ხორხე ლუის ბორხესი - ბაბილონური ლატარია

1947, borges, jorge luis borges, literature, lottery in babylon, novel, qwelly, ავტორი, ალ-მუ’ტასიმი, ბაბილონი, ბაბილონური, ბაბილონური ლატარია, ბაღი, ბიბლიოთეკა, ბილიკი, ბორხესი, განშტოებული, გმირი, თემა, თხზულება, ლატარია, ლიტერატურა, მეხსიერება, მიახლოება, მიმოხილვა, მოთხრობა, მოთხრობები, მონაგონები, ნანგრევები, ნოველა, ნოველები, პოსტსკრიპტუმი, სიკვდილი, ტერტიუსი, ტლონი, უქბარი, ფარგალი, ფიქციები, ფორმა, ქველი, ცნობილი ავტორი, წინათქმა, ხორხე, ხორხე ლუის ბორხესი

     როგორც ყველა ბაბილონელი, მეც პროკონსული ვიყავი; როგორც ყველა, მეც ვყოფილვარ მონა. გამომივლია ყოვლისშემძლეობა, პატივის აყრა, დატუსაღება. შემომხედე: მარჯვენა ხელზე საჩვენებელი თითი არ მაქვს. შემომხედე: მოსასხამის ჭრილში მუცელზე გაკეთებული ალისფერი სვირინგი მიჩანს: ეს მეორე ასოა, ბეთ. სავსემთვარიან ღამეებში ეს სიმბოლო მაძლევს ძალაუფლებას იმ ადამიანებზე, რომლებსაც გიმელის ნიშანი აქვთ, თუმცა მაქვემდებარებს ალეფის ნიშნიანებისადმი, თავის მხრივ, გიმელის ნიშნიანებს რომ ემორჩილებიან უმთვარო ღამეებში. ცისკრის ბინდბუნდში, სარდაფში, შავი საკურთხევლის წინ სამსხვერპლო ხარებს ყელს ვჭრიდი ხოლმე. ერთხელ მთელი მთვარის წელიწადის განმავლობაში მე უხილავად შემრაცხეს: შემეძლო, მეყვირა, მაინც არავინ მიაყურადებდა ჩემს ძახილს; შემეძლო, პური მომეპარა, არავინ წამაცლიდა თავს. ვიცოდი ისეთი რამ, რაც ბერძნებს არ სცოდნიათ: გაურკვევლობა. სპილენძის ოთახში, ჯალათის მდუმარე ყელსახვევის წინაშე, იმედი არ დამკარგვია. სიამოვნებათა მდინარეში პანიკას არ შევუპყრივარ. ჰერაკლიტე პონტიკუსი აღტაცებით ამბობს: პითაგორა იხსენებდა პიროსად ყოფნას, მანამდე - ევფორბუსად, კიდევ უფრო ადრე - სხვა მოკვდავადო. ასეთივე ცვალებადობის გასახსენებლად სიკვდილი არ მჭირდება, თვით ყალთაბანდობაც კი.

     ამ თითქმის საზარელ მრავალფეროვნებას ერთ ინსტიტუტს ვუმადლი: ლატარიას, რომელიც უცნობია სხვა ერებისთვის, ან თუ ნაცნობია და - არასრულყოფილად ან ფარულად. არასოდეს ჩავძიებივარ ამ ინსტიტუტის ისტორიას. ვიცი, რომ ამ საკითხში ბრძენკაცნიც ვერ თანხმდებიან. მის ძალუმ მიზნებზე იმდენივე ვიცი, რამდენიც ასტროლოგიის არმცოდნემ შეიძლება იცოდეს მთვარის შესახებ. ჩემი ქვეყანა თავბრუდამხვევი ქვეყანაა, სადაც ლატარია დღემდე რეალობის დიდი ელემენტია. ამაზე ისევე ცოტა მიფიქრია, რამდენიც გაუშიფრავი ღმერთების ქცევაზე ან ჩემსავე გულზე. ახლა, ბაბილონიდან და მისი საყვარელი ადათ-წესებიდან შორს, შეცბუნებული ვფიქრობ ლატარიაზე და იმ მკრეხელურ ვარაუდებზე, მალული ადამიანები რომ ჩურჩულებენ რიჟრაჟის ან მწუხრის ბინდბუნდში.

     მამაჩემს შეეძლო მოეყოლა, როგორ თამაშობდა ბაბილონში უბრალო ხალხი ლატარიას დიდი ხნის წინ (საუკუნეების? წლების?). ჰყვებოდა (თუმცა არ ვიცი, ნამდვილად ასე იყო თუ არა), როგორ იღებდნენ დალაქები კლიენტებისგან სპილენძის მონეტებს და უბრუნებდნენ სიმბოლოებით მორთულ ძვლის ან პერგამენტის მართკუთხედებს. შემდეგ, დღისით-მზისით, თამაშდებოდა ლატარია. ისინი, ვისაც ბედი გაუღიმებდა, ვერცხლის მონეტებს იგებდნენ ისე, რომ, იღბლის მხრიდან, მეტი დასტური აღარ სჭირდებოდათ. ეს პროცედურა, თავად დაინახავ, ელემენტარულია.

     ბუნებრივია, ეს ეგრეთ წოდებული „ლატარიები“ სხვა არაფერი იყო, თუ არა მარცხი და წარუმატებლობა. არავითარი ზნეობრივი ძალა მათ არ გააჩნდა და მიმართავდა არა ადამიანის უნარს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მის იმედს. მალე ხალხის გულგრილობამ უჩვენა, რომ ვაჭრები, რომელთაც ეს გასაყიდი ლატარიები დააფუძნეს, უკვე ზარალში წავიდნენ. ვიღაცამ რაღაც ახლის წამოწყება სცადა: იღბლიანი რიცხვების სიაში რამდენიმე უიღბლოც ჩართო. ეს სიახლე ნიშნავდა, რომ მათ, ვინც ამ დანომრილ მართკუთხედებს იძენდა, ორმაგი შანსი ეძლეოდათ: შეიძლებოდა ფული მოეგოთ ან, პირიქით, იქით ჰქონოდათ გადასახდელი გარკვეული, ხანდახან კარგა გვარიანი თანხა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ პატარა რისკმა (ყოველ ოცდაათ „კარგ“ ნომერზე ერთი ავის მომასწავებელი მოდიოდა) ხალხს ინტერესი გაუღვივა. ბაბილონელთა რიგები ბილეთების გასაყიდ წერტილებთან არ წყდებოდა. მას, ვინც არაფერს ყიდულობდა, მხდალ არამზადად ნათლავდნენ, ანუ იმად, ვის სულშიც თავგადასავლის ნიშანწყალი არ იყო. დროთა განმავლობაში, ამ გამართლებულ ზიზღს მეორე სამიზნეც გაუჩნდა: არა მხოლოდ ის, ვინც არ თამაშობდა, არამედ ისიც, ვინც აგებდა და ჯარიმას იხდიდა. კომპანიას (ასე იწყებდა პუბლიკა მის გაცნობას) უნდა დაეცვა მოგებულთა ინტერესები, - იმათი, ვისაც ვერ გადაუხდიდნენ მონაგებს, სანამ თითქმის მთლიანად არ დაგროვდებოდა ჯარიმების თანხა. წაგებულთადმი აღძრული სასამართლო პროცესი მათ თავდაპირველი ჯარიმის გადახდასაც უწესებდა და, ამასთანავე, სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებასაც, ან კიდევ - რამდენიმე დღის გატარებას ციხეში. ამ კომპანიის შეფერხების მიზნით, ყველა წაგებულს საკანში ჩამწყვდევა ერჩივნა. მაგრამ რამდენიმე კაცის მიერ ნასროლმა ხელთათმანმა სათავე დაუდო კომპანიის ყოვლისშემძლეობას, მის ზეციურ, მეტაფიზიკურ ძალას.

     მიუხედავად მოლოდინისა, ლატარიაში ამოსული რიცხვების პარალელურად აღარ გამოქვეყნდა ჯარიმების სიები. ამიერიდან ქვეყნდებოდა მხოლოდ წაგებულთა დატუსაღების დღეები. ეს ერთგვარი სტენოგრაფია, რომელმაც მაშინ შეუმჩნევლად ჩაიარა, უკიდურესად მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენდა: ამ დროს პირველად გამოჩნდა არაფულადი ელემენტები ლატარიაში. და ამას დიდი წარმატება ხვდა წილად: მოთამაშეებმა, მართლაცდა, აიძულეს კომპანია, გაეზარდა უიღბლო ნომრების რაოდენობა.

     როგორც ყველასთვის ცნობილია, ბაბილონელები დიდად ეთაყვანებიან ლოგიკას და თვით სიმეტრიასაც. შეუსაბამო იყო, რომ იღბლიან რიცხვებს ვერცხლის მრგვალი მონეტები რგებოდა, უიღბლო კი ციხის საკანში გატარებული დღე-ღამეებით გაეზომათ. იყვნენ მორალისტები, ვინც სადავოდ ხდიდა, ყოველთვის მოჰქონდა თუ არა ბედნიერება მონეტების ფლობას, და ვისთვისაც არსებობდა ბედნიერების სხვა ფორმები, შესაძლოა - უფრო პირდაპირი და უშუალო.

     ქალაქის ახლომახლო მობინადრე დაბალ კასტებს სხვა საჩივარი ჰქონდათ. ქურუმთა კლასის წარმომადგენლები მძიმედ რისკავდნენ და ასე შეჰხაროდნენ შიშისა და იმედის მონაცვლეობას. ღარიბები (გასაგები ან გარდაუვალი შურით) ხედავდნენ, რომ გზა მოჭრილი ჰქონდათ იმ საყოველთაოდ საამური ბორბლისკენ, რომელსაც სენსუალურსაც კი დაარქმევდი. მშვენიერმა და კეთილგონივრულმა სურვილმა, რომ ყველა კაცს და ქალს, მდიდარს თუ ღარიბს, ერთნაირად შესძლებოდა მონაწილეობის მიღება ლატარიაში, თან მოიყოლა აღშფოთების გამოვლინებები, რომლებიც დრომ ვერ დაბინდა. ზოგიერთი ჯიუტი სული ვერ მიხვდა (ან ვითომ ვერ მიხვდა), რომ ეს იყო novus ordo seclorum, ისტორიის აუცილებელი საფეხური... მონამ ალისფერი ბილეთი მოიპარა. კენჭისყრამ გადაწყვიტა, რომ ამ ბილეთის მფლობელისთვის ენა უნდა ამოეწვათ. კანონთა კოდექსი იმავე განაჩენს ითვალისწინებდა ლატარიის ბილეთის ქურდისთვის. ზოგიერთი ბაბილონელის აზრით, ჩადენილი ქურდობისთვის მონამ გავარვარებული რკინა დაიმსახურა. სხვები - უფრო დიდსულოვანნი - მიიჩნევდნენ, რომ ჯალათს რკინა იმიტომ უნდა გამოეყენებინა, რომ ასე გადაწყვიტა ბედმა... იყო მღელვარებები, იყო სისხლის ღვრის დასანანი შემთხვევები, მაგრამ ბაბილონელთა მასებმა, მდიდართა და შეძლებულთა წინააღმდეგობის მიუხედავად, გაიტანეს თავიანთი ნება და, შესაბამისად, თავიანთი სულგრძელი მიზნებიც ბოლომდე მიღწეული იხილეს. პირველი: კომპანია იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია ხალხის ძალმოსილებისთვის (კონსოლიდაცია გარდაუვალი იყო ახალი ოპერაციების მასშტაბურობისა და სირთულის გამო). მეორე: ლატარია გახდა ფარული, უფასო, ყველასთვის მისაწვდომი; გაუქმდა წილების ქორვაჭრული გაყიდვა. ბაალის მისტერიებთან ზიარების შემდეგ ყოველი მოქალაქე ავტომატურად ერთვებოდა საკრალურ ლატარიაში, რომელიც ტარდებოდა ღვთის ლაბირინთებში ყოველ მესამოცე დღეს და განსაზღვრავდა თითოეული ბაბილონელის ბედს მომდევნო გათამაშებამდე. ამან უთვალავი შედეგი გამოიღო. იღბლიან ლატარიას შეიძლებოდა კაცი მოგვების საბჭომდე აემაღლებინა, ან მისი მტრის დაპატიმრება გამოეწვია (ფარულად ან ყველასთვის თვალსაჩინოდ), ან საშუალება მიეცა მისთვის, თავისი ოთახის მშვიდობიან ბინდბუნდში ეპოვა ქალი, რომელიც მას ააღელვებდა ან რომლის ნახვის იმედი აღარც კი ჰქონდა. უიღბლო გათამაშებას კი შეიძლებოდა მოეტანა დასახიჩრება, პატივის აყრა, თვით სიკვდილი. ზოგჯერ ერთადერთი ცდომილება: მავანის მკვლელობა ტავერნაში, მავანის იდუმალი აპოთეოზი - შეიძლებოდა ყოფილიყო ოცდაათი თუ ორმოცი ლატარიის შთაგონებული შედეგი. სანაძლეოთა კომბინირება ძნელი საქმე იყო, მაგრამ უნდა გავიხსენოთ კომპანიის ყოვლისშემძლეობა და გონიერება (მაშინაც და ახლაც). ბევრ შემთხვევაში, იმის ცოდნა, რომ ზოგიერთი ბედნიერი დასასრული, უბრალოდ, იღბლის ამბავი იყო, ამცირებდა ასეთი შედეგების ძალას. ამ პრობლემის აღკვეთის მიზნით, კომპანიის აგენტები მიმართავდნენ ჩაგონებას, თვით მაგიასაც კი. ბილიკები, რომლებსაც ისინი მისდევდნენ, ინტრიგები, რომლებსაც ხლართავდნენ, მუდამ დაფარული რჩებოდა. თითოეული ადამიანის უშინაგანეს იმედებსა თუ შიშებში შესაღწევად ისინი ასტროლოგებსა და ჯაშუშებს მიმართავდნენ. იყო ერთგვარი ქვის ლომები, საკრალური საპირფარეშო სახელად ქაპქა, ნაპრალები მტვრიან აკვედუკში: ამ ადგილებიდან, საყოველთაო რწმენით, შესაძლებელი იყო კომპანიამდე მიღწევა, და კარგისა თუ ცუდის მსურველი ადამიანები სწორედ მსგავს წერტილებში ტოვებდნენ კონფიდენციალურ შეტყობინებებს. ანბანური თანმიმდევრობით შედგენილ საქაღალდეში ცვლადი უტყუარობით შედგენილი ეს დოსიეები ეწყო.

     დაუჯერებელია, მაგრამ იქ ლაპარაკობდნენ ფავორიტიზმზე, კორუფციაზე. მისთვის ჩვეული სიფრთხილიდან გამომდინარე, კომპანია პირდაპირ პასუხს არ იძლეოდა. ამის სანაცვლოდ, თავის მოკლე არგუმენტს ნიღბების ქარხნის ყორის ქვას მიაჯღაბნიდა ხოლმე. ეს თავის მართლება ამჟამად წმინდა წერილებში შედის. ის დოგმატურად აღნიშნავდა: ლატარია იღბლის ჩართვაა სამყაროს წესრიგში და ცდომილებათა მიღება შანსის გაძლიერებას ნიშნავს და არა მის შეწინააღმდეგებასო. ასევე აღნიშნავდა იმასაც, რომ ის ქვის ლომები თუ საიდუმლო საპირფარეშოები - თუნდაც არცთუ კანონგარეშედ გამოცხადებული კომპანიის მიერ - მაინც ვერ მოქმედებდნენ ოფიციალური გარანტიებით. ამ განაცხადმა ხალხი ჩააწყნარა. თუმცა სხვა შედეგებიც მოიყოლა, იქნებ გაუთვალისწინებელიც მისი ავტორისთვის. ამან სიღრმისეულად შეცვალა კომპანიის სულიცა და მოქმედებებიც...

     ცოტა დრო დამრჩა. გემი მალე გავაო, გვითხრეს. მაგრამ შევეცდები, აგიხსნათ.

     რაოდენ ნაკლებად სარწმუნოც უნდა ჩანდეს, იმ მომენტამდე არავის შეემუშავებინა თამაშის ზოგადი თეორია. ბაბილონელები სპეკულაციური ხალხი არ გახლავთ, ისინი შემთხვევის კარნახს ემორჩილებიან, მას უქვემდებარებენ თავიანთ ცხოვრებას, იმედებს, უსახელო ზაფრას, თუმცა აზრადაც არასოდეს მოსდით, ჩაეძიონ შემთხვევის ლაბირინთულ კანონებს ან განმეორებად სფეროებს, რომლებშიც მისი მუშაობა მჟღავნდება. მიუხედავად ამისა, ჩემ მიერ ნახსენებმა ნახევრად ოფიციალურმა განაცხადმა სამართლებრივი და მათემატიკური ხასიათის უამრავი დებატი მოიყოლა. ერთ-ერთი მათგანიდან წარმოიშვა შემდეგი ვარაუდი: თუ ლატარია შანსის გაინტენსიურებაა, ქაოსის პერიოდული შესხურება კოსმოსში, მაშინ იქნებ უპრიანია, რომ შანსი ლატარიის ყველა ასპექტში შემოიჭრას და არა მხოლოდ ერთში? განა შეუსაბამო არ არის, რომ შემთხვევამ განსაზღვროს ადამიანის სიკვდილი, ხოლო სიკვდილის გარემოებები - განმარტოებით მოდის ის თუ საჯაროდ, ერთ საათს გრძელდება თუ მთელ საუკუნეს - შემთხვევას არ ექვემდებარებოდეს? ამ სავსებით კეთილგონივრულ შესიტყვებებს, საბოლოოდ, ძირფესვიანი რეფორმა მოჰყვა. ახალი სისტემის სირთულეები (კიდევ უფრო გართულებული საუკუნეების განმავლობაში) მხოლოდ ერთ მუჭა სპეციალისტებს ესმით, თუმცა მაინც ვეცდები, შევაჯამო ისინი, თუნდაც სიმბოლურად.

     წარმოვიდგინოთ პირველი ლატარია, რომელიც მავანს სასიკვდილოდ გაწირავს. ამ გადაწყვეტილების შესრულებისას თამაშდება მომდევნო ლატარია, რომლიდანაც გამოდის, ვთქვათ, ცხრა შესაძლებელი სასამართლოს აღმასრულებელი. მათგან ოთხს შეეძლო წამოეწყო მესამე ლატარია, რათა განესაზღვრა ჯალათის სახელი, ორს შეეძლო შეეცვალა უიღბლო შედეგი იღბლიანით (ვთქვათ, განძის აღმოჩენით), კიდევ ერთი გადაწყვეტდა, რომ სიკვდილი უნდა გამძაფრდეს (ვთქვათ, პატივის აყრის დამატებით ან წამების საშუალებათა გაუმჯობესებით), სხვებს შეიძლება, უბრალოდ, უარი ეთქვათ განაჩენის აღსრულებაზე... ასეთია - სიმბოლურად თუ გამოვთქვამთ - ლატარიის სქემა. რეალურად, წილისყრის რიცხვი უსასრულოა. არც ერთი გადაწყვეტილება არ არის საბოლოო: ყველა გადაწყვეტილება სხვებში გადადის. უმეცარი ასკვნის, რომ უსასრულო გათამაშებას უსასრულო დრო სჭირდება, არადა, მხოლოდ ისაა საჭირო, რომ დრო უსასრულოდ დაყოფადი იყოს, როგორც კუსა და აქილევსის სახელგანთქმულ პარაბოლაშია. უსასრულობა თვალში საცემად კარგად უთავსდება შემთხვევის რთულ რიცხვს და პლატონიკოსთა საყვარელ ლატარიის ზეციურ არქეტიპს... ჩვენი ჩვეულების რომელიღაც დეფორმირებული ექო, როგორც ჩანს, ტიბროსამდე მივიდა. თავის წიგნში „ანტონიუს ჰელიოგაბალუსი“ ალიუს ლამპრიდიუსი გვეუბნება, რომ იმპერატორმა ნიჟარებს დააწერა ხვედრი, რომელსაც სადილზე მოწვეულ სტუმრებს უმზადებდა: ზოგი მიიღებდა ათ ფუნტ ოქროს, სხვები - ათ შინაურ ბუზს, ათ ძილგუდას, ათ დათვს. ცუდი არ იქნებოდა გაგვეხსენებინა, რომ ჰელიოგაბალუსი აღიზარდა მცირე აზიაში, თავისი თანამოსახელე ღმერთის ქურუმებთან.

     არსებობს აგრეთვე უპიროვნო ლატარიები, რომელთა მიზანი ბუნდოვანია. ერთი ლატარია გადაწყვეტს, რომ ტაპრობანის საფირონი ევფრატის წყლებში ჩავარდეს; მეორის მიხედვით, რომელიმე კოშკის წვერიდან ჩიტი უნდა გაუშვან; კიდევ ერთი ამბობს: ყოველ ას წელიწადში ერთხელ ერთ-ერთი ზღვის სანაპიროს უთვალავ ქვიშას კიდევ უნდა დაემატოს (ან გამოაკლდეს) ქვიშის ერთი მარცვალიო. ზოგჯერ ამას საშინელი შედეგები მოჰყვება.

     კომპანიის კეთილისმქმნელი გავლენით, ჩვენი წეს-ჩვეულებები შემთხვევითობაში არ დაინთქა. თორმეტი ამფორა დამასკური ღვინის მყიდველი არ გაოცდება, თუ რომელიმე მათგანში თილისმას ან გველგესლას აღმოაჩენს. კანცელარიის მწერალი, რომელიც კონტრაქტს ადგენს, ყოველთვის ჩაიდენს რაღაც შეცდომას. მე თვითონ ამ სიჩქარეში გავამრუდე რაღაც მშვენიერება, რაღაც სისასტიკე, შესაძლოა - რაღაც იდუმალი მონოტონურობა... ჩვენმა ისტორიკოსებმა, ყველაზე გამჭრიახმა მთელ პლანეტაზე, შემთხვევის შესწორების მეთოდი გამოიგონეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ მეთოდის შედეგები (მთლიანობაში) ნდობას იმსახურებს, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ისინი არასოდეს ქვეყნდება სიცრუის გარეშე. გარდა ამისა, არაფერია ისე აჭრელებული გამონაგონით, როგორც კომპანიის ისტორია... რომელიღაც ტაძარში გათხრების შედეგად ნაპოვნი პალეოგრაფიული დოკუმენტი შეიძლება მოდიოდეს გუშინდელი ან რამდენიმე საუკუნის წინანდელი ლატარიიდან. არც ერთი წიგნი არ ქვეყნდება ისე, რომ რაღაც სხვაობა არ იყოს რედაქტორის თითოეულ ეგზემპლარს შორის. მწერლები დებენ საიდუმლო აღთქმას - გამოტოვონ, ჩართონ, შეცვალონ. მიღებულია აგრეთვე არაპირდაპირი სიყალბე.

     თავის ღვთაებრივ თავმდაბლობაში, კომპანია თავს არიდებს ყოველგვარ საჯაროობას. მისი აგენტები, რასაკვირველია, ფარულად მოქმედებენ. მის მიერ მუდმივად (იქნებ ყოველწუთიერადაც) გაცემული განკარგულებები არაფრით განსხვავდება იმათგან, რასაც მასობრივად ავრცელებენ ყალთაბანდები. გარდა ამისა, ვინ იტრაბახებს იმით, რომ მხოლოდ ყალთაბანდია? მთვრალი კაცი, რომელიც აბსურდულ ბრძანებას ბლუკუნებს; მძინარე, რომელიც უეცრად იღვიძებს, გადმობრუნდება და ახრჩობს გვერდით მწოლიარე ქალს: - იქნებ ისინი კომპანიის ერთ-ერთ საიდუმლო დავალებას ასრულებენ? ეს უჩუმარი ფუნქციონირება (ღმერთის მოქმედებასავით) არც ერთ ვარაუდს არ გამორიცხავს. ერთი უხამსად აცხადებს: კომპანიამ ასეულობით წლის წინ შეწყვიტა არსებობა და რომ ჩვენი ცხოვრების საკრალური უწესრიგობა მემკვიდრეობითია და ტრადიციულიო; მეორეს სჯერა: კომპანია მარადიულია და იარსებებს ბოლო ღამემდე, როცა უკანასკნელი ღმერთი დედამიწას მოსპობსო; მესამის აზრით, კომპანია ყოვლისშემძლეა, თუმცა მხოლოდ პატარა რამეებს ეხება: ფრინველის ძახილს, მტვრისა და ჟანგის ჩრდილებს, განთიადის ნახევარსიზმრებს... მავანი შენიღბული ერეტიკოსი ჩურჩულებს: კომპანიას არასოდეს უარსებია და არც არასდროს იარსებებსო. კიდევ სხვა, არანაკლებ საბრალო, ამტკიცებს: არავითარი განსხვავება არ არის იმაში, ვამტკიცებთ თუ უარვყოფთ ჩრდილოვანი კორპორაციის არსებობას, რადგან ბაბილონი სხვა არაფერია, თუ არა შემთხვევითობის უსასრულო თამაშიო.

წაიკითხეთ სხვა ავტორებიც

შტეფან ცვაიგი შეფან ცვაიგი, ლიტერატურა, ქველი, Stefan Zweig, literature, literatura, qwelly, avtori, cnobili avtori, სხვა ავტორები მარკ ტვენი მარკ ტვენი, ლიტერატურა, ქველი, Mark Twain, literature, literatura, qwelly, avtori, cnobili avtori, სხვა ავტორები ედგარ პო ედგარ პო, ლიტერატურა, ქველი, Edgar Poe, literature, literatura, qwelly, avtori, cnobili avtori, სხვა ავტორები ერნესტ ჰემინგუეი ერნესტ ჰემინგუეი, ლიტერატურა, ქველი, Ernest Hemingway, literature, literatura, qwelly, avtori, cnobili avtori, სხვა ავტორები
მიხაილ ბულგაკოვი მიხაილ ბულგაკოვი, ლიტერატურა, ქველი, Mikhail Bulgakov, literature, literatura, qwelly, avtori, cnobili avtori, სხვა ავტორები ანტონ ჩეხოვი ანტონ ჩეხოვი, ლიტერატურა, ქველი, Anton Chekhov, literature, literatura, qwelly, avtori, cnobili avtori, სხვა ავტორები ჯონ გოლზუორთი ჯონ გოლზუორთი, ლიტერატურა, ქველი, John Galsworthy, literature, literatura, qwelly, avtori, cnobili avtori, სხვა ავტორები ფრანც კაფკა ფრანც კაფკა, ლიტერატურა, ქველი, Franz Kafka, literature, literatura, qwelly, avtori, cnobili avtori, სხვა ავტორები

ნახვა: 1412

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: Other dragon communion spells for frost/ice damage

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 10:38am 0 კომენტარი

So these are the strongestSamurai builds we do think you should play in Elden Ring now, and if you need some Elden Ring runes to Elden Ring Runes build your character, welcome to get the best deal on our store!

Elden Ring Rune Farming Guide 2024: Top 5 Best Early & Late Game Rune Farms (Locations) Elden Ring Rune Farming Guide 2024: Top 5 Best Early & Late Game Rune Farms (Locations)1/4/2024 3:44:20 PMTag:Starter…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters