თქვენს ხელთაა იმ ორი გამოსვლის ტექსტი (ტექსტის მეორე ნაწილს - „მართლმადიდებლობა და ეკოლოგიური კრიზისი“ შემოგთავაზებთ ოდნავ მოგვიანებით), რომლითაც ქართველი მსმენელის წინაშე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1997 წლის მაისში წარსდგა ეპისკოპოსი კალისტე (უეარი).

      დიოკლიის ტიტულარული ეპისკოპოსი კალისტე (უეარი) დაიბადა ინგლისში, ქ. ბათში 1934 წელს. განათლება მიიღო თავდაპირველად ლონდონის უესტმინსტერის სკოლაში, შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც იგი სწავლობდა კლასიკურ ენებს, ფილოსოფიასა და თეოლოგიას. აქვე მას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდა 1958 წელს. 1966 წელს ხელთდასხმულ იქნა მღვდლად და აღიკვეცა ბერად წმ. იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში კუნძულ პატმოსზე, საბერძნეთში. 1966 წლიდან იგი გახლავთ ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი აღმოსავლეთის ეკლესიის მამების დარგში. იგი იყო ოქსფორდის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელი, სადაც დღემდე განაგრძობს მოღვაწეობას. 1982 წელს გახდა დიოკლიის ტიტულარული ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში. მას ეკუთვნის ნაშრომები: „მართლმადიდებელი ეკლესია“ (1963), „მართმადიდებლობის გზა“ (1979), „ბერძნული ეკლესია თურქეთის ბატონობის პერიოდში“(1964). არის ერთ-ერთი მთარგმნელი ბერძნულიდან ინგლისურ ენაზე ორი საღვთისმსახურო წიგნისა – საუფლო დღესასწაულები და მარხვანი. მისი თანამონაწილეობით ითარგმნა ფილოკალიის ოთხი წიგნი და გამოსაცემად მზადდება უკანასკნელი ტომი.

      ძვირფასო ქრისტესმიერო დებო და ძმებო,

      ჩემთვის დიდი სიხარულია, რომ პირველად ვიმყოფები საქართველოში. ჩემი საუბრის თემა დღეს დილით იქნება ღმერთი როგორც ერთობა / koinwn...a ანუ სამების დოგმატის შინაარსი.

      მინდა დავიწყო ყველაზე მთავარით: ჩვენი, როგორც ქრისტიანების ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია, რომ ჩვენ გვწამს ღმერთი როგორც სამება.

      ებრაელებსა და მაჰმადიანებს სწამთ ერთი ღმერთის, ხოლო ჩვენ ერთი ღმერთის, რომელიც ამასთანავე სამია: მამა, ძე და სულიწმიდა. ჩვენი რწმენით, ღმერთი არის ერთობა და ამასთანავე პიროვნული სხვადასხვაობა. ისმის კითხვა: რა მნიშვნელობა აქვს ყოველივე ამას? რა მნიშვნელობა აქვს სამების დოგმატს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? როგორ გვეხმარება სამება საკუთარი პიროვნების შეცნობაში, სოციალური ურთიერთობების გაგებაში? სამების დოგმატი რაიმე თეორიული და განყენებული ცნებაა თუ იგი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების არსს ასახავს?

      უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ, რომ სამების დოგმატი ადამიანურ ლოგიკას არ ექვემდებარება. ესაა მისტერია.

      რუსი ღვთისმეტყველი ვლადიმერ ლოსკი ამბობდა: „სამების დოგმატი ადამიანური აზროვნების ჯვარია, რადგან ვერანაირმა ფილოსოფიური განსჯამ ვერ მოახერხა სამების მისტერიის ახსნა“.

      რადგან სამება მისტერიაა, მასთან მიახლოების საუკეთესო გზაა ლოცვა, ღვთის განდიდება, სიჩუმე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სამება მისტერიაა, ჩვენი აზროვნებისთვის იგი გასაგებია.

      მაშ, როგორ უნდა მოვიაზროთ იგი ჩვენი ადამიანური ცნებებით? ნება მიბოძეთ, სამ ფრაზაზე შევაჩერო თქვენი ყურადღება:

      1. „ღმერთი სიყუარულ არს“ - ამბობს იოანე მახარებელი.

      2. მღვდელი პავლე ფლორენსკი, ღვთისმეტყველი და აღმსარებელი იტყვის: „სამებასა და ჯოჯხეთს გარდა მესამე არჩევანი არ არსებობს.“

      3. XIX საუკუნის რუსი მართლმადიდებელი მოაზროვნე ნიკოლოზ ფიოდოროვი წერს: „სამება ჩვენი სოციალური პროგრამაა.“

      თუმცა ღმერთი სიყვარულია, ეს საკუთარი თავის მიმართ სიყვარულს არ გულისხმობს, თავის თავში ჩაკეტილი არ არის, არა ეგოისტური თუ იზოლირებულია. სიყვარულის მთელი სისავსით არსებობა გულისხმობს ურთიერთგაზიარებას, სწორედ იმას, რასაც სამების დოგმატი გვასწავლის. ღმერთი სიყვარულია, მაგრამ არა თავის თავში ჩაკეტილი სიყვარული, არამედ გაზიარებული. ღმერთი სამი პირის – მამის, ძისა და სულიწმიდის ურთიერთსიყვარულია.

      როგორც გერმანელი ღვთისმეტყველი კარლ ბარტი ამბობდა, ქრისტიანული ღმერთი მარტოდმყოფი ღმერთი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი სოციალურია. ღმერთთან თანაარსებობს ისეთი რამ, რაც ჩვენეული საზოგადოების გაგებას შეესაბამება. ღმერთის არსებობა არ შემოიფარგლება პიროვნულობით, არამედ სხვა პირებთან მიმართებაშია. ღმერთი მხოლოდ ერთეულს კი არ წარმოდაგენს, არამედ ერთობას. ასე რომ, თუ გვსურს ღმერთის, როგორც სამების ჭეშმარიტი არსის წვდომა, უნდა მივმართოთ ტერმინს koinwn...a - ერთობა, ზიარება. ბასილი დიდის სიტყვებით, ეს ტერმინი კარგად გამოხატავს ღვთაების არსს. როგორც ცნობილია, koinwn...a კაპადოკიელთა მიერ ჩამოყალიბებული სამების დოგმატის გაგების ქვაკუთხედია.

      თანამედროვე ბერძენმა ღვთისმეტყველმა პერგამონის მიტროპოლიტმა იოანემ (ზიზიულასი) მართებულად შენიშნა, რომ ღვთის არსი მიმართებითი/ დამოკიდებულებითი არსია. ქრისტიანული ღმერთის დოგმატის გაგება შეუძლებელია პიროვნული ურთიერთობის, მიმართების, დამოკიდებულების ცნების გარეშე.

      საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიით ღმერთი როგორც გაზიარებული სიყვარული აღინიშნება სიტყვით – pericèrhsij - ურთიერთგაჭოლვა.

      იკონოგრაფიაში კარგადაა ასახული ის იდეა, რომ ღმერთი გაზიარებული სიყვარულია, უპირველეს ყოვლისა მხედველობაში მაქვს ანდრეი რუბლიოვის ცნობილი ხატი წმინდა სამება, სადაც წმინდა სამება სომბოლურად წარმოდგენილი სამი ანგელოზის სახით, რომლებიც აბრაჰამს მოევლინენ. ამ ხატის მიხედვით ანგელოზები ჩვენსკენ სახით ერთ რიგად ჩამწკრივებული კი არ სხედან, არამედ რუბლიოვის უდიდესი ოსტატობის შედეგად ისინი ერთსა და იმავე დროს ჩვენც გვიმზერენ და ერთმანეთსაც. სამი ანგელოზი ერთმანეთთან დიალოგშია ჩართული, რადგანაც ღმერთი - როგორც მიმართებითი/ დამოკიდებულებითი არსი - დიალოგურია. თუ ჩვენ ამ ხატზე დავაკვირდებით ანგელოზების ხელებსა და მხრებს, ფეხებსა და ტერფებს, დავინახავთ, რომ მათი კიდურები წრეს კრავენ. სამი ანგელოზის მიერ შეკრული წრე სწორედაც რომ მუდმივ ურთიერთგაჭოლვას გამოხატავს; ესაა მამის, ძისა და სულიწმიდის მიერ სიყვარულის მუდმივი ურთიერთგაზიარება.

      სწორედ ასე მესმის მე ღმერთის სამების დოგმატის მნიშვნელობა: სიყვარული, გაზიარებული სიყვარული, ურთიერთსიყვარული. ღმერთის როგორც სამება წარმოდაგენს სოლიდარობას, ურთიერთგაცვლას, ურთიერთგაწირვას. მაშ, რა მნიშვნელობა აქვს ყოველივე ზემოთქმულს ჩემი საკუთარი პიროვნების გაგებისთვის?

      ჩვენ, ადამიანები ღვთის ხატად სახედ ვართ შექმნილი. მაშასადამე, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი სიყვარულია, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი სიყვარულია. თუ საღვთო არსი მიმართებითი/ დამოკიდებულებითი არსია, მაშინ ჩვენ იმის თქმაც შეგვიძლია, რომ ადამიანიც მიმართებითი/ დამოკიდებულებითი არსებაა. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი სოლიდარობაა, ურთიერთგაცვლაა, ურთიერთთავგანწირვაა, მაშინ ჩვენ იგივეს თქმა შეგვიძლია ღვთის ხატის შესახებ, რომ იგი სოლიდარობაა, ურთიერთგაცვლა და ურთიერთთავგანწირვაა. რატომაა „დაბადების“ პირველ თავში კაცის შექმნის აღწერისას ნათქვამი, „შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად?“ რატომ არის მრავლობითი ფორმით ნათქვამი? იუდეური ეგზეგეტიკის მიხედვით, აქ ღმერთი მიმართავს ანგელოზებს ზეცაში. მაგრამ ქრისტიანული ეგზეგეტიკა უკვე მეორე საუკუნეში დაბადების ზემოთხსენებულ მუხლს სამების თვალსაზრისით განმარტავს. ასე ესმის წმ. ირინეოს ლიონელს დაბადების პირველი თავის 26-27-ე მუხლები: მამა ღმერთი მიმართავს ძესა და სულიწმიდას. ამგვარად, საღვთო ხატი ჩვენში სწორედაც რომ საღვთო სამების ხატია.

      როდესაც ითქმება, რომ ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა, რასაკვირველია, აქ იგულისხმება ძე ღვთისა, ლოგოსი, ქრისტე, თუმცა ამასთანავე, წმინდა სამებაც. შესაბამისად, ყოველივე, რაც ღმერთის შესახებ ვახსენეთ, კერძოდ, რომ იგი გაზიარებული სიყვარულია, ადამიანსაც მიესადაგება.

      ჩვენ მოწოდებულნი ვართ ამქვეყნად განვახორციელოთ pericèrhsij - ურთიერთგაჭოლვა და გაზიარებული საღვთო სიყვარული. როგორც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ბრძანა საიდუმლო სერობისას „მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა, რათა იყვნენ სრულ ერთობით.“ (იოანე 17:23) ვითარცა ცაზე, ეგრეცა ქვეყანაზე – აი, გასაღები ჩვენი ადამიანური პიროვნებისა. ვითარცა მამა, ძე და სულიწმიდა არიან ერთი ზეცად, ასევე ვართ ჩვენც მოწოდებულნი ერთიანობისკენ ამქვეყნად. მაცხოვრის მიერ საიდუმლო სერობისას წარმოთქმული ეს ლოცვა არსებითია ჩვენი ხსნისათვის.

      ბერძნულ ენაში პიროვნების აღმნიშვნელი სიტყვაა ნიშნავს სახეს, პირს. მე იმ შემთხვევაში ვარ ჭეშმარიტი პიროვნება, თუ სხვა ადამიანებთან პირისპირ ვდგავარ, თუ მათთან ვურთიერთობ, თუ მათ თვალებში ვუყურებ, ხოლო ისინი მზერას მიბრუნებენ.

      მაშასადამე, ადამიანი საღვთო არსის მსგავსად მიმართებითი/ დამოკიდებულებითი არსებაა. პიროვნება არსებობს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი დინამიურ კავშირშია სხვასთან ან სხვებთან. პიროვნება განისაზღვრება სხვებთან მიმართებაში/ დამოკიდებულებაში. ჭეშმარიტი ადამიანი იბადება იქ, სადაც ორი ადამიანის ურთიერთმიმართება ჩნდება. ადამიანობა აუცილებლად ნიშნავს დიალოგურობას. მე შენ მჭირდები, რათა ვიყო საკუთარი თავი. პიროვნულობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ იგი სოციალურია. ჭეშმარიტი პიროვნება ეგოცენტრული კი არ არის, არამედ ექსოცენტრული. მე პიროვნებად სხვებთან პირისპირ ვყალიბდები, ჩვენს შორის არსებული ორმხრივი სიყვარულით.

      XX საუკუნის რუმინელი ღვთისმეტყველი მღვდელი დიმიტრი სტანილოა წერდა: „თუ მე არავის ვუყვარვარ, საკუთარი თავისთვის შეუცნობელი ვრჩები.“

      თუ უსიყვარულოდ ვცხოვრობთ, პიროვნების რეალიზაცია ვერ ხდება. აი, რას გვასწავლის სამების დოგმატი ადამიანის პიროვნების შესახებ: ურთიერთსიყვარულს. ამიტომაა, რომ მამა პავლე ფლორენსკი ამბობდა: „სამებასა და ჯოჯოხეთს გარდა მესამე არჩევანი არ არსებობს.“

      ჟან-პოლ სარტრი წერდა, ჯოჯოხეთი სხვა ადამიანებიაო, მაგრამ მას ეშლებოდა; ჯოჯოხეთი სხვა ადამიანები კი არ არის, არამედ სხვებისგან მოკვეთილი, იზოლაციაში მყოფი, სიყვარულისგან განდგომილი „მე“-ა. ამის კარგი მაგალითია ეპიზოდი წმ. მაკარის ცხოვრებიდან.

      ერთ დღეს წმ. მაკარი უდაბნოში მიდიოდა და გზაზე თავის ქალა იპოვა. იგი თავის ქალას ჯოხით შეეხო და იკითხა: „ვინ ხარ შენ“? თავის ქალამ მიუგო: „მე წარმართი მღვედლთმსახური ვარ.“

      „სად ხარ შენ“ – ეკითხება წმ. მაკარი.

      „მე ჯოჯოხეთში ვარ“- პასუხობს წარმართი მღვდელთმთავარი.

      „როგორია ჯოჯოხეთი“? – კვლავ ეკითხება წმ. მაკარი.

      „ჩვენი მდგომარეობა ჯოჯოხეთში ასეთია: ჩვენ ერთმანეთის ზურგზე ვართ მიბმულნი და ერთმანეთის სახეებს ვერ ვხედავთ“ – პასუხობს მღვდელთმთავარი.

      აი, ასეთია ჯოჯოხეთის არსი, სადაც ჩვენ ერთმანეთის სახეებს ვერ ვხედავთ, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვერ ვეურთიერთებით, სადაც ერთმანეთი არ გვიყვარს. მაგრამ თუ სამების დოგმატს ჩვენი პიროვნების გაგებისთვის პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს, მას პრაქტიკული შედეგიც აქვს იმისათვის, თუ როგორ გვესმის ჩვენ საზოგადოება, ჩვენი სოციალური ერთიანობა, იქნება ეს ოჯახი, საწარმო, მრევლი, სკოლა თუ სხვა. ნებისმიერი სოციალური ერთეული ჩვენთვის სამების თავისებური ცოცხალი ხატი უნდა იყოს. რწმენა და სიყვარული ღმერთი-სამების, მიმართებითი/დამოკიდებულებითი ღმერთის, გაზიარებული სიყვარულის ჩვენ განსაკუთრებულ ვალდებულებას გვანიჭებს.

      მოციქული პავლე იტყვის, „ურთიერთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“, რადგან ღმერთი სამებაა. იესო ქრისტე ცხვრისა და თიკნის იგავში ამბობს: „ამინ გეტყვი თქუენ: „რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მათე 25:40) იმიტომ, რომ ღმერთი სამებაა.

      მე ვცდილობ თქვენ გითხრათ ის, რაც საუკეთესოდაა გამოხატული საღვთო ჟამისწირვაში: „ვიყვარებდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა.“

      გაზიარებული სიყვარულის გარეშე შეუძლებელია სამების რწმენა. ასე რომ, სამების დოგმატი თეორიული ღვთისმეტყველების ნაწილი კი არ არის, არამედ მას პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება საკუთარი პიროვნებისა და სიცოცხლის გააზრებაში.

ეპისკოპოსი კალისტე (უეარი)

ტეგები: qwelly, დარიგებანი, ეკლესია, კალისტე, სიყვარული, უეარი, ღმერთი

ნახვა: 197

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters