7 აპრილს სამოციქულო ეკლესია ზეიმობს ხარების დღესასწაულს, ესაა დღე როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს ახარა კაცობრიების მხსნელის, მაცხოვარი იესო ქრისტეს შობა, ხოლო მშობელი თავად ქალწული მარიამი უნდა ყოფილიყო. ამ დღესთან დაკავშირებით, წმინდა ეპისკოპოსმა გაბრიელმა წარმოსთქვა ქადაგება ჩყჲდ ანუ 1864 წელს.

მოძღვრება ხარების დღესა

ყოველი დიდებაჲ - ასულისა მეუფისა შინაგან, ფესუედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად (ფს. 44, 14)

       წინასწარმეტყველი დავით ორმეოც და მეოთხესა ფსალმუნსა შინა მისსა აღწერს დიდებასა, სიკეთესა და მშვენიერებასა ერთის უცნობის რომლისამე მეფისა და მშვენიერებასა მისისა მეუღლისა და მისთა ძეთა და ასულთა და იტყვის: ყოველი დიდება ასულისა მეუფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად, ესე იგი დიდება და ღირსება მეუფისა ასულისა არის შინაგან გულსა და სულსა მისსა, თუმცა, ამასთანავე, იგი შემკულ არს ოქროვანითა შესამოსლითა პირად-პირადად. წმიდანი მამანი განგვიმარტვენ ჩვენ, რომელ სიტყვათა ამათ შინა დავით მეფე წინასწარ-მოასწავებდა ყოვლად-წმიდასა დედოფალსა მარიამს, რომლისა ხარებასა დღეს, ძმანო და დანო ქრისტიანენო, ვდღესასწაულობთ ჩვენ და ვიხარებთ. ჭეშმარიტად მხოლოდ ერთს უბიწოსა მარიამს შეეფერება მაღალი იგი ქება, რომელ ყოველი დიდება მისი შინაგან მისა იყო, თუმცა-ღა ამასთანავე იგი იყო შემკულ გარეგანითაცა გამოუთქმელითა მშვენიერებითა და სიკეთითა. ამით განსხვავდებოდა იგი ყოველთაგან ასულთა კაცთათა.

       ეს დიდი ქება არს კეთილი და მისაღებელი მაგალითი ყოვლისა ქალისათვის. თუმცა ყოველს ადამიანს, ვითარცა მამა-კაცსა. ეგრეთვე დედა-კაცსა, აქვს დიდი სურვილი და მიდრეკილება გარეგანისა ღირსებისადმი, გარნა უმეტესად ქალთა. თუმცა ყოველს ადამიანს დიდათ მოსწონს გარეგანი მშვენიერება და სამკაული, გარნა უმეტესად ქალთა; ესენი არიან ერთობ მსურველნი და მეძიებელნი გარეგანისა მშვენიერებისა და სამკაულისა; ამათ უნდა ისწავლონ და ახსოვდესთ მარადის, რომელ მშვენიერება და სამკაული ქრისტიანისა არის შინაგანი ღირსება და სათნოება.

       წმიდა მოციქული პავლე ეპისტოლესა შინა მისსა არიგებს ტიმოთეს, მისგან ეპისკოპოსად ხელდასხმულსა, რა სახით უნდა ეპყრობოდეს იგი და ასწავლიდეს თვითეულსა პირსა მისისა სამწყსოისასა; შესახებ ქალების დარიგებისა და სწავლისა ესრეთ მისწერს მას: ეგრეთვე დედათა ასწავლიდე წესიერებისა სამკაულითა მორცხვედ და ღირსებით შემკობად თავთა თვისთა, არა განთხზვითა ოქროითა, ანუ მარგარიტითა, ანუ სამოსლითა დიდ-ფასითა (ა. ტიმოთ. ბ, თ). ესე იგი, ქალთა ასწავლე, რათა არა ეძიებდენ ნამეტარსა შემკობასა თავისა მათისასა ოქროითა, ანუ მარგარიტითა, ანუ სამოსლითა დიდ-ფასითა, არამედ წესიერად, მორცხვედ შეიმკობდენ თავთა თვისთა. რაც პავლემ მისწერა ტიმოთეს, ის მეც უნდა მახსოვდეს და აღვასრულებდე. ამისათვის დღეს მე მივაქცევ ყურად-ღებასა თქვენსა, ქრისტეს მიერ დედანო და დანო ჩემნო, ერთის ფრიად დასაძრახვისა და ავის ჩვეულებისადმი, რომელი ერთობ განვრცელებულ არს ყოველთა ქალებთა შორის ქვეყანასა შინა ჩვენსა. რომელი არს ეს ჩვეულება? ფერისა და უმარილის ხმარება. წარსულის წლის თვით ამ დღესასწაულის წირვაზედ გეტყოდი მე თქვენ, რომელ არიან ჩვენ შორის მრავალნი ჩვეულებანი, თუმცა ძველნი, გარნა არა პატივ-სადებნი, არამედ ღირსნი მოსპობისა და დავიწყებისა; ერთი ამათ ძველთა ჩვეულებათაგანი არის ფერისა და უმარილის ცხება პირისახეზედ. ეს ავი ჩვეულება, როგორც ვსთქვი, ერთობ გავრცელებული არის ყოველთა აქაურთა ქალებთა შორის, ვიწყოთ უკანასკნელისა და უღარიბესისა გლეხის სახლისაგან, ვიდრე უპირატესის თავადის სახლადმდე, და ეგრეთვე მცირე-წლოვანის ასულისაგან, ვიდრე მოხუცებულთა დედათადმდე.

       რა საჭირო არის ამაზედ საუბარი ეკკლესიის კათედრასა ზედა? იფიქრებს ვინმე ჩემთა მსმენელთაგანი, ან რა დიდი ცოდვა არის ეს უბრალო ჩვეულება? არა, ძმანო და დანო ჩემნო, ვალი მაქვს და საჭირო არს, რომ ამაზედ მოგცე თქვენ მოძღვრება. საღმრთო წერილი ხშირად ამხილებს ქრისტიანეთა ქალთა, რათა იგინი არ იყვნენ მსურველნი და მეძიებელნი ამაოთა სამკაულთა. გამოცდილ არს და ვიცით ყოველთა, თუ რა დიდი მიდრეკილება აქვს ქალსა სამკაულისადმი, იმ ზომად, რომელ გარეგანსა სამკაულსა უმეტესად პატავს-სცემს იგი და ეძიებს, ვიდრე შინაგანსა ღირსებასა; მაშასადამე არა მცირედი ცოდვა არის, ოდეს ქრისტიანე ქალი წაიცხებს პირსა ზედა ფერსა და უმარილსა. მეტადრე ოდეს განვიზრახავთ და მოვიგონებთ, რომელ ყოველთა ჩვეულებათა და ნაკლულევანებათა ჩვენთა აქვსთ ურთიერთ შორის კავშირი: ერთი ნაკლულევანება მიიზიდავს მეორესა, ერთი ცოდვა მოიყვანს მეორესა. რისთვის იცხებს ქალი ფერსა და უმარილსა? არა მისთვისა, რათა მოაწონოს თვისი პირი-სახე მჭვრეტელთა მისთა? გარნა რათ უნდა ეძიებდეს ამას ქალი? ღვთის-მოყვარე და ღვთისმოშიში ქალი არ იქმს ამას, არამედ ამაოების მოყვარე და თავის მომწონი: მორცხვედ და ღირსებით შემკობად ასწავლის პავლე მოციქული ქალთა, და არა ფერის ცხებასა.

       მოისპოს და განქარდეს თქვენ შორის, დანო და დედანო, ეს ავი ჩვეულება, რომლისათვის გვეცინიან და განგვიკითხამეს ჩვენ განათლებულნი პირნი. მრავალ-გზის მითქვამს მე, რა დიდი სიკეთე არის საზოგადოებისათვის, როდესაც მასშინა არიან ქალნი კეთილნი, აღვსებულნი მადლითა ქრისტიანობრივითა. განათლება და კეთილი ზნეობა საზოგადოებისა არა წარემართების, უკეთუ ქალნი არ არიან განათლებულნი და წინამძღოლნი ყოველსა კეთილსა შინა ზნეობითსა. ყოველი კეთილ-გონიერი და ღვთის-მოყვარე ქაღიი, განანათლებს და მოაქცევს ყოველთა გარემოს მისსა. იგი მოაქცევს და განამტკიცებს სათნოებასა შინა ყოველთა მისთა მახლობელთა. ერთს კარგს მაგალითს გეტყვი თქვენ ამაზედ: ვიცით ჩვენ ყოველთა, რა დიდი მნათობი იყო მღვდელ-მთავარი გრიგორი ნაზიანზელი, ღვთის-მეტყველად წოდებული. დედა წმიდისა ამის მწყემს-მთავრისა იყო სათნო და პატიოსანი ქრისტიანე; გარნა მამა მისი უწინ იყო კერპთ-მსახური, რომელსა ფრიად სძულდა ქრისტიანობა. დიდი მეცადინეობა და გონიერება იხმარა კეთილმან ამან ქალმან მოქცევისათვის თვისისა მეუღლისა: არ დასცხრებოდა იგი დღე და ღამე ვედრებად და მხილებად მისა; ზოგჯერ მოფერებით, ყვედრებითა და მრისხანებითა, და ყოვლითა სახითა ესოდენი ღონე იხმარა, რომელ მოაქცია და გააქრისტიანა იგი. ესე ვითარნი დედანი მრავალნი იყვნენ პირველთა შინა საუკუნეთა; მრავალთა განათლებულთა და კეთილ-გონიერთა დედათა მოაქციეს და აცხოვნეს მეუღლენი მათნი, ძმანი, ძენი, ნათესავნი პატიოსნითა მათითა ხასიათითა და ყოფაქცევითა. შენც ესრეთ უნდა მოიქცე, ქრისტიანე ქალო როდესაც ხედავ რომელსამე ცუდ ჩვეულებას ანუ ყოფა-ქცევას შენის მეუღლისას, ანუ ძისა ანუ მახლობელისა კაცისასა, უნდა ეცადო და მოაქციო იგი. ისმის ამ ჩვენ ქალაქში, რომელ ზოგიერთნი პირნი ოჯახის პატრონნი თამაშობენ ქაღალდსა და ბევრ ფულებს აგებენ. სირცხვილი არ არის შენთვის, ჰოი ქალო ქრისტიანე, უკეთუ მეუღლე შენი ესრეთ აგებს ქონებასა, რომელიც შენ და შენთა ძეთა უნდა მოიხმაროთ! როგორ უნდა მისცე ნება, რომ მან ქაღალდი ითამაშოს? რა საკვირველია, რომ მეუღლესა შენსა აქვს შენი სიყვარული; შენც გექმნება გავლენა მასთან. ისარგებლე ამით, რათა მოაქციო იგი ცუდისა ჩვეულებისაგან და ესრეთ კეთილად აღასრულე დიდი იგი მნიშვნელობა, რომელიც მოგცა შენ ქრისტემან. ამინ.

ტეგები: Qwelly, დარიგებანი, სადღესასწაულო, საუფლო, ქადაგება, ქიქოძე

ნახვა: 1112

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters