ეფრემ ასური, სამღვდელობა, დარიგება, დარიგებანი, ქადაგება, წერილი, Qwelly, efrem asuri, darigebani, mgvdloba, samgvdeloeba

      უჩვეულო სასწაული, გამოუთქმელი ძალი და საშინელი საიდუმლოა – მღვდლობის საიდუმლო! იგი სულიერი, წმინდა, მაღალღირსი და უყვედრელია. გარნა ზეცით გარდამოხდილმან ქრისტემან მოანიჭა ესე მდაბალთა. გმოძღვრავთ და გვედრით ცრემლითა და სულთქმითა, რაითა მოვხედოთ ამა საუნჯეს მღვდლობისას, რომელ დამმარხველია სიწმინდისა და ღირსებისა. და კუალად – ნათელია იგი და საჭურველი უბადლო, სვეტი ურყევი და გალავანი ურღვევი. იგივ საძირკველია მტკიცე, მიწითგან ზეცად აღმავალი; და რაჲსა ვიტყვი, ძმანო? – უზეშთაესა ცასა–ცათასა აღვალს იგი და შორის უხორცოთა მათ ანგელოზთა თანა მკვიდრობს და შორის ძალთა ზეცისათა სამღვდელონი თვით მეუფისა და შემოქმედისა თანა ზრახვენ და მოიღებენ მხნეობას. გარნა არა დავცხრები, ძმანო ქებად მის ხარისხისა, რომელ მოანიჭა სამებამ ადამის ძეთა. მით იხსნა ქმნული ყოველი და განანათლა; მოძღვართ მეოხებითა აღივსო წმინდათა და ღვთივსათნო კაცთაგან მთანი და ბორცვნი და ტყენი და უფრსკულნი. ხოლო ვიტყვი ამას მონაზონთათვის, ვითარ თქუა ესაია დიდებითმეტყველმან : „ხმა აღიმაღლოს უდაბნომ და მისმა ქალაქებმა“ (ესაია 42. 11, 12). მოძღვართ აღგავეს ქვეყნითგან უსჯულოება, მოძღვართ დაამკვიდრეს სოფლად ქალწულება; მისითა შეიკრა ეშმა დაცემული; და განიწმიდენ მრუშნი, და განსპეტაკდნენ მეძავნი და წინამძღვრად ჭეშმარიტებისად გამოჩნდნენ უგუნურნი; ხოლო უსჯულონი

      სათნო–იქმნეს და ღვთისმოსავ; მღვდელთაგან უქმ–იქნა სიკვდილის მპყრობელობა და ჯოჯოხეთმან დაჰკარგა ძალი; მღვდელთაგან დაირღვა კრულება ადამისა და განმზადნა სასუფეველი ცათაჲ, და ამაღლდა ბუნება კაცებრივი უხორცოთ ხარისხში. და რაჲ კუალადა ვთქვა, ანუ ვითარ ვადიდო ნიჭი ესე, რამეთუ უმეტეს სიტყვათა და გონებათა არს ხარისხი მღვდლობისა. და ვზრახავ, ვითარმედ ამასვე გულისხმაგვყოფს პავლე მოციქულიცა, ოდესცა გვეტყვის განცვიფრებული: „ოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნე და მეცნიერებისა ღმრთისა! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომაელთა 11, 33) და კუალად, მოძღვარი ვედრებათა ჩვენთა ღმრთისა აღმავლენია და მეოხი – წინაშე უფლისა მონათა მისთა.

      გულისხმა–ვყოთ, ძმანო საიდუმლო და საშინელი ესე სიტყვანი; რამეთუ თვინიერ მაღალ–ღირსთა მათ სამღვდელოთა, მოკვდავთ შენდობა არ ექნებათ. აწ ვმოწმეთ ჩვენ მღვდლობის საიდუმლოსათვის, ვითარმედ: რტო ვაზისა, მარცვალი პურისა და მღვდლობა – ერთბამად ერთარსს მიდრკების. გარნა ვაზი და ხორბალი მონანი არიან, ხოლო მღვდლობა – თავისუფალი. და ოდესცა ესე ყოველნი შეერთვიან, მაშინ ყოველი კრძალვით შესწირავს უმჯობესს ყოველთა საუნჯეთასა – ძალთა ნაყოფთა თვისთასა; ვაზი სისხლსა მოიღებს, ხორბალი – პურსა, ხოლო მღვდელნი შეუვრდებიან მხნედ მეუფეს და აღავლენენ ლოცვას ზეცადა და ავედრებენ ღმერთსა მონათა და ცრემლთა, სულთქმათა და სინანულთა მათთასა. და ამა ძღვენთა მხურვალედ შესწირავენ მეუფეს თვისსა, ხოლო გამოსთხოვენ კეთილმოწყალესა უფალსა მოტევებასა, წყალობასა და მოწყალებასა, რაჲთა გარდამოვიდეს სული ნუგეშინისმცემელი და აკურთხოს წინადაგებული ძღვენი; ხოლო მეყვსეულად შეიწირვის უკვდავებითა აღსრულებულის საშინელის საიდუმლოთი ძღვენი იგი, რამეთუ წარდგომილი მოძღვარი ყოველთათვის აღავლენს ლოცვასა. მაშინ შეუდგებიან სულნი და საშინელის საიდუმლოთი ბიწთაგან განიწმინდებიან. მოხედეთ, ღვთისმოყვარენო, რამეთუ ვაზსა და ხორბალს ქვეყნად არა აქვს ქმედება, ვინემ ნება ზეციური არ გარდამოვა განცხადებული; და მოხედე ვითარ კეთილად განწმედს მღვდლობის ხარისხი სულიერს მწიკვლთა. კურთხეულ არს მაცხოვარი, რომელმან მოსცა სოფელსა ყოვლადწმინდა და განმწმედელი ესე ძღვენი, მადლითა თვისთა მღვდელთა გამაბრწყინვებელი, რაჲთა ნათობდნენ ისინი სოფლად მსგავსად ლამპართა! ნათესავნი უწინარესნი ჩვენნი, რქითა ზეთისათა განიწმიდებოდენ, ხოლო ჩვენ კურთხეულისა უხმართა მონათა არცა რქა მოვიღეთ და არცა ზეთი გრძნობისა, არამედ გარდამოხდა ზეცით თავად უზენაესი და შესაძრწუნებელი ბეჭთსაშუალი და ხელდასხმითა მოგვანიჭა სული თვისი, ვითარცა ცეცხლი გარდამომავალი მოციქულთა ზედა. ოი, ძალი გამოუთქმელი, წმინდა მღვდელთა ხელდასმით ჩვენში დასადგურების კეთილმნებებელი! ჰე, რაგვარ მაღალი, უცნაური და საოცარია მღვდლობის ხარისხი! და ნეტარ არს ვინც წმინდადა და უყვედრელად ჰგია მასში. მოხედეთ პეტრეს, რომელ იწოდა კლდედ და რომელი ზღვის პირს სათხეველითა ითხევდა, და რომლისათვის სწამა მწყემსამან დიდებულმან: „და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი“ (მათე, 16,18). ხოლო მოციქულმან მან, ვითარცა ღირსმან, მღვდლობით მოიღო სასუფევლისა კლიტენი. და მსგავსადვე პავლეც, რომელ იყო მდევნელ, მღვდლობის ხარისხში ამაღლებულმა ფრთაშესხმულივით მოვლო სამყარო და ჰქადაგებდა მკვდრეთით აღდგომას.

      და აწვე მოვხედოთ მართალს აბელსაცა, რომელ მღვდელ იყო ქმნულთ დასაბამსა, და ვისწაოთ მისგან. ოდეს პირველ მღვდელმოქმედებდა იგი მსხვერპლს თვისას წინაშე ღმრთისა, გარნა არა გარდამოხდა ზეცით ცეცხლი და შესჭამნა მსხვერპლი მისი? ხოლო ვითარცა იტყვს წერილი: ჟამსა მას ოდეს აბელ შეწირვიდა ნაწილთა: „მოხედნა ღმერთმან აბელს და მსხუერპლთა მისთა“ (დაბ.4,4); ხოლო კაენის მსხვერპლზე არ ინება მოხედვად. ხოლო ნოემაც, ოდეს კიდობნით გამოიხსნა, მთასა ზედა არარატისასა „შეწირა მსხუერპლი ღმრთისა საკურთხეველსა მას ზედა. და იყნოსა უფალმან სულად სულნელად“ (დაბად. 8, 20, 21); ხოლო ამისთვისა დადო მის თანა აღთქმა მსმენელად: „არღარა მოსწყდეს ყოველი ხორციელი წყლით რღუნითა, და არღარა იყოს მერმე წყლით რღუნაჲ განრყუნად ყოვლისა ქვეყანისა“ (11). და აკურთხა უფალმა ნოე და შთამომავალი მისი: „აღორძინდით და განმრავლდით“ (9,1).

      აწ უკვე იხილე სასწაულქმედება მღვდლობისა, და განიცადე პირველშობილთა პირველი მღვდელი – აბელი, თუ ვითარ გარდამოიყვანა ზეცითგან ქვეყნად ცეცხლი თვის უყვედრელთა ნაყოფთაგან; და კუალდცა გესმა ნოესათვის, მეორედ ქმნულთა მღვდელისა წმინდისათვის, თუ ვითარ აღუთქვა მას ღმერთმა; და აბრაამიცა ღირს იქმნა მის მადლისა და ღმრთისად იზრახა საყვარელი ისააკისა შეწირვა და მღვდელმოქმედება. ხოლო განმზადნა ყოვლითურთ შესაწველად ნაწლევნი თვისთა ხორცთაგან და აქა გამოუცხადა ღმერთმა აბრაამს დიდებული სასწაული – შობა ქრისტესი და კუალად ძალი კურთხევისა, რომლითაცა აკურთხა იგი: „კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი“ (დაბ. 22,18). ღვთაებრივი მოსეც ღირს იქმნდა მის მადლისა, რომელ სინას მთაზე ღმრთისად ამაღლდა და მოიღო სჯული, რომლითაცა განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე. და მადლი მღვდლობისა მოიღო აარონმაც, რომელ მეოხ იყო წინაშე ღმრთისა კაცთა ცოდვათათვის, ხოლო: „მოსე და აარონ მღუდელთა შორის მისთა, და სამუილ მათთანა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა, ხადოდეს უფალსა, და მას ესმა მათი“ (ფს. 98, 6). და ფინეზმაცა ყოვლადპატიოსანსა მას ხარისხში სიკვდილი დააბრკოლა თავის ერში. გარნა ილია, ოდეს ხარისხი მღვდლობისა შეიმოსა, ღმერთმა უსმინა და გარდამოხდა ცეცხლი (3 მეფ. 18, 36).

      მაშ, გულისხმავყოთ, ძმანო, რომ განუზომელია ღირსება მღვდლობისა. დიდება ერთარსსა! დიდება სახიერსა ერთარსსა, რომელიც ახლისა აღთქმითა თვისითა აუწყებს მოწაფეთა თვისთა, რაჲთა სამაგალითოდ იგინიც ხელთა დაასხმიდენ ღირსეულთ! ამისთვის პატივს ვაგებდეთ და სათნო–ვუყოფდეთ ყოველთა, რომელთა აქვნდეთ ხარისხი პატიოსანისა მღვდლობისა; და მტკიცედა გვწამდეს, ვითარმედ თუ ვისმე უყვარს მეგობარი უფლისა, უმეტესადა შეიყვარებს მასცა უფალი. ამისთვის შევიყვარნოთ ღმრთისა მოძღვარნი, რომელ სახიერისა მეუფისა მეგობარნი არიან, ხოლო შუამდგომელნი ჩვენი და ყოვლისა სოფლისა. პატივი აგე მოძღვართა და აღასრულე მცნება ქრისტესი, რომლითაცა იტყვის: „რომელმან შეიწყნარის წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველისა, სასყიდელი წინასწარმეტყველისაჲ მოიღოს“ (მათე 10, 44). დაღათუ არა უწყოდეთ, ღირს არს, ანუ უღირს ვინმე მის წოდებისა, მაშინ ნუ მოიძაგებ მას ქრისტეს მცნებისათვის; გარნა ვითარცა ოქროს მბრწყინვალსა ვერას დააკლებს მწვირი, ანუ უწმინდურნი რამ ნივთნი ვერასა ვნებენ მარგალიტთა, მსგავსადვე ვერცა მღვდლობა შეიგინების კაცთაგან, თუნდაც, რომ უღირსთაგანმა ვინმე მოიღოს ხარისხი ესე. დაღათუ ვინმე ღირსებით შეიმოსავს ხარისხსა ამას – ცხოვრებასა დაიმკვიდრებს იგი და განიმზადებს გვირგვინს უხრწნელსა; ხოლო უღირსებითა და კადნიერებით მღვდლობის ხარისხის მომღებელი, უკუნეთს განიმზადებს და მსჯავრს უწყალოს.

      სხვათ მაგალითთაცა გეტყვი, კაცო, რათა ქედმაღლობითა შენითა, ვერღა ძალგედვას უღირსად მღვდლობის ხარისხის მოღება.

      და რამეთუ წმინდა არს ღმერთი და არა სათნო–ეყვნეს ქედმაღლობითა ხელდასხმის მომღებელნი. გახსოვდეს, რაჲ შეემთხვიათ მათ უბადრუკთა, რომელ წინააღუდგნენ ოდესმე მოსეს და აარონს და უგუნერებითა, ურცხვებითა და თვითნებობითა ზრახეს ღმრთისათვის საკმევლის შეწირვა. გარნა შეწვნა ისინი ცეცხლმა ზეცისამ, რამეთუ კადნიერებით შებედეს და მიითვისეს აღმატებული მათდა ხარისხი. მსგავსადვე ეყო წინასწარმეტყველსა ღმრთისასა მარიამს, რამეთუ მცირე რამ სიტყვითა ყვედრა მოსეს მღვდლობა, და შეიგინა უზენაესისაგან და კეთრმა დაფარა და შვიდი დღე განაძეს ბანაკით. ხოლო აწცა სიწმიდით ეგნეთ, ძმანო ცხოვრებად და ბაძევდით მოსეს, აარონსა და ელიაზარს. იხილე, ვითარ ღვთისმოსავთა მათ მღვდლობის ხარისხში შური–მიუგეს ლაშქარს უღვთოთა მტრისათა. ხოლო მოსემ, ვითარცა მღვდელმან, განიპყრნა ხელნი ღმრთისა მიმართ და შერისხნა ამალეკ უკურნებელითა წყლულითა; გარნა მღვდლობითა წელმორტყმულმა აბრაამმა სივლტოლა უყო მეფეთა და მელქისედეკმა, შეიმოსა რა ხარისხი მღვდლობისა, უზენაესის კურთხევით აკურთხა გამორჩეული აბრაჰამ.

      დაღათუ მოშურნე ხარ, ძმაო, მღვდლობის ხარისხისა – მაშინ დაშვერი სათნო–ყოფად მეუფისა, იღვაწე სიმართლითა, ღვთაებრივის სიბრძნითა და ქალწულების სპეტაკებითა; მგზნებარე თანამოსაგარედ გამოჩნდი, მსგავსად უბიწოს იოსებისა; უცხოთშემწყალე – ვითარ აბრაამ, ღატაკმოყვარე – ვითარ იობი, აღვსილ სიყვარულითა – მსგავსად დავითისა; მშვიდ იყავ, ვითარცა მოსე; და გზადაბნეულს – გზად მოაქცევდე, ხოლო მკელობელთ – განამტკიცებდე; ხელთა უპყრობდე დაცემულთა და მფარველ ეყავ უძლურთ ყოველგან, გარნა სხვათ მსგავსთაც მრავლად იქმოდე.

      ხოლო მე, ძმანო საყვარელნო, ძრწოლა მიპყრობს, ოდეს ვხედავ, ვითარი ზნე აქვთ კადნიერი ზოგთ უგუნურთა, რომელნი ურცხვად და განუსჯელად ეძიებენ მღვდლობას, და მოიღებენ მას ხარისხს, გარეშე ქრისტეს მადლით წოდებისა, გარნა არა უწყიან მათ უბადრუკთა, რომე ცეცხლსა და სიკვდილსა შეიკრებენ უბადრუკნი. და რამეთუ არაოდენ მასზედა ვიტყვი, კაცო, რომე წინდაუხედავად არა მოიღებდე მღვდლობასა, არამედ რაჲთა არცა შეეხო რომელთამე ჭურჭელთაგანთა ყოვლადწმინდისა მსახურებისას. წაგიკითხავსა რაჲ შეემთხვია ოსეს, ოდეს შეეხო სახატეს ღვთისას, მუდამ გახსოვდეს მაშინ, საყვარელნო ძმაო, ესაია წინასწარმეტყველის პირით უწყებული „ვისზედა განვისვენო? მხოლოდ მშვიდსა და მდუმარეზე, და რომელნი ძრწოდნენ სიტყვათა ჩემთაგან“ (ესაია 66, 2). გულისხმაყავ და გახსოვდეს სიტყვა ესე, რაჲთა შეიძინო საუნჯე – ზრახვაჲ მშვიდი და რაჲთა შეიძლო გონებით ამაღლება ზეციერსა მას ქალაქსა იერუსალიმსა, და რაჲთა შესწირო მსხვერპლი დასაბამს ყოველთასა უფალსა ღმერთსა. გარნა იქ იწვნება უხილავი გვირგვინი და თვით უფალი დააგვირგვინებს წინაშე ანგელოზთა უკვდავებისა გვირგვინითა. ხოლო შენ ანგელოზთა დასთა თანა დაშთები უკუნითი უკუნისამდე წმიდისა სამებისა ძლევისა გალობისა მგალობელი.

წმინდა ეფრემ ასური

ტეგები: Qwelly, დარიგებანი, ეფრემ_ასური, მღვდლობა, ქველი

ნახვა: 611

გამოხმაურებები!

mgvdloba mdzime jvaria sapasuxismgeblo amastanave tkbili da didebuli mogvaceoba!!!!!!

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: This is a chic that is complete for beginners to alpha with

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 7:17am 0 კომენტარი

The Spear will about never hit the abandon of Dark And Darker Gold any hallway, has a continued reach, and is appealing dependable overall. Felling Axe: Aback accession hits with the Felling Axe, the time it takes for them to be able to exhausted afresh is abundantly short. But, if they miss, there's a continued cleanup until the abutting swing. So, this is an advantage for Fighters who are assured…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:58am 0 კომენტარი



The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters