ინფორმაცია

ხატწერა

 ხატმწერისათვის ხატი არის თავისი სულის ნაწილი

საიტი: http://www.qwelly.com
ადგილი: Qwelly
წევრები: 35
უკანასკნელი აქტიურობა: ოქტომბერი 12, 2019

ფორუმი

ძუძუსმაწოვებელი (ღმრთისმშობლის ხატი)

ავტორი ლაშა, მაისი 25, 2016. 0 გამოხმაურება

      ღმრთისმშობლის ხატი - ძუძუსმაწოვებელი, დედანი იმყოფება ათონზე. ხილანდარის მონასტერს ეკუთვნის და მისი მოლოცვა კარაის კელიასთან მდებარე ეკლესიაშია შესაძლებელი.      ისტორია გვაუწყებს, რომ V-VI საუკუნეში ხატი საბა განწმენდილის ლავრაში იმყოფებოდა. ეს ლავრა, იერუსალიმიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. აღმოსავლეთში, იმ დროს ერთადერთი ლავრის წმინდა დამაარსებელმა, საბა განწმენდილმა, იწინასწარმეტყველა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ლავრას სერბეთიდან მეფური შთამომავლობის თავისივე თანამოსახელე ვინმე საბა ესტუმრებოდა. ლავრიდან ის, ლოცვა-კურთხევის ნიშნად, ძუძუსმაწოვნებელი ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს წააბრძანებდა.საბა განწმენდილი VI საუკუნეში გარდაიცვალა, მისი წინასწარმეტყველება კი 6-7…გაგრძელება

ტეგები: Iconography, ძუძუსმაწოვებელი, Qwelly, ღმრთისმშობლის_ხატები, ხატწერა

მიხეილ საბინინი და მისი ხატწერა (ვრცელი კოლექცია)

ავტორი George. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, ივლ. 24, 2014. 4 გამოხმაურება

XIX საუკუნეში, 1845 წელს, ტვერელი მღვდლის, პავლე საბანინისა და ქართველი ქალბატონის, ეკატერინე მირზაშვილის ოჯახში დიაბადა მიხეილ საბინაშვილი, მოგვიანებით მიხეილ საბინინი. მამა სამოციან წლებში დაკარგა, რომლის გარდაცვალების შემდეგაც დედა მეორედ გათხოვდა.60_იან წლებშივე სწავლობა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში 1868 წლამდე. ამ პერიოდში მრავალგზის იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეკლესია-მონასტერბის მოსანახულებლად. ფრესკებს პირად დღიურში იხატავდა, ძველ თქმულებებს იწერდა და აგროვებდა.22 წლის მიხეილმა, 1867 წელს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ გიმნაზიის მოსწავლე იყო, ექსარქოსს მიართვა წერილობითი მოხსენება, რომელშიც გახმიანებული იყო მოთხოვნა აბო ტფილელის ნიშის კეთილმოწყობის და პატრონობის შესახებ, რომელიც მეტეხის ტაძრის ქვემოთ, მტკვრის ნაპირას მდებარეობს.მიხეილ საბინინმა, აბო ტფილელის ხატი სწორედ იმ ნიშს შესწირა.1868 წელს, გიმნაზიის წარუმატებელი დამთავრების შემდეგ (საბინინი მუდმივად…გაგრძელება

ატენის სიონის მოხატულობა

ავტორი Kakha, იანვარი 29, 2014. 0 გამოხმაურება

ატენის სიონის მოხატულობა      ატენის სიონი აგებულია VII ს-ში და ის მცხეთის ჯვრის არქიტექტურას იმეორებს. ტაძრის დეკორს წარმოაგდენს როგორც საფასადო რელიეფიები, ასევე ინეტრიერის მოხატულობა. ხატმებრძოლეობის გავლენით, VIII ს-ში ინტერიერი ანიკონური ფერწერით შეამკეს, ხოლო XI საუკუნეში ის უკვე მთლიანად მოიხატა ფუგრატიული გამოსახულებებით. XI საუკუნეს მიუთუთებენ თვით მოხატულობის იკონოგრაფიული და სტილისტური ნიშნები, ისევე, როგორც გამოსახულებათა თანმხლებ, მრავალრიცხოვან, ქართული ასომთავრულის კლასიკური შრიფტით შესრულებულ წარწერათა ხასიათი, ხოლო ქტიტორთა გამოსახულებების ანალიზი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მოხატულობის შესრულების დრო XI ს-ის II ნახევრით განვსაზღვროთ.დასავლეთი მკლავის ჩრდილოეთი კედლის მოხატულობის ქვედა რეგისტრში წარმოდგენილი ქტიტორთა ჯგუფური პორტრეტი შეიცავს საკურთხევლისაკენ მიმართულ, ვედრების პოზაში მდგომ ექვს (თავდაპირველად როგორც ჩანს შვიდ) ფიგურას. ბემაში ორი ფიგურაა გამოსახული: მონაზვნის ტანსაცმლით მოსილი ბერიკაცი და აღმოსავლური ყაიდის მდიდრულ სამოსელში გამოწყობილი ჭაბუკი. რიგი…გაგრძელება

ტეგები: სიონი, qwellygraphy, მოხატულობა, ეკლესია, ატენი

მოსე შეუწველ მაყვალთან

ავტორი nino geldiashvili, იანვარი 27, 2014. 0 გამოხმაურება

ფრესკა ჯვრის მამის მონასტრიდანგაგრძელება

ტეგები: მონასტერი, ფრესკა, ჯვრის_მამა, მოსე, iconography

თელოვანის ჯვარიპატიოსანის ტაძრის მოხატულობა

ავტორი Kakha, იანვარი 26, 2014. 0 გამოხმაურება

      ე.წ. "გარდამავალი ხანა" საქართველოში შემოქმედებითი ძიებების ხანადაა ცნობილი. VIII-IXსაუკუნეების ისტორიულმა ვითარებამ არაბეთის მომძლავრება და ბიზანტიაში მიმდინარე ბრძოლამ ხატმებრძოლეთა და ხათთაყვანისმცემელთა შორის საქართვლო ერთგვარად მოსწყვიტა ბიზანტიას. ამ პერიოდში იქმნება გურჯაანის, ვაჩნაძიანის ყველაწმინდა, თელოვანი თუ კაბენი, არმაზი, წირქოლი, და სხვა ღირშესანიშნავი არქიტექტურული ძეგლები, რომლებზეც შემოქმედებითი ძიების პროცესია არეკლილი. გამომსახველობითი ენის ძიების ნათელი მაგალთია ამ ეპოქის ქართული კედლის მხატვრობის ძეგლებიც.      ადრეული შუასაუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობა ქვეყნის ტერიტორიის სამ ძირითად…გაგრძელება

ტეგები: ხატწერა, ფერწერა, ჯვარიპატიოსანი, სვანეთი, art

სვანეთის ადრეული ფრესკული მოხატულობები

ავტორი Kakha, იანვარი 17, 2014. 0 გამოხმაურება

სვანური ხატწერა      სვანეთის ტერიტორიაზე ფრაგმენტულად შემორჩენილი კედლის მხატვრობის ძეგლები - ნესგუნი, ჟიბიანი, სვიფი, აცი, იფხი და ჩვიბიანი, X საუკუნის I ნახევარსა და XI საუკუნეში სვანეთის მხატვრული სკოლის ჩასახვასა და ჩამოყალიბებაზე მიუთითებს.      სვანეთში ადრეული პერიოდის ტაძრების მოხატულობით მორთვა, ადგილობრივი ოსტატების მიერ ხდებოდა - პროფესიული განათლების უქონლობისა დაღვთისმეტყველების საკითხებში გაუთვითცნობიერებლობის გამო, ხშირად ამ ოსტატების შემოქმედება ადგილობრივი, თავისებური, საოცრად ინდივიდუალური და ერთგვარი გულუბრყვილო ხასიათით გამოირჩევა.ტაძრის ინტერიერის მოხატვასთან ერთად სვანეთში გავრცელებული ყოფილა კანკელის მორთვის ტრადიცია, სწორედ ჟიბიანისა (უშგული) და ნაკიფარის მოხატული ქვის კანკელები წარმოადგენს სვანეთის მხატვრობის ყველაზე ადრეულ მაგალითებს. კანკელთა პირველადი მოხატულობა ტაძრების მშენებლობის დროინდელია და X საუკუნეზე გვიანდელი არ უნდა იყოს.      კანკელის მოხატულობათა თემატიკა მსგავსია: ჟიბიანის ღვთისმშობლის ტაძრის ძველი ქვის კანკელის მოხატულობის მეორე ფენის…გაგრძელება

ტეგები: svaneti, Qwelly, მაცხოვარი, იკონოგრაფია, ეკლესია

კომენტარების დაფა

ლიკა ალაფიშვილი: იანვარი 17, 2016||12:17am

მეგობრებო სახელმძღვანელოებს ვიშოვი ქართულ ენაზე?

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ ხატწერა_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (34)

 
 
 

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters