12 ივლისი, კვირა

      დღეს მამა ნიკოლასს შევხვდები გეთსიმანიის ბაზილიკაში, სადაც ღვთისმშობლის აკლდამაა. იქ წირვას დავესწრებით, სტუმართმოყვარე მამის სახლში ჩაის დავლევთ და ბეთანიისკენ ერთად გავეშურებით. ჩვენ მიწვეულნი ვართ ბეთანიის მცირე მონასტერში, რომელიც იმ ადგილასაა აგებული, სადაც მართა ქრისტეს შეხვდა და ტირილით უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“.[1] ომამდე იქ რუსი მომლოცველებისთვის სახლი იდგა; ომის შემდეგ მისი ნანგრევებიღაა დარჩენილი. იქ ახლა ინგლისელი მონაზვნები ცხოვრობენ, რომელთაც ცოტა ხანია, რაც მართლმადიდებლობა მიიღეს.

      გეთსიმანია ახლა მხოლოდ ბერძნებისა და სომხებისაა. ბაზილიკა მიწის ქვეშაა. იქ ჩასასვლელად ორმოცდარვა საფეხური უნდა ჩაიარო. ახლანდელი შესასვლელი იმ ფანჯრის ადგილზეა, რომელიც ადრე კარის ზემოთ იყო. სავარაუდოა, რომ აკლდამას ზემოთ იდგა ბაზილიკა, რომელიც სპარსელებმა გაანადგურეს. ბაზილიკის ირგვლივ, მიწის ზედაპირზე სამშენებლო მასალებია მიმოფანტული. თავდაპირველ შესასვლელამდე, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება, 12 საფეხურის ჩავლაა საჭირო. წირვა ბერძნულად მიმდინარეობდა. ბაზილიკაში ძალიან ბნელოდა. ღვთისმსახურებას მხოლოდ რუსული გეთსიმანიიდან მოსული რამდენიმე მონაზონი ესწრებოდა. ერთი მათგანი მეფსალმუნის მოვალეობას ასრულებდა. რამდენიმე ლოცვა მოლდავურადაც კი იგალობა. ალბათ, მოლდაველი იყო. წირვის შემდეგ ანთებული სანთლით ხელში მთელი ბაზილიკა მოვიარე. იქ რაიმე უჩვეულო ნივთი ან ხელოვნების ნიმუშ არ ყოფილა. ბერძნულ წირვას სომხური წირვა მოჰყვა.

      კართან ერთი ფრანცისკელი შემხვდა, რომელიც ხელმარცხნივ მდებარე პატარა შენობიდან, ფრანცისკელთა სამლოცველოდან გამოვიდა. იგი უფლის საფლავის კათოლიკური მონასტრის წინამძღვარი აღმოჩნდა. მისთვის გადასაცემი სარეკომენდაციო წერილი ჯიბეში მედო. ფრანგი იყო, მაშასადამე, ლაპარკის მოყვარული. მან მითხრა: „სომხები და ბერძნები ოსმალთა ხელისუფლებასთან ჩვენ წინააღმდეგ ხრიკებს ხლართავდნენ; მოღალატეობას და სახელმწიფოს ურჩობას გვაბრალებდნენ. ჩვენ დავიდარაბს თავი ავარიდეთო“.

      ბეთანიისკენ საკმაოდ კარგი სამანქანო გზა მიდიოდა, სოფელ სილოამს გასცდებოდა და შემდეგ მარცხნივ, იოსაფატის ველსა და მდინარე კედრონს შა მიემართებოდა. ეს გზა ზეთისხილის მთიდან იერიქონამდე პირდაპირ მიდიოდა, ხოლო მეორე გზა - ზეთისხილის მთიდან ბეთბაგემდე.[2] სახარების თანახმად, ქრისტემ ეს მეორე გზა აირჩა. სოფელს რატომ გაერიდა? ვცდილობდი, ამ კითხვაზე პასუხი მეპოვა და მამა ნიკოლასმა, თითქოს ჩემი გულის ნადები ამოიცნოო, მითხრა: „უმჯობესია, სოფელს გავერიდოთ, ძალიან ცუდი სახელის მქონეოა“. ესე იგი, ცუდი სახელი უწინაც, ჩვენი მაცხოვრის დროსაც ჰქონია! რა დამახასიათებელია ამგვარი რამ აღმოსავლეთისთვის: აქ ყველაფერი, ცუდიც კი, შემორჩენილია, თუმცა, წმინდა ქალაქის გვერდითაა, სადაც ამდენი სისხლი დაიღვარა სიკეთისა და უკეთესი ცხოვრების სახელით, სადაც ქრისტეს მიმდევრობის ჭეშმარიტი მაგალითების მოწმენი გახდნენ!

      გზად, „მამა ჩვენოს“ მონასტერში შევიარეთ. გადმოცემის თანახმად, ქრისტემ პირველად ამ ადგილას თქვა ეს ლოცვა. ეკლესია ჯერ კიდევ დაუმთავრებელი იყო. ბაღში სამშენებლო მასალად გამოსაყენებელი დიდი ქვები ეწყო. ალბათ, უზარმაზარ ნაგებობას აშენებდნენ. დარბაზში ქაღალდის ფურცლები ეკიდა, რომლებზეც ლოცვა მსოფლიოს ყველა ენაზე ეწერა.

      ოცი წუთი ვიარეთ და ბეთანია დავინახეთ. შრს მკვდარი ზღვა და წმინდა მდინარე იორდანე მოჩანდა. თვალს არ ვუჯერებდი, რომ ეს იყო ბეთანია - სოფელი, რომელსაც მაცხოვარი ეწვია და სადაც, მისი საუკეთესო მეგობრები, ერთ ძმა და ორი და ცხოვრობდნენ. ჩვენ ხომ ცოტა რამ ვიცით მათ ურთიერთობაზე, მაგრამ რა წარმტაცია ის, რაც სახარებაში წერია! თითოეული სიტყვა ისეთი მშვენიერი, ისეთი ძვირფასი, ამაღლვებელი და ნუგეშისმცემელი...

      მერე ნანგრევები დავინახეთ. ალბათ, ჯვაროსანთა დროის საკათედრო ტაძრის ნაშთები იყო. სოფლის თავში ერთი ძალიან კოხტა შენობა და იქაურ ბინადართა ბანიანი სახლები იდგა. მოშორებით ყვავილნარით გარშემორტყმული ბერძნული მონასტერი მოჩანდა. იგი სოფლის განაპირას, იერიქონისკენ მიმავალი გზის გვერდით იყო აშენებული. ბაღი უდაბნოს ესაზღვრებოდა.

      როგორც ჩანს, ქრისტიანულ მონასტერს აქ დიდ პატივს სცემდნენ და ძალიან აფასებდნენ. ერთ არაბს ვთხოვეთ, რომ მონასტრის გზა ესწავლებინა და მან თავაზიანად გვაჩვენა საით უნდა წავსულიყავით. მერე კი დაუმატა, ბავშვი ავად მყავს, ხვალ იქ წასვლას და მონაზვნებთან ბავშვის წაყვანას ვაპირებო. მისი ნათქვამიდან დავასკვენი, რომ მონაზვნებს სავადმყოფო ჰქონდათ. ამ ქვეყანაში ავადმყოფის მკურნალობას სპეციალური სამედიცინო განათლება არ სჭირდება. თითქმის ყველა ავადმყოფობა იქაურთა უსუფთაბითაა გამოწვეული, ასე რომ, ამ სნეულებათა წინააღმდეგ ბრძოლის უპირველესი და საუკეთესო საშუალება სისუფთავეა.

გეთსიმანია, ბეთანია, ლიტერატურა, გრიგოლ ფერაძე, იერიქონის ვარდები, Qwelly, literature, getsimania, eriqonis vardebi

      მონასტერს აშკარად ეტყობოდა რომ გადაკეთებული იყო, შესაძლოა, ინგლისური ფონდების წყალობით. აქ იდგა ერთი დიდი, ორსართულიანი, ფართოაივნიანი სახლი, ძალიან რომ ჰგავდა იმ სახლებს, რომელნიც მართასა და მარიამთან ქრისტე სტუმრობის ამსახველ სურათებზეა გამოსახული. მონასტერში ორი დედა-წინამძღვარი იყო. ერთს მართა ერქვა, მეორეს - მარიამი. ისინი მართლმადიდებელი არაბი გოგონებისთვის სკოლის დაარსებასა და უფრო დიდი ეკლესიის აშენებას აპირებდნენ. ჩემი აზრით, ეს სულაც არ იყო საჭირო, პატარა და ლამაზად მოწყობილი სამლოცველო ჰქონდათ, რაც მათთვის სრულიად საკმარისი გახლდათ იქ სულ ხუთნი თუ ექვსნი ცხოვრობდნენ, სამლოცველოში კი ოცდაათზე მეტი დაეტეოდა, თუმცაღა მათ საქმეში ჩარევა სულაც არ მინდოდა. აქ, პალესტინაში, ჩინებული ეკლესიის ფლობას საჭიროება არ განაპირობებს, ეს მფლობელებისთვის ღირსებისა და პატივმოყვარეობის დამაკმაყოფილებელი საშუალებაა, მათი კეთილდღეობის მაჩვენებელი.

      სადილობისას მონაზვნებმა ამ ადგილის მათებური ისტორია გვიამბეს: ღვთისმოსავ ოჯახს აქ არ უცხოვრია, ამ ადგილას მარიამი და ქრისტე შეხვდნენ ერთმანეთსო. ამის დასამტკიცებლად ბაღში წარწერიანი ლოდი მაჩვენეს. მონაზვნებს ლოდი ბოქლომდადებულ ყუთში ქონდათ მოთავსებული, როგორც დიადი რელიკვია. ჩვენ დიდი პატივი დაგვდეს, ეს ლოდი რომ გვაჩვენეს. წარწერა მდაბიური ბერძნულით იყო შესრულებული, რაც იმას ადასტურებდა რომ მისი ავტორი დიდად განათლებული არ გახლდათ. ეჭვმა გამიელვა: ლოდი ნაყალბევი ხომ არ იყო, რომ ეს უდაბური ადგილი, რომელსაც სხვაგვარად დიდი ფასი არ ექნებოდა, მერე ძვირად გაეყიდათ? რუსეთის სასულიერო წარმომადგენლობა და პალესტინის მართლმადებლური საზოგადოება[3], დიდი ავლა-დიდების და შემოსავლის მქონენი, მშიერი მგლებივით დაეძებდნენ გადმოცემებზე დაფუძნებული წარმომავლობის ადგილებს და ხშირად, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ყიდულობდნენ. საკმარისი იყო რომელიმე საიდუმლოებით მოცულ არაბს არქიმანდრიტისთვის ეთქვა, რომ იცოდა, სად იყო (ან ჰქონდა) გასაყიდი „ანტიკვარი“, სასულიერო პირი უმალვე შეეხვეწებოდა, ამ ადგილის საიდუმლო კათოლიკეს ამ პროტესტანტს არ გაუმხილოო. ეს კი იმის გარანტია გახლდათ, რომ გამყიდველი რუსეთის სასულირო წარმომადგენლობისგან იმდენ ფულს მიიღებდა, რამდენსაც მოისურვებდა.

      მონაზვნებმა, როგორც ჩანს, ექსპერტად მიმიჩნიეს და უნდოდათ, რომ წარწერის უტყუარობა დამედასტურებინა. მე რაიმეს დაბეჯითებით თქმას მოვერიდე. ვუთხარი, წარწერის სტილი ერთობ მდაბიური და გრამატიკულად გაუმართავია, მაგრამ მაშინვე დავუმატე, ამბავი, რომელიც ჩვენი მაცხოვრის აქაურ ეპიზოდს გადმოგვცემს, ძალიან ძველია,რაც ირგვლივ მიმოფანტული ძველი მოზაიკის ნარჩენებითა და საძირკვლის ნანგრევებით დასტურდება-მეთქი გადმოცემის თანახმად, ეკლესია აქ იყო აღმართული, სადაც ახლა ვიდექით. იქვე, ეკლესიის სახურავქვეშ, იყო წყალსატევიც. მოზაიკის რამდენიმე სანიმუშო ნატეხი ავიღე და წინამძღვარს მივეცი, რომ სამლოცველოში შეანახა. მამა ნიკოლასმა ურჩია, თუ ახალი ეკლესიის აშენებას გადაწყვეტდნენ, უსათუოდ იქ აეგოთ, სადაც ძველი ეკლესია იდგა და სტილით დაეცვათ.

      კარგი იქნებოდა, მონაზვნებს თავი რომ მოეყარათ იმ ნახატებისთვის, რომლებზეც სხვადასხვა ეპოქის მხატვრებს მართასა და მარიამის სახლში იესოს იესოს სტუმრობა ჰქონდათ გამოსახული. გადავწყვიტე, ვარშავიდან მათთვის სემირადისკის[4] ნახატის ასლი გამომიგზავნა.

      მონასტრი და როცა წამოვედით, გაგანია სიცხე იყო, მაგრამ მეჩქარებოდა, რადგან დღეს წმინდა ჯვრის მონასტერში უნდა წავსულიყავი. წმინდა ჯვრის მონასტერი საათნახევრის სავალზე იყო იერუსალიმიდან, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით. ამის გამო სოფელ სილოამის გავლით წამოვედით, თანაც ასე ჩვენს მოგზაურობას უფრო მრავალფეროვანს გავხდიდით. გზა იმ მღვიმესთან გადიოდა, სადაც წმინდა ლაზარე იყო დაკრძალული. მიწას კერძო მესაკუთრე ფლობდა და როცა იქ ჩავიარეთ, ერთმა ყმაწვილმა, ვგონებ, მეპატრონის ვაჟმა, დაგვინახა, მოგვიახლოვდა და რუსულად დაიწყო წმინდა სამარხის ქება-დიდება. ჩვენ საუბარი ინგლისურად დავიწყეთ, რომ ვერ მიმხვდარიყო რას ვამბობდით. „ინგლისელები ხართ“ - გვკითხა მან. ჩვენ პასუხი არ გაგვიცია და ინგლისურად დაგვიწყო ლანძღვა-გინება. ამის საბაბი ჰქონდა: ინგლისელი ხელისუფალნი პალესტინაში ხელს არ უწყობდნენ ამგვარ საქმიანობას, ენერგიულად ებრძოდნენ სიღატაკეს, ყოველგვარ თაღლითობას, მომლოცველთა მომტყუებლებსა და ფულის დამცინცვლელებს. აქ რომ რუსული მართველობა ყოფილიყო, ამგვარ ხალხს, ალბათ, უყოყმანოდ ხელს შეუწყობდა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით. მამა ნიკოლასი მარწმუნებდა რომ მხოლოდ რუსეთს უნდა ჰქონოდა მანდატი წმინდა მიწაზე პროტექტორატის დასამყარებლად, რადგან ის იყო ღვთის მოყვარული ქვეყანა და ერი, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღოდა წმინდა მიწაზე.

      სილოამში არანაირი თავგადასავალი არ გადაგვხდომია.

      უნდა მეჩქარა. ფრანცისკელთა გეთსიმანიის წინ მე და მამა ნიკოლასი ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და მე წარმომადგენლობისკენ გავეშურე, რომ სამდღიანი მოგზაურობისთვის აუცილებელი ბარგი ჩამელაგებინა.

      ხუთი წლის წინ გამოშვებული იერუსალიმისა და მისი შემოგარენის რუკა, რომელიც რამდენიმე წლის წინ შევიძინე, ახლა უკვე გამოუსადეგარი გახლდათ. მონასტერი თითქმის ქალაქში იყო მოქცეული. უდაბნოს ადგილას ახალი ქუჩები, ევროპული ყაიდის ვილები და მშვენიერი სახლები იყო წამოჭიმული. ადრე მონასტრამდე მისვლა ნამდვილი მოგზაურობა იყო, ახლა კი - მხოლოდ ხანმოკლე გასეირნება. იქამდე ავტობუსით მისვლა მცირე საფასურით შეგეძლოთ. გზა რამდენჯერმე ვიკითხე. უმეტესად ებრაელები მხვდებოდე. ინგლისური ყველამ იცოდა, მაგრამ უცებ იმ ქვეყნის ენაზე იწყებდნენ ლაპარაკს, საიდანაც იყვნენ გადმოსახლებულნი. უმრავლესობას პოლონურად მივმართავდი და, მართლაც უმეტესად პოლონელი ებრაელები აღმოჩნდებოდნენ ხოლმე.

      მონასტერი მთის ძირში იდგა და შორიდან არ ჩანდა. შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს ჰგავდა. მონასტრის კარიბჭესთან ერთი არაბი იდგა. თვით კარიბჭე ძალიან დაბალი იყო: თავი რომ არ მიგერტყათ, თავდახრილი უნდა შესულიყავით. შევეცადე, არაბს გამოვლაპარაკებოდი. მალხიდან იყო - ქართული სოფლიდან. მონასტრის მცველის ვაჟი აღმოჩნდა. „ამ მონასტრის მცველობის უფლება ჩვენს ოჯახს აქვს, - მითხრა მან. მამაჩემის სიკვდილის შემდეგ ან მე გავხდები მცველი ან ჩემი ძმა“. მინდოდა გამეგო, თუ სმენოდა, რომ გადმოცემით, ამ სოფლის ბინადარნი საქართველოდან იყვნენ გადმოსახლებული. „დიახ, ვიცით, მაგრამ ეგ ძალიან ძალიან დიდი ხნის წინ იყო, - მიპასუხა არაბმა.

      გასულ საუკუნეში მონასტერში იერუსალიმის საპატრიარქოს სასულიერო სემინარია იყო განთავსებული და ამის გამო იგი ცოტათი გადაკეთებულიც იყო. ახლა აქ მხოლოდ ერთი არქიმანდრიტი, ერთი მორჩილი და რამდენიმე ასაკოვანი ცხოვრობდა. მონასტრის დიდი ნაწილი ბინებად იყო გადაკეთებული და რამდენიმე ოჯახზე გაქირავებული. მათ გარდა, აქ ცხოვრობდა კვიპროსის ავტოკეფალური ეკლესიის ყოფილი მიტროპოლიტი ნიკოდემოსიც.

      მონასტრის წინამძღვარი, მამა იოანიკიოსი, უკვე მელოდა. რუსულად კარგად ლაპარაკობდა. ომამდე ერთხანს რუსეთში, ტაგანროგში, იერუსალიმის საპატრიარქოს მეტოქიონში[5] მოღვაწეობა. მე პატრიარქისთვის განკუთვნილი ოთახები დამითმეს. აქ იყო პატრიარქის სამყოფელი, როცა მონასტერში რჩებოდა. ოთახები ზედა სართულზე იყო და ჰქონდა პატარა აივანიც რომელიც ქუჩას გადაჰყურებდა. იქიდან დავინახე, მცველის მთელი ოჯახი ეზიდაბ რომ გამოვიდა. დიდ ლოდზე ჩამოსხდნენ საუბრობდნენ და გამვლელ ებრაელებს უყურებდნენ. ქუჩის გადაღმა ებრაელები ცხოვრობდნენ, გადმოღმა არაბები.

      „ეს მონასტერი ორ ყაჩაღს შორის მაცხოვრის ჯვარივით არის აღმართული, - თქვა არქიმანდრიტმა, - სახარების მიხედვით, ერთი ყაჩაღი ცხონდა. ნეტავ, ამათგან რომელნი ცხონდებიან: ებრაელები და არაბები?“.

      პატარა ბიჭმა, ალბათ, იმ კაცის შვილი რომ იყო, ვისაც მე ველაპარაკე, დიდი დოქით წყალი მოიტანდა და ოჯახს დაალევინა. ჩემ თვალწინ კვიპაროსების მშვენიერი ბაღი იყო გადაშლილი. ბაღი ძალიან ძველი ჩანდა. კედლითა და ეკლიანი მავთულხლართის გულმოდგინეთ შემორაგული. ბორცვზე გაშენებული ბაღის უკან იერუსალიმი იწყებოდა. დღის შთაბეჭდილებებით დაქანცულს მიხაროდა, რომ აივანზე ჩემთვის ვიჯექი და საღამოს უჩვეულოდ კეთილსურნელოვან ჰაერს ვისუნთქავდი.

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] იოანე11, 20-22.

[2] ბეთბაგე (არამ. „ლეღვის სახლი“) - უძველესი ადგილი ბეთანიასთან ახლოს, ზეთისხილის მთის ფერდობზე, იგი მოხსენიებულია მათესა და მარკოზის სახარებებში (იხ. მათე 21, 1; მარკოზი 11, 1).

[3] პალესტინური მართლმადებლური საზოგადოება (Православное палестинское общество) - რუსული საქველმოქმედო და სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოება, რომელიც დაარსდა 1882 წელს

[4] ჰენრიკ სემირადსკი - პოლონელი მხატვარი (1834-1902). მისი ნამუშევარი „ქრისტე მარიამისა და მართას სახლში“ (1888 წ.) ინახება პეტერბურგის რუსულ მუზეუმში.

[5] მეტოქე (ბერძნ. metochion) - მონასტრის ფილიალი. ეკლესია ან მონასტერი, რომელიც ექვემდებარება სხვა ეკლესიასა თუ მონასტერს.

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 547

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

But the impact of the dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 29, 2024.
საათი: 4:15am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Your Manual to Easy On-line Courting

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 28, 2024.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







Within the electronic age, getting a romantic link has not been simpler, because of the myriad of relationship web sites readily available. However, Lots of individuals are delay by the wearisome signal-up processes and unlimited questionnaires that the majority platforms need. For anyone trying to dive straight in to the courting pool without the headache of creating an account, free dating web sites without having signal-up provide a convenient and fast way to begin…

გაგრძელება

As disappointing because the minimum alternatives

გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: მაისი 28, 2024.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

As disappointing because the minimum alternatives in Madden 24 have been, it is nevertheless come what may higher than what we've now. When we relocate, we've 3 pre-designed alternatives for uniforms, a number of  which might be manifestly in templates of actual groups in the sport. We're now no longer even capable of simply replacing a group's uniforms without relocating.

Logos have been on par with what you would anticipate 15 years in the past: the identical organization…

გაგრძელება

Matchmaking In NYC

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 28, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი







New York City, with its legendary skyline and bustling streets, is often referred to as a place where by dreams occur correct. Having said that, For numerous singles, discovering enjoy in the city that never ever sleeps is usually a daunting process. The speedy-paced Way of life, varied population, and countless social prospects will make the dating scene both of those thrilling and frustrating. This is when matchmaking providers in NYC arrive into Engage in, providing a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters