ინფორმაცია

დეკემბერი

დეკემბერი

თვენი

დეკემბრის თვის წმინდათა ცხოვრება

საიტი: https://www.qwelly.com/group/tveni
ადგილი: თვენი
წევრები: 34
უკანასკნელი აქტიურობა: დეკემბერი 1, 2022

ფორუმი

წმინდა სპირიდონ ტრიმითუნტელი

ავტორი ლაშა, დეკემბერი 25, 2018. 0 გამოხმაურება

25 დეკემბერს (ძვ. სტ. 12 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ტრიმითუნტის ეპისკოპოსს, სპირიდონ საკვირველმოქმედს      ქრისტეს ეკლესიაში, უდიდეს წმინდათა მამათა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ტრიმიფუნტის ეპისკოპოს, წმინდა სპირიდონს, რომელიც მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. წმიდა სპირიდონი დაიბადა კუნძულ კვიპროსზე, მესამე საუკუნის მიწურულს. იმ მცირე ცნობებიდან, რომელიც წმინდანის შესახებ არის შემორჩენილი, ცნობილია, რომ ის იყო მწყემსი, ჰყავდა ცოლ-შვილი, მთელ თავის სახსრებს შეჭირვებულ ახლობლებსა და მწირებს ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების მადლით აღავსო: წმინდა სპირიდონი კურნავდა ისეთ დაავადებებს და ადავმყოფებს, რომელთა განკურნებაც შეუძლებელი იყო. მას შემდეგ რაც, წმინდა სპირიდონს მეუღლე გარდაეცვალა, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) ზეობისას, სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უფლის რჩეულს ამის შემდეგაც არ შეუცვლია ცხოვრების წესი. საეკლესიო ისტორიკოსების მოწმობით, წმიდა სპირიდონი 325 წელს პირველი მსოფლიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა. კრებაზე მღვდელმთავარი სიტყვიერ პაექრობაში ჩაერთო ბერძენ ფილოსოფოსთან, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. უფლის რჩეულის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახა კაცობრივი ამაოდბრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე: „მისმინე, ფილოსოფოსო, რას გეტყვი: ჩვენ გვწამს, რომ ყოვლადძლიერმა უფალმა თავისი სიტყვით არაფრისგან შეჰქმნა ზეცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა და შემდეგ აღსდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა რა პირველქმნილი ცოდვა და თანა აღადგინა ადამიანთა მთელი მოდგმა. გვწამს, რომ იგი თანაარსი და თანასწორია მამისა“. მღვდელმთავართან საუბრის შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე დამცველი გახდა. მან თავის მეგობრებს უთხრა: „სანამ არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთებების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლური გახდა, რადგან…გაგრძელება

ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, საკვირველმოქმედი, თვენი, ეპისკოპოსი

წინასწარმეტყველი სოფონია

ავტორი qeti, დეკემბერი 16, 2018. 0 გამოხმაურება

16 დეკემბერს (ძვ. სტ. 3 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ სოფონიას.      ქრისტესშობამდე მეშვიდე საუკუნეში, წმინდა წინასწარმეტყველი იერემიას თანამედროვედ მოღვაწეობდა წინასწარმეტყველი სოფონია. იგი წინასწარმეტყველთა შორის იწოდება ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთა შორის ერთ-ერთად. იმავე პერიოდში, მოღვაწეობდა ქალი წინასწარმეტყველი ოლდამა. გადმოცემის მიხედვით, სოფონია დიდგვაროვანთა ჩამომავალი იყო და სამეფო სასახლეში ცხოვრობდა.      წაიკითხეთ ვრცლად ცნობები წინასწარმეტყველ სოფონიას შესახებ◄ გუშინ | დღეს |…გაგრძელება

ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, წინასწარმეტყველი, თვენი, დეკემბერი

მოწამე ირინარქი

ავტორი qeti, დეკემბერი 16, 2018. 0 გამოხმაურება

11 დეკემბერს (ძვ. სტ. 28 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს მოწამე ირინარქს და მასთან ერთად წამებულ დედებს.      ქრისტიანთა დევნის პირველსაუკუნეთა შორის, მრავალი მოწამე აღესრულა, რომელთა ცხოვრების ვრცელი რედაქციები ჩვენამდე მოღწეული არ არის. მათ შორის არის წმინდა მოწამე ირინარქე, რომელიც იმპერატორ დეოკლეტიანეს ზეობისას, მეოთხე საუკუნის დასაწყისში აწამეს შვიდ ქრისტიან ქალთან ერთად. სასტიკი წამების შემდეგ, როდესაც წმინდა მარტვილნი ვერ გატეხეს, მათ თავები მოჰკვეთეს.◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►გაგრძელება

ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, მოწამე, თვენი, 11 დეკემბერი

წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული

ავტორი tsira. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, დეკემბერი 13, 2018. 1 გამოხმაურება

13 დეკემბერს (ძვ. სტ. 30 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ანდრია პირველწოდებულს!      პირველი მოციქულთაგანი, თავად უფლის მოწოდებული. პეტრე მოციქულის ხორციელი ძმა, მებადური, ქართველთა განმანათლებელი.      მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს თუ სად წასულიყვნენ საქადაგებლად. ღვთისმშობელს წილად ხვდა საქართველო, მაგრამ რადგან მოახლოებული იყო მიცვალების ჟამი, ამიტომ საქადაგებლად ანდრია მოციქული გამოემგზავრა.      ღვთისმშობელმა მოციქულს ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. ანდრია პირველწოდებულს წარმართა ქვეყანაში მრავალი განსაცდელი დაატყდა, მაგრამ პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი დაითმინა.      ახალმოქცეულებს დაუდგინა მღვდლები და დიაკონები, "დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოების", აუგო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც დააბრძანა ხელთუქმნელი ხატი.      ფერსათის მთაზე აღმართა ჯვარი. სოფელ აწყურში უფლის შემწეობით ქვრივ დედაკაც შვილი აღუდგინა.      მოციქულმა იმოგზაურა კლარჯეთში, ატაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი წესისამებრ იერუსალიმში ჩავიდა.      მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ დაბრუნდა საქართველოში და განამტკიცა ქრისტიანობა. მოციქულებმა იქადაგეს სამეგრელოსა და აფხაზეთში, შემდეგ სკვითაა ქვეყანაში გადავიდნენ.      უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა საბერძნეთი იყო. წმიდანის ­ლოცვით უამრავი ადამიანი ეზიარა ჭეშმარით სარწმუნოებას.      ურჯულო ქალაქის მართველი ერთგული დარჩა ცრუ ღმერთების. მან გადაწყვიტა წმინდანის დასჯა და ბრძანა ტანჯვის გასახანგრძლივებლად მოციქულის ძელზე დაკიდება.      მოციქული სიხარულით შეხვდა განაჩენს. თავისით ავიდა ჯვარზე. ჯვარზე გაკრული მოციქული ორი დღე ქადაგებდა. ქადაგებით შეწუხებულმა მმართველმა ბრძანა განთავისუფლება, მაგრამ ანდრიამ მოციქულმა უფალს შესთხოვა მოწამეობრივი სიკვდილი.      "აღიხილნა თუალნი ზეცად და მადლობა შესწირა უფალს და აკურთხნა მორწმუნენი იგი ჯუარსა დამოკიდებულმან". და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა წმიდანი.      ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას.      რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას…გაგრძელება

ტეგები: ქველი, წმინდათა_ცხოვრება, თვენი, დეკემბერი, Qwellyland

საკვირველმოქმედი რომანოზი

ავტორი qeti, დეკემბერი 10, 2018. 0 გამოხმაურება

10 დეკემბერს (ძვ. სტ. 27 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა რომანოზ საკვირველმოქმედს.      მეხუთე საუკუნეში, ანტიოქიის მახლობლად, ქალაქ როსაში დაიბადა და მოღვაწეობდა წმინდა რომანოზი. ღმრთივსათნო ღვაწლისთვის უფალმა მას განჭვრეტისა და კურნების ნიჭი მიმადლა. რომანოზის ლოცვით მრავალი უშვილო დედაკაცი დაიხსნა ბერწობისაგან. წმიდა რომანოზი მკაცრი მმარხველი იყო და განსაკუთრებული ასკეზით გამოირჩეობა - ჯვალოს ქვეშ მძიმე ჯაჭვებს ატარებდა, ცხოვრობდა განმარტოებით, დაყუდებული ყოველგვარი სითბოსა და ცეცხლის გარეშე. ბოლოს ღრმად მოხუცებულმა ღირსმა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. აღსრულებული მრავალი სასწაულის და მკაცრი ასკეტური მოღვაწეობის გამო, დედა ეკლესიამ წმინდა რომანოზს საკვირველმოქმედი უწოდა.◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►გაგრძელება

ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, საკვირველმოქმედი, თვენი, 10 დეკემბერი

წმინდა ფილიმონი, არქიპო და აპფია

ავტორი qeti, დეკემბერი 9, 2018. 0 გამოხმაურება

5 დეკემბერს (ძვ. სტ. 22 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმიდა მოციქულებს ფილიმონსა და არქიპოს და მოციქულთასწორს აპფიას.      პირველ საუკუნის ქრისტიანთა შორის განსაკუთრებული მოღვაწეობა გასწიეს როგორც თორმეტმა მოციქულმა, ასევე სამოცდაათმა მოციქულმა. მათ შორის იყვნენ, ფრიგის ქალაქ კოლოსეში მოღვაწეო ცოლ-ქმარი, ფილიმონი და მისი მეუღლე აპფია, რომლებმაც პავლე მოციქულისგან მიიღეს უფლის ნათელი. წმიდანებმა თავიანთი სახლი სამლოცველოდ აქციეს, სადაც მართლმორწმუნენი იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. მოციქული ფილიმონი ქალაქ ღაზის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი და მთელს ფრიგიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. პავლე მოციქულმა ნეტარს გაუგზავნა სიყვარულით სავსე ეპისტოლე, რომელშიც წერს: „ფილიმონს, საყუარელსა და თანაშემწესა ჩუენსა, და აპფიას, დასა და საყუარელსა, და არქიპოსს, თანა-მოსაგრესა ჩუენსა და სახლისა შენისა კრებულთა“ (ფილიმ. 1, 1-3). წმიდანები ფილიმონი, აპფია და წმიდა მოციქული არქიპო მოწამეობრივად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის (54-68) მიერ ქრისტიანთა დევნისას. წარმართული დღესასწაულის დროს ქრისტიანულ ტაძარში, სადაც ღვთისმსახურება აღესრულებოდა, გააფთრებული ბრბო შეცვივდა. ყველანი დაფრთხნენ და დაიფანტნენ, დარჩნენ მხოლოდ: ფილიმონი, არქიპო და აპფია. უღმერთოებმა შეიპყრეს ისინი. გამხეცებული წარმართების მიერ სასტიკად ნაგვემმა და დანებით დასერილმა არქიპომ სამსჯავრომდე ვერ მიაღწია - გზაშივე გარდაიცვალა, წმიდა ფილიმონი და აპფია კი მმართველის ბრძანებით ქვებით ჩაქოლეს.◄ გუშინ |…გაგრძელება

ტეგები: 5 დეკემბერი, წმინდათა_ცხოვრება, მოციქულები, თვენი, Qwellyland

კომენტარების დაფა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ დეკემბერი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (34)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქციები მედიკამენტზე, სააკაშვილის ნიუსები და ოპო-პო დაპირისპირება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 30, 2023.
საათი: 11:10pm 0 კომენტარი

      ჯანმრთელობის დაცვის ან შენარჩუნების ან ზრუნვის საკითხები გარკვეულწილად მეინსტრიმული გახდა. უფრო მნიშველოვანი მაინც დაპირისპირებულთა ურთიერთშეფასებებია, კრიტიკა და დაწუნება. პრეზიდეტი სააკაშვილიც აქტუალურია და ჩავლილი აქციის ბრანდელბულიც და მომავლის ანონსმდებლებიც. მარტის უამინდობაზე ხომ საუბარიც აღარ შეიძლება - ნამდვილად დაიზამთრა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5604 ლარია.…

გაგრძელება

ნორვეგიულად დაჯილდოებული ექს პრეზიდენტი და ფრე ევრო ტურნირზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2023.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      როცა სხვა საკითხები მიჩუმათდება, უმალ მიხელი სააკაშვილის ამბავი გახდება ხოლმე აქტუალური. განსაკუთრებით ამ ვითარებაში, როცა ნორვეგიაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯილდოც კი გადასცეს (დაუსწრებლად ცხადია). ნორვეგიასთან დღეს გამართული ევროტურნის შესარჩევი მატჩი მეგობრულად 1-1 კი დასრულდა, მაგრამ აქციები საელჩოსთან მაინც იყო. ცოტა სალომეს თემა, ცოტა ევროპული გზა და ბევრი უკრაინული დღის წესრიგი იყო ჩვენს მეინსტრიმშიც. ამინდის პროგნოზიც…

გაგრძელება

Die Portland Thorns 2023

გამოაქვეყნა alicesandra_მ.
თარიღი: მარტი 27, 2023.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Das Spiel wird auf Paramount+ gestreamt und wird auch im lokalen Fernsehen in Portland auf FOX 12 PLUS ausgestrahlt Fussball Trikots online kaufen . Nach ihrer Teilnahme an einem Vorbereitungsturnier, bei dem Cheftrainer Mike Norris die Möglichkeit hatte, in drei verschiedenen Spielen mehrere Spieler einzusetzen, ist das Portland-Team nun gut auf die kommende reguläre Saison vorbereitet. Die Siege des Teams gegen Louisville und die USWNT U-23 sowie ihre Niederlage gegen OL Reign haben…

გაგრძელება

When Rocket League is taking part with Formula 1 or James Bond

გამოაქვეყნა dakunlee_მ.
თარიღი: მარტი 26, 2023.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

When Rocket League is taking part with Formula 1 or James Bond, it makes sense because the focal point (as a minimum partly) is on Rocket League Items  cars. However, whilst Psyonix pronounces a new partnership with the WWE, you surely have to take a more in-depth appearance.

Sure, with Knockout, we have at the least one mode in Rocket League in which you can grab your warring parties and knock them out of the arena. But I can not think about any more parallels to wrestling. Anyway,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters