მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი კანონები არ არსებობს, სამყაროში ყველაფერი მოწესრიგებულია. წმიდა წერილში, სადაც ბუნებრივ კანონებზე სიტყვაც არა არის ნათქვამი, ხშირად გვხვდება საუბარი შექმნილი სამყაროს ღვთაებრივ წესრიგზე.

       კანონი ერთია, წესრიგი - მეორე. ლამაზად მოწყობილ სახლში შესვლისას ავეჯის კანონზე კი არა, მისი განლაგების წესრიგზე საუბრობენ, იგივე შეიძლება ითქვას სავაჭრო რიგებზე, საყვავილე დახლებზე, სკამზე, მოკლედ ყველაფერზე, სადაც სამეურნეო წესრიგია.

       კანონი ეხება მხოლოდ ადამიანებს მიწაზე და ანგელოზებს ზეცაში. ხოლო ცხოველების, მცენარეების, უსულო ბუნების, სტიქიების, ვარსკვლავთა სისტემის მიმართებაში საუბარია მხოლოდ წესრიგზე და არა კანონზე.               

       დაბადების წიგნის პირველ თავში ნათქვამია: ,,და იხილა ღმერთმან ყოველნი რაოდენნი ქმნა და აჰა კეთილ‘‘ (დაბ. 1.31).    

       შექმნილი სამყაროს უსასრულობითა და სილამაზით აღტაცებული წმიდა იობი შემოქმედზე ამბობს, რომ ,,ქმნა დიდ-დიდნი და გამოუკვლეველნი დიდებულნი და საკვირველნი‘‘ (იობ. 5.9).

       მთელი სამყარო თანაზომიერადაა შექმნილი; ყველაფერს თავისი რიგი, წესი და გზა აქ. ვინ ესწრებოდა, როდესაც უფალმა ,,რავდენნი ქმნა ქვეყანასა ზედა ქართა სასწორი და წყალთა საწყევო, ოდეს ქმნა ესრეთ, იხილა და განრაცხნა და გზაჲ განმარტებით ხმითა‘‘? (იობ. 28. 25-26) ღმერთმა ჰკითხა იობს: ,,სადა იყავ რაჟამს დავაფუძნე ქვეყანასა? ...ვინ დადვა საზომი მისი, უკეთუ იცი? ან ვინ მიიღო საზომი მის ზედა? ...ანუ ვინ არს, რომელმან დადვა ლოდი იგი საკიდური მის ზედა? ოდეს იქმნეს ვარსკვლავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი. ...ანუ შენ ზედა დავაწესე ნათელი განთიადისა, და მთიებმან იცნა თვისი იგი წესი‘‘? (იობ. 38. 4-7,12)

       ბრძენი ეკლესიასტე გონიერად აფასებს დროს და მიწაზე ყველაფრის არსებობის ფორმას და ამბობს: ,,ყოველთათვის ჟამი ჩანს ყოვლისა საქმისა ცასა ქვეშე‘‘ (ეკლ. 3.1). და შემდეგ ,,...ყოველივე ქმნა კეთილი ჟამსა თვისსა და ყოველთა თანა საუკუნესა მოსცა გულსა მათსა, რათა არა იპოოს კაცმან ქმნილი, რომელი ქმნა ღმერთმან დასაბამითგან და ვიდრე აღსასრულამდე‘‘ (ეკლ. 3.11).

       დრო, წესრიგი, საფუძველი რიტმი - ყველაფერი, როგორც მუსიკაში. ,,ნათესავი წავალს და ნათესავი მოვალს, და ქუეყანა უკუნისამდე ჰგიეს. და აღმოვალს მზე და დავალს მზე და ადგილსა თვისსა მივალს იგი. და მუნვე მივალს სამხრით და მოჰვლის ჩრდილოით, გარემოვლის გარემო სული და სიმარგულესა თვისსა მოიქცევის სული. ყოველი ხევნები შესდის ზღუასა და ზღუა ვერ განძღების ადგილსა მას, სადა იგი ხევნები მივალს, მუნვე კუალად მიიქცევიან იგინი განსვლად‘‘ (ეკლ. 4-7).

       ღმრთის მიერ შექმნილი სამყაროს სილამაზეზე მეფსალმუნე ასე ამბობს: ,,უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსარებაჲ და დიდად შვენიერებაჲ შთაიცუ... ვითარ განდიდნენ საქმენნი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ, აღივსო ქვეყანაჲ დაბადებულითა შენითა‘‘ (ფსალმ. 103. 1,24). ,,აღსარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი მისნი‘‘ (ფსალმ. 110. 3). ,,უთხრეს ცათა სიმართლე მისი, და იხილონ ყოველთა ერთა დიდებაჲ მისი‘‘ (ფსალმ. 96.6). ,,და უთხრობენ ცანი სიმართლესა მისსა, რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს‘‘ (ფსალმ. 49.6). და კიდევ: ,,რამეთუ ვიხილე მე ცანი, ქმნილნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ. რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?‘‘ (ფსალმ. 8. 4-5).

       და ასე, ბიბლიის ყოველი გვერდი სამყაროს შექმნის წესრიგზე, ზომაზე, ჰარმონიასა და დიდებაზე მოგვითხრობს. თუმცა მეცნიერები ხშირად საუბრობენ შემთხვევასა და დამთხვევებზე (რითაც ეწინააღმდეგებიან საკუთარ მტკიცებას ბუნების კანონების არსებობის შესახებ), ბიბლია უარყოფს შემთხვევითობას. ამ ღვთაებრივი წიგნის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დათვლილია მზის ყოველი სხივი, ისევე, როგორც თმის ღერები ჩვენს თავზე, და რომ წვიმის ყოველ წვეთს თავისი მიზანშეწონილი დანიშნულება აქვს. ერთი სიტყვით, ჩვენს გარშემო, როგორც ადამიანთა ზნეობრივ ცხოვრებაში, შემთხვევით არაფერი ხდება.

       მიუხედავად იმისა, რომ ბუნების კანონებს უარყოფთ, ჩვენ ბუნებაში ისეთ უბადლო წესრიგს ვხედავთ ,,რომელსაც ადამიანის გონება ვერ ჩასწვდება. თვით ეს წესრიგია კანონი. იგი ამ ზნეობრივი კანონის ანარეკლია, რომელსაც ღმრთის მიერ შექმნილი სამყარო ეფუძნება.        

       მთელი უსასრულო სამყარო სიწმიდით ბრწყინავს და სუნთქავს. თავად კი ვერც ხვდება ამ სიწმიდის შესახებ, ეს მხოლოდ ღმერთსა და ადამიანს ესმის. სამყარო, როგორც რომელიმე დიდებული ტაძარი, სიწმინდის სიმბოლოებიათაა მორთული. თვითონ ტაძარი ვერც თავის სიმბოლურ სიწმინდეს და ვერც ღმრთისა და ადამიანის რეალურ სიწმინდეს ხვდება. ამას მხოლოდ ღმერთი და ადამიანები იგებენ.

       ვარსკვლავებით გაბრწყინებულლი სამყარო, როგორც წმიდა სიმბოლოებით მორთული ტაძარი, რეალობაა, რომელიც ღმერთსა და ადამიანშია. ისევე, როგორც ტაძარში შესული, მთელი ამ სიმბოლიკის შემხედვარე ადამიანი საუბრობს არა თვით ამ ტაძრის კანონებზე, არამედ მის მოწყობაზე, სილამაზესა და იმის გამომხატველობაზე, რასაც ტაძარი უნდა გამოხატავდეს, ასევე სამყაროს სინათლის შემხედვარე ადამიანი საუბრობს არა სინათლის კანონებზე, არამედ ისევ და ისევ მოწყობაზე, წესრიგზე, სილამაზეზე, დიდებასა და იმის გამომხატველობაზე, რასაც სამყაროს ნათელი გვიცხადებს.

       და თუ მაინც ბუნების რაღაც კანონებზე ვსაუბრობთ, ის უნდა განვიხილოთ, როგორც მასში ასახული ზნეობრივი კანონის ერთგვარი ანარეკლი, რომელიც ზოგჯერ ნაკლებად მკაფიოა, ზოგჯერ კი მეტად. მაგალითად ის კარგად იკვეთება ისეთ ზნეობრივ კატეგორიებში, როგორიცაა მშობლებისადმი პატივისცემა და მადლიერება, შვილებისადმი თავდადებული სიყვარული, თავგანწირვა, ურთიერთ სიყვარულიც კი - განა ამ ყველაფერს ცხოველებშიც არ ვხვდებით?  

       მე ასე ვიტყოდი, სამყარო ტაძარია, რომლის კედლები სჯულის ფიცრებია, მათზე ამოტვიფრული ღვთაებრივი ზნეობრივი კანონის მცნებებით. ჩვენ ეს მცნებები ნაწილობრივ მარცვალ-მარცვალ გავარჩიეთ, მაგრამ ბოლომდე ვერ წაგვიკითხავს. ქმნილებათა და მოვლენათა იეროგრიფებით იქ ჩაწერილია გარდაუვალი სიმართლის კანონიც და სიყვარულის კანონიც. ღვთაებრივი სიყვარული, რომელიც სამყაროს შექმნის ძირითადი მიზანიცაა და მთავარი მიზანიც, გარდაუვალი სიმართლის ეკლიანი მართულხლართითაა  დაცული. რადგან ყოველივე ღვთაებრივი სათავე და შესართავი ერთადაა. 

       მაგრამ ვინ გასცემს პასუხს ბუნებაში არსებული ქაოსის შესახებ? ეს საკითხი მეტად აწუხებს მეცნიერებს, რომლებიც ბუნების კანონების შესახებ საუბრობენ და შეშინებულები არიან სხვადასხვა ანომალიებითა და კატაკლიზმებით, რომლებიც ბუნებრივი კანონების ჩარჩოებში ვერ თავსდება. შემთხვევა - აი, მათი ერთადერთი პასუხი. მაგრამ, თუ შემთხვევაა, მაშინ არ არის გონი, და თუ არ არის გონი, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ბუნების კანონები, რადგან გონების გარეშე კანონი არ არსებობს.

       ჩვენ უკვე განვიხილეთ ქაოსის, დისჰარმონიის, საბედისწერო სტიქიების, ადამიანთა დამღუპველ სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენათა უდროობისა და შეუსაბამობის გამომწვევი მიზეზები. და გავარკვიეთ, რომ ეს ყველაფერი ბუნების პასუხია ღვთაებრივი  მცნებების დარღვევისა და ადამიანთა მიერ ღმრთის ზნეობრივი კანონის უგულებელყოფისათვის.   

       ამის დასასაბუთებლად ძველი აღთქმიდან მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, ასეთი მაგალითები ხშირად გვხვდება, როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში. როდესაც ბოროტმოქმედებმა მაცხოვარი მოკლეს, ,,კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მისი განიპო ორად ზეითგან, ვიდრე ქვემდე, და ქვეყანაჲ შეიძრა და კლდეები განსთქდეს,  და საფლავი აღეხუნეს‘‘ (მათ. 27, 51-52). აი, ამას ქვია ბუნების პასუხი ადამიანთა უკანონობაზე.

      მაცხოვრის სამართლიანი წინასწარმეტყველების მიხედვით ბოლო ჟამს ,,იყვნენ სიყრმილნი და სვრანი და ძვრანი ადგილ-ადგილად... მზე დაბნელდეს და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თვისი, და ვარსკვლავნი დამოსცვივენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ‘‘ (მათ. 24, 7,9).           

       რამ უნდა გამოიწვიოს ეს ყველაფერი? ღვთაებრივი კანონის დარღვევამ. ცისა და მიწის რისხვა ვის დაატყდება თავს? ცოდვილ ადამიანებს, იმის გამო, რომ გამრავლდა სიძულვილი, უღმერთობა, უკანონობა და ,,განხმეს სიყვარული მრავალთაჲ‘‘ (მათ. 24. 12). ამას პასუხს გასცემს მიწა და მზე, მთვარე და ვარსკვლავები, ქარები და ქვები, ცეცხლი და წყალი - ერთი სიტყვით, ყველა სტიქია, მთელი ბუნება.       

       ასე რომ, ბუნებაში წესრიგის დარღვევა მხოლოდ ზნეობრივი მიზეზით უნდა აიხსნას. თუმცა ეს უწესრიგობაც, მხოლოდ ჩვენი ფიზიკური მხედველობისთვის  ჩანს უწესრიგობად. საკმარისია მოვლენები ზნეობრივ სფეროში გადავიტანოთ, რომ ისინი მაშინვე ერთი აუცილებელი ზნეობრივი წესრიგის შუქზე წარმოგვიდგება. და ამ შუქზე სამყარო დასაბამიდან დასასრულამდე მშვენიერი, ლოგიკური და მიზანშეწონილია.

       ამიტომაც შეიძლენა შემდეგი დასკვნა გავაკეთოთ, მთელი უსასრულო სამყარო ღმერთის ზნეობრივ კანონებს ემსახურება. არა შეგნებულად, არა შეუგნებლად, არამედი იმის განგებით, ვინც თავის ყოვლისმხედველ მზერას არც სამყაროს აშორებს და არც ადამიანს.

 

 

ნახვა: 325

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Mmoexp Path of exile currency: strategy

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 22, 2024.
საათი: 5:01am 0 კომენტარი

Here are some mechanics that synergize well with Path of exile currency the Destructive Play boss rushing strategy:

Essences Heist Delirium (linear maps) Delve

Using Scarabs isn't mandatory for the strategy. Cartography Scarabs might even lose you some currency here. If you want to add more currency through Scarabs, Essence Scarabs should be the best option.

You should run different maps to capitalize on the…

გაგრძელება

Exactly What is the Distinction between Translations And Localization

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 7:00am 0 კომენტარი







So, within our huge globe these days, It really is super crucial for everybody - no matter whether you are a business, Element of a bunch, or just somebody - in order to chat to each other whether or not we converse various languages or originate from unique cultures.

Which is exactly where translations and localization are available. These are generally two ways we use that can help make communication a lot easier between different groups of individuals.…

გაგრძელება

Diving into the Abyss

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Exploring the Viridian Wildwood

At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into <a href="https://www.mmoexp.com/Path-of-exile/Currency.html">POE currency trade</a> uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges,…

გაგრძელება

Introducing New Ascendancy Classes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

Exploring the Viridian Wildwood

At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges, with Wisps guiding players towards hidden treasures, formidable boss encounters, and the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters