23 იანვარს (ძვ. სტ. 10 იანვარი) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს უდიდეს ღვთისმეტყველს წმინდა  გრიგოლ ნოსელს

       გრიგოლ ნოსელი გახლავთ ბასილი დიდის ძმა პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ჯერ ძველ ბერძნულ მწერლობას, შემდეგ კი რიტორიკასა და ფილოსოფიასაც ჩაუღრმავდა. გარდა ამისა ქრისტიანული განათლებაც მიიღო. ქრისტიანულ აღზრდში დიდი წვლილი აქვს  დედას და დას – მაკრინეს (ხს. 19 ივლისს). გრიგოლმა წმიდა მაკრინას ცხოვრება დაწვრილებით აღწერა და შემოგვინახა.

       დედის, დის, შემდეგ კი ძმის – ნავკრატიუსის განდგომამ ამსოფლიურ ამაოებათაგან დიდი გავლენა მოახდინა წმიდანზე. წმიდა გრიგოლი მკითხველად დაადგინეს ეკლესიაში, მაგრამ 364 წელს მან ხელი აიღო საეკლესიო მოღვაწეობაზე და რიტორობას დაუბრუნდა. ძმა საყვედურობდა მას: „რიტორის სახელი არჩიე ქრისტიანობას?!”

       როგორც ჩანს, გრიგოლი სწორედ ამ სულიერი ბრძოლების და მერყეობის ჟამს დაქორწინდა. შემდეგ იგი წერდა: „ნეტარნი არიან ისინი, რომლებსაც ძალუძთ უმჯობესის არჩევა და არ განიზღუდვიან მისგან საზოგადო ყოფას შემსჭვალულნი, ისევე, როგორც ჩვენ, რომლებიც თითქოსდა უფსკრულით განვიზღუდეთ ქალწულებისაგან; ხოლო ქალწულებამდე ვეღარ ამაღლდება ისეთი ვინმე, ვინც ერთგზის უკვე ჩადგა ფეხი ამქვეყნიურ ცხოვრებაში.”  ბასილი დიდმა  კესარიის ეპისკოპოსმა 372 წელს  გრიგოლს დაასხა ხელი ნისის ანუ, ძველი ქართულით, ნოსიის ეპისკოპოსად.

       371 წელს გრიგოლმა დაწერა თავისი სახელგანთქმული შრომა „ქალწულებისათვის”, მთლიანად შეემსჭვალა ქრისტიანულ ასკეზას და მისი ცხოვრება ღვთისკენ დაუსრულებელ ზესწრაფვად იქცა.

       ამ დროს არიანელი ვალენტი (364-378) ზეობდა და იმპერიაშიც მწვალებლები მძლავრობდნენ. წმიდა გრიგოლი ძმასთან, ბასილი დიდთან ერთად ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას, რისთვისაც სასტიკ დევნასა და შევიწროებას განიცდიდა. 376 წელს მას ცილი დასწამეს საეკლესიო ქონების გაფლანგვაში, გადააყენეს ეპისკოპოსობიდან და ანკირიაში გადაასახლეს, მომდევნო წელს არიანელ ეპისკოპოსთა კრებამ კვლავ დაგმო იგი, მაგრამ წმიდა გრიგოლი სულით მაინც არ ტყდებოდა და შორიდან განამტკიცებდა თავის სამწყსოს. ეს წლები მისი სულიერი აღმაფრენის ჟამი იყო. ამ ხანებში შექმნა მან ქრისტიანული მისტიკის ურჩეულესი ძეგლები „ცხოვრება მოსესი” და „განმარტება ქება ქებათასი”.

       ვალენტის (378) სიკვდილის შემდეგ გრიგოლი დააბრუნეს თავის კათედრაზე და მრევლიც სიხარულით შეხვდა მას, მაგრამ სულ მალე, 379 წელს ბასილი დიდი გარდაიცვალა, რამაც დიდად დაამწუხრა წმიდანი. მან გამოსათხოვარი სიტყვა უძღვნა ძმას, შემდგომ კი დაასრულა მისი ნაშრომი “ექუსთა დღეთათჳის” – განმარტა მეექვსე დღის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის შესაქმეს ეხება ( „ადამიანის შექმნის შესახებ”).

       გრიგოლ ნოსელი ცდილობდა, ამოევსო ის სიცარიელე, რომელიც ბასილის მიცვალებამ დატოვა საქრისტიანოში და ამიერიდან უპირველეს როლს ასრულებდა ეკლესიის ცხოვრებაში. 379 წელს მან მონაწილეობა მიიღო ანტიოქიის საეკლესიო კრების მუშაობაში და დაგმო ერესები, რომელთა ნაწილი ღვთისმშობლის ქალწულებას უარყოფდა, ნაწილი კი ღვთაებად აღიარებდა მას. კრებამ გრიგოლს დაავალა, ემოგზაურა არაბეთსა და პალესტინაში, მოეხილა იქაური ეკლესიები და განემტკიცებინა მათში მართლმადიდებლური სწავლება ღვთისმშობელზე. უკან გამობრუნებულმა წმიდანმა იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა.

       381 წელს წმიდა გრიგოლ ნოსელი ერთ-ერთი უმთავრესი ძალა იყო კონსტანტინეპოლში გამართულ II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც საბოლოოდ დაგმო არიოზის მწვალებლობისგან აღმოცენებული ყველა ერესი. ამ კრებაზე წმიდა გრიგოლის ინიციატივით, დამატება შეიტანეს ნიკეის რწმენის სიმბოლოში. სხვა ეპისკოპოსებთან ერთად, გრიგოლ ნოსელმაც კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსად დაადგინა გრიგოლ ღვთისმეტყველი.

       394 წელს წმიდანი მონაწილეობს კონსტანტინეპოლის ადგილობრივი კრების მუშაობაში, რომელიც მოწვეულ იქნა არაბეთში საეკლესიო საკითხების მოსაგვარებლად. ამ კრების შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ღრმად მოხუცებული გრიგოლ ნოსელი მშვიდობით მიიცვალა.

       ნეტარი თეოზვა დიაკონისა ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის და პეტრე სებასტიელის და იყო. წმიდა ქალწული დიაკონისად მსახურობდა ტაძარში, სნეულებს უვლიდა, მწირებს აპურებდა, ობლებს ზრდიდა, ქალებს ნათლობის საიდუმლოსთვის ამზადებდა. იგი მთელი სამი წლის მანძილზე თან ახლდა გადასახლებაში თავის ძმას, წმიდა გრიგოლ ნოსელს და იზიარებდა მის მძიმე ხვედრს. წმიდა თეოზვა გარდაიცვალა 385 წელს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 23 იანვარი, Qwellyland, თვენი, იანვარი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 369

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რეალობის აღქმა

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: ნოემბერი 28, 2021.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

   რეალობა პირობით მოვლენაა, თან ცვლადი და არც ისე შორს არ იძლევა გახედვის საშუალებას, რაც დღეს მონაპოვარი და განმტკიცებული და სწორი გვგონია ის ხვალ არა, ზეგ უკვე დიდი შეცდომააა, ადამიანის ფსიქიკა ძალიან სენსიტიური მოვლენაა, რაც იმას ნიშნავს მეგობრებო რომ დღეს უცებ რომ ვინმემ გვითხრას 18 წლის უკან მომხდარი ფაქტი რაც ყველას ჰგონია რომ…

გაგრძელება

DR8926-300 Nike Air Max 90 "Green Snakeskin" will be released in 2022

გამოაქვეყნა W Y_მ.
თარიღი: ნოემბერი 27, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

As the Nike Air Max 90 inches approaches its 32nd anniversary, it has some non-original but eye-catching styles. Recently, Tinker Hatfield's iconic design incorporates green snakeskin panels and pink-style children's exclusive suits. Although the new surface layer retains the model's standard mesh sole, synthetic leather and TPU components, most of its upper also has a scaly covering layer. This detail can pay tribute to the upcoming animal-inspired Nike Sportswear series, as other Air Max…

გაგრძელება

როგორ იღებენ ფინალური ფანტაზია XIV მოთამაშეები Taffeta Cloth?

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Players who have entered the charm of Final Fantasy XIV must have heard of Taffeta Cloth suits, which are known for their attractive appearance. To make this suit, players need Taffeta Cloth, which is specifically for Taffeta Shawl and Loincloth. Any craftsman in Final Fantasy XIV will know that rare crafting materials usually require a lot of polishing. Taffeta Cloth is no exception. Player retainers are the only way to Buy FFXIV Gil.

To obtain Taffeta Cloth, Final Fantasy XIV…

გაგრძელება

აზარტული თამაშების აკრძალვები, სოც. გარემო და დასჯილი პრეზიდენტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 22, 2021.
საათი: 11:23pm 1 კომენტარი

      როგორც ჩანს თბილი გიორგობა გვექნება და ზამთარსაც, მეტწილად თბილად შევხვდებით. ვნახოთ, როგორ გამართლდება სინოპტიკოსების პროგნოზი. ქვეყანაშიც დათბა და აქციებიც კვლავ ანონსდება. მსჯავრდებული პრეზიდენტი უკეთ არისო და მის სტუდია კვლავ აქტიურია, პრემიერი და მისი ინიციატივები იყო დღეს მეინსტრიმული, განსაკუთრებით აზარტული თამაშები და სოც. დახმარებები. დოლარის ღირებულება - 3.1134 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters