებს დაუმალე. -

ამბობს ბებერი და ბებერს არ ჰგავს და კალთით არწევს მთვარის წიწილებს
და ეჭვი, როგორც ახალი ლაქა, მეხამუშება და ვერ ვიძინებ.

უეცრად სარკმელს აწყდება რიყე და უსასრულოდ ხარხარებს ხიდი.
და, რა თქმა უნდა, ეშმაკი იყო, მე რომ უმწეო მოხუცად ვთვლიდი.

მე გამეღვიძა ძალიან ადრე, მტკიოდა თავი, მიხურდა სახე
და, ალბათ, მხოლოდ ასაკის ხათრით ვიკითხე, მაგრამ ვეღარსად ვნახე.

ხოლო ჩამტვრეულ ფანჯრიდან ქარი ეზიდებოდა ტყეებს და ღრუბლებს
და კეთილ ნოეს კიდობნის დარად ყველაფერს მშვიდად იტევდა კუპე.

გესმის? თუ გესმის? - დაუდგა ხანი და სიბნელიდან გამოდის ბავშვი
და კოშკებივით ამაყად დგანან შენი მაღალი ფეხები ქარში.

და შენს გარშემო სავსეა ქუჩა შენი გინებით და შენი ქებით
და ზოგი თვალებს იმიტომ ხუჭავს, რომ ბნელში უკეთ განჭვრიტოს გზები.

ქუდში კი ბორგავს ჩემი ლაშქარი და ჭრაჭუნობენ მძიმე ლახტები.
მათ შეუძლიათ მთები წაშალონ, თუ, რა თქმა უნდა, მე დავთანხმდები.

მე კი არასდროს არ მივცემ ნებას, არ გამოვუშვებ არასდროს გარეთ:
ამ მთების ჩრდილი გულებზე წვება ყოველთვის, როცა ამოდის მთვარე.

ან იქნებ მე ვარ ასე მშიშარა, იქნებ მე მადევს სულზე ურდული
და თან ვშრიალებ, როგორც ნიჟარა გამოფიტული და გაქურდული.

და ვცხოვრობ, როგორც ერთგული წევრი ბრმათა და ყრუთა მშვიდი არტელის
და სულ მგონია, რომ სხვებზე ბევრი მაქვს საფიქრალიც და სადარდელიც.

დე, იყოს ასე, მაგრამ მე ვიცი უეცრად გამქრალ სიცოცხლის ფასი.
მე შევიკარი ხელები ფიცით და სინანულით შევცვალე ბრაზი.

მე მეგობარი მომიკვდა წუხელ, ასე ჩიტები კვდებიან მხოლოდ,
როდესაც ვეღარ უძლებენ წუხილს და ნებდებიან ბოლოს და ბოლოს.

მე დილით მზეზე გავფინე გვამი და მოვრთე ნუშის ნედლი ტოტებით
და გავუმხილე, რომ ყოველ ღამე მიყვარხარ ძლიერ და გელოდები.

გზაში გაეხსნათ ტოტებს კვირტები და უცებ ვიგრძენ ყვავილის სითბო
და კვლავ წამომცდა ღმერთის დიდება: მეგონა გვამი ყვაოდა თვითონ.

მე მივდიოდი ზევით, სულ ზევით და სამარისთვის ადგილს ვარჩევდი.
მძიმე ლოდები მოჰქონდათ დევებს და ქვითინებდნენ, როგორც ბავშვები.

და როცა უკვე ვხურავდით ბუდეს, პირველად მაშინ მომინდა უცებ,
რომ ატირებულ დევების გუნდით მოვჩვენებოდი ქალაქის ქუჩებს.

ქალაქი იწვა მდინარის პირას გაქვავებული და დაბურული.
მზეზე ბრწყინავდა მინა და კირი და ქარს მიჰქონდა თივის ბულული.

მხოლოდ ქალაქის მძიმე კარებთან თვლემდა გუშაგი ჩაჩქანის ჩრდილში
და გზად არავინ არ ჭაჭანებდა, ალბათ მთვლემარე გუშაგის შიშით.

მე ვუყურებდი გუშაგის სახეს და გაქვავებულ ქალაქის კედელს
და კედლის იქით გამოჩნდა ბაღი, როგორც სინათლე წყვდიადის შემდეგ.

ის უცხო ბაღი გუგებს მიპობდა, მწვანე ცულებით მიპობდა გუგებს.
ზოგან ყვაოდა, ზოგან მწიფობდა, ზოგან ფოთოლი ცვიოდა უკვე.

და ქარმა მითხრა, რომ ფოთლებს შორის ჩემთვის მალავენ შანთებს და ღვედებს,
რომ ერთი თავი აკლია სწორედ ქალაქის მაღალ და მაგარ კედელს.

და შენი მშვიდი შუქის მძებნელი ვზომავდი მანძილს კედლიდან ცამდე
და ცარიელი მატარებლები მატარებლების ფიტულებს გავდნენ.

და კვლავ ხმაური მოწყურდა ყურებს, დიდი ხმაური დიდი ცოდვების
და როგორც ჩემი მეგობრის სული, გადავაყარე ქალაქს ტოტები.

გადავაყარე ტოტები ნუშის, როგორც ნახშირი ჩაფერფლილ ღუმელს.
და რასაც ჩემთვის ვფიქრობდი გულში, ყველას მაგივრად ვფიქრობდი თურმე.

და ამოძრავდა ქალაქი ისევ. გამოჩნდა ბოლიც, სისხლივით თბილი.
ქალაქელები ისრესდნენ კისრებს, დაბნეულები ხანგრძლივი ძილით.

და დამტვერილი ჭადრების მწკრივიც თანაბრად იდგა ყველა კარებთან
და განცდილ თრობას, თრთოლვას და ტკივილს გვინაწილებდა და გვაძალებდა.

მე მივდიოდი და აღტაცებით ვუთვალთვალებდი ჭადრების ალერსს,
ვით ნათელ ცირკში ჯარისკაცები ნახევრად შიშველ და მოქნილ ქალებს.

რეკავდა, სადღაც რეკავდა ზარი და წრიალებდნენ ქუდში დევები
და ავტობუსის მოთენთილ მგზავრებს მუხლებზე ეწყოთ მზის ნამტვრევები.

მე ავირჩიე პატარა სახლი წვიმით გარეცხილ ფერდობზე მდგარი,
ყველა დანარჩენ სახლებზე მაღლა, გარემოცული მზითა და ქარით.

რაფაზე იწვნენ მუქი ჩრდილები და მთელ სარკმელში ყვაოდა ნუში
და უცებ ვიგრძენ, რომ ტკივილებით განთავისუფლდა რაღაცა სულში.

ეს იყო ლექსი. და ლექსის ჩრდილში ერთად მღეროდა ნდობაც და ეჭვიც
და მე ის ხელში ავიღე შიშით, როგორც ველურმა ბრჭყვიალა კენჭი.

მას ჰქონდა შენი უბრალო სახე, მე კი ვაქებდი და ვადიდებდი,
რომ გამეყიდა და საყდრის გლახებს არ დაკარგვოდათ ღმერთის იმედი.

გარეთ თანდათან იზრდება ქარი და გაცრეცილი ჭადრები თითქოს
უცებ კარგავენ შნოსა და მარილს და საქორწილო საწოლის სითბოს.

მაგრამ დევები იქნევენ კეტებს: მათ მოწონთ ქარის თამამი მარში,
მათ მოწონთ ქარი და უფრო მეტად მოწონთ ქალების ყურება ქარში.

მე არ ვუწყრები ჩემს სულელ დევებს ქუდში დევობას გადაჩვეულებს,
როდესაც ფარდებს ცახცახით ხევენ და უკივიან ლამაზ სხეულებს.

მე არ ვეძებდი დევების ძალას და სულ შემთხვევით გავხდი პატრონიც
ჯადოსნურ ქუდის, რომელსაც ვმალავ და ისევ ვნატრობ, რასაც ვნატრობდი.

მე კი ვნატრობდი, რომ სანატრელი არ ამხდენოდა სხვისი წყალობით.
მყოფნიდა შენი სუსტი სანთელიც და მარტო შენთან მოსვლას ვჩქარობდი.

და ღმერთმა იცის, ხვალ სად ვიქნები ან რომელ ჩრდილში მივეტმასნები,
თუ გამითავდა შენზე ფიქრები, როგორც გადამწყვეტ წუთში ვაზნები.

რას მიშველიან მაშინ დევები, რის მაქნისია მათი ეშვები,
თუ ყელზე საბელს თვითონ შევიბამ, თუ მოვდუნდები და მოვეშვები.

რადგან ეს ქუდიც, ყველაფრის შემძლე, შენ დამახურე, იმედად თავზე
და მიხარია, რომ ისევ გეძებ შენი სინათლით და სიცხით სავსე.

ყელამდე სავსე შენდამი ზრუნვით, როგორც ზღვა თევზით და ტყე ფრინველით.
და მიხარია, რომ ისევ ბრუნავს ქვეყანა - დიდი და საკვირველი.

ქუჩებში ვეღარ ეტევა ქარი და ხარაჩოსთან ფუსფუსებს კაცი,
რომ არ მოუსწროს ავდარმა გარეთ მისი სხეულის და სულის ნაწილს.

მე უცებ ვიგრძენ, როგორ გამიშვეს, თითქოს აქამდე მიჭერდნენ ძალით
და როგორც ხელი ნაცნობ კლავიშებს, შენს ნაფეხურებს გამოყვა თვალი.

გესმის? უშენოდ ჩემი ხელები გვანან უნავოდ დარჩენილ ნიჩბებს
და ყოველ წუთში ზღვა მეჩვენება, მაგრამ ვეჩვევი და აღარ ვიმჩნევ.

მე ზღვის ხმაური მახშობდა ძილშიც და ვუსხლტებოდი საზარელ თევზებს
და, როგორც იქნა, დავძლიე შიში და კვლავ ამტკივდნენ ფიქრები შენზე.

მე მთელი ღამე ზღვაში ვცურავდი, დაბრმავებული აფოფრილ ქაფით
და დიდი თევზი ფრთა მახურავდა, რომ ავცდენოდი გზასა და ნაპირს.

მაგრამ მოვარდა მიწიდან ქარი და შეტრიალდა თევზიც მაშინვე
და განახლებულ სიმღერის დარად გავყევი მინდვრებს მზეში გაშლილებს.

გესმის? გამოჩნდი! მე იმდენს ვფიქრობ, რომ შემიძლია შეგეხო კიდეც,
მაგრამ ყოველთვის თითქმის და თითქოს და მერე დიდხანს ვიმშვიდებ თითებს.

შრიალებს შენი თამამი კაბა, როგორც სინათლის და ცის მარაგი
და ქალაქს დაღლილ გემივით აბამს, რომ არ დაიმსხვრას ქვებზე ქალაქი.

ის მოლოდინით ავსებს აივნებს და ყველაფერზე მღერის ჩიტივით.
მაგრამ ღამდება და კვლავ ყაიმით მთავრდება დღის და ღამის ჭიდილი.

ხოლო ქალაქის გაშლილ დაფაზე თამაშს შავები იწყებენ ისევ
და პურის სუნით მთვრალი ხაბაზი იმშრალებს ოფლით გახვითქულ კისერს.

შენ უკვე წევხარ, ან ახლა წვები, სინათლეს აქრობ და ბნელში იხდი,
მაინც ვერ უნდა შენიშნონ სხვებმა, რაც მე შევნიშნე შენში და მივხვდი.

კვლავ უსასრულოდ იღვრება მთვარე შენს გაშლილ თმებში და შიშველ მხრებზე
და დაეჭვებულ მიჯნურის დარად ოთახში კაცის ნაკვალევს ეძებს.

და კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩნდება, როცა ცახცახით გეხვევა მთვარე
და როგორც შენი უმცროსი დები, ნუშის ხეები ფხიზლობენ გარეთ.

მე კი მარტო ვარ, ძალიან მარტო და თავთან მიდგას წყალი და წიგნი
და უცებ ვამჩნევ, რომ აღარ მართობს კაცი, მცხოვრები ამ წიგნის შიგნით.

თუმცა მე ჩემი გზისა და ბედის ერთგული ქმარი ვიყავი მუდამ,
მე ჯერ ვცხოვრობდი და მერე ვწერდი, როგორ ვცხოვრობდი - კარგად თუ ცუდად.

სადღაც კივიან მატარებლები და აფხიზლებენ ჩათვლემილ ქალაქს
და შენი მშვიდი შუქის მძებნელი ვამშვიდებ ფიქრებს და ვიკრებ ძალას.

ქალაქზე წვება სადგურის ბოლი, მაგრამ მინები მაინც ბრწყინავენ
და დასიზმრებულ ვარსკვლავებს შორის სძინავთ ჩემს დევებს, როგორც მფრინავებს.

როგორც მფრინავებს, რომლებიც ციდან ზვერავდნენ მიწას ცოტა ხნის წინათ
და ახლა სძინავთ, მშვიდებს და დიდებს, ვარსკვლავებს შორის წვანან და სძინავთ.

ისინი დიდხანს დაჰქროდნენ ცაში და ვარსკვლავებზე აჰქონდათ მიწა
ხოლო მათ ლტოლვას, თამამს და საშიშს, შენი კეთილი სინათლე იცავს.

შენ იცავ, რადგან შენც კარგად იცი, რომ ეს გონების ბრალია მხოლოდ,
ხოლო სხეული სავსეა მიწით და კვლავ მიწიერ ცხოვრებით ცხოვრობს.

და სანამ ქვეყნად არსებობს კიდევ თეთრი და შავი, ტკბილი და მწარე,
სუსტი და მძლავრი, მცირე და დიდი, არსებობს მზე და არსებობს მთვარე -

მეც ვიარსებებ და მგზავრის დარად უცებ გაჩენილ ფიქრებს ავყვები.
ჩემი შემყურე დევების ჯარიც იცხოვრებს მშვიდი ცით და ზრახვებით.

ჩემში იქნება დევების ძალა, სანამ მიყვარხარ და მეყვარები,
სანამ გრძელდება და ფეთქავს კვალი და სასწაულად გთვლიან თვალები.

ცახცახებს მთვარე და ერთი შეკვრა მთვარის ნაწნავი აყრია ქუჩებს
და პოეტების მოწყენილ ძეგლებს ძეგლების ბედი ბეზრდებათ უცებ.

ისინი დგანან, დგანან და სჯერათ, რომ უნდა იდგნენ ყოველთვის ასე
და ვარსკვლავებით შეკრული ჭერი მთელი სიმძიმით აწვებათ თავზე.

ისინი დგანან, რომ ნახონ სხვებმაც ჯიუტი სახე ტანჯვის და მსხვერპლის
და დაიჯერონ, რომ მათი ვნება ისევ ცეცხლია და არა ფერფლი.

და ისევ, როგორც უცხო სხეული, გარინდებულა წყვდიადში ძეგლი,
მიწიერ თრთოლვას გადაჩვეული და გაკაწრული დუმილის ეკლით.

ძვირფასო! სიტყვას აქვს თავის ფასი, ზომა და წონა, სუნი და ფერი
და ისიც ყველა ჩვენგანის მსგავსად იცინის, ტირის, ოცნებობს, მღერის.

მეც ჩემი სიტყვა რწმენას მავალებს და მაჯილდოვებს ყველა უფლებით.
და აი, უკვე ყივის მამალიც და იღვიძებენ გარეუბნები.

და იბრუნებენ ქუჩები ისევ ძეგლებს და ცოცხალ ადამიანებს,
მაგრამ მეც მთვლიან სიცოცხლის ღირსად გზები, რომლებიც ვერ გავიარე.

და იქნებ სჯობდეს, რომ უსასრულოდ და ზღაპრად ქცეულ ოცნების მსგავსად
გაგრძელდეს შენი ნათელი სული და იყოს ასე: ყველგან და არსად.

ოთარ ჭილაძე

ტეგები: Qwelly, literature, დევები, ლიტერატურა, პოემა, ქართული

ნახვა: 1500

გამოხმაურებები!

ბავშვობა გამახსენე ცისიავ :) მადლობა ამ პოემისთვის! 

არაფრიის ;))) :*

Tamila Moshiashvili_მ თქვა:

ბავშვობა გამახსენე ცისიავ :) მადლობა ამ პოემისთვის! 

ბოლომდე ჩავიკითხე და ერთი შეკიხვა მაქვს - ეს პოემა რის შესახებაა? 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters