მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი - არარელიგიური რწმენა, ადამიანისადმი რწმენა და ნდობა, რწმენა საკუთარი თავისა

არარელიგიური რწმენა, ადამიანისადმი რწმენა და ნდობა, რწმენა საკუთარი თავისა

    რწმენაზე საუბრისას ყოველთვის ღვთისადმი რწმენას ვგულისხმობთ. სინამდვილეში ადამიანისადმი რწმენაც არსებობს. იგი თითქმის ისევე მუდმივად და ღრმად განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, როგორც ღვთის რწმენა. ამასთან, ღვთისა ყველას არ სწამს, ადამიანებთან თანაცხოვრება კი მათდამი რწმენას მოითხოვს. საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ოჯახური გარდაქმნის ყველა მცდელობა ადამიანისადმი რწმენას ეფუძნება. რელიგიისა თუ ცხოვრების ახალი წესის ქადაგებისას ჩანაფიქრი ვერასოდეს განხორციელდება ადამიანის შრომისა და ძალისხმევის გარეშე. ამიტომ ყოველი გარდამქმნელი, ყოველი ადამიანი, რომელიც ხალხს რაიმე სიახლისკენ მოუწოდებს, თავის მოწოდებას მათდამი რწმენაზე აფუძნებს. წვრილმანებში, ყოველდღიურ ყოფაში ყველაფერს განსაზღვრავს რწმენა იმისა, რომ ადამიანში არის რაღაც კარგი, კეთილი, რომელიც გაჭირვებას, მწუხარებას, სიხარულს ეხმიანება და ცხოვრების წარმართვის საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამ რწმენაზე მსურს საუბარი.

    ასეთი რწმენა მალემრწმენობასა და გულუბრყვილო დამოკიდებულებას როდი გულისხმობს. იგი არ ნიშნავს, თითქოს ყველაფერი შესაძლებელია და ადამიანის თანაგრძნობის მოსაპოვებლად მხოლოდ მიმართვა კმარა. ამავე დროს უნდა გვჯეროდეს, რომ არ არსებობს ადამიანი ჭეშმარიტი ადამიანური სიღრმეების გარეშე, არ არსებობს კაცი, რომელშიც ვერ გააღვიძებ სიკეთესა და ღირსებას. ასეთ დასკვნამდე მივყავართ ცხოვრების ყველა სფეროში დაგროვებულ გამოცდილებას. მაგალითად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სასჯელაღსრულებითი სისტემის გარდაქმნა მიმდინარეობს. ადრე დამნაშავეს ციხეში ათავსებდნენ საზოგადოებისგან მოსაცილებლად. იგი მოკვეთილ ნაწილს წარმოადგენდა. დღეს ციხეს სულ უფრო ხშირად იმ ადგილად განიხილავენ, სადაც შესაძლებელია, დაეხმარო პატიმარს, გახდეს ადამიანი. ადამიანისადმი რწმენა სწორედ ასეთ დამოკიდებულებას გულისხმობს. იგი არ ეფუძნება სიცხადეს. ხშირად გვიწევს სიცხადის მიღმა გახედვა და აღმოვაჩენთ რაღაცას, რაც თითქოს არც კი არსებობს. სახარებაში ორი ამბავია გადმოცემული, რომლებიც ნათლად წარმოაჩენენ ადამიანისადმი ქრისტეს დამოკიდებულებას, ადამიანის მიმართ მის რწმენას.

     პირველი იოანეს სახარების მერვე თავშია მოთხრობილი. ეს არის ამბავი მრუშობაში მხილებული ქალისა, რომელიც მაცხოვართან მიიყვანეს. ფაქტები მის წინააღმდეგ იყო მიმართული. მას დანაშაულზე წაასწრეს და გმობასა და მკაცრ სასჯელს იმსახურებდა. ქრისტემ განიკითხა არა ის ქალი, არამედ მისი საქციელი. იგი მემრუშედ კი არ მიიღო, არამედ მისი სულის სიღრმეში ჩაიხედა, განჭვრიტა მასში სიწმინდე და ახალი ცხოვრების შესაძლებლობა ამოიკითხა. როცა ქალი სამსჯავროს წინაშე წარდგა და გააცნობიერა, რომ მისი ცოდვა სიკვდილის ტოლფასი იყო, ის, რა თქმა უნდა, გამოფხიზლდა. იმ წუთში რეალობად იქცა ის, რასაც ეუბნებოდნენ, რომ ცოდვა აკვდინებს და ანგრევს: მან შესცოდა და მათი რჯულის მიხედვით, უნდა ჩაექოლათ. ქალი მიხვდა, რომ, თუკი სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ, არასოდეს ჩაიდენდა იმას, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდებოდა. მაცხოვარმა ზუსტად განჭვრიტა ეს, მიუბრუნდა გარშემომყოფთ და უთხრა:

- ვინც უცოდველია თქვენს შორის, პირველად იმან ესროლოს ქვა!...

ყველა წავიდა. ქრისტე მარტო დარჩა ქალთან:

- სად არიან შენი განმსჯელნი?

- წავიდნენ, - უპასუხა ქალმა.

- არც მე განგიკითხავ. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.

     ეს მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ განჭვრიტა ქრისტემ ადამიანი და დაინახა ის შესაძლებლობები, რომელიც დაფარული იყო მისი ქმედებით.

   ასევე საოცარია მეორე ამბავი, ქრისტეს შეხვედრა პეტრე მოციქულთან მას შემდეგ, რაც ეს უკანას-კნელი დაფრთხა, შიშმა შეიპყრო და სამჯერ უარყო მაცხოვარი. ქრისტე არ ეკითხება მას, ნანობს თუ არა იმის გამო, რაც ჩაიდინა, არამედ ეუბნება:

- გიყვარვარ?

პეტრე მთელი გულით პასუხობს:

- დიახ, უფალო, მიყვარხარ.

   მაცხოვარი სამჯერ უსვამს მას ამ შეკითხვას. უცებ პეტრე ხვდება, რომ ფაქტების სიცხადე მის წინააღმდეგაა მიმართული. იგი ამბობს:

- უფალო, შენ უწყი ყოველი, უწყი, რომ მიყვარხარ! ქრისტემ კვლავ მოწაფეთა შორის მიუჩინა მას ადგილი.

     განა ჩვენ ასე ვიქცევით? განა ვიჯერებთ, რომ ადამიანს, რომელიც ცუდად მოგვექცა, აქვს უფლება, გვითხრას:

- დიახ, მიყვარხარ! მე არც მამაცობა მეყო, არც სულიერი ძალა და სიღრმე, მაგრამ მაინც მიყვარხარ! - და ყოველივე შესაძლებელი ხდება.

   ნეტავ, ჩვენც ასე ვეპყრობოდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის გვჯეროდეს და არ გვაბრმავებდეს ადამიანების ქმედებები, არ გვაყრუებდეს მათი სიტყვები, არამედ შეგვეძლოს ადამიანის სულში ჩუმად ჩახედვა და მასში ჰუმანურობის, შესაძლო ადამიანური სიდიადის დანახვა და, აქედან გამომდინარე, ადამიანს ახალ ცხოვრებას, ჩვენს ნდობას ვთავაზობდეთ და საკუთარი ადამიანური ღირსების შესაბამისად ცხოვრებისკენ მოვუწოდებდეთ. ასე რომ ვეპყრობოდეთ ერთმანეთს, მაშინ ადამიანთა შორის ყველაფერი შესაძლებელი გახდებოდა, ნებისმიერი გარდაქმნა და კაცობრიობისთვის ახალი ცხოვრება დაიწყებოდა.

   წინა საუბრის დროს მკითხეს: რა მოვიმოქმედოთ მაშინ, როცა ადამიანი ამბობს: „არ შემწევს ძალა, შენი ჩემდამი რწმენა და ნდობა ვიტვირთო.“ ეს კითხვა მეტად მნიშვნელოვანია და მსურს, პასუხი გავცე.

     ჩვეულებრივ, ძალიან განვიცდით ჩვენდამი უნდობლობას. ვგრძნობთ, რომ გვაქვს გარკვეული შესაძლებლობები, მაგრამ მათ განსახორციელებლად გვჭირდება რწმენით სავსე გულის მხარდაჭერა, იმ ადამიანის სიყვარული, რომელიც გვეტყოდა: „შენ შეძლებ შენი თავის რეალიზებას, განხორციელებას.“ ხდება ისეც, როცა ნდობას გვიცხადებენ, უცებ შიში გვიპყრობს, ვაითუ ვერ გავამართლო ეს ნდობა, არაფერი გამომივიდეს და ჩემი ოცნებები ისე გაიფანტოს, როგორც ნისლი მზის ამოსვლისას. რა მოხდება მაშინ? ნუთუ სრულად დავკარგავ იმ ადამიანების ნდობას, პატივისცემას და, შესაძლოა, სიყვარულსაც კი, რომლებსაც ასე ვეიმედებოდი?

     ეს გარემოება ხშირად აბრკოლებს ადამიანს. მაგრამ უფრო დიდი ხელშემშლელი ფაქტორი, შესაძლოა, ის იყოს, რომ ძალიან ხშირად, როცა მეორე ადამიანი ნდობას გვიცხადებს, მას თითქოს შეუძლებლის სწამს და არ ითვალისწინებს, რომ ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ. გვგონია, რომ ის ჩვენგან ძალიან ბევრს მოელის, თითქოს ყოვლისშემძლენი ვიყოთ, ყველაფრის გაკეთება შეგვეძლოს უპირობოდ, შეუზღუდავად. ასეთ დროს ვაცნობიერებთ, რომ, ერთი მხრივ, ეს შეუძლებელია და ნაბიჯის გადადგმის შიში გვიპყრობს, მეორე მხრივ, როცა რაიმეს განხორციელებას ვცდილობთ, აღმოვაჩენთ, რომ ვერ ვმაღლდებით იმ „უგუნურ“, „გაუაზრებელ“, „უპასუხისმგებლო“ ნდობამდე, რომელიც გამოგვიცხადეს. აქ ორი გარემოება იკვეთება.

    ერთი მხრივ, ის, ვინც მეორე ადამიანს ენდობა და თავის რწმენას მას შთაგონებისთვის უძღვნის, ამას დაფიქრებით, გონივრულად და ბრძნულად უნდა აკეთებდეს. მეორე მხრივ, ადამიანი, რომელიც ამ რწმენის ღირსი ხდება, ფხიზლად უნდა იყოს, გონივრულად მოქმედებდეს და მთელი ძალისხმევა მიმართოს იქით, რომ შემოქმედებითად განახორციელოს თავისი მოწოდება. ამასთან, უნდა აცნობიერებდეს, ზოგიერთი შეზღუდვა მაინც არსებობს. ეს შეზღუდვები ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება, სანამ საქმეს შევუდგებით. მხოლოდ მაშინ, როცა ვიწყებთ რომელიმე მეცნიერების შესწავლას, წიგნის კითხვას, რაიმე საქმიანობას, ვხედავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია და სად გადის ჩვენი შესაძლებლობის ზღვარი. მაგრამ დაწყება აუცილებელია. არ უნდა შევუშინდეთ საკუთარი შესაძლებლობების ზღვართან მიახლოებას, რადგან (ეს ძალზე მნიშვნელოვანია) ჩვენდამი ნდობა, ჩვენდამი რწმენა გულისხმობს არა ყოველივე იმის განხორციელებას, რაც საერთოდ ადამიანისთვისაა შესაძლებელი, არამედ იმას, რომ მაქსიმალურად სრულყოფილად განვახორციელოთ საკუთარი თავი.

     ეს აზრია ჩადებული ქრისტეს იგავში ტალანტების შესახებ. სიტყვამ „ტალანტი“ ასწლეულების მანძილზე სპეციფიკური ელფერი შეიძინა. ყველამ იცის, რა იგულისხმება ტალანტში, როცა საუბარია მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე. ქრისტეს დროს ტალანტი ფულად ერთეულს წარმოადგენდა. აი, რომელიღაც პიროვნებას მიეცა ანაბარი, შესთავაზეს მისი დაბანდება და იმის მაქსიმალურად მიღწევა, რაც მას შეეძლო. თუ ეს ადამიანი ნიჭიერია, მთელი ძალისხმევის დაძაბვით გააორმაგებს და გაასამმაგებს მისთვის ბოძებულ ტალანტს, საჩუქარს, ნიჭს. თუ ის ნაკლებად დაჯილდოებულია, მცირედს მაინც მიაღწევს. მაგრამ მას არა აქვს უფლება, დაემსგავსოს იგავში წარმოდგენილი სამი პიროვნებიდან იმას, ვისაც ყველაზე ნაკლები ტალანტი, ნაკლები ნიჭი მიეცა. მას შეეშინდა, ვაითუ, ის, რაც ჩემშია ჩადებული, რაც მებოძა, გავფლანგო, დავკარგო და ამის გამო პასუხი მომეთხოვება. მან ტალანტი დაფლა, ანუ უბრალოდ, გვერდით გადადო, მიწაში ჩამარხა, შეინახა. განსჯისა და ანგარიშის გასწორების დრო როცა მოვიდა, სამივენი პატრონის წინაშე წარდგნენ. აღმოჩნდა, რომ პირველმა და მეორემ რაღაცას მიაღწიეს, რაღაც მოიგეს, მხოლოდ მესამემ ვერ მოიპოვა ვერაფერი.

     ის განსაჯეს არა იმიტომ, რომ თავის პატრონს ვერაფერი მოაგებინა, არამედ იმიტომ, რომ შეშინდა და ვერაფრის გაკეთება გაბედა, გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

     თუ ამ სურათს ჩვეულებრივ ყოფაში გადმოვიტანთ, იგავში მოხსენებული ტალანტი შეიძლება გავაიგივოთ ხელოვნების, ლიტერატურის, პოეზიის სფეროში გამოვლენილ ნიჭთან, მაგრამ ეს იგავის შეზღუდული გაგება იქნებოდა. თავიდანვე ჩვენში ჩადებული ტალანტი არის ყოველივე ის, რაც ჩვენს შესაძლებლობებში შედის. ეს არის მთელი სიმდიდრე, მრავალსახეობა, მრავალფეროვნება ჩვენი პიროვნებისა. შევძლებთ მის ხორცშესხმას თუ არა? შევძლებთ. თითოეულს შეუძლია ყოველივე იმის განხორციელება, რაზეც მას ნებისყოფა, გამბედაობა, შთაგონება ეყოფა. სწორედ აქ არის სიმძიმის ცენტრი, ეს არის ამ პრობლემის არსი. ადამიანის იმდენად უნდა გვწამდეს, ისეთი ნდობა უნდა გამოვუცხადოთ, ისე უნდა შთავაგონოთ, რომ მან საკუთარ თავში აღმოაჩინოს სიმამაცე, მხნეობა, იგრძნოს შემოქმედებითი სიხარულის ძალა თვითრეალიზაციის დროს. მართალია, შეიძლება ის გენიოსი არ არის, მაგრამ ადამიანია, შეიძლება არაფრით გამოირჩეოდეს, მაგრამ იყოს თავისთავადი, რამდენადაც ძალა შესწევს, მშვენივრად და სრულყოფილად შეძლოს ეს. ამ შემთხვევაში აღარ დავადებთ მას მძიმე უღელს, აღარ ავკიდებთ ტვირთს, რომლის ტარებაც არაფრით ძალუძს, არ მოვითხოვთ მისგან, გახდეს ისეთი, როგორიც ის არასდროს (თავის ოცნებაშიც კი) გახდება, არამედ ვეტყვით: შეხედე, რა სიმდიდრეა შენში, განკარგე ის, ნუ გაზომავ მას, წარმოაჩინე შენში შემოქმედი და განახორციელე იგი! რასაც გონება ვერ მისწვდება, გულს უხმე; როცა სიმტკიცე გიღალატებს, მეგობარს მიმართე და ნახავ, რომ, რის განხორციელებასაც მარტო ვერ შეძლებ, სხვებთან ერთად ფრთებს შეასხამ და კაცობრიობის საგანძურში შენს წვლილს შეიტან.

    თუ ასეთი რწმენით მივუდგებით ადამიანს, მის შთაგონებასაც შევძლებთ, არც ჩვენი ნდობით დავამძიმებთ და იგი, თავისი შესაძლებლობის შესაბამისად, შემოქმედებითი სიხარულით გაიზრდება.

     გერმანელი მწერლის ბერტოლდ ბრეხტის ერთ-ერთ მოთხრობაში დაახლოებით ასეთ დიალოგს ვხვდებით. ერთ კაცს ეკითხებიან: „რას აკეთებთ, როცა ვინმე გიყვართ?“ „მე, - პასუხობს ის, - მასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას ვადგენ“. „გეგმას? შემდეგ რას აკეთებთ?“ „შემდეგ ვზრუნავ, რომ ორივე ერთმანეთს მოერგოს, შეესაბამებოდეს“. „მითხარით, ვინ ან რა უნდა მოერგოს მეორეს: ადამიანი გეგმას თუ გეგმა ადამიანს?“ „რა თქმა უნდა, - პასუხობს ბატონი კერნერი, - ადამიანი უნდა შეესაბამებოდეს გეგმას“.

     ასეთ მიდგომას ხშირად ადამიანისადმი რწმენას უწოდებენ, თითქოს ადამიანის შესწავლა, მისი შეცნობა, ყველა შესაძლებლობის განჭვრეტა, გეგმის შედგენა და ის, რომ ადამიანი აიძულო, ამ გეგმას მოერგოს, შესაძლებელი იყოს. ეს შეცდომაც არის და დანაშაულიც, რომელსაც უშვებენ ცალკეული ადამიანები ოჯახში, საზოგადოებები და იდეოლოგიური დაჯგუფებები როგორც მორწმუნე, ისე ურწმუნო ადამიანებისა. ოჯახურ ცხოვრებაში ეს მოვლენა ზოგჯერ ტრაგიკულ ასპექტს იძენს. მშობლები წინასწარ განსაზღვრავენ, რა მოუტანს მათ შვილებს ბედნიერებას. ისინი აიძულებენ მათ, გახდნენ ბედნიერები ისე, როგორც თვითონ წარმოუდგენიათ. ეს ეხება ცოლქმრულ ურთიერთობებსაც, მეგობრებთან დამოკიდებულებასაც: „არა, მე ვიცი, რა არის სასარგებლო შენთვის, რა არის უკეთესი! ნახავ, რა კარგად იქნება ყველაფერი!“ და ამ მომაკვდინებელი, სულის შემხუთველი, ცხოვრების დამანგრეველი სიყვარულის მსხვერპლი ზოგჯერ ევედრება კიდეც: „თუნდაც ნუღარ გეყვარები, ოღონდ მომეცი თავისუფლება!“

     ადამიანთა საზოგადოებებში ეს გარემოება ხშირად უფრო ტრაგიკულ ფორმებს იღებს, როცა უმრავლესობა ან რომელიმე ძალაუფლების მქონე დაჯგუფება ცალკეულ ადამიანებს თუ მთლიანად სხვა დაჯგუფებას თავის გავლენის ქვეშ აქცევს და მოითხოვს, რომ ყველამ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით იმოქმედოს. ისინი, ვინც ამას აკეთებენ, ყოველთვის ფიქრობენ, რომ მათ სწამთ ადამიანისა, სჯერათ, რომ ის შეიძლება დიდი და მნიშვნელოვანი გახდეს. ფიქრობენ, რომ თავად მას არ სჯერა საკუთარი თავისა. ეს რომ ასე იყოს, ის ყველაფერს მიატოვებდა და მათი დიქტატის მორჩილი გახდებოდა. სინამდვილეში ასეთი მიდგომა ადამიანის რწმენის სრული უარყოფაა. ასეთი მიდგომა ეფუძნება იმას, რომ ადამიანის ან საზოგადოების ცივი, გონებისმიერი, პროფესიული ანალიზის შედეგად, ყველა მონაცემის შეგროვების შემდეგ, იკვეთება გამოსახულება, სახე ადამიანის, საზოგადოების ან მთლიანად კაცობრიობისა. შემდგომ კი ამ საცოდავი საზოგადოების, ანუ კაცობრიობის „გეგმაში ჩასმას“ ცდილობენ. ამ დროს ავიწყდებათ, რომ ადამიანისადმი რწმენა იმას ნიშნავს, რომ იმ ცოდნის ზღვრის მიღმა, რაც უკვე მის შესახებ შევიტყვეთ, თვალთახედვის ზღვრის მიღმა მას ჩვენთვის მიუწვდომელი სიღრმეები აქვს: უძირო, სიღრმისეული ქაოსი, რომლის შესახებ გერმანელი ფილოსოფოსი ნიცშე ოდესღაც წერდა: „ვინც თავის თავში ქაოსს არ ატარებს, ის ვერასოდეს შობს ვარსკვლავს.“

     აქედან გამომდინარე, ბ-ნ კერნერის მიდგომა, რომელზეც ბრეხტი მოგვითხრობს, ზუსტად შემოქმედებითი ქაოსის შესაძლებლობას გამორიცხავს. ოღონდ არა იმ ქაოსის, რომელიც უიმედო მოუწესრიგებლობას ნიშნავს, არამედ ქაოსის, როგორც ჩამოუყალიბებელი ყოფიერებისა, რომლის ღრმა ფესვებიდან თანდათან ამოიზრდება წესრიგი, გააზრებული ქმედება. ადამიანისადმი ჭეშმარიტი რწმენა ზუსტად იმას ითვალისწინებს, რომ დამკვირვებლისთვის ადამიანი საიდუმლოდ რჩება. მითუმეტეს, გონებით დამკვირვებლისთვის, რადგან ჭეშმარიტი ხედვა ადამიანისა არა ჭკუა-გონებიდან გამომდინარეობს, არამედ გულიდან. მხოლოდ გულია ჭეშმარიტი მჭვრეტელი. მხოლოდ მას შეუძლია, გონება მიუწვდომელ სიღრმეში ჩაახედოს. ადამიანისადმი ჭეშმარიტი რწმენა ითვალისწინებს სიღრმეების არსებობას და მათ ფარულ შესაძლებლობებს და მუდამ ელის, რომ რაღაც მოულოდნელი, არაჩვეულებრივი შეიძლება მოხდეს.

     მაგრამ ერთი რამ თითქმის ყოველთვის ხდება. ჩვენ ადამიანს თავისუფლებას ვანიჭებთ და ამავდროულად ვენდობით, ჩვენი რწმენით ვამდიდრებთ მას და შთავაგონებთ. ხშირად დამკვიდრების პროცესში ადამიანი ზურგს აქცევს იმას, ვინც მისი შთამგონებელი და დამხმარე იყო; და არა მარტო ზურგს აქცევს, პერიოდულად მისთვის ეს აუცილებლობასაც წარმოადგენს. ის ვალდებულია, განაგრძოს თვითგანვითარება და პიროვნული დამოუკიდებლობის განმტკიცება, მანამდე არსებულ ურთიერთობათაგან გამიჯვნა. და ადამიანი, რომელიც შემოქმედებითი რწმენით შთააგონებს დიდს თუ პატარას, საერო საზოგადოებას თუ ეკლესიურს, იმისთვის მზად უნდა იყოს, რომ მას ზურგს შეაქცევენ. ამ დროს მან სხვათა მიმართ საკუთარი რწმენა უნდა გამოსცადოს. გამოსცადოს დაუეჭვებლად, შეურყევლად, ზურგის შექცევის გარეშე. მან როგორც სასიხარულო აღმოჩენა, ისე უნდა მიიღოს, ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც უწინ მასზე იყო დამოკიდებული (თუნდაც მხოლოდ მისი ნდობისა და მისივე რწმენის მხრივ), ამჟამად დამოუკიდებლად იწყებს არსებობას და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება. თუ ადამიანი, რომელმაც თავიდან შთააგონა მეორე და ირწმუნა მისი, მაშინაც ურყევი დარჩება, როდესაც ჩამოყალიბების პროცესში დროებით ზედმეტი აღმოჩნდება, თუ შეძლებს უარი თქვას ძალაუფლებით ძალადობასა და დარწმუნების სურვილზე, ანდა ნაზი (ზოგჯერ კი სასტიკი) სიყვარულით ძალადობაზე, მაშინ ის თვითონ გახდება ადამიანი, ამ სიტყვის სრული, უკიდურეს შემთხვევაში, სიტყვის აღმატებული მნიშვნელობით.

     ამრიგად, იმისთვის, რომ სხვა ადამიანი იწამო, უნდა გაბედულად და შემოქმედებითად გწამდეს საკუთარი თავის; და თუ ეს ასე არ არის, თუ არ გვწამს იმ სიღრმეებისა, რომელთაგან შესაძლოა ამოიზარდოს მიუწვდომელი სიდიადე, მაშინ ვერც სხვას ვუბოძებთ ისეთ თავისუფლებას, რომელიც მას საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარება. დაეხმარება გახდეს მოულოდნელი და მიუწვდომელი, ისეთი, განსაკუთრებულ წვლილს რომ შეიტანს საზოგადოებისა და კაცობრიობის ცხოვრებაში, არა დადგენილს, არამედ გამორჩეულს (ინდივიდუალურს) და შემოქმედებითს.

     როგორც ზემოთ აღინიშნა, შეუძლებელია გწამდეს სხვა ადამიანის, თუ საკუთარი თავის არა გვწამს. რა არის საკუთარი თავის რწმენა? პროფესიულად და ყოფიდან გამომდინარე, ადამიანების უმრავლესობა გვიპასუხებდა: საკუთარი თავის რწმენაა, როცა ურყევად გჯერა, რომ თუკი ნებისყოფას დაძაბავ და გონების მთელ ძალებს მოიკრებ, ყოველივე სასურველს მიაღწევ, რა თქმა უნდა, დასაშვებ ფარგლებში... საკუთარი თავის ასეთი რწმენა სადღაც თავდაჯერებულობას ესაზღვრება, მასში ადვილად გადადის და საბოლოო ჯამში ეს არის რწმენა არა საკუთარი თავისა, არამედ იმის დაჯერება, რომ გარშემომყოფნი ჩვენს ძალისხმევას დაემორჩილებიან. რაღაც ასპექტში ეს იმის დაჯერებაცაა, რომ მეყოფა ძალ-ღონე, გარდავქმნა და შევცვალო გარშემომყოფნი ან ვითარება, მოსალოდნელი სიტუაციები ჩემს გარშემო.

    საკუთარი თავის ჭეშმარიტი რწმენაა, როცა მჯერა, რომ ჩემში არის რაღაც ისეთი, რაც არ ვიცი, რაც ჩემთვის მიუწვდომელია, რაც იზრდება, ვითარდება და, შესაძლოა, სრულყოფილებამდე მივიდეს. თავდაჯერებულობის საფუძველი საკუთარი თავის ცოდნაა, ზოგჯერ - გადაჭარბებული თვითშეფასება. რწმენას კი არავითარი თვითშეფასება არ სჭირდება, რადგან მისი კვლევის საგანი არის ადამიანის საიდუმლო. და როდესაც ადამიანის საიდუმლოზე ვსაუბრობ, იმის თქმა კი არ მსურს, რომ ადამიანში არის რაღაც მიჩქმალული, არამედ იმის, რომ ადამიანი მთლიანობაში არის მუდმივი დინამიკა, უწყვეტი სიცოცხლე, მოძრაობა და ზრდა. და არც ერთი წამით, ვერც თვით ადამიანი, ვერც ვინმე სხვა ამის შეკავებას ვერ შეძლებს. დინამიკას ვერ შეაჩერებს. მისი კვლევის, მის არსში წვდომის მიზნითაც ვერ შეაჩერებს. დინამიკა გაყინვას არ ექვემდებარება: ადამიანი დინამიურია ყოველჟამს და მარადის.

    გამოდის, რომ ადამიანისა და საკუთარი თავის რწმენა არის რწმენა იმისა, რომ ჩემშიც და ყოველ ადამიანში, სიცოცხლის დაუმარცხებელი დინამიკაა ჩადებული. და ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ამ დინამიკის განხორციელებას და რეალობაში გადაზრდას, არის ჩემი სიმხდალე, გაუბედაობა. გარემოებები, რაოდენ კარგი და ცუდი, რაოდენ სასტიკიც უნდა იყოს, როგორც უნდა იყოს მიმართული პიროვნების გატეხაზე, განადგურებაზე, მხოლოდ იმის საბაბს იძლევა, რომ შინაგანმა შემოქმედებითმა დინამიკამ გამოამჟღავნოს თავი ახლებურად, სხვაგვარად, მოულოდნელი სახით, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, გამოამჟღავნოს. საკუთარი თავის რწმენა არის დაჯერებულობა ამ შინაგან, საიდუმლო, შემოქმედებით, და საბოლოო ჯამში, გამარჯვებულ დინამიკაში. საკუთარი თავის რწმენა ამიტომაც საკუთარ თავში დაჯერებულობაცაა. გჯერა, რომ ყოველ ადამიანში და, კერძოდ, ჩემშიც არის ისეთი სიღრმე, რომელიც ჩემთვისაც შეუმჩნეველია. და თუ დღიდან დღემდე სულ უფრო მეტი სრულყოფილებით გამოამჟღავნებ შენს თავს, მაქსიმალური გულახდილობით, სიმართლით, ღირსებით და გაბედულად, საბოლოო ჯამში, გამოაჩენ და აამოძრავებ სულ უფრო ახალ და ახალ ძალებს, რომელთა შეჩერება შეუძლებელი იქნება.

     მაგრამ ზემოაღწერილი ბრმა პროცესს არ წარმოადგენს, მასში ხედვის უნარიცაა. ადამიანი თვითგანვითარების დროს საკუთარი თავის მეთვალყურეც უნდა იყოს - ოღონდ უშიშარი და უშფოთველი. არ უნდა უსვამდეს საკუთარ თავს შეკითხვას: ვარ კი მე ის, ვინც მინდა გავხდე, ან ვინც მინდა ვიყო? არამედ ცხოველი ინტერესით, როგორც მეთვალყურე, რომელიც პროცესს თვალს ადევნებს, მის აღრიცხვას აწარმოებს და ცდილობს გამოიყენოს, მოიხმაროს, იღონოს ყველაფერი ის, რაც მისი შესაძლებლობების ფარგლებში შედის. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი თავის მოსმენა, უპირველეს ყოვლისა, ყური დაუგდოს სინდისს, ანუ იმ სიმართლეს, რომელიც მასშია დავანებული. იმიტომ, რომ თუ სინდისის ხმა, სიმართლის ხმა მიჩუმებულია, მას ვერანაირად და ვერასოდეს შეენაცვლება კანონიერება, პირობითობა, ადამიანური წესები. შემდგომ, ადამიანმა ყური უნდა მიუგდოს ცხოვრების ხმას, ანუ იმას, რასაც მას ცხოვრება ასწავლის: ცალკეული ადამიანის ცხოვრება და მის გვერდით საზოგადოების, ხალხის ცხოვრება, კაცობრიობის ცხოვრება, ბიოლოგიური სიცოცხლე. და საბოლოოდ, მორწმუნემ, უეჭველად, ყური უნდა დაუგდოს თვით უფლის ხმას, რომელიც წმინდა წერილშია გაცხადებული, რომელიც უფრო ხმამაღლა, სამართლიანად და ჭეშმარიტად ჟღერს, ვიდრე ადამიანის სინდისი.

     ყოველივე ზემოაღნიშნული ადამიანს საშუალებას აძლევს, მიაკვლიოს საკუთარ თავში, ყური დაუგდოს და თვალი ადევნოს სიღრმეებს და ამით ცხოვრება გაამდიდროს, გაამრავალფეროვნოს. როგორც უკვე იყო ნათქვამი, მას მოუწევს მთელი ძალისა და დიდი გამბედაობის მოკრება, რადგან ეს პროცესი არის ცხოვრების ბრძოლა კვდომის წინააღმდეგ, ბრძოლა შემოქმედებისა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც მას კლავს, ბრძოლა სინდისისა იმის წინააღმდეგ, რაც უსინდისოდ ცხოვრებას უწყობს ხელს.

    მოითხოვს კი ეს სიმამაცეს? - დიახ, მაგრამ ამავე დროს მოითხოვს თავმდაბლობასაც და მორჩილებასაც. არა იმ გაგებით, რომ ჩვენ ვინმეს უნდა დავექვემდებაროთ, არამედ იმ გაგებით, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ თავმდაბლურად, მორჩილად მივენდოთ ცხოვრების კანონს და ვიყოთ მზად, ვიცხოვროთ თუნდაც ჩვენივე სიკვდილის ფასად. ეს გამოთქმა, შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, ველურ გამოთქმადაც კი, მაგრამ მორწმუნისგან ამის მოსმენა არც უცნაურია და არც ველური. რადგან მხოლოდ იმას შეუძლია, თავისი ცხოვრება იდეალს შეწიროს, ვისაც სიცოცხლის სწამს და სიკვდილის გამარჯვების არ სჯერა. ვისაც შესწევს უნარი, შეიყვაროს მთელი სულით, გულით, გონებით, ნებისყოფით, მთლიანი სხეულით. მხოლოდ იმ ადამიანს, რომელშიც სიცოცხლემ სიკვდილი დაამარცხა, ძალუძს, გასწიროს თავისი ცხოვრება. გასწიროს ისე, რომ გარეგნულად დამარცხებული, გატეხილი გამოჩნდება, სიკვდილი დაეტყობა, მაგრამ შინაგანად ეცოდინება, რომ გაიმარჯვა. ოდესღაც შლისელბურგის ციხეში წარწერა აღმოაჩინეს: „ქრისტესთან ერთად ციხეშიც თავისუფლები ვართ, მის გარეშე კი, თავისუფლებაც ციხეა“. ზუსტად ეს კონტრასტი - ძლევაშემოსილი სიცოცხლე და გარეგნული სიკვდილი - ადამიანის საკუთარი თავისადმი ჭეშმარიტი რწმენის დამახასიათებელი ნიშანია, არა თვითდაჯერებულობის ნიშანი, არამედ ცხოვრების დაუმარცხებელი დინამიკისადმი რწმენისა, ვისი სახელიც არის ღმერთი.

თარგმნა
გიორგი არავიაშვილმა

ტეგები: George, Suroje, qwelly, ანტონ სუროჟელი, არარელიგიური რწმენა, დარიგებანი, ნდობა, საკუთარი თავის რწმენა, ქველი

ნახვა: 865

გამოხმაურებები!

genialuria

ადამიანს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს უნდა შეეპაროს...შიში უნდა დაძლიოს,ფსიქოლოგიურად ისე უნდა განეწყოს  "მე ეს გამომივა", "მე ამას შევძლებ" და ყველაფერი კარგად იქნება...

ნდობა ცოტა რთული თემაა,როცა ადამიანი ერთხელ იმედს გაგიცრუებს ძნელია მას კიდევ ენდო,მაგრამ მთავარიც ესაა რომ უნდა შეძლო და მისცე შანსი გამოასწოროს შეცდომა და დაიბრუნოს ისევ დაკარგული ნდობა...

mari miqaberidze said:

genialuria

შენ ზომავ თვითონ:) არ იცი რა შეგიძლია და რა არაა???რაც არ შეგიძლია იმას არც შეეჭიდები(შეიძლება შეეჭიდო კიდეც:) და რაც შეგიძლია და მაინც ეჭვი შეგაქვს შენ თავში  ესაა უბედურება...

Kakha said:

adamins echvi ar unda sheeparos tavis shesadzleblobebshi? da mainc vin zomavs vis ra sheudzlia? sakutar tavs tu utareb terapias "me es shemidzlia" da "me amas shevdzleb" es ubralod tavis gamxnevebaaa cota xnit male isev geqneba uaresi psiqologiuri krizisi

თამუნა გოგინაშვილი said:

ადამიანს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს უნდა შეეპაროს...შიში უნდა დაძლიოს,ფსიქოლოგიურად ისე უნდა განეწყოს  "მე ეს გამომივა", "მე ამას შევძლებ" და ყველაფერი კარგად იქნება...

ნდობა ცოტა რთული თემაა,როცა ადამიანი ერთხელ იმედს გაგიცრუებს ძნელია მას კიდევ ენდო,მაგრამ მთავარიც ესაა რომ უნდა შეძლო და მისცე შანსი გამოასწოროს შეცდომა და დაიბრუნოს ისევ დაკარგული ნდობა...

mari miqaberidze said:

genialuria

ძალიან საინტერესო და მრავალმხვრივია... ადამიანის მიმართ  წრმენა,ამ რწმენის გავლენა,ზოგჯერ დადებითია მეორისათვის ზოგჯერ უარყოფითი....გააჩნია ადამიანის ფსიქოლოგია როგორი არის...ასევე იმას თუ რამდენად თავდაჯერებულია საკუთარ თავში...მე ვფიქრობ რწმენა ადამიანების მიმართ არასოდეს  არ უნდა დავკარგოთ....მაგრამ ეს ჩვენს შიგნით უნდა იყოს და არ საჭიროებს ვინმეს მოვახვიოთ თავს...ალბათ აქ  გამოირიცხება უარყოფითი გავლენაც...გარდა ამისა რწმენა ეს მოდის გულიდან... გული კი ჩემი აზრით უხილავი ძაფებით უკავშირდება ქვეცნობიერს...ქვეცნობიერი ხომ ჩვენი ფსიქოლოგიის მთავარი ნაწილია...ამიტომ ვიყოთ მუდამ გულწრფელები და გვწამდეს გულით საკუთარი თავის ანუ ადამიანების :)))  (დიდი შანსია,რომ ვცდებოდე კიდეც,ეს მხოლოდ ჩემი აზრია)

ლალი დავითაძე საინტერესო კომენტარი იყო, დიდი მადლობა. ადამიანის მიმართ  წრმენა,ამ რწმენის გავლენა,ზოგჯერ დადებითია მეორისათვის ზოგჯერ უარყოფითი... ეს ვერ მივხვდი, რას გულისხმობდი? როდის არის ადამიანის მიმართ რწმენა მეორესთვის უარყოფითი?

რაც შეეხება ზოგადად რწმენაზე შეხედულებას, გეთანხმები, ის გულის "საქმეა", თორემ გონება ყოველთვის ლოგიკურ ჯაჭვებს ეძებს. 

ლალი დავითაძე_მ თქვა:

ძალიან საინტერესო და მრავალმხვრივია... ადამიანის მიმართ  წრმენა,ამ რწმენის გავლენა,ზოგჯერ დადებითია მეორისათვის ზოგჯერ უარყოფითი....გააჩნია ადამიანის ფსიქოლოგია როგორი არის...ასევე იმას თუ რამდენად თავდაჯერებულია საკუთარ თავში...მე ვფიქრობ რწმენა ადამიანების მიმართ არასოდეს  არ უნდა დავკარგოთ....მაგრამ ეს ჩვენს შიგნით უნდა იყოს და არ საჭიროებს ვინმეს მოვახვიოთ თავს...ალბათ აქ  გამოირიცხება უარყოფითი გავლენაც...გარდა ამისა რწმენა ეს მოდის გულიდან... გული კი ჩემი აზრით უხილავი ძაფებით უკავშირდება ქვეცნობიერს...ქვეცნობიერი ხომ ჩვენი ფსიქოლოგიის მთავარი ნაწილია...ამიტომ ვიყოთ მუდამ გულწრფელები და გვწამდეს გულით საკუთარი თავის ანუ ადამიანების :)))  (დიდი შანსია,რომ ვცდებოდე კიდეც,ეს მხოლოდ ჩემი აზრია)

არაფრის ლაშა :))

"უფრო დიდი ხელშემშლელი ფაქტორი, შესაძლოა, ის იყოს, რომ ძალიან ხშირად, როცა მეორე ადამიანი ნდობას გვიცხადებს, მას თითქოს შეუძლებლის სწამს და არ ითვალისწინებს, რომ ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ. გვგონია, რომ ის ჩვენგან ძალიან ბევრს მოელის, თითქოს ყოვლისშემძლენი ვიყოთ, ყველაფრის გაკეთება შეგვეძლოს უპირობოდ, შეუზღუდავად. ასეთ დროს ვაცნობიერებთ, რომ, ერთი მხრივ, ეს შეუძლებელია და ნაბიჯის გადადგმის შიში გვიპყრობს, მეორე მხრივ, როცა რაიმეს განხორციელებას ვცდილობთ, აღმოვაჩენთ, რომ ვერ ვმაღლდებით იმ „უგუნურ“, „გაუაზრებელ“, „უპასუხისმგებლო“ ნდობამდე, რომელიც გამოგვიცხადეს. აქ ორი გარემოება იკვეთება."

ანტონ სუროჟელის ამ სიტყვებიდან გამომდინარე ვთქვი
 ეგ...ზოგჯერ ის დიდი ნდობა რომელსაც ადამიანი გვიცხადებს, გვაშინებს თუკი საკუთარ თავის თავდაჯერებულობა გვაკლია და ეჭვი გვეპარება იმაში რომ მათ ნდობას გავამართლებთ,,და შესაძლოა სწორედ ამის გამო მცირედაც კი ვერ გავამართლოთ მათი ნდობა :)) იმედია ხვდები რასაც ვგულისხმობ ლაშა :))
ლაშა_მ თქვა:

ლალი დავითაძე საინტერესო კომენტარი იყო, დიდი მადლობა. ადამიანის მიმართ  წრმენა,ამ რწმენის გავლენა,ზოგჯერ დადებითია მეორისათვის ზოგჯერ უარყოფითი... ეს ვერ მივხვდი, რას გულისხმობდი? როდის არის ადამიანის მიმართ რწმენა მეორესთვის უარყოფითი?

რაც შეეხება ზოგადად რწმენაზე შეხედულებას, გეთანხმები, ის გულის "საქმეა", თორემ გონება ყოველთვის ლოგიკურ ჯაჭვებს ეძებს. 

ლალი დავითაძე_მ თქვა:

ძალიან საინტერესო და მრავალმხვრივია... ადამიანის მიმართ  წრმენა,ამ რწმენის გავლენა,ზოგჯერ დადებითია მეორისათვის ზოგჯერ უარყოფითი....გააჩნია ადამიანის ფსიქოლოგია როგორი არის...ასევე იმას თუ რამდენად თავდაჯერებულია საკუთარ თავში...მე ვფიქრობ რწმენა ადამიანების მიმართ არასოდეს  არ უნდა დავკარგოთ....მაგრამ ეს ჩვენს შიგნით უნდა იყოს და არ საჭიროებს ვინმეს მოვახვიოთ თავს...ალბათ აქ  გამოირიცხება უარყოფითი გავლენაც...გარდა ამისა რწმენა ეს მოდის გულიდან... გული კი ჩემი აზრით უხილავი ძაფებით უკავშირდება ქვეცნობიერს...ქვეცნობიერი ხომ ჩვენი ფსიქოლოგიის მთავარი ნაწილია...ამიტომ ვიყოთ მუდამ გულწრფელები და გვწამდეს გულით საკუთარი თავის ანუ ადამიანების :)))  (დიდი შანსია,რომ ვცდებოდე კიდეც,ეს მხოლოდ ჩემი აზრია)

აჰაამ, ახლა ყოველივე ნათელია ლალი :) 

ლალი დავითაძე_მ თქვა:

არაფრის ლაშა :))

"უფრო დიდი ხელშემშლელი ფაქტორი, შესაძლოა, ის იყოს, რომ ძალიან ხშირად, როცა მეორე ადამიანი ნდობას გვიცხადებს, მას თითქოს შეუძლებლის სწამს და არ ითვალისწინებს, რომ ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ. გვგონია, რომ ის ჩვენგან ძალიან ბევრს მოელის, თითქოს ყოვლისშემძლენი ვიყოთ, ყველაფრის გაკეთება შეგვეძლოს უპირობოდ, შეუზღუდავად. ასეთ დროს ვაცნობიერებთ, რომ, ერთი მხრივ, ეს შეუძლებელია და ნაბიჯის გადადგმის შიში გვიპყრობს, მეორე მხრივ, როცა რაიმეს განხორციელებას ვცდილობთ, აღმოვაჩენთ, რომ ვერ ვმაღლდებით იმ „უგუნურ“, „გაუაზრებელ“, „უპასუხისმგებლო“ ნდობამდე, რომელიც გამოგვიცხადეს. აქ ორი გარემოება იკვეთება."

ანტონ სუროჟელის ამ სიტყვებიდან გამომდინარე ვთქვი ეგ...ზოგჯერ ის დიდი ნდობა რომელსაც ადამიანი გვიცხადებს, გვაშინებს თუკი საკუთარ თავის თავდაჯერებულობა გვაკლია და ეჭვი გვეპარება იმაში რომ მათ ნდობას გავამართლებთ,,და შესაძლოა სწორედ ამის გამო მცირედაც კი ვერ გავამართლოთ მათი ნდობა :)) იმედია ხვდები რასაც ვგულისხმობ ლაშა :))

ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი,ვაშოროთ წყენა და ტკივილი...ვაშენოთ მომავლის რწმენით და იმედით,რომ ''თავის-უფლებას'' ვ-უფლ-ობდეთ სინდისით...

P.S.ცოდვა და განკითხვა არ არის ''ფენომენი''ადამიანური ქცევის და ბუნების თანმდევია,ვისთვის კილოგრამებში იწონება და ვისთვის დეფიციტია ჭეშმარიტი სიყვარულისა,,....


დარწმუნებული ხარ lela-რომ ეს კომენტარი ამ პოსტისთვისაა?


lela_მ თქვა:

ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი,ვაშოროთ წყენა და ტკივილი...ვაშენოთ მომავლის რწმენით და იმედით,რომ ''თავის-უფლებას'' ვ-უფლ-ობდეთ სინდისით...

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: This is a chic that is complete for beginners to alpha with

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 7:17am 0 კომენტარი

The Spear will about never hit the abandon of Dark And Darker Gold any hallway, has a continued reach, and is appealing dependable overall. Felling Axe: Aback accession hits with the Felling Axe, the time it takes for them to be able to exhausted afresh is abundantly short. But, if they miss, there's a continued cleanup until the abutting swing. So, this is an advantage for Fighters who are assured…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:58am 0 კომენტარი



The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters