"ათონური ლიმონარი" -დან:   

   ღირსი ათანასეს დიდ ლავრაში, როცა ის ჯერ კიდევ იდიორითმული მონასტერი იყო, მონაზვნურ ცხოვრებას ეწეოდა მამა ნექტარიოსი. ის პროსნომარის მორჩილებას ასრულებდა, ანუ პასუხს აგებდა კუკუზელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში კანდელების ანთებაზე და ღვთისმშობლის პარაკლისს აღასრულებდა.
  ერთხელ მას ხორციელი ბრძოლა ჰქონდა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ევედრებოდა მისგან განთავისუფლებას. მაგრამ როცა რამდენიმე დღის გავლის მერე ბრძოლა არ დაუცხრა, მან დრტვინვა დაიწყო და გაბრაზებულმა, თავდაუმდაბლებლად ღვთისმშობელზე დაიწყო ბრაზობა. მერე არავინ იცის რა დაემართა, მამა ნექტარიოსი გამოეყო სხვა მამებს და უკვე იშვიათად დადიოდა ტაძარში ღვთისმსახურებაზე. ბოლოს კი თანდათანობით ჩაიკეტა თავის კელიაში, გაურბოდა მამებს და მათთან საუბარს. ის მათ ცოდვილებად თვლიდა, თავის თავს კი პატივს მიაგებდა და თავმაღლეობდა. თანდათანობით ეშმაკმა მას სხვადასხვა ხილვები აჩვენა. ის ხედავდა თუ როგორ სცოდავდა ვინმე ქალი ეკლესიაში ქორკანდელის ქვეშ და რომ ვითომ სალონიკსა და ათენში მიწიძვრა მოხდა,ის ხედავდა თუ როგორ ამოათრევდა თვითონვე სხვა გარდაცვლილი მამების სულებს ჯოჯოხეთიდან და სხვა ხილვებს, რომელსაც მას ეშმაკი აჩვენებდა.
   მისმა მეგობარმა მამა პეტრემ, რომელიც კარეესში ცხოვრობდა, ლავრაში, 1974 წელს, რამდენიმე წერილი გაუგზავნა, რათა მას თავისი მოხიბლულობა შეეცნო-მაგრამ ამაოდ.
ბოლოს ნექტარიოსმა მონასტერში დასტოვა და თავის მშობლიურ კუნძულ სკოპელოზე წავიდა რათა ექადაგა, რაც მოაგონდებოდა. ცოტა ხნის მერე იმ ოთახში დაეყუდა სადაც ცხოვრობდა, ყველასთან შეწყვიტა ურთიერთობა, მოკვდა და მისი გვამი ერთი თვის მერე აღმოაჩინეს, როცა უკვე გახრწნა დაიწყო.და რაც ყველაზე სამწუხაროა, იგი მოკვდა აღსარებისა და საღმრთო ზიარების გარეშე და თან თავისი ხიბლი წაიღო. მისი სიკვდილის ამბავმა ძალზე დაამწუხარა ყველა ვინც მას იცნობდა, რადგან ის ხიბლში მყოფი გარდაიცვალა.


ქვემოთ გთავაზობთ მამა პეტრეს წერილს მამა ნექტარიოსისადმი:


‘საყვარელო ძმაო ნექტარიოს! ქრისტე ღმერთში გიხაროდენ.საყვარელო ძმაო, მე და შენ ხომ თანატოლები ვართ მონაზვნური წოდებით და მორჩილების წლებით. შენ მარიგებდი ხოლმე, რომ მთელი ღამე ეკლესიაში ფეხზე არა ვმდგარიყავი, და დამესვენებინა მდაბალი სხეული, რათა არ დაავადებულიყო გადაღლილობისგან.
აი ეხლა ვუცქერი თუ რასაც ამბობ, და გვსურს მოვიქცეთ მაცხოვრის მცნებისაებრ: ‘ძმა ძმისგან განმტკიცებული, ვითარცა ქალაქი შეუძვრელი’-რამეთუ დაეყუდე შენს კელიაში და არავის იღებ სასაუბროდ, ამიტომაც დიდი თანაგრძნობით გავბედავ და მოგწერ რამდენიმე მაგალითს წმინდა მამათაგან ეშმაკის სხვადასხვანაირ საფრთხეებზე.
ძმაო ნექტარიოს! მახსოვს 1974 წლის ოქტომბრის ერთ საღამოს, დერეფანში გამოსულს, შენი კელიიდან საუბარი შემომესმა. ჩემი თხოვნის მერე შენ მომიყევი შენს საიდუმლოსა და იმ ნიჭზე რომელიც გიბოძა უფალმა.
1.შენ ლოცულობდი რათა შგწყვეტოდა ხორციელი ბრძოლა და ა.შ.
2. შენ გსურდა გექადაგა და ადამიანთა სულები გადაგერჩინა. შენმა ამ ნათქვამმა მე დიდად დამაბნია.
3.შენ მითხარი, რომ დედამიწის ყოველი მხრიდან მოდიან და ისმენენ შენს ქადაგებებს, და შენ იღლები იმით, რომ მთელი ღამე გიწევს ლაპარაკი.
4.შენ მითხარი, რომ ერთ შვეიცარიელ ქრისტეან დედაკაცს საბერძნეთში ჩამოსვლა უბრძანე. მან გითხრა, რომ ამის ფული არა აქვს, მაშინ შენ მოუხმე მის ნათესავებს, მისთვის ფულის გაგზავნა უბრძანე და ქალიც დაბრუნდა სამშობლოში.ეს ყველაფერი კი თითქმის ერთ დღეში მოხდა.
5. ეკლესიაში გკითხე,რასა ხედავ მეთქი, თავს, რომ აქეთ-იქით აქნევ და რაღაცას ბუტბუტებო, რაზეც მიპასუხე:’ხედავ ქორკანდელის წვეშ ქალი სცოდავს’. მერე ის გალანძღე და მან მაშინათვე შეინანა და ტირილი დაიწყო.
6.შენ მიყვებოდი მრავალ მამაზე, რომ ისინი თავიანთი ვნებებისა და ცოდვების გამო ჯოჯოხეთში მოხვდნენ.
მე შენ ჩემთან კელიაში შეგიყვანე და გთხოვე,რომ ნეტარი ტარასი გამოგეხმო და შენ ძახილი დაიწყე:’ტარასი,ტარასი!’ მაგრამ ის არ გამოგვეცხადა:შენ მითხარი, რომ ვითომ მე მათ ვუღალატე და ისინი ამიტომ არ მოდიან’,მე კი გითხარი:’როგორ შეიძლება სიტყვით სთხოვო და შენი თხოვისაებრ გამოვიდნენ სულები, ჯოჯოხეთიდან ან სამოთხიდან’.
შენ კი მითხარი, რომ ვისაც გინდა იმას გამოიხმობ ჯოჯოხეთიდან ან სამოთხიდან და ეკითხები მათ სხვადასხვა საგნებზე.
მე შენ გითხარი ძმაო ნექტარიოს, რომ ეს ეშმაკის მოჩვენებებია და სულები არ გამოდიან არც ჯოჯოხეთიდან და არც სამოთხიდან. და, რომ საშიშია, ეს ეშმაკის ხიბლი.შენ კი მითხარი, რომ გამოიხმე ანანია,კაიაფა,პილატე და იუდა და მათ სინანულისკენ მოუწოდე.
შენ მაშინ მითხარი, რომ:1.შენი და მოკვდა. 2.ასევე მითხარი, რომ 1973 წელს საშობაო ლოცვის სამეუფეო ჟამნების დასრულების მამა თეოფილაქტე მოკვდებოდა. 3.მითხარი, რომ სალონიკში დიდი მიწისძვრა მოხდა და ათასობით ადამიანი დაიღუპაო. 4.ასევე მითხარი,რომ ათენში მიწისძვრისაგან ათასობით გარდაიცვალა. 6. რომ, შენთან შუაღამისას მოვიდა მამა ამბაკუმი და გარდაცვლილ მამა თეოფანესთან წახვედით. მაგრამ ეს ყველაფერი მართალი არ არის.
1.საყვარელო ნექტარიოს! მე შენ გითხარი, რომ ის რაც მომიყევი სიცრუეა. ეშმაკი თავიდანვე მატყუარა იყო, სიცრუით ცხოვრობს და აცდუნებს სოფელს. აი მამა იოანე მოვიდა კუნძულ ტინოსიდან, იქ მონასტერში სწირა და შენი მონაზონი და აზიარა.ეშმაკის შთაგონებით მას არ დაელაპარაკე და არ გჯერა მამა იოანესი რომ შენი და ცოცხალია და უჯერებ ეშმაკს, იმას რასაც ოცნებებსა და ცრუ ხილვებში წარმოგიდგენს.ეს ყველაფერი სიცრუეა.შენი და ცოცხალია და წერილიც მოგვწერა და უკვირს თუ როგორ გჯერა მატყუარა ეშმაკის.
2. მამა თეოფილე ცოცხალია .შენ მას ნახულობ, ესაუბრები და მაინც სატანასი გჯერა? რატომ ძმაო. განა ვერ ხედავ რომ სატანა გაცთუნებს თავისი ცრუ ხილვებით და ხიბლებით?
3.შენ ამბობდი, რომ მიწისძვრის გამო სალონიკსა და ათენში ათასობით ადამიანი დაიღუპაო. მაგრამ არც იქიდან ჩამოსული ხალხი და არც რადიო შენ ნათქვამს არ ადასტურებს, შენ მათი არა გჯერა და ეშმაკისა გჯერა! მე ვიყავი სალონიკსა და ათენში მაგრამ არაფერი მაგნაირი იქ არ მომხდარა.
4. გახსოვს მე შენ ჩემთან კელიაში მოგიხმე და გესაუბრე ეშმაკის საფრხეებზე, რომ მას შეუძლიან სხვადასხვა ადამიანად გარდასახვა და დედაკაცის სახის მიღება, რათა მზაკვრობით მიაღწიოს თავის მიზანს, რომ მას ემსახურონ.
რამდენიმე შემთხვევას შეგახსენებ წმინდა მამათაგან:
1.ერთი მოგვი ცეცხლში შედიოდა, არ იწვოდა და ამით აცთუნებდა ხალხს. წმინდა ლევ კატანელმა ის თავისი ოლარით შეკრა და ისინი ცეცხლში შევიდნენ , ეშმაკმა ვეღარ შესძლო მოგვთან დასახმარებლად მიახლოება და ის უბედური ცეცხლში დაიწვა.
2. სხვა მოგვი კი ფარდულში იჯდა და სხვადასხვა ჯადოქრობებს სჩადიოდა.ერთხელ შორიდან მომავალი ქალები დაინახა და მათ მოაჩვენა თითქოს მდინარე უნდა გადაელახათ. რაც უფრო ‘შედიოდნენ’ წყალში, ‘მდინარე’ უფრო ღრმავდებოდა. ქალებიც ამიტომ უფრო და უფრო ზევით იწევდნენ კაბებს და ხორცი უჩანდათ.ხალხი კი გაოცებულნი გაიძახოდნენ,რა ემართებათ ამ დედაკაცებს ხორცს, რომ აჩენენო. მდინარეს კი მხოლოდ ის დედაკაცები ხედავდნენ.
3.წმინდა ბასილის სკიტის, ერთი მოსანგრის გრძელი წვერი მიწას ეცემოდა და მას გულისთქმა დაებადა, რომ ასეთი წვერი ნამდვილად პატრიარქის შესაფერისიაო! რადგანაც ეს გულისთქმა აღსარებაში არ სთქვა, ოცნებებსა და სიამაყეში ჩავარდა. ცოტა ხანში მასთან კელიაში ოფიცრები მივიდნენ. და მას უთხრეს:’გაემზადე გასამგზავრებლად, ჩვენ ინგლისიდან შენთან გემით გამოგვზავნეს, რათა წაგიყვანოთ და ინგლისის პატრიარქად გაკურთხონო’. ისინი ნაპირისკენ დაეშვნენ, სადაც გემები, მთელი ფლოტი და საადმირალო ხომალდი ელოდათ. ნაპირთან პატარა ნავი იდგა. ვიდრე მასზე ფეხს შედგამდა, ბერმა ჯვარი გამოისახა და წარმოთქვა: ’ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შემეწიე, რომ პატრიარქი გავხდე!’ ღვთისმშობლის ხსენებასა და ჯვრის ნიშთან ერთად გაქრა მთელი ფლოტი. ხალიჩებდაფენილი ნავის ნაცვლად, ზღვის უფსკრული გამოჩნდა: მაშინღა მიხვდა ეშმაკის სიცრუეს, რომელიც ალბათ ზღვაში ჩაახრჩობდა და პატრიარქობის ნაცვლად სიკვდილს შეეყრებოდა.
4.აქ ჩვენს მონასტერში, მიძინების კოშკში ცხოვრობდა ერთი სათნო მოძღვარი, რომელიც ხიბლში ჩავარდა. მას გამოეცხადა ეშმაკი წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახით და უთხრა:’ამა და ამ დღეს მზად იყავი,მოვალ და წაგიყვან. მე შენთან ღმერთმა იმის სათქმელად გამომგზავნა, რომ მეთქვა მომზადებულიყავიო’. ამასობაში მან ტრაბახი დაიწყო,წმინდა ნათლისმცემელი მოვა და წამიყვანსო. მამებმა ეს, რომ შეიტყვეს აღსარების სათქმელად იძულებით გააგზავნეს გადასახლებაში მყოფ პატრიარქ იოაკიმესთან და სწორედ მაშინ გამოცხადდა წმინდა ნათლისმცემელი ბერის წასაყვანად. მის დანახვისთანავე პატრიარქმა შეფუცვის ლოცვები წაიკითხა და ეშმაკი გაქრა. ‘შეიცან საკუთარი ხიბლი ძმაო’ უთხრა ბერს პატრიარქმა, დამოძღვრა და აცხოვნა იგი.
5. სხვა მამას კი სიამაყე დაეუფლა. მან იფიქრა, რომ ყველაზე წმინდა და ქალწული იყო და ლიტურგიის ჟამს წმინდა ტრაპეზზე მის წინ, იწყო გამოცხადება ‘წმინდა სამებამ’ რომელიც მას ეუბნებოდა:’ თაყვანი მეცი იმ სიწმინდის გამო რომელიც გაქვს და აღასრულე ლიტურგიაო’. როცა ეს მრავალგზის გამეორდა ის თავის მოძღვართან წავიდა. ‘მამაო გხედავ, რომ ძალიან გახარებული ხარ, რა მოხდა?’-‘რა გითხრა მამაო ყოველთვის როცა ვწირავ წმინდა სამება მეცხადება და მე მემსახურება’.რას გეუბნება წმინდა სამება?’-‘მეუბნება, რომ თაყვანი ვცე ჩემთვის ბოძებული სიწმინდის გამო და იგი დამეხმარება საიდუმლოს აღსრულებაში’. ‘ფრთხილად იყავი თაყვანი არ სცე ამ ეშმაკს. ეს ეშმაკის მზაკვრული ხიბლია’-‘ არა, სულიერო მამაო, ნუ დამაბრკოლებ: ის წმინდა სამებაა’. მოძღვარმა უთხრა: ‘როცა მოვა ეს ლოცვა უთხარიო’. ცოტა ხნის მერე მან მოძღვარს უთხრა:’ მამაო ვთქვი ეს ლოცვა და არ მიდის’. ‘ეს ლოცვაც უთხარი და თაყვანი არ სცეო’. ‘მაინც არ მიდისო’. მოძღვარმა ჰკითხა:’ რასა გრძნობ როცა მას ხედავ’-‘სიხარულს ვგრძნობ’.-მაშ თაყვანს რატომ არ სცემ, თუკი ამბობ, რომ წმინდა სამებაა?’ –‘ჩემო მოძღვარო, შიშსა ვგრძნობ, შინაგან შფოთს და თაყვანისცემისა მეშინიაო’. მოძღვარმა უთხრა:’ღვთის სიყვარული შიშს განდევნის, მაგრამ ეს ეშმაკია და ფრთხილად იყავი.ახლა როცა მოვა უთხარი:’თაყვანსა გცემ, თუკი მეტყვი, ჩემს მოძღვარს რა აქვს გონებაში და რას ფიქრობს ჩემზეო’. როცა მან ეს უთხრა,ეშმაკი მოუბრუნდა და ველური ხმით უთხრა: ‘რაო, ეხლა მე შემიძლიან მივიდე და ვკითხო, თავში რა გიტრიალებსო? დამაცადე, განახებ რასაც გიზავ!’ და გაქრა ‘წმინდა სამება’. ბერი მიხვდა, რომ ეს ეშმაკის ხიბლი იყო და ატირებული მოძღვართან მივიდა.
6. მამაო და ძმაო ნექტარიოს, შენ ადამიანთა სახით ეშმაკები გეცხადებიან, რომლებიც ვითომ შენი ქადაგების მოსასმენად ყველა ქვეყანიდან მოდიან, იმდროს (შუაღამისას) როცა ადამიანებს სძინავთ. არ გიფიქრია, რომ შენი კელია პატარაა და იქ 4-5 კაციც არ ეტევა, არათუ ამდენი ადამიანი. არ გიფიქრია, რომ ეს ცრუ ხილვაა და პირველი არ ხარ ვისაც ეს დამართია.
7. წმინდა ამფილოქეს კელიაში ქრისტე გამოეცხადა, დიდებული მღვდელმთავრისა ანგელოზებსა და წმინდანებთან ერთად და წირვა აღასრულეს. დასასრულს მან წმინდა ამფილოქეს ზიარება მოისურვა, მაგრამ ის არ მიდიოდა ბარძიმთან, რადგან შინაგან შიშსა გრძნობდა, ანგელოზები სთხოვდნენ ეზიარეო, ლიტურგია ხომ მხოლოდ შენთვის ვიმსახურეთო, ამფილოქე კი ტიროდა. ამასობაში ცისკრის ლოცვის დრომ მოაღწია, მამები ეკლესიაში მოვიდნენ და ტირილი შემოესმათ. კარები გააღეს და ჰკითხეს რა დაგემართაო. ის გულამომჯდარი ტიროდა. ბოლოს იკითხა:’ თქვენ უკვე მოხვედით, როდის მორჩა ლიტურგია?’-‘რა ლიტურგია ყველა მამას სძინავს’. ‘განა ქრისტე არ მსახურებდა, ანგელოზებთან და მრავალ წმინდანთან ერთად.უნდა ვეზიარებინე, მაგრამ შემეშინდა და ბარძიმთან ვერ მივედი. ისე ტკბილად გალობდნენ, ნუთუ თქვენ არაფერი გაგიგონიათ?’ მაშინ მამები მიხვდნენ, რომ ეშმაკი მივიდა მის საცდუნებლად. იგი, რომ ზიარებოდა მაშინ ეშმაკი შევიდოდა მასში და ეშმაკეული გახდებოდა და ჭკუიდან შეიშლებოდა. გახსოვს მამა ნექტარიოს, კატუნაკში ერთი მორჩილი სოლომონის წიგნს კითხულობდა და ამ დროს მაგიდა სკამებთან ერთად გამოვიდა კელიიდან სხვა კელიაში შევიდა, მას სპილენძის ჭურჭელიც მიჰყვა და მამები ძალზე გააოცა.
8. მამა ნექტარიოს გახსოვს, როცა ჩვენი ქრისტე ლოცულობდა მას ბოროტი ეშმაკი გამოეცხადა და სოფლის მთელი მეუფება და დიდება შესთავაზა:’მე მეცი თაყვანი ქრისტე და ყველაფერ ამას შენ მოგცემ და ამ ყველაფრის მეფედ გაგხდიო’. მისმინე ძმაო, მთელი სოფლის დიდება და სიმდიდრე ქრისტეს წარმოუდგინა, როცა ის ლოცულობდა.ასე გაჩვენებს შენც.
9. ძმაო ნექტარიოს, ეს თვით ეშმაკი ფერს იცვლის შენს საცდუნებლად.ფრთხილად მამაო ნექტარიოს ფრთხილად ეს ყველაფერი ცრუ ხილვებია.
10. დაფიქრდი მამაო ნექტარიოს როგორი სიმაღლიდან დაეცი ეშმაკის წყალობით. ჯერ ერთი, რომმოგწყვიტა შენ სახარებისგან და მას კვირის ცისკარზე არ ეამბორები.მეორე -მოგწყვიტა შენ ღვთისმსახურებიდან.მესამე,მან მოგწყვიტა შენ საღმრთო ლიტურგიიდან. მეოთხე-მან მოგწყვიტა შენ თვით საღმრთო ზიარებიდან.მეხუთე და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მან მოგწყვიტა შენ მამებისაგან, რომელთაც განიკითხავ, როგორც ცოდვილებს და საკუთარ თავს წმინდანად თვლი,ეს სიამაყეა და ყველაზე უარესია. ვინ დაგადგინა შენ მსაჯულად, რომ სხვებს განიკითხავ ყველას ჯოჯოხეთში აგზავნი და მარტო თვითონ ხარ წმინდანი. იცი რას გვამცნევს ჩვენთვის ჯვარცმული უფალი. ‘ გამძვინვარებული ეშმაკი ეძებს, რომ ვინმე გადაყლაპოს’.მამაო ნექტარიოს, ძმაო, გულისტკივილით გწერ ამ მცირე წერილს, გთხოვ იჩქარე მოძღვართან და წრფელი აღსარება სთქვი თავმდაბლობით, რათა გაგშორდეს შენი სიამაყის ეშმაკი, ფრთხილად იყავი, თორემ ან ეშმაკეული გახდები ან ის დაგღუპავს.
შენმა ღირსებამ, რომელმაც ამდენი წიგნები წაიკითხა, უნდა იცოდეს ეშმაკის საფრხეებზე.წმინდა მამები ამბობენ, რომ როცა ხილვა ღვთისაგანაა ისინი სიხარულსა გრძნობენ და არა მწუხარებას, შენ კი განუწყვეტლივ სტირი. თუკი შენი სული სატანურ ხილვებს ხედავს და ეშინიან, გრძნობს სიხარულს, მაგრამ გრძნობს შიშს და ჟრჟოლვას,შინაგან შიშს-დაე მაშინ განგინათლოს გონება ღმერთმა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა განგანათლოს და წმინდა ათანასე შეგეწიოს, განგაშოროს ეშმაკის საქმეთაგან.
11. მამაო ნექტარიოს, გახსოვს რომელიღაც ჯალათი მეფე ქრისტეან ქალწულს აწამებდა და ცალკე კამერაში ჰყავდა ჩამწყვდეული. ერთ ბნელ ღამესაც მასზე ძალის სახმარად წავიდა, მაგრამ ეშმაკის მიერ აღძრული ვნებებით გონმიღებული, იმ კამერის ნაცვლად სამზარეულოში შევიდა და ქვაბებსა და ჭურჭელს დაუწყო კოცნა. სასახლეში მობრუნებული დარაჯებმა შეიპყრეს და მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ მერე ხმაზე იცნეს და ჰკითხეს:’ეს რა დაგემართათ თქვენო ბრწყინვალებავ, სულ გამურულხარო’.
12. ეშმაკი ერთ სათნო ადამიანს გამოეცხადა და უთხრა:’მე ღვთისგან გამოგზავნილი ანგელოზი ვარ და უნდა გაუწყო სასიხარულო ამბავი:თუ გინდა ცხონდე ჩამოხსენი შენი საწოლის თავზე ჩამოკიდული ღვთისმშობლის ხატი, რადგან როცა სცოდავ ამით შებილწავ ღვთისმშობლის ხატს და ამის გამო ჯოჯოხეთში წახვალო’. მაშინ კაცი დაემხო და ტირილი დაიწყო:’დედაო ღვთისავ როგორ ჩამოგხსნი კედლიდან, შენ ხომ ჩემი იმედი ხარო’. ეს რომ გაიგო ეშმაკმა, გაქრა და საცოდავი კაცი მიხვდა ვინ იდგა სინამდვილეში მის წინაშე. ძმაო ჩემო ნექტარიოს ამის გარდა ათასი სხვა მაგალითია...
13.გახსოვს პეტრე ათონელს, რომელიც 52 წელი მოღვაწეობდა, ეშმაკი მას ძმიშვილის სახით გამოეცხადა, მოეხვია და კოცნა დაუწყო.ეუბნებოდა:’ შენს ძებნაში ფეხები დამისისხლიანდა. შემეშინდა ამ ტყეში, რომ გეძებდი. ქალაქს სჭირდება შენი ქადაგება და თუ წამოხვალ ბევრ სულს აცხოვნებო’. აცრემლებულმა წმინდანმა უთხრა:’ ჩემო ძმისშვილო, მე ღვთისმშობელს დავპირდი და არ შემიძლან აქედან წასვლაო’. ძმიშვილი ამის თქმითანავე ჰაერში გაიფანტა და წმინდა პეტრე გაოცდა ეშმაკის მზაკვრობით.
ძმაო ნექტარიოს დაფიქრდი ამ მცირეოდენზე რაც მოგწერე. დაფიქრდი იმაზე, რომ სატანა დაგცინის და გაცდუნებს.ეს ეშმაკის საქმეა და შენ დაგუფლებია სიამაყე, განკითხვა და ძმათა სიძულვილი.
საჭიროა წრფელი აღსარება, თავმდაბლობით შემუსვრილი გულით ნათქვამი.ყველა უნდა გიყვარდეს და თავს ყველაზე უარესად უნდა თვლიდე.
მაპატიე ძმაო ნექტარიოს ამას ძმური გულისტკივილითა გწერ, რათა არ უხაროდეს ეშმაკს. მოდი ჩემთან კელიაში და დაწვრილებით ვისაუბრებთ როგორც ამბობა უფალი‘ძმა ძმისგან განმტკიცებული, ვითარცა ქალაქი შეუძვრელი’. მეცმჭირდება, რომ დამეხმარო შენი ქადაგებით.
ჩემო ძმაო, მაპატიე.უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასი და დავამსხვრიოთ ყველა ბოროტება: ღმერთი სიყვარულია და მოყვარულნი თვისნი უყვარს. ამინ.
შენი მდაბალი ძმა, მონაზონი პეტრე, დიდი ლავრელი.

ტეგები: qwelly

ნახვა: 230

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters