(წერილი სულიერ შვილს)

       მივედით იმ დასკვნამდე, - რომ ადამიანს ცხოვრების სამი შრე, სამი სფერო გააჩნია. ესენია: სულიერი, მშვინვიერი და ხორციელი. თვითეული მათგანი მოიცავს ადამიანისათვის დამახასიათებელ, ბუნებრივ მოთხოვნილებათა ჯამს. ეს მოთხოვნილებანი როდია ერთნაირი ღირსებისა და ფასეულობის, არსებობს მათი მკაფიო იერარქია. ამ მოთხოვნილებათა სწორი, თანამიმდევრული დაკმაყოფილება ადამიანს სიმშვიდეს ანიჭებს. სულიერი მოთხოვნილებანი უაღმატებულესია მათში და თუკი პირველ რიგში მათი დაკმაყოფილება ხდება, თუნდაც დანარჩენი მოთხოვნილებანი არ იყოს დაკმაყოფილებული, ადამიანი მშვიდადაა. იმ შემთხვევაში კი, როცა სულიერი დაუკმაყოფილებელია, ადამიანი სიმშვიდეს ჰკარგავს, თუნდაც სავსებით იკმაყოფილებდეს მშვინვიერსა და ხორციელ მოთხოვნილებებს.

       სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ადამიანს სხვა დანარჩენ მოთხოვნილებათა სწორსა და შეთანხმებულ დაკმაყოფიმლებას ასწავლის, ისე რომ მშვინვიერი და ხორციელი საზრდო არ ეწინააღმდეგება სულიერ ცხოვრებას, უფრო მეტიც, ხელს უწყობს მას და ადამიანში ისადგურებს სრული ჰარმონია - აზრთა, გრძნობათა, სურვილთა, ქმედებათა, ურთიერთობათა, ნეტარებათა. სწორედ ესაა სამოთხე! ამის საწინააღმდეგოდ, როდესაც სული არ არის დაპურებილი,როდესაც მას ივიწყებენ, მაშინ დანარენი მოთხოვნილებანი სხვადასხვა მიმართულებით მიიწევენ, ყველა თავისას ითხოვს და მათი ხმები, როგორც ბაზრის ხმაური აყრუებს საცოდავ ადამიანს. ის კი აქეთ-იქით შეშლილივით აწყდება და არ იცის, რომელ ერთს მიუგდოს ყური. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, სიმშვიდე იკარგება, რადგანაც ადამიანი ვერ ასწრებს ერთი რომელიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, მეორე კი უკვე თავისას მოითხოვს და იგი იმ დედას ემგავსება, რომელიც ერთ ბავშვს აჭმევს, დანარჩენი ხუთი კი გაჰკივის. ამ პროცესში იბადება აფორიაქების, მოუსვენრობის ზოლი, რომელიც მთელი ცხოვრება მიჰყვება ადამიანს, მას დიდი არეულობა შემოაქვს სულში და შინაგან ცხოვრებას მეტად უწესრიგოსა და ქაოტურს ხდის. ამგვარი კაცი მუდამ უკმაყოფილოა, შფოთავს, არ იცის რა მოიმოქმედოს, რითი დაიწყოს. უძლური და სასოწარკვეთილია, ხან კი ციბრუტივით ტრიალებს და აქეთ-იქით აწყდება, ჭეშმარიტად ამაზეა ნათქვამი: „ამაოება ამაოებათა“, აქედან იწყება სულის დაღუპვა!

        მაშ როგორ მოვიქცეთ? - ისმის კითხვა. როგორ გავაკეთოთ ისე, რომ სულიერი მხარე ჩვენში უპირატესი იყოს და უხელმძღვანელოს დანარჩენთ, წესრიგი და ჰარმონია დაამკვიდროს ჩვენს ცხოვრებაში?

        თავიდანვე გეტყვით, რომ ეს კითხვა საერთოდ არც კი დაისმებოდა, ჩვენი ცხოვრება რომ მართებულად მიმდინარეობდეს. რადგანაც ხორციელი და მშვინვიერი მოთხოვნილებანი ისეთივე ბუნებრივია ჩვენთვის, როგორც სულიერი და მათი დაკმაყოფილება ჩვენში უწესრიგობასა და ცხოვრების აფორიაქებას ისევე არ უნდა იწვევდეს, როგორც არ იწვევს ამას სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. ყველაფერი რომ თანამიმდევრულად და ბუნებრივი ურთიერთდაქვემდებარებით მიედინებოდეს, ადამიანის ცხოვრება მშვენიერი და მშვიდი იქნებოდა. დათესეთ მზესუმზირის თესლი, მორწყეთ, სათანადო სითბოში ამყოფეთ და ისიც ამოიზრდება, მოგცემთ ყლორტს, ფოთოლს, საბოლოოდ კი მშვენიერ ყვავილსა და ნაყოფს. ასევეა ადამიანის შემთხვევაში - ბუნებრივი განვითარების დროს ყოველთვის სრულყოფილსა და მშვენიერ ადამიანს ვღებულობთ. მაშ რატომაა, რომ ვერც საკუთარ თავს და ვერც სხვებს ვერ აღვიქვამთ, როგორც მშვენიერთ? რატომაა, რომ ცხოვრება ჩვენი გამრუდებული და დამახინჯებულია?

        გაიხსენეთ, რა დაგემართათ თქვენ, როდესაც მცირეოდენ ჩაყვინთეთ ამქვეყნიურ მორევში, ანუ მშფოთვარე ცხოვრების ქარტეხილში. თქვენში ხომ მაშინ ძლიერი აფორიაქება შემოიჭრა. ეს რომ ხშირად გამეორდეს და სიფრთხილე არ გამოიჩინოთ, თქვენც ამ საყოველთაო მორევში აღმოჩნდებით ჩათრეული - და თქვენი ცხოვრებაც იმ მიმართულებით წავა, რასაც ამაოება და სულის დაღუპვა ჰქვია.

        მაგრამ საიდან გაჩნდა საზოგადოებაში ამგვარი შფოთი? ადამიანის გარეგნული ქმედება და სახე, მისი შინაგანი სამყაროს მდგომარეობიდან გამომდინარეობს, რაც შიგნითაა კაცი, იგივეა გარეთ. უწესრიგობა და ქაოსი ოჯახსა თუ საზოგადოებაში ადამიანის შინაგანი უწესრიგობიდან იღებს სათავეს. ასე, რომ ახლა გარეგნული უკან უბრუნებს შინაგანს იმას, რაც თავის დროზე მისგანვე მიიღო. გარეშე ღელვა და ფორიაქი შინაგანზე მოქმედებს და სულიერ აფორიაქებას იწვევს, რადგანაც შინაგანია სწორედ მისი მიზეზი და სათავე და ამ უწესრიგობის შემთვისებელი ნიადაგი ადამიანის შინაგან სამყაროშია.

        ცხოვრების ორომტრიალში ჩაბმამ თქენ აგაფორიაქათ, სიმშვიდე დაკარგეთ. რატომ? ამაზე თქვენ დუმდით. მაშინ არც მე არ მითქვამს არაფერი, რადგანაც არ იყო ჯერ ამის დრო. ახლა კი გეტყვით.

        იმ მოკლე ხანს, როდესაც თქვენ ცხოვრების მორევში გადაეშვით, თქვენი გული იქ თითქმის ყველაფერს თანაუგრძნობდა, მოკლედ მორევმა გაგიტაცათ. ამ თანაგრძნობამ გარეშე ღელვა და აფორიაქება თქვენს შინაგან სამყაროში შემოიტანა. როდესაც გონს მოხვედით, საკუთარ თავში რაღაც სიახლე შეამჩნიეთ. სინდისმა მოგახსენათ, რომ ეს სიახლე თქვენი „დამსახურებაა“, რომ მისი ადგილი თქვენს სულში არ არის და ამიტომაც ქეჯნა დაგიწყოთ. დაემორჩილეთ რა სინდისის ხმას, მაშინ თქვენ კარგად განსაჯეთ და შეაფასეთ ის ცხოვრება. ამის შემდეგ მოგიწევთ თუ არა კიდევ ამგვარ მორევში მოხვედრა, თქვენ უკვე მტკიცედა ხართ და გული შორს გიჭირავთ, არ აძლევთ რა მას თვითნებობის უფლებას, როდესაც იგი ცდილობს თანაგრძნობით განიმსჭვალოს გარეშე უწესრიგობისადმი, რასაც უცილობლად შინაგანი სიმშვიდის დაკარგვა მოსდევს. მაგრამ საიდანაა თქვენში, რომელსაც აქამდე სხვაგვარ წესრიგში და წრეში გიცხოვრიათ, ეს თანაგრძნობა ცხოვრების უწესრიგობისადმი? ნება მიბოძეთ მოგახსენოთ , რომ ლტოლვა უწესრიგობისაკენ მანამდეც თქვენში იყო, მხოლოდ შენიღბულად, ახლა კი გამჟღავნდა. ასე, რომ გარეგნულის მოქმედება და გავლენა არაფერს ახალს არ ბადებს, იგი მხოლოდ აღაგზნებს და გამოამზეურებს იმას, რაც შიგნითაა ჩამარხული. მაგალითისთვის კი გეტყვით, რომ მინახავს კეთროვანი ხალხი, მათი ბავშვები ჯანმთელები იბადებიან და იზრდებიან. მაგრამ გადის დრო ავადმყოფობა მათშიც ვლინდება და ისინიც მათი მშობლების მშგავსად კეთროვანნი ხდებიან. ავადმყოფობა გარედან კი არ ხვდებათ, არამედ მათშია დამარხული და დაბადებისთანავე შეეთვისებათ.

         ზემოთქმულიდან ასეთი დასკვნის გაკეთებაა საჭირო, თუკი ვხედავთ ჩვენს შიგნით უწესრიგობას და აფორიაქებას - აზრთა, გრძნობათა, სურვილთა, წამოწყებათა და საქმეთა - და ვტრიალებთ მათში, ეს იმიტომაა, რომ ჩანასახი ყოველივე ამისა ჩვენს ბუნებაშია შეტანილი. უწესრიგობის ეს ჩანასახი კი ღვივდება და აღმოცენდება ჩვენი ძალებისა და მოთხოვნილებების აღორძინებასთან ერთად, შემოაქვს მათში აფორიაქება და აშლილობა. ასე შეიქმნება ჩვენი ცხოვრება მშფოთვარე და უწესრიგო.

         ახლა ნება მობოძეთ განვსაჯოთ, თუ საიდანაა ამ სნეულების ჩანასახი ჩვენში. ამას კი იმიტომ გეუბნებით, რომ შეუძლებელია, ამის გარეშე დამაკმაყოფილებელი პასუხის გაცემა უკვე არა ერთხელ დასმულ კითხვაზე: როგორ მოვიქცეთ, რათა სიმშვიდე შევინარჩუნოთ? ვისაც სურს წარმატებით უმკურნალოს სნეულებას, ამ სნეულების გამომწვევ მიზეზებამდე უნდა მივიდეს. ამის გარეშე მკურნალობას არ შეიძლება ჰქონდეს სწორი განვითარება და შესაბამისი წარმატება. 

 

 

ტეგები: Qwelly, დარიგებანი, დაყუდებული, თეოფანე, მიზეზი, წმინდა

ნახვა: 512

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters