15 აგვისტოს, (ძვ. სტ. 2 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს მღვდელმოწამე სტეფანეს!

      257 წელს ეწამა ღვდელმოწამე სტეფანე, იმპერატორ ვალერიანეს (253-259) ზეობისას. წმიდა მამა 253-257 წლებში განაგებდა რომის ეკლესიას და დაუცხრომლად იბრძოდა ნოვაციანელთა ერესის წინააღმდეგ. მართლმორწმუნეთა დევნისას იგი ფარულად ცხოვრობდა, მაგრამ განაგრძობდა ქრისტიანობის ქადაგებას და მრავალ წარმართს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მათ შორის იყო სამხედრო ტრიბუნი ნემეზიოსი, რომელმაც მას შემდეგ ცნო ქრისტეს მაცხოვარება, რაც მღვდელმთავარმა სასწაულებრივ განკურნა მისი ასული ლუცილა. დიაკვნად ნაკურთხი ნემეზიოსი ასულთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა - ისინი მახვილით განგმირეს. მმართველმა სიმფრონიუსმა, რომელიც მარსის ტაძარში მიიყვანეს საწამებლად, ლოცვის ძალით დაადნო ოქროს კერპი. ამ სასწაულის მხილველმა ტრიბუნმა მეუღლესთან, ეკზუპერიასთან და ვაჟთან, თეოდულესთან ერთად ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. უღმრთოებმა ყველანი ცეცხლში გამოწვეს. მარტვილთა წმიდა ნაწილები პაპმა სტეფანემ მიაბარა მიწას. იმავე ხანებში მოჰკვეთეს თავი თორმეტ კეთილმსახურს: ბონს, ფავსტოსს, მავრს, პრიმიტივს, კალუმნიოზს, იოანეს, ეკზუპერანციუსს, კირილეს, თეოდორეს, ბასილის, კასტელს, ჰონორატს და ტერტულინეს, რომლებიც ნეტარი მღვდელმთავრის მიერ ეზიარნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათელს. ბოლოს თავად პაპი მიიყვანეს იმპერატორ ვალერიანესთან. უსჯულო თვითმპყრობელმა წმიდანს მარსის ტაძარში თავის მოკვეთა მიუსაჯა, მაგრამ სანატრელი მამის ლოცვით ტაძრის დიდი ნაწილი ჩამოიქცა, დამფრთხალი მხედრები კი დაიფანტნენ. ეკლესიის წინამძღვარმა კატაკომბებს მიმართა - წმიდა ლუცილას აკლდამას შეაფარა თავი. მეომრებმა ქრისტიანთა შორის ქადაგების დროს მიაკვლიეს მას და სიცოცხლეს გამოასალმეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 15 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, მღვდელმოწამე, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 148

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გამომწყვდეული თევზები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 24, 2019.
საათი: 11:05pm 0 კომენტარი

      არაფრით გამორჩეული და განსაკუთრებული დღევანდელი პოსტი არ იქნებოდა, რომ არა სტილი. ქვემოთ ნახავთ არც თუ ისე შთამბეჭდავ ფოტოებს, რომლებზეც გამოსახული იქნება ბაყაყები, ლოკოკინები, თევზები. ფოტოები…

გაგრძელება

ბიზნესგვარები პროკურატურიდან, ფილმების ტელევიზია, პენსიონერი პედაგოგია და ამაზონი ცეცხლის ალში!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 22, 2019.
საათი: 11:18pm 4 კომენტარი

      აგვისტო ოკუპაციის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ეს თემა აქტუალობას რა თქმა უნდა დღესაც არ კარგავდა. ახალი ამბავი კი ახალი ბიზნესმენების გამოჩენა იყო პროკურატურის განცხადებებში - ხაზარაძის საქმეში…

გაგრძელება

კურიერმა ეთერი დატოვა, რუსული ვერტმფრენი საქართველოში ფრენს და ხაზარაძე - ანაკლია კვლავ ერთი პროექტია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 21, 2019.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ვიდრე აგვისტო თვალს ჩაგვიკრავს და ხელიდან გამოგვეცლება, რუსთავი ორის საინფორმაციო უკვე გამოგვეცალა - დღეს კურიერი აღარაფერს იუწყებოდა. სხვა ამბებში კი ოკუპაცია გრძელდება და ამჯერად, საჰაერო…

გაგრძელება

ბანკირი გაყინული ანგარიშებით, ტელევიზია უჟურნალისტოდ, შვებულება საქმით და ოკუპაცია ბოძებით

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 20, 2019.
საათი: 11:00pm 4 კომენტარი

      ქვეყანაში ისე დაცხა, სრული არეულ დარეულობაა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკირს საბანკო ანგარიშები აღარ აქვს, ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას კი ჟურნალისტები გაექცნენ, პრეზიდენტი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters