კასპის, თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი

კასპი, თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი, მგალობელთა გუნდები, ქველი, გალობა, galoba, teodore tironis gundi, teodore tironis saxelobis tadzris gundi, kaspis gundi, kaspeli mgaloblebi, kaspi, qwelly, galoba, choirs, qalta gundi, gogonata gundi, გოგონათა გუნდი, კასპელი მგალობლები, mgalobelta gundebi

     კასპის თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია თარიღდება ფეოდალური ხანით. ტაძარი ბოლშევიკების მმართველობის პერიოდში დაანგრიეს. XX საუკუნის 90-იან წლებში ღვთის მადლით ტაძარი აღდგა, განახლდა, გამშვენდა და მოიხატა. ამის შემდეგ კი ტაძარში წირვა-ლოცვა კვლავ აღესრულება, კვლავ დაიკვლის მაცხოვარი მიმღებელთა მისთათვის და კვლავაც გალობენ ალილუიას...

     ტაძარში გალობა 2000 წლიდან აღდგა. არის ინფორმაცია, რომ მგალობელთა გუნდი კასპის თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარს ისტორიულად სულ ჰყავდა, მაგრამ გასულ საუკუნეში არათუ გალობა, თვით ტაძარის დანგრეული გახლდათ... ამჟამად ტაძარს მგალობელთა გუნდი ჰყავს, რომელიც ყოველ წირვა-ლოცვას მეტად იდუმალსა და ლამაზს ხდის. ათბობენ ტაძრის კედლებსა და  მრევლს თავისი კეთილხმოვანებით..

     წმინდა თეოდორე ტირონის მგალობელთა გუნდის რეგენტია ეკატერინე ყაზარაშვილი. მან დაამთავრა თბილისის, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. გარდა საეკლესიო მსახურებისა, ეკატერინე ასევე, კასპელს ახალგაზრდებს ასწავლის გალობას.

     მგალობელთა გუნდი კანონიკურ საგალობებს ასრულებს, ძირითადად კარბეელაანთ კილოს და გელათის სკოლის ჩანაწერებიდან.

     გუნდის ხელმძღვანელი, რეგენტი ეკატერინე ყაზარაშვილი

გუნდის წევრები:

  • პირველი ხმა - მაკა რუსიშვილი
  • მეორე ხმა - მაკა თათრიშვილი
  • მესამე ხმა - თეა პაიჭაშვილი

ტეგები: Qwelly, გალობა, გუნდები, კასპი, ქალთა_გუნდი, ქართლი, ქველი

ნახვა: 334

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რწმენის ფერადი ადგილები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 24, 2020.
საათი: 9:19pm 1 კომენტარი

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

ბოლო კორონასებური წყნარი საღამო და ტყეების საპატრიარქოს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 22, 2020.
საათი: 10:43pm 0 კომენტარი

      დღის ყველა ამბავი საღამოს სიგრილემ გადაფარა და თორმეტი საათის მოლოდინმა, რომლის შემდეგ კვლავ გაიგონებთ ქუჩებში ავტომობილების ხმას. იქამდე კი ისიამოვნეთ. დღის მთავარია ამბები სწორედ ამ შეზღუდვების მოხსნა-დატოვებას ეხებოდა და პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას, რეზიდენტისგან ხელმოწრას და საბოლოოდ გაკანონებას. ხმაურიანი გამოდგა საპატრიარქოს ბალანსზე ეკლესიების გადაფორმების გამარტივებული წესებიც და პრემიერსაც, თავის მხრივ, აქტიური დღე…

გაგრძელება

კანონით შეზღუდვის ხმაური, ბანკების სამი თვე და დახმარება-კომპენსაციები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 21, 2020.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      შეზღუდვები იხსნება, მაგრამ შეზღუდვები რჩება. მოკლედ, ნაწილობრივი შეზღუდვების კანონი წარადგინა დღეს დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, პარლამენტმა ხმაურიანად, დაპირისპირებულად და ურთიერტკრიტიკით მოუსმინა მაგრამ საბოლოოდ მაინც დაამტკიცა. ეს ნაწილობრივი შეზღუდვები არავინ იცის როდემდე გაგრძელდება, ახლა უკვე კანონით ვიქნებით შეზღუდულები და არა დროებითი რეგულაციებით. ეს იყო დღის მეინსტრიმი. ასევე ბანკების დამატებითი 3 თვე პროცენტების გადასავადებლად და…

გაგრძელება

კორონას შემოდგომის რეინკარნაცია და ოპოზიციის სამთავრობო დაბრუნების გეგმები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 20, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      ვთავისუფლდებით კორონასგან და იზრდება რისკები და შესაბამისად რეკომენდაციები, დარიგებები, მოლოდინები და დაბრუნების საფრთხეები. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო. მნიშვნელოვანი გახლდათ ასევე კალაძის ინიციატივები და მერიის საქმიანობა, და ასევე ოპოზიიის სამოქმედო გეგმები, შესაძლო პრემიერებზე და მისთანები. მთავარი სამედიცინო სტატისტიკა ასეთია - საქართველოში: 713 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 475, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული…

გაგრძელება

Qwelly World

free counters