კლასიკური ხანა საქართველოში დაახლოებით საუკუნენახევარი გრძელდება. უკვე VIII საუკუნეში შეიმჩნევა კლასიკური სტილის რღვევის ნიშნები და სრულიად ახალი სტილი ყალიბდება ხელოვნებაში. ეს არის ე.წ. გარდამავალი ხანა ქართულ ხელოვნებაში, რომელიც მოიცავს VIII-IX სს-ებს. ხელოვანებმა დაიწყეს ახალი ფორმების ძიება რომელიც შეცვლიდა კლასიკურ სტილს და ხელოვნების ნაწარმოების ახლებურ გააზრებას წარმოგვიდგენდა.

   პირველი ცვლილებები დაიწყო არქიტექტურაში. ამ პერიოდის ძეგლები, ისტორიული მოვლენებიდან გამომდინარე, მოკრძალებული ზომებით გამოირჩევა და მათ ეტყობათ რომ შედარებით მცირე სახსრებია გამოყოფილი მშენებლობისთვის. ამ ეპოქის ძეგლების ერთ-ერთ ძირითად თავისებურებას ის წარმოაგდენს, რომ არქიტექტურული ტიპები სუფთა სახით აღარ არსებობს _ ერთ ძეგლში შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა არქიტექტურული ტიპის სინთეზი. ასეთი სინთეზის ერთ-ერთი მაგალითია არმაზის, წირქოლისა და კაბენის ეკლესიები ქსნის ხეობაში, სადაც გუმბათი ბაზილიკის სახურავის შიგნითაა მოქცეული. ის მცირე ზომისაა და, აქედან გამომდინარე, ვერ ასრულებს თავის ძირითად _ შენობის დომინანტის ფუნქციას. 

წირქოლის ღმრთისშობლის ეკლესია

   გარადამავალი ხანის არქიტექტურის თვალსაჩინო მაგალიათია გურჯაანის ყველაწმინდა. ის სრულიად უნიკალური ძეგლია, რადგან ერთადერთი ტაძარია მსოფლიოში, რომელსაც ორი გუმბათი აქვს. ეს არის სამნავიანი ბაზილიკის მსგავსი შენობა, რომლის ცენტრალური ნავი დაყოფილია სეგმენტებად და მათგან ორი გადახურულია პატარა ზომის გუმბათებით. მრავალგუმბათიანობა ახასიათებს ქრისტიანულ არქიტექტურას (განსაკუთრებით ბიზანტიურსა და რუსულს), მაგრამ ის    მრავალგუმბათიანობა სრულიად განსხვავდება გურჯაანის ყველაწმინდის არქიტექტურული ფორმისაგან, როდესაც ცენტრალური სივრცე მხოლოდ ორი ერთნაირი გუმბათითაა გადახურული. ეს ტაძარი შერეული მასალითაა აგებული.

ყველაწმინდა

   ამ პერიოდის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია ვაჩნაძიანის ყველაწმნიდა. ტაძარი ე.წ. `გუმბათოვან დარბაზ (კუპპელჰალლე) წარმოადგენს, რომელშიც ძირითად სივრცეს შეადგენს დიდი, გრძელი დარბაზი შუა ნაწილში აღმართული გუმბათით. სამწახნაგოვანი, წინ გამოწეული საკურთხევლის მთავარი აფსიდის აქეთ-იქით მოთავსებულია სამკვეთლო და სალარო ტრიკონქის ფორმის მცირე კამერებით, რომლებიც მთავარ აფსიდს განსაკუთრებული გასასვლელებით უკავშირდებიან. ცენტრალური დარბაზის გვერდებზე მოთავსებულია ვიწრო სადგომები, რომლებსაც აღმოსავლეთის მხარეს მცირე აფსიდები აქვთ და გაერთიანებული არიან ტაძრის დასავლეთი ფასადის გასწვრივ მოთავსებული საერთო დერეფნით.
   მთლიანად ვაჩნაძიანი წარმოადგენს გუმბათოვან ტაძრად გარდაქმნილ სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობას. გუმბათის კვადრატული ფუძიდან ყელზე გადასვლა მოცემულია პანდანტივების (აფრების) და არა ტრომპების საშუალებით.

ყველაწმინდა

   ამ პერიოდის მხატვრობის ნიმუშები ძალიან ცოტა და ფრაგმენტულად გვაქვს შემორჩენილი. VIII საუკუნე რთული პერიოდია საერთოდ ქრისტიანული სამყაროს ხელოვნებაში _ ეს ის ეპოქაა, როდესაც ბიზანტიაში იწყება ხატმებრძოლეობა, ანუ მიმდინარეობა, რომელიც საერთოდ კრძალავს ფიგურულ გამოსახულებებს ეკლესიაში. საქართველო არ მიმხრობია ხატმებრძოლეობას, მაგრამ ანიკონური ტიპის მხატვრობამ მაინც შემოაღწია ჩვენს ქვეყანაში (სხვანაირი არ იკრძალებოდა, მაგრამ ასეთებიც იქმნებოდა). ამ ტიპის მოხატულობა გულისხმობს ეკლესიის მოხატვას ფიგურული გამოსახულებების გარეშე, ანუ მთელი მოხატულობა შედგება მხოლოდ სიმბოლური და დეკორატიული გამოსახულებებისგან, როგორებიცაა ჯვრები ვარდულები, როზეტები, ჭადრაკის დაფისებრი ორნამენტები, პალმეტები, ფოთლოვანი ხვეულები და ა.შ. მათი ნიმუშები ამ ეპოქის საქართველოს მრავალ ეკლესიაში გვხვდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ატენის სიონის ძველი მოხატულობა _ წრეში ჩასმული ჯვრები, სინგურით შესრულებული დეკორატიული გამოსახულებები და ა.შ.
   ანიკონურის გვერდით საქართველოში ყოველთვის არსებობდა ფიგურული მხატვრობა და მას ბიზანტიისგან განსხვავებით წყვეტა არ განუცდია. VIII-IX საუკუნეებიდან უკვე გვაქვს შემორჩენილი გარკვეული მასალა. განსაკუთრებით გამოსაყოფია თელოვანის ჯვარპატიოსანი, რომლისგანაც სამწუხაროდ თითქმის აღარაფერია დარჩენილი, მაგრამ VIII საუკუნისთვის ის მაინც კარგად შემონახული ძეგლია. იკითხება კონქის კომპოზიცია, რომელშიც არის მაცხოვრის გამოსახულება, ხოლო ქვედა რეგისტრში კვლავ მაცხოვრისა და მოციქულების გამოსახულებაა.

თელოვანის ჯვარპატიოსანი

   ამ ეპოქის ძეგლებიდან ასევე გამოსაყოფია საბერეების მოხატულობა (IX ს.), რომლის კონქშიც მაცხოვრისა და მთავარანგელოზების კომპოზიციაა მოთავსებული. ამ ეპოქას ეკუთვნის, აგრეთვე, არმაზის კანკელი, რომელიც მოხატული კანკელის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია. აქ არის წმინდა მხედრების გამოსახულება და ასევე ორნამენტები წითელი და მოყავისფრო საღებავებით.

უსანეთის სტელა

   საინტერესოა VIII-IX სს-ების რელიეფების ნიმუშები, რომელთაგან მნიშვნელოვანია უსანეთის სტელა და ჟალეთის ემბაზი, სადაც იკვეთება ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი რელიეფური სტილი  უხეში, სქემატური, დისპროპორციული ფიგურები და შესრულების სიბრტყობრივი, გრაფიკული მანერა. ასეთი სტილის ყველაზე კარგი მაგალითია აშოტ კურაპალატის საქტიტორო რელიეფი ოპიზადან. მეფის ფიგურის პროპორციები დარღვეულია  მას უზარმაზარი თავი აქვს, პატარა ტანი, დიდი ხელ-ფეხი. გამოსახულება ნაკაწრი ხაზებითაა შესრულებული.

ზარზმის ფერისცვალების ხატი

   რაც შეეხება ჭედურობას, მისი ნიმუშები უკვე IX ს-დან მოყოლებული გვაქვს, მათ შორის IX ს-ის მიწურულის ზარზმის ფერისცვალების ხატი, რომელიც ფრაგმენტების სახით არის შემორჩენილი და ითვლება ქართული ჭედური ხელოვნების უძველეს ნიმუშად, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. მასზე წარმოდგენილია ქრისტე მრგვალ შარავანდედში (მანდორლა) და სამი მოციქული, რომლებიც მიწაზე არიან დამხობილები. ყველა ფიგურა მოცემულია დაბალი რელიეფით, რაც კომპოზიციას სიბრტყობრივ ხასიათს აძლევს. ნახატი სქემატურია და მშრალი. ქრისტეს შარავანდედის მიხედვით, მისი თავი მოზრდილი ჩანს ფიგურასთან შედარებით. ფიგურების პროპორციები და რელიეფის სიბრტყითი ხასიათი ამ გამოსახულებას აშოტ ურაპალატის რელიეფთან აახლოვებს.

სპეციალურად: www.Qwelly.com _ისათვის

ნახვა: 3037

გამოხმაურებები!

მშვე-ნიერია.

(y)lamazia dzalian

ლამაზი ფოტოები ძალიან,ორგუმბათაინ ტაძარს გურჯაანის ყოვლადწმინდას უწოდებენ,მე ასე მითხრეს იქ რომ ვიყავი და რა ვიცი :)

 kargi postia 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Ultimate Guide to Wood Ranger Power.

გამოაქვეყნა Tory Mata_მ.
თარიღი: აგვისტო 13, 2025.
საათი: 3:17pm 0 კომენტარი

Wood Ranger Power Shears are a versatile and essential tool for any gardener or landscaper looking to easily and efficiently trim branches, hedges, Wood Ranger Power Shears features and bushes. These power shears come in various types, including electric power shears, cordless power shears, and rechargeable power shears, making them convenient for use in any outdoor…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters