დოდო გარეჯელის მონასტერი

Dodo_Garejeli, iconography, monastery, qwelly, გარეჯა, დავით_გარეჯი, დოდო_გარეჯელი, დოდო_გარეჯელის_მონასტერი, დოდოს_მონასტერი, იკონოგრაფია, მონასტერი, მონასტრის_ფერწერა, მხატვრობა, ფერწერა, ხატწერა

      გარდამავალი პერიოდის ქართული კედლის მხატვრობის ერთ-ერთ გამორჩეულ ძეგლს წარმოადგენს წმ. დოდოს მცირე ეკლესიის მხატვრობა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში.

      წმ. დოდოს ეკლესია კლდეშია გამოკვეთილი. იგი ძლიერ დაზიანებულია, შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის აფსიდის კონქი, კლდეში გამოკვეთილი უყელო გუმბათი, ჩრდილო კედელი და დასავლეთი ნარტექსის კედლის ნაწილი. საკურთხევლის აფსიდში შემონახულია VIII-IX სს-ების მხატვრობა. კონქში წარმოდგენილია საყდარზე მჯდომი ქრისტე მაკურთხეველი მარჯვენით და გადაშლილი წიგნით მარცხენა ხელში, რომელზეც ქართული წარწერის კვალია შემორჩენილი. საყდარი მოთავსებულია მანდორლაში, რომელსაც სამი ზოლი შემოსდევს გარს: თეთრი, ცისფერი და აგურისფერ-მოწითალო; დიდების ცისარტყელისებური გაფერადება მხოლოდ ადრეული ხანის ხელოვნების ნაწარმოებებში გვხვდება, უმთავრესად დასურათებულ ხელნაწერებში: სირიულ მინიატურებში, ეჩმიაძინის სახარების მინიატურებში, კაროლინგების ხანის ზოგ ხელნაწერში და სხვ. ეს მოტივი ბიზანტიურსა და ქართულ ხელოვნებაში ცნობილია X ს-ის დამლევამდე.

      ტრიუმფალური კამარის კეხში გამოსახულია ცის სეგმენტი, მაკურთხეველი მარჯვენითა და სხივით, რომელშიც სულიწმინდა დაფრინავს მტრედის სახით. მაცხოვრის ჯვრული შარავანდედის აქეთ-იქით მოთავსებულია ორი მედალიონი: მარცხენაში გამოსახულია ქალის ფიგურა მკერდამდე, მთვარის ქიმით თავს ზემოთ, მარჯვენაში წარმოდგენილია ჭაბუკი, აგრეთვე მკერდამდე, ფრიგიული თავსაბურავითა და აგიზგიზებული ჩირაღდნით მარჯვენა ხელში. როგორც ჩანს, პირველი ფიგურა მთვარის განსახიაერებაა, მეორე მზისა. მჯდომარე ქრისტეს ქვემოთ გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები კვერთხითა და სფეროთი ხელში: მარჯვენა მხარეს მთავარანგელოზი მიქაელი, მარცხნივ კი - გაბრიელი. მიქაელის გამოსახულება თითქმის მთლიანად შემონახულია, გაბრიელის ფიგურიდან შემორჩენილია მხოლოდ ტანისა და სახის ნაწილი. დანარჩენი დაზიანებულია და შემდგომში შეულესავთ.

მაცხოვრის ფრესკა

Dodo_Garejeli, iconography, monastery, qwelly, გარეჯა, დავით_გარეჯი, დოდო_გარეჯელი, დოდო_გარეჯელის_მონასტერი, დოდოს_მონასტერი, იკონოგრაფია, მონასტერი, მონასტრის_ფერწერა, მხატვრობა, ფერწერა, ხატწერა

      ქრისტესა და მთავარანგელოზებს შორის ერთ მხარეს გამოსახულია ტეტრამორფი მახარებელთა სიმბოლოებით, მეორე მხარეს კი ქერუბინი (ექვსფრთიანი ანგელოზი). ექვსფრთედსა და ქრისტეს შორის მარჯვნივ მოთავსებულია ასომთავრული წარწერა: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ. ქრისტეს სახე დაწერილია წითელ ფუძეზე. ჩრდილები აღნიშნულია მონაცრისფრო-მწვანე ფერით, მოდელირება რბილია, ნათელისა და ჩრდილის არამკვეთრი აღნიშვნის ხერხით, ღაწვები წითურია, პირისახე ოდნავ მოგრძო ფორმისაა. ზედა ტანსაცმელი მონაცრისფრო-ცისფერია. ნაოჭები აღნიშნულია მონაცრისფრო-შავი საღებავით. წამოსასხამები ცისფერია, ფრთების ზედა ნაწილი მონაცრისფრო-მიხაკისფერი, ქვემო - მწვანე. მთავარანგელოზების სამოსელი ტიპურია ხატმებრძოლთა წინა ხანისათვის და ძლიერ განსხვავდება იმ სამოსელისაგან, რომელიც, როგორც კანონი, მიღებული იყო ბიზანტიურ ხელოვნებაში X ს-დან. იგი ძლიერ გვაგონებს მთავარანგელოზების სამოსელს რავენის სან აპოლინარე ნოუვოსა (VI ს.) და თესალონიკის მოზაიკებზე.

      მთვარანგელოზების მდიდარ სამოსელში გახვეული გამოსახულების ჩვენამდე მოღწეულ პირველ, ადრეულ მაგალითს წარმოადგენს მიძინების ტაძრის ბემის მოზაიკები ნიკეაში, რომლებიც VII-VIII სს-ებით თარიღდება. წმ. დოდოს მონასტრის მოხატულობის ორივე მთავარანგელოზის მოგრძო სახე და თვალების ფართო ჭრილი, სწორედ ნიკეის ტაძრის ანგელოზების მოზაიკურ თავებს მოგვაგონებს.

      დოდოს რქის ეკლესიის ფრესკებში ძლიერ გამორჩეულია ფერთა გამა, რომელშიც გამოყენებულია ძვირფასი ლაჟვარდი, სინგური, აურიპიგმენტი და რეალგარი. მხატვრული გამომსახველობის უმთავრეს ეფექტს ქმნის ლაჟვარდის ფონზე სხვადასხვა ზომისა და სიმკვეთრის წითელი ფერის წრიული ლაქები - ესაა მანდორლის კაშკაშა წითელი ფერის ფონი საყდარზე დაბრძანებული უფლის გარშემო, ფიგურათა ასევე კაშკაშა წითელი შარავანდები, შედარებით მკრთალი უნაბისფერი და მონაცრისფრო მედალიონები მზისა და მთვარის პერსონიფიკაციებით და ცის ფონზე გაბნეული ინტენსიური წითელი ფერის ვარსკვლავები. მცირე ზომის ეკლესიის ინტერიერში საკურთხევლის კონქიდან გადმოსული, სულ რამდენიმე ფერის საშუალებით შექმნილი ასეთი ფერადოვნება მხატვრული ძიებების ორიგინალურობაზე მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ საბერეებისა და დოდოს რქის ეკლესიათა მოხატულობებზე ცოტათი უფრო გვიან, თუმცა კი იმავე ეპოქაში (X ს-ის პირველი ნახევარი) შექმნილი ფრესკები უდაბნოს მონასტრის მთავარი ეკლესიის სადიაკვნეში განსხვავებული ფერადოვნებით გამოირჩევა; იგი სხვადასხვა ინტენსივობის ოქროს, წითლის, თეთრისა და მათთან ერთად ალაგ-ალაგ გაბნეული ცისფრისა და მწვანის თანაარსებობით იქმნება. ამგვარი ფერადოვნება, სულ მცირე, შემდგომი სამი საუკუნის განმავლობაში დარჩება გარეჯულ მოხატულობათა ერთ-ერთ უმთავრეს სტილურ მახასიათებლად.

      მზე, ფრიგიული თავსაბურავიანი ჭაბუკის სახით, ანთებული ჩირაღდნით ხელში და მთვარე, ქალის სახით, მთვარის ქიმით თავს ზემოთ - ელინისტური ხელოვნების ცხადი მემკვიდრეობაა. ამგვარი სიმბოლური ფიგურები გვხვდება ადრეულ ქრისტიანულ სარკოფაგებზე. თავისი ტიპითა და ატრიბუტებით ეს გამოსახულებები ზოგჯერ მზის ღვთაება მითრას ემსგავსებიან. მზისა და მთვარის განსახიერება გვხვდება, აგრეთვე, ჯვარცმის კომპოზიციებში. ამ შემთხვევაში ნახევარფიგურების მაგივრად, ჩვეულებრივ, გამოისახებიან მხოლოდ თავები. უფრო ადრეულ ძეგლებში ჭარბობს მზისა და მთვარის გამოსახულება მკერდამდე. წმ. დოდოს მონასტრის საკურთხევლის აფსიდის მხატვრობა ადრეული აღმოსავლურ-ქრისტიანული ხელოვნების ტრადიციების ცხოველმყოფელობით ხასიათდება. სტილითა და იკონოგრაფიული ნიშნების მიხედვით იგი ლატმოსის პანტოკრატორის ტაძრის მხატვრობას უახლოვედება. ფრესკებზე მოცემული წარწერების პალეოგრაფიული ხასიათი - ქრისტეს სახელის დასაწყისში... -ს ხმარება, რაც დამახასიათებელია წარწერებისათვის X ს-მდე, შესაძლებლობას გვაძლევს დავაზუსტოთ მხატვრობის დათარიღება (VIII-IX სს-ები).

      ქართული კედლის მხატვრობის განვითარების ამ ეტაპზე, რომელიც ძიებათა განსაკუთრებული ინტენსივობით იყო გამორჩეული, მოხატულობის კოლორიტულ გამას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებოდა მხატვრული გამომსახველობის ხერხთა შორის. გარდამავალი ხანისათვის დამახასიათებელ უამრავ სიახლეთა პირობებში, ფერწერულ ანსმბლთა გადაწყვეტის უჩვეულო მრავალგვარობის მიუხედავად, ისახება ერთი საერთო ტენდენცია - კლასიკური ხანის ნაირფეროვნებისაგან განსხვავებით, მხატვრობაში გამოყენებულ ფერთა რაოდენობა, როგორც წესი, ბევრად თავშეკავებულია. ამგვარ პირობებში განმსაზღვრელი ხდებოდა ფერადოვან ლაქათა ურთიერთმიმართებების, მათი ზომიერი რიტმის გზით ანსამბლისადმი გარკვეული ჟღერადობის მინიჭება, დეკორის მრავალფეროვნების შთაბეჭდილების შექმნა. ეს ხერხი, თავის მხრივ, გარდამავალი ხანის ქართული კედლის მხატვრობის განვითარების საერთო სურათის განუყოფელ ნაწილად წარმოგვიდგება.

სპეციალურად: www.Qwelly.com_სთვის!

ნახვა: 1183

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Elden Ring

გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

We've visible a few Elden Ring Runes speedruns already, which include human beings beating the game with out ever dying a unmarried time in the Lands Between, among different hard runs. One character who is set statistics in the international for the present day Souls-like sport from FromSoftware with the quickest speed feasible is again with a new document-breaking score.

YouTuber and famous Souls speedrunner Distortion2 shared a video of their file-breaking of entirety speed of…

გაგრძელება

Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Embarking on the journey in Throne and Liberty is an exciting adventure filled with challenges and triumphs. By adhering to these top 10 tips for beginners, you'll navigate the complexities of the realm with greater confidence and efficiency. Remember to immerse yourself in the lore, forge alliances, and embrace the dynamic nature of the game. May your journey be filled with epic battles, strategic victories, and the Throne and Liberty Lucent glory of claiming your rightful place in the…

გაგრძელება

The introduction of the dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 4:53am 0 კომენტარი

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly, every encounter became an opportunity to showcase my mastery of the game's mechanics.

Moreover, the dodge roll added depth to POE currency trade character builds and customization. Players could now tailor their playstyles around agility and evasion, opting…

გაგრძელება

Daily and Weekly Challenges

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 12, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Manage Your Inventory Efficiently:

A cluttered inventory can be a hindrance to Throne and Liberty Lucent your progress. Regularly manage and organize your inventory by selling unnecessary items, storing important resources, and equipping the best gear. Prioritize items based on their utility and importance, ensuring that you are always prepared for the challenges that await.

Complete Daily and Weekly Challenges:

Throne and Liberty often features daily and weekly…

გაგრძელება

Qwelly World

free counters