საიტი: https://www.qwelly.com/group/tveni
ადგილი: თვენი
წევრები: 32
უკანასკნელი აქტიურობა: იანვარი 1
• 1 იანვარი • 2 იანვარი • 3 იანვარი •
• 4 იანვარი • 5 იანვარი • 6 იანვარი •
• 7 იანვარი • 8 იანვარი • 9 იანვარი •
• 10 იანვარი • 11 იანვარი • 12 იანვარი •
• 13 იანვარი • 14 იანვარი • 15 იანვარი •
• 16 იანვარი • 17 იანვარი • 18 იანვარი •
• 19 იანვარი • 20 იანვარი • 21 იანვარი •
• 22 იანვარი • 23 იანვარი • 24 იანვარი •
• 25 იანვარი • 26 იანვარი • 27 იანვარი •
• 28 იანვარი • 29 იანვარი • 30 იანვარი •
ავტორი nino geldiashvili. ბოლოს გამოეხმაურა: George, იანვარი 14, 2021. 5 გამოხმაურება 13 მოწონება
14 იანვარს (ძვ. სტ. 1 იანვარი) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ბასილი დიდსბასილი დიდი გრიგოლის ძმა დაიბადა კაბადუკიის დედაქალაქ კესარიაში. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო. წმიდანის ბაბუა და ბებია დიოკლეტიანეს დროინდელ დევნილობისას 7 წლის განმავლობაში იმალებოდნენ ტყეში. წმიდა ბასილის დედა, ემილია, მოწამის შვილიშვილი იყო, მამა კი, უფროსი ბასილი, ნეოკესარიელი ადვოკატი და რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი. ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა – ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მათგან ხუთი შემდეგში წმიდანად იქნა შერაცხილი. სიყრმე ბასილიმ მამა-პაპისეულ მამულში გაატარა, პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა კაბადოკიის კესარიაში. წმიდანმა აქ ყველა აღტაცებაში მოიყვანა. გრიგოლ ნაზიანზელი წერდა: „რიტორი იყო რიტორთა შორის უწინარეს საფილოსოფოსოჲსა სწავლისა. და, უზეშთაესიცა ვთქუ, მღვდელ იყო ქრისტიანეთაჲ”. კესარიიდან ბასილი ეწვია კონსტანტინეპოლს და რიტორიკას სწავლობდა ცნობილ ლიბანიოსთან. სწავლა…გაგრძელება
ტეგები: იანვარი, Qwellyland, თვენი, თეოლოგია, ათენი
ავტორი nino geldiashvili. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, იანვარი 30, 2020. 1 გამოხმაურება 11 მოწონება
30 იანვარს (ძვ. სტ. 17 იანვარი) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ანტონი დიდს წმიდა ანტონი დიდი დაიბადა ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში, ჰერაკლეოპოლის სოფელ კომაში 251 წელს. მისი მშობლები დიდგვაროვანი და კეთილმსახური კოპტელი ქრისტიანები იყვნენ. მათი მცდელობით, მომავალი წმიდანი, ოჯახურ სიმყუდროვეში იზრდებოდა და იშვიათად ჰქონდა ურთიერთობა მცირერიცხოვან ნაცნობთა წრესთან და გარე სამყაროსთან, რის გამოც მტკიცედ იცავდა გულის სიწმინდეს და დღითი დღე წარემატებოდა ღვთისმოშიშებაში. სიყმაწვილის წლებში არ ესწრაფებოდა მეცნიერული ცოდნის შეძენას, არც თანატოლებთან დაახლოებას, რადგან არ იზიდავდა ამ ასაკისთვის საიტერესო სხვადასხვა სახის გასართობი. მისი საყვარელი საქმიანობა იყო ეკლესიაში მშობლებთან ერთად სიარული და იქ წაკითხული წმინდა წერილის გულისყურით მოსმენა. ანტონი თანატოლებისაგან იმითაც გამოირჩეოდა, რომ არასდროს სთხოვდა სასურველ ტკბილეულს და ყოველთვის იმით კმაყოფილდებოდა, რასაც მშობლები სთავაზობდნენ. მის მთავარ საზრდოს კი წმინდა წერილით გადმოცემული უფლის მცნებები წარმოადგენდა. ნეტარი ანტონი 20 წლის…გაგრძელება
ტეგები: ქველი, Qwellyland, იანვარი, თვენი, ეგვიპტე
ავტორი ლაშა, იანვარი 13, 2019. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
11 იანვარს (ძვ. სტ. 29 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა და ღირს მონაზონს - საბიანას., სამცხის მონასტრის წინამძღვარს საქართველო, მსოფლიო ეკლესიაში გამორჩეულია ადრეული პერიოდის დედათა მონასტრების სიმრავლითაც. ერთ-ერთი პირველი ცნობები, ჯერ კიდევ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მოგვეპოვება, თუმცა სწორედ ამ ნაწარმოებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედათა მონასტრები კიდევ უფრო ადრე უნდა ყოფილიყო დაარსებული. ამ მონასტრებში მოღვაწე დედები საოცარი გულმოდგინებით გამოირჩეოდნენ და ასკეტური ცხოვრებაც მკაცრი იყო - გამუდმებული ლოცვა, მარხვა, ხელსაქმე და ობოლთა აღზრდა იყო მათი ძირითადი საქმიანობა. მონაზონ დედათა სიწმიდესა და სიბრძნეს ანგარიშს უწევდნენ და მათ წინაშე ქედს იდრეკდნენ მეფე-დედოფალნიც. საქართველოს ისტორიაში, მრავლად მოგვეპოვება ცნობები, როდესაც საქართველოს თავად-აზნაურთა ცნობილი წარმომადგენლები განდეგილ დედებს აღსაზრდელად საკუთარ შვილებს მიაბარებდნენ. გიორგი მცირის ცნობით, XI საუკუნეში, როცა გიორგი მთაწმინდელის მშობლებმა თავიანთი პირველი შვილი, თეკლა, ღმერთს შესწირეს და…გაგრძელება
ტეგები: 11 იანვარი, წმინდათა_ცხოვრება, მონაზონი, თვენი, Qwellyland
ავტორი Kakha, იანვარი 11, 2019. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
11 იანვარს (ძვ. სტ. 29 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა თადეოზ აღმსარებელს. წმინდა თეოდორე სტუდიელის მოწაფეთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფე იყო ღირსი თადეოზი. იგი იმ წმინდა მოწამეთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც ხატმებრძოლეთა წინააღმდეგ დაუღალავად ღაღადებდნენ უფლის სიტყვას და ამავე ჭეშმარიტების გამო გახდნენ მოწამენი. წმინდა თადეოზი, იმპერატორ ლეონ V-ის ზეობისას, 818 წელს ეწამა. იმ პერიოდს, სხვაგვარად, ხატმებრძოლთა ოქროს ხანასაც უწოდებენ. სწორედ მაშინ წარადგინეს ღირსი თადეოზი მწვალებელთა სამსჯავროზე, სადაც, აბუჩად იგდებდნენ ნეტარს, მაცხოვრის ხატი მიწაზე დადეს, შემდეგ კი მისცვივდნენ უფლის რჩეულს და ძალადობით ხატზე ფეხი დაადგმევინეს. ამის შემდეგ მსაჯულმა თქვა: „შენ ქრისტეს ხატი გათელე, ახლა - შემოგვიერთდი“. მაგრამ წმიდა თადეოზმა ახოვნად უპასუხა, თაყვანს ვსცემ და სიყვარულით ვემთხვევი მაცხოვრის წმიდა ხატს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მასზე ფეხის დადგმა კი ცოდვად არ შემერაცხებაო და შეაჩვენა ხატმბრძოლთა უსჯულოება. ამისთვის უფლის რჩეული სასტიკად ტანჯეს, შემდეგ კი მიწაზე ათრიეს…გაგრძელება
ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, იანვარი, თვენი, 11 იანვარი
ავტორი ლაშა, იანვარი 10, 2019. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
10 იანვარს (ძვ. სტ. 28 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ათონის მთაზე მოღვაწე სვიმეონ (სიმონ) მირონმდინარეს ათონის მთაზე, მკაცრის ასკეტური მოღვაწეობით, მრავალი წმინდა მამა შეუერთდა ქრისტეს მებრძოლი ეკლესიიდან ქრისტეს მოზეიმე ეკლესიას. მათ შორის არის წმინდა სვიმეონ მირონმდინარე, რომელიც მეცამეტე საუკუნის მოღვაწე სასწაულმოქმედი წმინდანია. მან ეს ნიჭი სწორედ თავისი ასკეტური ცხოვრების შედეგად მიიღო უფლისგა საჩუქრად. მან დააარსა ახალი ბეთლემის სავანე, რომელსაც ამჟამად სვიმონ-პეტრეს მონასტერს უწოდებენ. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და 1287 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ნეტარის წმიდა ნაწილებიდან მირონი გადმოედინებოდა, სწორედ ამიტომ ეწოდა მას ქრისტეს ეკლესიაში მირონმდინარე.…გაგრძელება
ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, მირონმდინარე, თვენი, Qwellyland, 10 იანვარი
ავტორი Kakha, იანვარი 8, 2019. 0 გამოხმაურება 4 მოწონება
8 იანვარს (ძვ. სტ. 26 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს სარდის ეპისკოპოსს ეფთიმე (ექვთიმე) აღმსარებელს ბოლო, VII მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, 787 წელს, სხვა წმინდა მამათა შორის, ერთ-ერთი მონაწილე იყო სარდის ეპისკოპოსი ეფთიმე (ექვთიმე), რომლის ეპისკოპოსობის დროსაც, რომის იმპერიის ტახტზე ორი იმპერატორი შეიცვალა - კონსტანტინე VI პორფიროგენეტი (780-797) და ირინე (797-802), ხოლო ეპისკოპოსობიდან გადასახლებაში მყოფობისას, კიდევ 4 სხვა იმპერატორი. წმინდა ეფთიმე ეპისკოპოსის ხარისხში ესწრებოდა მსოფლიო საეკლესიო კრებასაც, სადაც წმინდა მოწამემ, ხატმებრძოლთა მწვალებლობა ამხილა. სწორედ ეს მხილება გახდა მისი დევნის მიზეზი. როცა ტახტზე, ნიკიფორე I ავიდა (802 წელს), ხატმებრძოლეობით გამორჩეულმა იმპერატორმა წმინდა ეფთიმე, სხვა იერარქებთან ერთად კუნძულ პატალარეაზე გადაასახლა. მოგვიანებით, იმპერატორ ლეონ V-ის (813-820) მიერ გადასახლებიდან გამოწვეულმა ეპისკოპოსმა კვლავ გაბედულად ამხილა ხატმბრძოლობა, რისთვისაც იგი ისევ გადაასახლეს - ქალაქ ასში. შემდგომი იმპერატორი - მიხეილ II ენაბრგვნილიც (820-829)…გაგრძელება
ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, იანვარი, თვენი, 8 იანვარი
ავტორი Kakha, იანვარი 5, 2019. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
5 იანვარს (ძვ. სტ. 23 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს კუნძულ კრეტაზე აღსრულებულ მოწამეებს. რომის გაქრისტიანებამდე, იმპერატორები თითქოს, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქრისტიანთა დევნაში. ერთ-ერთი გამორჩეული, ამ მიმართულებით იყო იმეპრატორი დეკიუსი, რომლის ზეობის დროსაც (249-251) მრავალი ქრისტიანი ეწამა სარწმუნოების სიყვარულით. ამ მოწამეთა რიგებს მიეკუთვნებიან კრეტაში წამებულები: თეოდულე, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიოსი, აღათოპუსე, ბასილიდე და ევარესტი. იმპერატორის მსგავსად, კუნძულ კრეტის მმართველიც სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. ერთხელ სამსჯავროზე მის წინაშე წარადგინეს ათი ქრისტიანი კრეტის სხვადასხვა ქალაქიდან. მათ ახოვნად აღიარეს ქრისტე და ამხილეს კერპთაყვანისცემის ამაოება. ყველა მათგანი სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. აღსასრულის წინ მოწამეები მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, სარწმუნოების ნათლით გაენათლებინა მათი ჯალათები.…გაგრძელება
ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, იანვარი, თვენი, 5 იანვარი
ავტორი Kakha, იანვარი 3, 2019. 0 გამოხმაურება 4 მოწონება
3 იანვარს (ძვ. სტ. 21 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე იულიანას და მასთან ერთად, ნიკომედიაში წამებულებს ქრისტიანთა დევნის ადრეულ წლებში, მორწმუნეთა წამების მრავალი ეპიზოდია აღწერილი წმინდათა ცხოვრების წიგნებში. მათ შორის არის, მეოთხე საუკუნის დამდეგს, ნიკომედიაში წამებული 500 მამისა და 130 დედის ისტორია, რომლებიც მოწამე იულიანასთან ერთად აღესრულნენ. წმიდა მოწამე იულიანა დიდებული წარმართის, აფრიკანის ასული იყო. ცხრამეტი წლის ასაკში, მშობლიური ქალაქის, ნიკომიდიის ეპარქ ელევსიზე დანიშნეს. გონიერებით გამორჩეულმა და მეცნიერების, კვლევის სურვილით აღვსილმა იულიანამ, გამოიძია რა თავიანთი სარწმუნოება, უმალ შეიცნო მისი სიცრუე და ამაოება, შემდეგ დაიწყო ქრისტიანობის შემეცნება, შეიყვარა ქრისტე და მოინათლა. როცა ქორწილის დრო მოახლოვდა, მან უარი განაცხადა გათხოვებაზე. მამამ შეაგონა ნეტარს, არ დაერღვია ძველი ნიშნობა, მაგრამ, საწადელს რომ ვერ მიაღწია, განრისხებულმა, საშინლად სცემა ასული. ამის შემდეგ აფრიკანმა იულიანა მისი ყოფილი საქმროს, ქალაქის ეპარქის ელევსის სამსჯავროზე…გაგრძელება
ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, იანვარი, თვენი, 3 იანვარი
არც წელს უღალატა იანვარმა ტრადიციას - თბილა.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2023.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In terms of the safety of your respective house, belongings, and family members, there’s no room for uncertainty: you have to make sure that your house or business is safe, and that means far more than simply acquiring some $ten deadbolts through the components retailer. Choosing a competent, honest, Licensed locksmith is among The most crucial portions of securing your house or small business. Using the plethora of selections accessible, it’s typically not easy to know how…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2023.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
1 Like
Undoubtedly cocktail dresses is often talked about as one of those handful of wardrobe Necessities no Women of all ages can pay for to overlook on in her closet. After all, be it a formal get together with Business colleagues or perhaps a passionate date using your appreciate, these Girls as well as sizing cocktail dresses have always and will always be your very first choice to search beautiful and gorgeous.
Even so though there are plenty of pros we will…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2023.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Players who like Medieval structure, however love the jungle putting, might sense quite at domestic here.
A tiny, traditional Bosmer home within the heart of the Aldmeri Dominion, with the jungle right at the player's doorstep. This residence become truely grown, not built, because Wood Elves are forbidden from harming trees, so it's perfect for any individual of that race. It's additionally one of the most inexpensive houses that aren't an inn room or apartment.…
გამოაქვეყნა Waitman Papelbon_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2023.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
If on your own advised me a lot of many years in the past that one particular of the Colorado Rockies' maximum worthwhile exchange chips in just 2022 would be a 37-12 months-outdated pitcher that experienced discovered fresh new everyday living with the staff members just after a 7-12 months hiatus, I would include informed your self toward near your mouth and reduce performing insane. Still, daily life is stranger than fiction, and that basically comes about toward be the circumstance…
© 2023 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ იანვარი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!