ზოგადი ცნობები  წინასწარმეტყველი სოფონიას შესახებ

       სახელი სოფონია ორი სიტყვისგანაა ნაწარმოები , ცეფან – მფარველობა", დაცვა" და ია იაჰვე. შესაბამისად, ჩეფანია განიმარტება როგორც ‘იაჰვეს მიერ დაცული" (ის, ვისაც მფარველობს იაჰვე).
პირველი მუხლის თანახმად, სოფონიას მოღვაწეობა იუდაში იოშიას მეფობის პერიოდს უკავშირდება . ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა შორის იგი ერთადერთია, ვისი გენეალოგიაც მეოთხე მოდგმამდე განივრცობა . მკვლევარნი ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი მისი წარმომავლობაა და იგი დიდგვაროვანთა ოჯახს, მეფეთა საგვარეულოს განეკუთვნებოდა.
განმმარტებლთა ნიწილი მიიჩნევს, რომ წინასწარმეტყველი ასპარეზზე ხელკია მღვდელმთავრის მიერ რჯულის წიგნის აღმოჩენამდე გამოვიდა (622 წ.). სხვათა მოსაზრებით, სოფონია სწორედ 622 წლის შემდეგ იწყებს წინასწარმეტყველებას, რასაც რამდენიმე არგუმენტი ადასტურებს: 1. სოფონია ხშირად იშველიებს ციტატებს რჯულიდან, რაც 622 წლამდე შეუძლებელი იქნებოდა. 2. წინასწარმეტყველი მეფის შვილებს წარმართული სამოსის ტარების მიზეზით ამხელს (შდრ. სოფ. 1.8). შესაბამისად, იოშიას შვილები ზრდასრული ადამიანები არიან და თავად ღებულობენ გადაწყვეტილებას. წარმოდგენილი ცნპობების მიხედვით, სოფონიას ასპარეზზე გამოსვლის ზედა ზღვარი 622 წელია, მაგრამ ქვედა მიჯნა 612 წელს არ სცილდება, რადგან ტექსტის თანახმად, ქ. ნინევი მომავალში უნდა განადგურდეს.

ნეტარი იერონიმე: იუდეველები გვამცნობენ, რომ თუ წიგნის დასაწყის ნაწილში მითითებულია წინასწარმეტყველის მამის ან ბაბუის სახელი, ისინიც წინასწარმეტყველები არიან. მაგალითად, ამოსი, თორმეტთაგან ერთ-ერთი, საკუთარ წიგნში შენიშნავს: 'მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის შვილი. მწყემსი ვარ მე და ლეღვის მომკრეფი" , და სწორედ ამ მიზეზით არ ახსენებს წიგნის დასაწყისში საკუთარი მამის სახელს. თუ იუდეველთა წარმოდგენილი გადმოცემა სწორია, სოფონია წინასწარმეტყველთა ოჯახში დაბადებულა და მთელი მისი მოდგმა ამავე ღვაწლს აღასრულებდა). განმმარტებელთა ნაწილი აღნიშნულ იუდაურ მსჯელობას არადამაჯერებელად მიიჩნევს, რადგან იერემიას მამა ხელკია და ეზეკიას მშობელი ბუზი, რომლებიც შესაბამისი წიგნების დასაწყისში იხსენიებიან, არასოდეს ყოფილან წინასწარმეტყველები.
ნაწილი თვლის, რომ სოფონიას მიერ მოყვანილი წინაპართა საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი განპირობებულია ამ ადამიანების საგვარეულოს გამორჩეული მდგომარეობით და ამასთანავე თავად ჩამოთვლილ პირთა შორის არიან ისეთნი, რომლებიც საკუთარი მოღვაწეობის წყალობით სახელგანთქმულნი იყვნენ იუდეაში. მკვლევარნი ისტორიისთვის სრულიად უცხო სოფონიას მამას ქუშს, ბაბუას გედალიაჰუს (გოთოლია), დიდ ბაბუას ამარიას გვერდს უვლიან და ყურადღებას მეოთხე, ბოლო წარმომადგენელზე, ხიზკიაჰუზე (ეზეკია) შეაჩერებენ. განმმარტებელთა ვარაუდით, სწორედ მისი სახელით უნდა განისაზღვროს სოფონიას წარმომავლობა, რადგან ხსენებული ეზეკია ესაიას თანამედროვე მეფე ეზეკიაა. გენეოლოგიაში ნახსენები მეფე იოშია ბიბლიური და ისტორიული წყაროების თანახმად, ეზეკიას მესამე ჩამომავალია (ეზეკია, მანასე, ამონი, იოშია).
წარმოდგენილი არგუმენტების საპირისპიროს არსებობს სხვა მონაცემებიც:
1). სოფონიას ჩამონათვალში მოხმობილ სახელს ეზეკია არ ახლავს მითითება მისი სამეფო უფლებების შესახებ.
2). ერთ-ერთი იუდაური გადმოცემა, რომელიც ფსევდოეპიფანეს თხზულების სახელითაა შემორჩენილი, გვატყობინებს, რომ სოფონია სიმეონის ტომს მიეკუთვნება.

ისტორიულპოლიტიკური ვითარება


       მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში იუდაური არისტოკრატიის პოლიტიკური სიმპატიები ასურეთისკენ მიიდრიკა, რადგან ქალდეველები ჯერაც მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს ტიტულს ინარჩუნებდნენ. მოგვიანებით ვითარება იცვლება და ძლევამოსილი იმპერია დიდების პედესტალიდან შეუჩერებელ დაღმასვლას განიცდის. რეალობის გათვალისწინებით, იმავე იუდაური არისტოკრატიის ნაწილმა პოლიტიკური სიმპატიის ობიექტი შეიცვალა და წინააზიური სახელმწიფოებისთვის განკუთვნილი ასურული მორჩილების უღლის ჩამოშორება განიზრახა. იუდას მეფე ამონი ხსენებულ წარჩინებულთა შეხედულებებს არ თანაუგრძნობდა, რადგან მისი კეთილგანწყობა ასურეთისკენ იხრებოდა. არასასურველი მეფის თავიდან ჩამოშორების მიზნით იერუსალიმში ამბოხება მოეწყო, რასაც მეფის სიცოცხლე შეეწირა. განდგომილებს სურდათ, სამეფო ტახტზე მათი სურვილის აღმსრულებელი ადამიანი აეყვანათ, თუმცა ერის უდიდესი ნაწილი ამგვარ ქმედებას წინ აღუდგა და იუდაში ამონის 8 წლის ძე იოშია გაამეფეს.
       პარალელურად მოვლენები დინამიკურად ვითარდება შუამდინარეთში. აქამდე უცნობი მიდიური ტომები ასურეთის იმპერიას თავს ესხმიან და მათი შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. თუკი მე-7 საუკუნის ოცდაათიან წლებამდე ასურეთის მმართველთა დაუოკებელი ნება-სურვილია, დაპყრობითი ომები აწარმოონ, 630 წლიდან ერთადერთი საზრუნავი საკუთარი მიწების შენარჩუნებაა. ამავდროულად ასურეთის იმპერიის მორჩილებაში მყოფი ბაბილონის ხელისუფლებაში მოდის ახალი მმართველი ნაბოპალასარი. იგი 626 წელს ლიბიელებთან სამხედრო კავშირს ამყარებს და ცენტრალულ ხელისუფლებას უჯანყდება. ამას მომთაბარე ტომების გამოჩენაც ემატება. ისინი ყველა მხრიდან ავიწროებდნენ ასურელებს. ოდესღაც ძლევამოსილი იმპერია სულს ღაფავდა, ხოლო საშველი არსაიდან ჩანდა.  არსებული რეალობის გათვალისწინებით იუდეის ახალგაზრდა მეფე იოშიამ აქტიური მოქმედება დაიწყო. მან ჯარი შეკრიბა, ყოფილი ისრაელის სამეფოში გადავიდა და იქ დაბანაკებული ასურული გარნიზონი განდევნა. ამავდროულად გზადაგზა ყველა კერპი გაანადგურა. ოდნავ მოგვიანებით, 622 წელს, ხელკია მღდელმთავრმა ტაძარში რჯულის წიგნი აღმოაჩინა, რის საფუძველზეც იოშიამ იუდაში უმკაცრესი რელიგიური რეფორმა გაატარა. მიუხედავად ყველაფრისა ხალხის ზნეობრივ-სულიერი მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. ამ ეპოქაში მოღვაწე წინასწარმეტყველნი, რომელთაც საკუთარი ხალხის სულიერ მაჯისცემაზე ედოთ ხელი, ერის შინაგან, ფიზიკურ თვალთაგან უხილავ მდგომარეობას მთელი სისავსით აცნობიერებდნენ და, შესაბამისად, იუდას სამეფოს დაცემის მოახლოებას იუწყებონენ.  სოფონიას მოღვაწეობა ზემოთ აღნიშნულ მოვლენებს თანხვდება. წიგნის მთავარი თემა, მსგავსად სხვა თანამედროვე მოღვაწეებისა, იუდეის სამეფოს აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველებაა.
ძველი აღთქმის წიგნებში მრავალგზის მოხმობილ ტერმინს, შესიტყვებას უფლის დღე არავინ იყენებს ისე ხშირად, როგორც სოფონია.

წიგნი სამი თავისგან შედგება.


მთავარი თემები:
1). იუდეის სამეფოს მომავალი უბედურება მასში არსებული კერპმსახურებისა და უზნეობის მიზეზით (თავი 1).
2). წინასწარმეტყველება წარმართული სახელმწიფოების დაღუპვის შესახებ

თავი 2


3). წინასწარმეტყველება კაცობრიობის გამოხსნის თაობაზე (თავი 3).
ბოლო თავში წარმოდგენილი 1419 მუხლები მართლმადიდებლურ ეკლესიაში ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულისას საწინასწარმეტყველოს სახით იკითხება.

ნახვა: 280

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters