წმიდა ბასილი დიდს მოჰყავს ფარაონის სიტყვები ისრაელისადმი: “გცალს და მოცალე ხართ და მისთვის იტყვით: განვიდეთ და ვჰმსახუროთ ღმერთსა ჩვენსა” და აგრძელებს: “ეს - კეთილი მოცლილობაა და სასარგებლო მოცლილთათვის, ბოროტი მოცლილობა კი – ათინელთა მოცლილობაა, რომელთაც არ იცოდნენ უფრო მეტი გართობა, ვიდრე ახალი ამბების მოსმენა და ამაოდსიტყვაობა.” (საქმ. 17-21) მზაკვარ დემონთათვის სასურველი ამგვარი მოცლილობა ახლაც მრავალთათვისაა საყვარელი გასართობი, მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. მავანი იტყვის, რომ წმინდა ბასილი აქ მხოლოდ რიტორიკული ამაოდმეტყველების შესახებ საუბრობს, მაგრამ მოვისმინოთ თუ რას გვასწავლის იგი სოლომონის იგავთა განმერტებისას: “ეგვიპტელთა მიერ მოგონილი გეომეტრიის, ქალდეველთა ასტროლოგიის და საერთოდ ფიგურათა და სიმბოლოთა გარშემო მოტრიალეთაგან ბევრნი უგულებელსყოფდნენ საღმრთო წერილის შესწავლას, დაბერდნენ ამგვარ ამაო ცოდნის ძიებაში, რომლის შესწავლაც სასარგებლო მხოლოდ იმითაა, რომ განვაგდოთ უაზრო და მავნე სწავლანი და გამოვირჩიოთ მხოლოდ სულისთვის სარგო.” (წმ. ბასილი დიდი “მეთორმეტე სიტყვა იგავთა შესახებ”).

       ხედავ? უაზროს, მავნეს, ამაოს ეძახის იგი გარეშე სიბრძნეს. ევსტათი სებასტიელის მიმართ წერილში წმ. ბასილი დარდობს და ნანობს იმ წლების შესახებ, რომლებიც მან სხვადასხვა მეცნიერებების და ფილოსოფიის შესწავლას შეალია: “მრავალი წელი გავფლანგე ამაოებაში, მთელი სიჭაბუკე უსარგებლო შრომაში დავღუპე, რომელიც მხოლოდ იმას შევალიე, რომ ღმერთის მიერ სისულელედ შერაცხილი სიბრძნე შემესწავლა. ერთხელაც, თითქოს ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულმა, დავინახე უსარგებლობა ამაო სიბრძნისა და მრავალი ცრემლით დავიტირე ჩემი უბედური ცხოვრება. მაშინ ვილოცე ღვთის წინაშე და ვითხოვე წინამძღოლის მომადლება”. გესმის, რას უწოდებს მეცნიერებას და გარეშე ცოდნას, რომლის განდიდებასაც ცდილობენ დღესს მრავალნი? მათი სახელი – ამაოება, უსარგებლო შრომა, უაზრო სიბრძნე, ამა სოფლისა და მისი მთავრის სიბრძნე, ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დამღუპველი სიბრძნეა. ტყუილად როდი სწუხს და ინანიებს ჭეშმარიტი სიბრძნის მოყვარული, რომ საერო მეცნიერებების შესწავლას შეალია ამდენი დრო, თუმცა მათში ვერაფერი იპოვა, რაც ჭეშმარიტი სიბრძნის აღმოჩენაში დაეხმარებოდა.

       გარეშე მეცნიერებისაგან შეძენილი ცოდნა არათუ მსგავსია, არამედ საწინააღმდეგოა ჭეშმარიტი და სულიერი სიბრძნისა, თუმცა ზოგიერთნი ვინაც ამ ცოდნას გამოედევნენ, თავადაც გზააბნეულნი, სხვების ცდუნებასაც ლამობენ. გაგიმხელთ გარეშე ფილოსოფოსთა მზაკვრობის საზარელ სიღრმეს. ბოროტმა ძალამ და მათ, ვინც დემონისაგან ისწავლეს მზაკვრული ბრძნობა, ჩვენგან ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მცნება მოიპარეს და მას ერთგვარ სატყუარად იყენებენ რადგანაც ორი გამონათქვამი: “ეკრძალე თავსა შენსა” და “შეიცან თავი შენი” (წარწერა აპოლონის ტაძარზე დელფოში) წააგავს ერთმანეთს. მაგრამ საკმარისია ჩავეძიოთ მეორე გამონათქვამის შინაარსს, მყის აღმოვაჩენთ ამ ცრუსწაველების დამღუპველ მორევს: სულთა გადასახლების შესახებ ცრუმოძღვრების მიმდევარნი თვლიან, რომ ადამიანი მაშინ მიაღწევს თვითშემეცნებას და აღასრულებს ამ მცნებას, თუ გაიგებს, რომელ სხეულში ცხოვრობდა უწინ, რას აკეთებდა, რას სწავლობდა, ვინ იყო; ამას კი მაშინ მიხვდება, თუკი ბოროტი სულის მზაკვრულ რჩევებს აღასრულებს მორჩილად. აი ამას გულისხმობენ ისინი სიტყვებში - “შეიცან თავი შენი”, იმათ კი, ვინც ვერ ამჩნევს მათ მზაკვრობას ატყუებენ, თითქოს ჩვენი წმინდა მამების მოძღვრებასთან იყოს თანხმობაში მათი სიცრუე! სწორედ ამიტომ არ შეიწყნარეს პავლე და ბარნაბა მოციქულებმა ის ქალი, რომელიც  მათ შესახებ ღაღადებდა: “ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი”. (საქმ. 16, 17), იცოდნენ ბოროტი ძალისა და მისი განდობილების მზაკვრული განზრახვანი, თუმცა თითქოსდა რა იყო ამ სიტყვებზე უფრო კეთილ გონიერი? მაგრამ მოციქულებმა მყის შეიცნეს ის, ვინაც ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს – “იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად” და მისი მსახურები, რომლებიც “ვითარცა მსახურნი სიმართლისანი” (2 კორ. 11; 14-15) მოაჩვენებენ თავს, და ამიტომაც არ მიიღეს თვით ჭეშმარიტი სიტყვა, რადგან ცრუ ბაგეთაგან იყო ნათქვამი.

       ასევე ჩვენც, გვესმის რა ელინთაგან თითქოს კეთილგონიერი საუბრები, არც მათ ვთვლით კეთილგონიერებად და არც მოძღვართა და ბრძენთა რიცხვს არ მივაკუთნებთ, თუმცა კი ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენგან (საღმრთო წერილიდან) აიღეს – ამაოდ არ უთქვამს ერთ პითაგორელს პლატონის შესახებ: “ვინ არის პლატონი, თუ არა ატიკელი მოსე?”, - თუმცა, ვიმეორებ, კარგად ცნობილია, რომ ყველაფერი კარგი მათ სწავლებაში ჩვენგან მიტაცებულია ყურმოკვრით, მაგრამ საკმარისია კარგად ჩავეძიოთ, რომ აშკარად დავინახავთ; ყველაფერი როდი გაიგეს მათ სწორად. დაე, თუნდაც რომელიმე წმინდა მამა ამბობდეს იმას, რასაც გარეშე ფილოსოფოსები ასწავლიან, თანახვედრა მხოლოდ სიტყვებშია, აზრში კი უდიდესი განსხვავება: პირველთ პავლეს სიტყვებით “გონებაჲ ქრისტესი” (1კორ. 2,16) შუმოსავთ, მეორენი კი კაცობრივად განსჯიან, თუ უფრო უარესი არ ვიფიქრეთ. “ვითარცა განშორებულ არს ცაჲ ქუეყანისაგან, ეგრეთ განშორებულ არს გონებანი თქვენნი გაგონებისაგან ჩემისა” (ესაია. 55,9) – იტყვის უფალი. ეს ფილოსოფოსები თუნდაც რაიმეში, რომ იყვნენ თანხმობაში მოსესთან და სოლომონთან, რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ ეს მათ ღმერთისგან ეუწყათ, როდესაც მწვალებლებსაც კი, რომლებიც ქრისტეს მოსვლის შემდეგ ცდუნდნენ, ვერავინ უწოდებს ღვთის მოწაფეებს იმიტომ, რომ ეკლესიაში ნაქადაგები ჭეშმარიტება დაამახინჯეს. “ღმერთთა რომელთა ცაჲ და ქვეყანაჲ არა შექმნეს, წარწყმდედ ქვეყანისაგან” (იერ. 10,11) და მათთან ერთად მათი გამომგონებელი თეოლოგები, დავამატებ მე წინასწარმეტყველის სიტყვებს, რაღა ვთქვათ იმ ადამიანებზე რომლებიც ირწმუნებიან თითქოს ეს ფილოსოფოსები თანხმობაში არიან ჩვენს ღვთისმეტყველებასთან და უფრო მეტიც, თითქოს ისინი იყვნენ ჩვენი მამაების მასწავლებლები და მათგან გვქონდეს ნასესხები მთავარი თეოლოგიური გამონათქვამნი? ამაზე მხოლოდ ის შეგვიძლია ვითხოვოთ  “ნათლისაგან, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად”, იხსნას ისინი ამ საშინელი უმეცრების წყვდიადისაგან და გაუნათოს გონება, რათა მიხვდნენ, რომ თვით გველისგანაც შეიძლება სარგებლის მიღება, ოღონდაც ჯერ უნდა მოიკლას იგი, გაიფატროს, მისი შხამიდან წამალი მომზადდეს და მხოლოდ შემდეგ იქნას ეს საშუალება გამოყენებული გველისავე ნაკბენის სამკურნალოდ. ამდენადვეა სასარგებლო ჩვენთვის გარეშე ფილოსოფოსთა გამონაგონი, რათა ვისარგებლოთ მათი ცოდნით მათვე წინააღმდეგ, დავამარცხოთ ისინი მათივე მახვილით, ვითარცა დავითმა გოლიათი, რომელიც ამხედრებულა ჩვენს წინააღმდეგ და “რომელი აყუედრებს ბანაკსა ღმრთისა ცხოველისასა” (1 მეფ. 17,36) ბანაკსა, ანუ ეკლესიასა, რომელსაც საღმრთო მოძღვრება უსწავლელ მეთევზეთაგან მიუღია.

       გარეშე სიბრძნის შესწავლისას, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გველის შემუსვრა, ანუ ამ სიბრძნისაგან წარმოშობილი ქედმაღლობის განადგურება – ოო! რა ძნელია ამის გაკეთება! რამეთუ როგორც ამბობენ, “ფილოსოფიური ამპარტავნება ვერ ეგუება თავმდაბლობას.” გველის მოკვლის შემდგომ აუცილებელია მისი თავისა და კუდის ანუ საკუთარ გონებაზე არასწორი წარმოდგენის, ღმერთზე, პირველსაწყისებზე, ქმნილებაზე გამოგონილი ზღაპრების მოკვეთა ანუ უარყოფა. შუა ნაწილის, ანუ ბუნების შესახებ მეცნიერების, გაწმენდა მავნე ბრძნობისაგან, რაც სულის მჭვრეტელობით უნარს ძალუძს მხოლოდ, ისევე, როგორც აფთიაქარები ასუფთავებენ გველის ტანს ცეცხლითა და წყლით ანუ დიდხანს დუღილით. ხედავთ, რამდენი შრომა და გამჭრიახობაა საჭირო გველისაგან (გარეშე სიბრძნისგან) სარგებლის მისაღებად!

       და მაინც, თუნდაც კეთილად ვისარგებლოთ კარგად განწმენდილ-გასუფთავებული გარეშე სიბრძნის საუკეთესო მხარეებით, რაც უკვე ბოროტება აღარ არის, მაშინაც კი ვერ დავუძახებთ მას საღმრთო და სულიერ ნიჭს, რადგანაც იგი ბუნებითი და არა ზეგარდამო მონიჭებული სიბრძნეა. ამიტომაც ეძახის მას “ხორციელს” საღმრთო სიბრძნის გამომეტყველი ბრძენი მოციქული პავლე. ჭეშმარიტად სამართლიანია, რომ გარეშე სიბრძნის მეცნიერნი პავლე მოციქულის მიერ ხორციელ ბრძნებად არიან სახელდებულნი.

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_პალამა, დარიგებანი, ისრაელი

ნახვა: 289

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters