აკრიბია არის, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის გავლენიანი ავტორიტეტული ტრადიციის ერთიანობა. ეს არის ოფიციალურად აღიარებული და მსოფლიო კრებათა მიერ დადასტურებული საეკლესიო ტრადიცია, რომელიც წარმოადგენს მართლაღმსარებლობისა და მართლმოქმედების, სწორი და ზუსტი რწმენისა და ცხოვრების საფუძველს. აკრიბია წარმოადგენს ასევე კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც კაცი განსჯის რწმენას და სიტყვებს, საქმესა და მოქმედებას ან ცხოვრების წესს, საკუთარსაც და სხვისასაც. თუ კასც სურს შეძლებისდაგვარად იყოს მართლმადიდებელი, უფრო მართალი, უფრო სამართლიანი.

მრავალი აღნიშნავს, რომ აკრიბიას ეკუთვნის სხვა დანარჩენი დადგენილებანიც, საყოველთაო ანუ მრგვლივმოსავლელი ეპისტოლეებიც და ა.შ, ანუ, ზოგადად ტრადიცია, რომელიც მიმოიქცევა და ძალმოსილია ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიის ფარგლებში. მაგრა, ჩვენ ვერ მივანიჭებდით, ან ვერ მივიღებდით საერთოდ, აბსოლიტურად ამ კვალიფიკაციას, თუ არა მხოლოდ პირობითად (ფარდობითად). რადგანაც ზემოაღნიშნულის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, ჩვენ არა ვართ დარწმუნებულნი, არიან თუ არა ყველა ზემოაღნიშნული დადგენილებები უცდომელნი, წარმოადგენენ თუ არა აბსოლიტურ სიზუსტეს და სიმართლეს.

აკრიბია არის ამასთანავე ზუსტი და სარწმუნო დაცვა ეკლესიის ავტორიტეტული ტრადიციისა, მიღება, დაცვა და საქმით მიდევნება სარწმუნოების დოგმებისა და ცხოვრების წესსა და წესრიგთან დაკავშირებული კანონებისა. აკრიბიის მიზანია ეკლესიის ფარგლებში ცხოვრებისა და წესრიგის ერთიანობით დაცვა და ამის მეშვეობით მორწმუნეთა ცხონების მიღწევა.

აქ ისმის ასევე კითხვა: ეკლესიის გავლენიანი ტრადიციის (დოგმებისა და კანონების)  გარდა გვმართებს თუ არა დავიცვათ სხვადსხვა ადგილობრივი ეკლესიის მიერ გამოცემული დადგენილებები, მცნებები და ა.შ. და, მაშასადამე, სავალდებულოა თუ არა მათი დაცვა?  თუ შეიძლება მათი უგულრბრლყოფა? პასუხი ასეთია: ცხადია, მათთვის, ვინც განეკუთვნება შესაბამის საეკლესიო მართველობის უფლებამოსილებას, სავალდებულოა ზემოაღნიშნულთა დაცვა, ასევე იმიტომ, რომ ისინი არ ეწინააღნდეგებიან საღმრთო წერილსა  თუ მსოფლიო კრებების დადგენილებებს, ანუ ავტორიტეტულ საეკლესიო ტრადიციას.ანდა, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, ეწინააღმდეგებიან თუ არა ისინი გავლენიან საეკლესიო ტრადიციას. პავლე მოციქილი გვაუწყებს: დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის, ვითარცა-იგი სიტყვაჲ მისცენ“(ებრ.13,17).

არადა , თუ ვუწყით, რომ ეს აზრები თუ დარიგებანი ეწინააღმდეგებიან ეკლესიის ტრადიციას, მაშინ გვმართებს, მიღებული წესით, კეთილად და ჯეროვანი მოწიწებით განვუმარტოთ ეკლესიას და მის სულიერ მეთაურთ, რომ ისინი ცდებიან, რომ ეწინააღმდეგებიან საეკლეისო გარდმოცემას, და შესაბამიდსად , რომ ვერ შევეთვისებით და ვერ გავყვებით მსგავს ადამიანურ მითითებებსა და დადგენილებებს. ამის მაგალითს გვაძლევენ მოციქულნი, როცა ამბობენ: მორჩილებაჲ ჯერ არს ღვთისაჲ უფროჲს, ვიდრე კაცთაჲ“(საქ. მოც.5,29)

მაგრამ არსებობს ერთი საგანგებო შემთხვევა, რომლის მიხედვითაც შესაბამისი საეკლესიო ორგანოების დადგენილებები, მითითებები თუ ნება, თუმცა კი არ შეესაბამება საეკლესიო ტრადიციას, ანუ აკრბიას, ჩვენ მაინც უნდა მივდიოთ მათ, ავიტანოთ და არ განვიკითხოთ ისინი. ეს არის შემთხვევა, როდესაც გავლენიანი, ავტორიტეტული საეკლესიო დაწესებულება საეკლესიო შეწყალებით (იკონომიით) მიემართება ამა თუ იმ პირს. მაგრამ ვიდრე მივმართავდეთ საეკლესიო შეწყალების საკითხს, უნდა ავღნიშნოთ შემდეგი:

1)ვინც ასწავლის საწინააღმდწგოდ იმისა, რასაც ადგენენ ეკლესიის კანონები და ცნებები (ანუ აკრიბია), ეწევა უკიდურეს ბოროტმადიდებლობას და მწვალებლობას.

2)ვინც არ იცავს აკრიბიას, არამედ განდგომით გვერდს უვლის ამას, იგი ჩამდენია უკანონობისა და ცოდვისა, იქმს განდგომას.

უფრო გასაგები რომ იყოს ზემოთქმული, მოგვყავს შემდეგი მაგალითი: კაცი თუ ასწავლის, რომ სიცრუის თქმა არ არის ბოროტება, არ არის ცოდვა, – იგია შემცდარი. ბოროტმადიდებელი და მწვალებელი. მაგრამ მხოლოდ საქმით თუ არ მისდევს სახარების სჯულს და იტყვის სიცრუეს, იგი სჩადის უკანონობას, ცოდვას.

                                                                

                                                         იკონომია (შეწყალება)

ჩვენ  ადრე ავღნიშნეთ, რომ აკრიბიის საბოლოო მიზანი არის ადამიანის ცხოვნება ეკლესიის მეშვეობით. მაგრამ,  როდესაც მოცემული შემთხვევისთვის ამა თუ იმ კანონის პირდაპირი მიდევნებით ექმნება დაბრკოლება მიზანს მაშინ ეკლესია ეძიებს, იქნებ აღნიშნული კანონის დროებით და ლოგიკურ საფუძველზე შეჩერებამ ხელი შეუწყოს შესაბამისი მიზნის წარმატებას. და თუ მართლაც ასე ხდება, მაშინ შეიძლება მივმართოთ  დროებით შეჩერებას, რადგან მაშინაც მივდევთ სწორ გეზს, სწორხაზოვნებას (სხვა სიტყვებით – კანონს), რაც მიგვიძღვის მორწმუნის ცხოვნებისა და ღმრთის სასუფევლისაკენ. ამ შემთხვევაში მივმართავთ საეკლესიო „იკონომიის“ – შეწყალების ზომას.

მაშასადამე, საეკლესიო შეწყალება (იკონომია) არის კანონთა აკრიბიიდან კომპეტენტური და ქრისტიანული პოზიციიდან – დროებითი და ლოგიკური გადახვევა (დოგმატურ მცნებათა დაურღვევლად), რაც მიმართულია ეკლესიის წიაღში და მის გარეთ არსებულ ადამიანთა ცხინებისათვის.

იერუსალიმის პატრიარქ დოსითეს მიხედვით „საეკლესიო საკითხები განიხილება ორგვარი წესით: აკრიბიითა და იკონომიით“.

მაგალითები:

1)ადამიანის ცხონებისათის, როგორც ცნობილია, აუცილებელი წინაპირობა არის ნათლისღება , ანუ  მოსანათლის ნაკურთხ წყალში სამჯერ შთაფვლა და ამოყვანა, კანონიკური მღვდლის ან მღვდელმთავრის მიერ. მაგრამ იმ შემათხვევაში, თუ ჩვილი კვდება უეცრად, ეკლესია მისი ცხონებისთვის უშვებს აკრიბიიდან გადახვევას და მიმართავს იკონომიას. ასეთ შემთხვევაში უბრალო საერო პირსაც (მამაკცსაც და დედაკაცსაც), ნება ეძლევა წმინდა სამების სახელით სამჯერ შთაფვლას ბავშვი წყალში, რათა მონათლულად ჩაითვალოს.

2)რომ არ გაუარესდეს ამ თუ იმ ავადმყოფის მდგომარეობა, შესაძლოა დარღვეულ იქნას ოთხშაბათის და პარასკევის მარხვა ან დიდმარხვა.

აღნიშნულ ვითარებაში, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ზოგადად, ძალმოსილია მე-5-6 მსოფლიო კრების 88-ე კანონი „…ყოველსავე შინა უფროჲის პატივ-იცემების კაცისა ცხონებაჲ და უვნებლად დაშთომაჲ“.

მაშასადამე, იკონომიით წარმოებს გამონაკლისის დაშვება კანონისა და აკრიბიისაგან, მაგრამ დაცულია მისი მიზანი. რამდენადაც იკონომიით მიიღწევა ადამიანის ცხონება, რომელიცაა აგრეთვე, აკრიბიის მოზანიც, შეიძლება ითქვას, რომ აკრიბია და იკონომია არის ერთსა და იმავე სამრევლო  მსახურებისა და ეკლსიის უფლებამოსილების ორი ასპექტი. ეკლესია, რომელიც ყველა საშუალებაზე მაღლა აყენებს მიზანს, ანუ ადამიანთა ცხონებას, შეუძლია და აქვს უფლებამოსილება, თავისი განაწესისამებრ გამოიყენოს ორივე მათგანი ეკლესიის საიდუმლოთა გაუყალბებლად. აკი თავად უფალს უთქვამს: შაბათი კაცისათვის დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათვის“(მარკ.2,27). სამართალი, როგორც თავიდან ავღნიშნეთ, ყველა ასეთი შემთხვევისათვის სწორია, რაკი შეწყალებით მიიღწევა ადამიანთა ცხონება, ანუ, სამართალი და სისწორე, – ის,რაც წარმოადგენს აკრიბიის მიზანსაც: შეიძლება ითქვას, რომ აკრიბია და იკონომია არის ერთი და იმავე მონეტის ორი მხარე.

შენიშვნა: შეიძლება ამან წარმოშვას კითხვა: „იქნებ მიზანი წმინდა ჰყოფ საშუალებას?“ და შეიძლება თუ არა ეს პრინციპი დავისახოთ? როცა სასიკეთოა შედეგები, შეიძლება მივმართოთ ნებისმიერ საშუალებას?

პასუხი იქნება ასეთი:

1)  (იკინომია)შეწყალება არ არის „საშუალება“, არამედ არის ცხონების საზომი ადათი, რომელიც მიმოიქცევა და მოქმედებს განსზღვრულ პრინციპებსა და განსაკუთრებით – სახარებისეულ, კანონიკურ და ლოგიკურ პრინციოებს შორის.

2)ზოგადად, შეიძლება შევნიშნოთ, რომ შეწყალებისათვის ჩვენ არ მივმართავთ უკანონო და ცოდვილ საშუალებებს. ეს გამორიცხულია. უბრალოდ, შეჩერებულია სხვადასხვა ზომა, ანუ კანონი, განსაზღვრული წინაპირობებითა და პრინციპებით.

 

ათენის უნივერსიტეტის პროფესორი

პანაიოტის  .ბუმისი

ტეგები: qwelly

ნახვა: 1986

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How To Reset Skill Points Sometimes

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 24, 2024.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

How To Trade

You can access the Trade Market from Path of exile currency the pause menu or by interacting with the Trade Market board in town. From here you can select the category, then choose the specific item you're looking for, and you'll be able toput your items up for trade to make an offer.

Some items on the Trade Market have specific asking trade prices. Some of these prices are negotiable, but others strictly require their asking price for a successful trade.

You…

გაგრძელება

Throne and Liberty provide a thrilling blend

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: მაისი 23, 2024.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

This enhanced agility is particularly valuable in both offensive and defensive scenarios, creating opportunities for strategic maneuvers.

Mastering dual-wielding combos with Throne and Liberty Lucent

the Dagger and Greatsword adds a layer of complexity to the combat style.

Players can seamlessly transition between the brute force of the Greatsword and the precision of the Dagger, keeping opponents on their toes.

Now, let's explore the synergies and dynamic combos that…

გაგრძელება

Dark and Darker Mobile combines battle

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 23, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

RELATED: Dark and Darker Lawsuit with Nexon Dismissed, however There's a Catch

The cellular sport, but, is in the fingers of another developer, Krafton’s Bluehole Studio. At this factor, evidently Dark and Darker Mobile will now not be a direct port of the PC game, but alternatively a brand new adventure completely. Krafton has stated that Bluehole might be running to “recreate” and “capture the spirit” of the authentic’s gameplay, but the Dark And Darker Gold cell recreation may be…

გაგრძელება

Cataclysm Classic improves upon the transmog

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 23, 2024.
საათი: 4:51am 0 კომენტარი

Streamlined Transmog Process

Cataclysm Classic improves upon the transmog process by implementing the appearance collection tab earlier than expected. This feature, familiar to retail players, automatically adds any appearance collected in the game to a bank, making it readily available for future transmog use. Gone are the days of cluttered bank vaults filled with transmog items; now, players can easily access their collected appearances for customization.

Previously,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters