საქართველოს საპატრიარქოს ღვთივკურთხეულ სამწყსოს

ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს
სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს
და იგი ღმრთისა თანა (I იოანე 4,16).

      ღვთისმოყვარენო და ღვთისაგან რჩეულნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძენო და ასულნო ივერიის წმიდა სამოციქულო ეკლესიისანო, მკვიდრნო საქართველოისანო და მცხოვრებნო ჩვენი ძვირფასი სამშობლოს საზღვრებს გარეთ!

      მშვდობაჲ თქუენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუის მიერ (1 პეტრე 5,14).

      დღეს მე კვლავ გაუწყებთ თქვენ ყველას მარადიულ სიყვარულსა და სიხარულს:

ქრისტე აღდგა!

      უფალი მოგვმართავს ყოველ ჩვენგანს: ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ (მათე 7,7).

      მაცხოვარო ქვეყნისა, გევედრებით, აღადგინე ჩვენი სარწმუნოება, რომლითაც ცხოვრობდნენ და იმარჯვებდნენ ჩვენი დიდნი მამა-პაპანი; გვრწამს, რომ ჯვარს ეცვი და აღდეგ ჩვენთვის და ქვეყანა გამოიხსენ ცოდვებისაგან; შენ სძლიე უძლეველი და შენი აღდგომით მოგვმადლე საწყისი ახალი ცხოვრებისა, რომელიც აქ, დედამიწაზე, იწყება და საუკუნო სასუფეველში გრძელდება.

ქრისტე აღდგა!

      სასოებაო ქვეყნისა! შენ ხარ ჩვენი ერთადერთი იმედი, ჰქმენ კეთილსასწაულ და სძლიე ბოროტსა ამ სწრაფწარმავალ ქვეყანასა ზედა. გვჯერა, რომ შენ მოგვანიჭებ ძალას, რათა სულიერი აღმავლობის გზით ვიაროთ და მოგვცემ მხნეობას ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის.

ქრისტე აღდგა!

      თავად სიყვარულო და სიყვარულის მომნიჭებელო უფალო, ადამიანის დაგმანული გული შენი უზენაესი სიყვარულით აღავსე, რათა შევიგრძნოთ გულისტკივილნი მოყვასთა ჩვენთა და ვიყოთ მსხვერპლად შეწირულნი ადამიანთა საკეთილდღეოდ.

      პირველნი, რომელთაც აუწყეს ქვეყანას ქრისტეს აღდგომა, იყვნენ ანგელოზები. როცა მენელსაცხებლენი დედანი მივიდნენ მაცხოვრის საფლავთან, ანგელოზმა აუწყა მათ: ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ... აღდგა ვითარცა თქუა, მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი (მათე 28,5-6; მარკოზი 16,6; ლუკა 24,6); მენელსაცხებლენი სიხარულითა და თრთოლვით წამოვიდნენ და აუწყეს მოციქულებს: და ვითარ იგი მივიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა, და აჰა, იესო შეემთხვა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! (მათე 28,8). როგორი აუწერელი სიხარული განიცადეს მათ იმჟამს. ისინი მიდიოდნენ, რათა ეხილათ უსულო გვამი მაცხოვრისა, ხოლო პოვეს მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე. იესო ქრისტეს აღდგომა აუწყეს ქვეყანას აგრეთვე მოციქულებმა, რომელთაც მაცხოვარი არაერთხელ გამოეცხადა სიტყვებით: მშვიდობა თქვენთანა! განსაკუთრებით საყურადღებოა მოციქული თომას მოწმობა, რომელმაც თქვა: უკეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამშჭუალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა სამსჭუალთასა, და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არა სადა მრწმენეს (იოანე 20,25). მაცხოვარმა არ დასტოვა იგი ურწმუნოებაში და შეიწყალა. რვა დღის შემდგომ უფალი კვლავ გამოეცხადა მოციქულებს და უთხრა: "მშვიდობა თქვენთანა!" შემდეგ მიმართა მოციქულ თომას და ჰრქუა: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა, და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ (იოანე 20,27). თომა მოციქულმა მაშინღა უპასუხა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! (იოანე 20,28). იგივე დიალოგი გრძელდება დღეს ჩვენთან, თუმცა ტექნიკურ-მეცნიერული რევოლუციის ორომტრიალში ვიმყოფებით, ჩვენ გვწამს, რომ თანამედროვე ადამიანი, რომელსაც სურს ყველაფერი იცოდეს, საბოლოოდ მოიკრებს სულიერ ძალებს, მისთვის გაცხადდება დაფარული და მსგავსად თომა მოციქულისა შეღაღადებს: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! დიალოგი დაწყებულია, დაველოდოთ მის დამთავრებას...

      მეტად რთულია ის პრობლემები და სიტუაციები, რომლებიც წარმოიშვებიან ცხოვრებაში, მაგრამ მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ გვიჩვენა გამოსავალი - მისი მოძღვრების განხორციელება ადამიანთა ცხოვრებაში.

      ყველა მცნებას მოიცავს უკვდავი ნათქვამი: "შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი" (რომ. 13,19). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აწუხებდა და აწუხებს ქრისტიანს, ეს გახლავთ ადამიანის დამოკიდებულება ქვეყნისადმი. ალბათ საჭიროა, რაღაც საშუალოს გამონახვა. როცა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცაღა რაი არს სოფლისაი ამის. უკეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა (1 იოანე 2,15), იგი გულისხმობს იმ სიახლოვეს, რომელსაც მუდამ იჩენს ადამიანი ქვეყნისა და ცხოვრების მიმართ. მატერიალურთან მეტისმეტი სიახლოვე ადამიანს უხეშ მატერიალისტად ხდის, მხოლოდ იგოიზმსა და პირად კეთილდღეობას ცნობს. ჩვენ უფლება არ გვაქვს შევიძულოთ ქვეყანა, რამეთუ იგი ღმრთის ქმნილებაა, მაგრამ არც უნდა შევესისხლხორცოთ მას ბოლომდე, დაუდევრობამდე და გულგრილობამდე; ჩვენ გულში მუდამ უნდა ვატარებდეთ მიწასთან ინტერვალის გრძნობას, ჩვენ უნდა ვიდოდეთ არა მიწასა ზედა, არამედ მისგან ამაღლებულნი. მხოლოდ ამ შემთხვევაში არ დავივიწყებთ მარადიულ ფასეულობას. როცა წარსულს ვაანალიზებთ, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ქრისტიანობა არ აღმოცენდებოდა და არ აღორძინდებოდა, ადამიანს რომ ყური არ დაეგდო თავისი სულის ხმისათვის, და რომ მაცხოვარს ყოველივე ის არ მოემადლებინა, რაც მთავარია და აუცილებელი ადამიანისათვის. ქრისტიანობამ დაგვანახა, რომ იგი ზექვეყნიურია და ზებუნებრივი. მან შთაბერა ქვეყანას ახალი ენერგია, ახალი ცხოვრება ქრისტე იესოს მიერ, ცხოვრება, რომელმაც მოსდრიკა ცანი და შეუერთა დედამიწას. ქრისტიანობა თავისი არსით თეორია კი არ არის, არამედ სიცოცხლე, კავშირი ზეცასთან და რელიგიური გამოცდილება. ამ რელიგიას ვერ შეიცნობ მხოლოდ გარკვეული იდეების, დოგმატებისა და წესების შესწავლით. უკეთუ ადამიანის გულში რელიგიური მარცვალი ძევს, იგი ცხოვრების ხედ აღმოცენდება და კეთილ ნაყოფს მოგვცემს. ეს სულიერი ძალა, რომელიც იბადება პიროვნებაში, გარდაქმნის არა მარტო თვით პიროვნებას, არამედ გავლენას ახდენს მთელ სამყაროზე, ცვლის ქვეყნის ისტორიულ სახეს. ეს ღვთაებრივი ცეცხლია, არა შემმუსრველი, არამედ განმწმედელი და ახალი იმპულსის მიმცემი ქვეყნისათვის. ამის შესახებ მაცხოვარი ბრძანებს: ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაი მნებავს, რაითა აწვე აღეგზნეს (ლუკა, 12, 49). რას ვხედავთ სინამდვილეში? ადამიანი როგორღაც განშორდა ღმერთს, მაგრამ სულიერ ფასეულობას ვერავითარი მეცნიერება, ტექნიკა და სხვა რამ მატერიალური ვერ შეცვლის. დღეს ადამიანის წინაშე გლობალური პრობლემა დგას. შეძლებს თუ არა დაიმორჩილოს თავისი თავი და მის მიერ შექმნილი ტექნიკა. აღმოჩნდება თუ არა დაგროვილი ტექნიკა ადამიანისათვის საბოლოოდ კეთილდღეობის მიმცემი. ამავე დროს უნდა ვაღიაროთ, რომ მეცნიერულად დასაბუთებულმა ტექნიკამ მოგვცა არნახული ძალაუფლება ბუნების ასათვისებლად და ეს ძალაუფლება უნდა იყოს გამოყენებული არა ადამიანის სულიერი დაუძლურების, არამედ მისი კეთილდღეობისათვის, ამ სიტყვის გლობალური გაგებით.

      დღევანდელ პირობებში მორწმუნენი მიილტვიან პირველი ქრისტიანების ამაღლებული სულიერობისაკენ, როცა უფალი ძალიან ახლოს იდგა ადამიანთან და ამ სიახლოვით მისი შინაგანი სამყარო აღვსილი იყო სიყვარულით და სიხარულით. ამგვარი სიახლოვე გვწყურია ჩვენ ყველას, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვპოულობთ გზებს, ღმერთთან კავშირისათვის.

      ცნობილი ქრისტიანი აპოლოგეტი და მეცნიერი ტერტულიანე ერთ-ერთ ასეთ გზაზე მიგვანიშნებდა: სჯობია ადამიანმა ყური მიუგდოს თავისი სულის ხმას და მაშინ ჭეშმარიტი ღმერთი არ იქნება მისთვის უცნობი. სული რაც უფრო ახლოა ბუნებასთან, მით უფრო განწყობილია ქრისტიანული სარწმუნოების მისაღებად, რამეთუ ბუნება არის მასწავლებელი, ადამიანის სული - მოსწავლე, ღმერთი - მასწავლებლის მასწავლებელი. აქედან დასკვნა: რაც უფრო დავუახლოვდებით ღმერთს, მით უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს. ადამიანს, რომელიც ახლოა ღმერთთან და მოყვასთან, არავითარი განსაცდელი არ აშინებს. ამის შესახებ ესაია წინასწარმეტყველის პირით უფალი გვეუბნება: წყალზე გადასვლისას, მე შენთანა ვარ; მდინარენი ვერ წაგლეკავენ შენ; შეხვალ ცეცხლსა შინა და არ დაიწვები და არცა ალი მოგეკიდება (ესაია 43,2).

      ბრწყინვალეა და საიდუმლო დღე ქრისტეს აღღგომისა. დღეს კვლავ აღდგა ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი სასოება და სიყვარული. აღდგა ჩვენი რწმენა, რწმენა შემოქმედისა, რომელიც არ გვტოვებს, რწმენა სიკეთისა, რწმენა ადამიანისა, რწმენა ჩვენი ფერისცვალებისა და აღდგომისა.

      განახლდა ჩვენი სასოება, იმედი, რომ კაცობრიობა კვლავ დაუბრუნდება ღმერთს და მარადიულ სულიერ საუნჯეს აითვისებს; აღდგა იმედი, რომ მოხდება ჩვენი განახლება, იმედი იმისა, რომ არ იქნება მტრობა და შიმშილი, და რომ გაიმარჯვებს ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

      გამობრწყინდა ჩვენში სამსახოვანი სიყვარული: სიყვარული ღვთისა, სიყვარული მამულისა და სიყვარული ადამიანისადმი.

      ქრისტეს აღდგომამ განახვნა ჩვენი გულები; მაშასადამე ქრისტე ჩვენთან არს!

      თქვენ ყოველთა, ახლობელთა თუ შორეულთა, საქართველოში და სამშობლოს გარეთ მცხოვრებთა, გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, დღესასწაულს ჩვენი სულიერი განახლებისა!

      იხარეთ ორსავე სოფელსა შინა!

      ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს (I იოანე 2,8).

ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!

პასექი ქრისტესი
1980, თბილისი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ტეგები: Qwelly, დარიგებანი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო

ნახვა: 94

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters