ასთამურ მარღანია - Astamur Marghania

ასტამურ მარღანია, ასთამურ მარღანია, astmur margania, changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი, აფხაზეთი, afxazeti, abkhazia

1905 - 1968

      ძველი დროში, აფხაზთა შორის უმაღლესი განათლება ჰქონოდა მიღებული ვინმეს, იშვიათობა იყო. ამ მხრივ საბჭოთა ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა: სკოლები გახსნა, უმაღლესი სასწავლებლები შექმნა. შეძენილი უმაღლესი განათლება ასტამურმა ხალხის სამსახურში გამოიყენა.

      1926 წლიდან ჯერ სკოლებში მასწავლებლობდა, ხოლო შემდეგ კარგა ხანს რაიონული განათლების განყოფილების გამგედ მუშაობდა. მუყაითი შრომისთვის 1939 წელს «საპატიო ნიშნის» ორდენით იქნა დაჯილდოებული, ხოლო შემდეგ წარჩინებული მუშაობისათვის მედლები მიიღო.

      ცამეტი წლისა არც კი იყო, როცა ლოტბარ ივანე ლაკერბაისთან დაიწყო გუნდში მუშაობა, ხოლო 1926 წლიდან დამოუკიდებლად ხელმძღვანელობდა გუნდს. სოფელ ჯგერდის გუნდს ის კარგა ხანს უძღვებოდა. ხანდაზმული მომღერლებისაგან სწავლობდა სიმღერებს და შემდეგ გუნდში გადაჰქონდა.

      1928 წლიდან ოჩამჩირეშია მუშათა კლუბის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელად, ხოლო შემდეგ სათავეში ჩაუდგა ოჩამჩირის სიმღერისა და ცეკვის რაიონულ ანსამბლს. რაიგანათლების განყოფილების გამგე ანსამბლში სამუშაოდ დროს პოულობდა; მრავალი აფხაზური, სვანური, მეგრული და ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეების ხალხური სიმღერები შეასწავლა ანსამბლს.

      რადიომსმენელები ხშირად ისმენენ ხალხურ სიმღერებს ოჩამჩირის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის შესრულებით.

      მიენიჭა საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

      ორი წელიწადი (1953-1954) ტყვარჩელის მუშათა გუნდის ხელმძღვანელია, ხოლო 1954 წლიდან - სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიის მესვეური.

      ბოლო წლებში განსაკუთრებული მონდომებით უძღვებოდა ახლად ჩამოყალიბებული სოხუმის საოპერეტო თეატრის საქმიანობას.

"ფონდი ქართული გალობა"

ტეგები: Qwelly, აფხაზეთი, ბიოგრაფია, გალობა, ფოლკლორი, ქველი

ნახვა: 151

გამოხმაურებები!

ქართულ ფონდს მგალობელი მალანია ან მელია არ ყოლია? ))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მხარდაჭერილი შოთაძე და საიქიოდ წასული რეჟისორი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 17, 2020.
საათი: 9:24pm 1 კომენტარი

      დღევანდელი დღე სამწუხარო ამბით იქცა გამორჩეულად და ისტორიაში ჩასაწერად - დღეს გარდაიცვალა გიორგი შენგალაია (იხ. ქველინიუსი). თუმცა, პოლიტიკოსებმა გიორგი შენგელაია ნაკლებად გაიხსენეს, როდესაც საქმე მთავარი პროკურორის არჩევნებს და დანიშვნების შეეხო. კიდევ ერთი ამბავია - გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკას…

გაგრძელება

ევროპაში ჩავარდნილი პროექტი, დიპლომატები საქართველოში და უგულავას მილიონები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 13, 2020.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      დედაქალაქი ძალიან დაიჩაგრა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცენტრალიზებული მართვის პირობებში, მთავარი ქალაქი ბუნებამ დაჩაგრა - ყველგან თოვს, ზღვისსპირეთში, მთის კალთა-კიდეებზე, დიდ-მცირე ქალაქებში, გორშიც კი, მაგრამ თბილისში არა და არ თოვს. რაც შეეხება პოლიტიკურ ამბავნარს, დღის მთავარი თემა ევროკავშირთან პროეტების და კანონების განხილვა იყო და უგულავას საქმეზე კომისიობანა და კომენტარობანა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 13…

გაგრძელება

ოსკარის ვარსკვლავური დერეფანი - წითელი ხალიჩა 2020

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: თებერვალი 12, 2020.
საათი: 11:28am 2 კომენტარი

      მართალია ეს არც მილანური დეფილეა და არც პარიზის მოდის კვირეულია, მაგრამ ოსკარი რომ მოდის დიზაინერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხია, რაც აგერ უკვე მრავალი წელია დასტურდება. წითელ ხალიჩაზე ჩავლილმა ვარსკვლავებმა ისეთი შთაბეჭდილება უნდა დატოვონ, რომ მთელი წელი მათ კაბებზე საუბრობდეს მედია და მოდის სამყარო. ჩვენც, მოურიდებლად გვმართებს თვალი ვადევნოთ ვარსკვლავების ჩაცმულობა-მორთულობას, რათა შემდეგ ჩვენს ქუჩებშიც იარონ ნატალი პორტმანებმა,…

გაგრძელება

მესამე და სამართალიო

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 11, 2020.
საათი: 11:00pm 4 კომენტარი

      კორონა ვირუსზე მხოლოდ ერთსღა ამბობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი - სოლიდარობა და გვერდში დგომა გვიშველისო. ეს მსოფლიო ამბავი, ხოლო ქვეყნის შიდა ამბავი, რომელმაც მსოფლიოს ყურადღებაც კი მიიპყრო სტატიებით და კომენტარებით - უგულავას ციხეში აღმოჩენის ამბავია. მთელი დღე მუქარების და თავის მართლების ტექსტებს მიეძღვნა. მეორე ამბავიც ამავე თემას უკავშირდება - კონსესუსი არ ჩანს ჰორიზონტზე და ამიტომ ჯერ კიდევ რთულია პროპორციების…

გაგრძელება

Qwelly World

free counters