საიტი: http://www.qwelly.com
წევრები: 113
უკანასკნელი აქტიურობა: თებერვალი 4, 2023
ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, თებერვალი 4, 2023. 1 გამოხმაურება 3 მოწონება
ევქარისტია მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი თვლის რომ ევქარისტიის საკითხი ჯერ კიდევ არ არის ისე განხილული ან უკეთ რომ ვთქვათ გარკვეული, იგი ფიქრობს რომ ეს შეიძლება იყოს ორი მიზეზით გამოწვეული პირველი: რომ ეგზეგეტებს არ სურდათ ევქარისტიის უდიდესი მნიშვნელობა ყოველდღიურ საუბრის თემად ექციათ და ამიტომ დუმილს არჩევდნენ ხოლო მეორე ჯერ კიდევ არ იყო შეთანხმებული ერთმანეთში მოსაზრებანი იმის შესახებ რომ რაიმე კავშირი ქონდა თუ არა იუდაურ პასექის სერობასთან რომელზეც პირველ თავში ისაუბრებს მიტროპოლიტი იოანე.თავი I. ევქარისტია ესქატოლოგიური ტრაპეზობა საღვთო ერის ისტორიაში1. საპასექოტრაპეზობა და საიდუმლო სერობა უპირველეს ყოვლისა, ახალ აღთქმაში აღწერილი ევქარისტიის წესის შესახებ შემდეგის თქმა შეიძლება: ეს ტრაპეზობაა, რომელიც ისრაელის ხალხის ისტორიულ კონტექსტში აღესრულება. ეგზეგეტები ვერ თანხმდებიან სრულად იმ საკითხზე, იყო თუ არა ეს იუდაური პასექის ტრაპეზობა, მაგრამ, რაც არ უნდა თქვა ამ თემაზე, უეჭველია, რომ საიდუმლო სერობა იუდაური პასექის დროს და მის კონტექსტში აღესრულა. ამ ტრაპეზობის აღწერა…გაგრძელება
ტეგები: სერობა, ეკლესია, ზიზიულასი, ზიარება, დარიგებანი
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, ივნ. 7, 2020. 3 გამოხმაურება 18 მოწონება
აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ერგასობას, ქრისტეს ეკლესია ზეიმობს სულთმოფენობის დღესასწაულს. ამ დღის შესახებ ლუკა მახარებელი მოგვითხრობს საქმე მოციქულთას პირველ თავში. მახარებელი წერს, რომ მოციქულები, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელთან და მის მხლებლებ დედებთან, ასევე ქრისტეს სხვა მოწაფეებთან ერთად იმყოფებიან ერთ-ერთი სახლის სხვენში. უეცრად ამოვარდა ძლიერი ქარი, გაისმოდა ზეციდან ქუხილის ხმა და ოთახში მყოფებმა თვალნათივ იხილეს ზეციდან გადმოსული ცეცხლის ალები, რომლებიც დაადგრა მოციქულებს, "თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა". და აივსო მთელი სახლი სულითა წმინდითა.წმინდა იოანე ოქროპირისქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზესულთმოფენობა, Rabbula Gospel, 586, ილუსტრაცია სირიული ბიბლიიდან ოდესმე ენანი ღმრთის განრისხების გამო გაიყო, ხოლო დღეს სულიწმიდის მადლით და წყალობით მოეცა ადამიანებს, რათა შეეწიოს მათ, მაშინ განიბნია, რათა კაცს კაცისათვის არ მოესმინა, აწ კი მოეცა, რათა ისმინონ უფლისა, ისწავლონ და გულისხმაყონ. მაშინ ენათა განყოფამ ბოროტი საქმე განაქარვა, აწ კი ენანი, რომელნიც…გაგრძელება
ტეგები: საუფლო, ქადაგება, სადღესასწაულო, ოქროპირი, Qwelly
ავტორი დავით ბილიხოძე. ბოლოს გამოეხმაურა: vako, მაისი 5, 2018. 1 გამოხმაურება 4 მოწონება
მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ მამა ვიტალის გაცნობისა და მასთან ურთიერთობის ბედნიერება :ლეილა გოგინაშვილი (ქ.თბილისი): ,,ძნელია სიტყვები იპოვო იმის გადმოსაცემად, როგორი დიდებული ადამიანი იყო მამა ვიტალი. მე მასთან და დედა მარიამთან ერთად ვცხოვრობდი ბინაში მოსკოვის პროსპექტზე 1970-იანი წლების დასაწყისიდან მის გარდაცვალებამდე.ერთი ოჯახივით ვიყავით. ჩვენი შვილები მამა ვიტალის ბაბუას ეძახდნენ და როცა ბერი ჯვარს გადასახავდა, მაშინვე წყნარდებოდნენ. პატარები გახარებულები მისცვივდებოდნენ ხოლმე ტაძრიდან დაბრუნებულ მამა ვიტალის: ბაბუ! ბაბუ! – ეძახდნენ და ცდილობდნენ, ფეხსაცმლის გახდაში დახმარებოდნენ, როგორც ამას დედა მარიამი აკეთებდა ხოლმე.მამა ვიტალიმ მათ რუსულად საუბარი ასწავლა და როდესაც ნონა სკოლაში წავიდა, მასწავლებელს ეგონა, რომ გოგონას რუსი დედა ჰყავდა. ბერი თავისი ხელით კიდებდა ხატებს საბავშვო ოთახში. ბავშვებს ლოცვას ასწავლიდა. მამა ვიტალი პატარასათან პატარა იყო, დიდთან – დიდი, მეცნიერთან – მეცნიერი.სახლში მას ყველა იცნობდა და ძალიან უყვარდათ. განსაცდელის ჟამს ყველა მას…გაგრძელება
ტეგები: სიდორენკო, სქიმარქიმანდრიტი, მამა, ვიტალი, ალექსანდრე
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: 08oj48mk36288, ივნ. 9, 2016. 2 გამოხმაურება 19 მოწონება
აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება ქრისტეს ამაღლების დღესასწაული. სახარებაში მოთხრობილია, რომ მაცხოვარმა მოციქულები გაიყვანა ზეთისხილის მთაზე, სადაც გადასცა ბოლო დარიგება და მათ თვალწინ მოიცვა იგი ღრუბელმა და ამაღლდა ზეცად. იხილეთ:წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებაამაღლების დღესასწაულის შესახებ სამი უჩვეულო სასწაული, ჟამიერების დასაბამიდან უცნობი და ჩვენს ბუნებაზე აღმატებული, თანაშეიწნა და ჰგიეს დაურღვევლად და შეურყევლად, რადგან სამკეცი თოკი ადვილად არ გაწყდება. ესენია: უქორწინებელი დედის მშობიარობა, სამდღიანი ვნებისგან აღდგომა და ხორცის ცათა მიმართ ამაღლება. უწყოდა ჟამიერებამ ბერწნი, რომლებმაც შვეს, მაგრამ - არა ქორწინებისეული კავშირის გარეშე; უწყოდა მან მკვდრები, რომლებიც გაცოცხლდნენ, მაგრამ - არა დაუსრულებელ სიცოცხლეში; უწყოდა მან წინასწარმეტყველი, რომელიც ამაღლდა, მაგრამ - თითქოსდა ცაში. სიტყვა "თითქოსდა" აღნიშნავს ჭეშმარიტებისგან განსხვავებულს, რადგან ელიამ ადგილს ადგილი შეუნაცვლა, მაცხოვარი კი იქ ავიდა, საიდანაც ჩამოვიდა და ამას შეჰყურებდა მრავალი კაცი და ქალი,…გაგრძელება
ტეგები: ქადაგება, Qwellyland, საუფლო, სადღესასწაულო, ოქროპირი
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, მაისი 8, 2016. 1 გამოხმაურება 11 მოწონება
აღდგომის მომდევნო კვირას, ქრისტე ეკლესია კვირაცხოვლობის, აღდგომის გახსენების-განახლების დღეს ზეიმობს. ამასთან ამ დღეს სხვაგვარად თომას კვირიაკესაც უწოდებენ. მოგეხსენებათ, თომას ზოგჯერ ურწმუნოსაც უწოდებენ, იმის გამო, რომ როდესაც მაცხოვარი აღდგომიდან დღესა მას "ერთშაბათისასა" გამოეცხადა მოციქულებს, მათ შორის თომა არ იყო. და როდესაც მოციქულებმა უამბეს აღმდგარი მაცხოვრის ხილვა, მან არ დაიჯერა და თქვა: "უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მერწმენეს". ამ დღიდან მერვე დღეს, მაცხოვარი კიდევ ერთხელ მიდის მოციქულებთან, ამჯერად თომაც მათთან არის და იქ უკვე თომა აღიარებს: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი".სწორედ ამ დღის გახსენებას ზეიმობს კვირაცხოვლობას ქრისტეს ეკლესია და ამასთან დაკავშირებით წმინდა ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძისსიტყვა კვირა-ცხოვლობაზედ"ჰრქუა მას იესუ: "რამეთუ მიხილე და…გაგრძელება
ტეგები: ქადაგება, ქიქოძე, კვირაცხოვლობა, ურწმუნოება, რწმენა
ავტორი თათია. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, მაისი 7, 2016. 1 გამოხმაურება 3 მოწონება
"ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს. ვისაც სიყვარული გააჩნია, ის მოყვასზე არ იმედიდურებს, არც იბატონებს, არც არავის განიკითხავს და თუკი სხვა ვინმე განიკითხავს მოყვასს, ის არ გახდება მისი თანაზიარი, არამედ ამხელს და მოაქცევს. ვისაც სიყვარული გააჩნია, არ იმეგობრებს მზაკვართან, არც ამპარტავანთან; ვისაც სიყვარული გააჩნია, მას არ შურს ცოდვილთა სიმდიდრე, არამედ ზრუნავს მათთვის, ლმობიერად ასწავლის მათ და ანუგეშებს. როცა მოყვასს გასაჭირსა და განსაცდელში ჰპოვებს, მისთვის წუხს და განიცდის და მთელი თავისი ძალ-ღონით შეეწევა მას სიკვდილამდე. ვისაც სიყვარული გააჩნია,…გაგრძელება
ტეგები: დარიგებანი, ეფრემი_ასური
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Deep Dive into the Upcoming Aeternum
As New World: Aeternum approaches its highly anticipated October launch, Amazon Games has ramped up efforts to prepare both new and returning players for the latest iteration of their popular MMORPG. In a move that underscores their commitment to player engagement and education, Amazon Games has relaunched its previous video series, Touring Aeternum, under the new banner Discovering Aeternum. This expansive 34-episode YouTube video series is…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2024.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The cryptocurrency current market is noted for its volatility and options for financial gain. Ethereum, the 2nd-greatest cryptocurrency by sector capitalization, is a prime applicant for traders seeking to capitalize on its dynamic selling price actions. However, the 24/7 nature of crypto trading can make it difficult to maintain up. That’s in which the power of a ChatGPT AI trading bot for Ethereum comes in. Leveraging State-of-the-art AI abilities, a ChatGPT-pushed bot…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ნოემბერი 9, 2024.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Economy and Crafting:
In addition to its focus on combat and exploration, Throne and Liberty places a significant emphasis on player-driven economy and crafting systems. Players can engage in various professions, such as blacksmithing, alchemy, and enchanting, to create powerful gear and items. The in-game economy is dynamic, influenced by player-driven supply and demand, creating a virtual marketplace where players can buy and sell goods.
Graphics and Technology:
NCSOFT…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: ნოემბერი 8, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
At the same time as a big portion of OSRS gold Gielinor is obtainable for exploration, anybody gambling an RuneScape playthrough can wander round the world of the sport to find an real map of the sport. Despite the fact that most players take this path irrespective of nature of their gameplay, those trying to get a complete expertise of the sector of the mmorpg can be capable of appreciate the features Gielinor presents thru conscious exploration.
Gamers must remember the fact…
© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ დარიგებანი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!