ინფორმაცია

აგვისტო

აგვისტო 

თვენი 

აგვისტოს თვის წმინდათა ცხოვრება

საიტი: https://www.qwelly.com/group/tveni
ადგილი: თვენი
წევრები: 38
უკანასკნელი აქტიურობა: აგვ. 13, 2022

ფორუმი

აგვისტოს თვენი ლიტურგიკული

ავტორი ლაშა, აგვ. 11, 2016. 0 გამოხმაურება

აგვისტოს თვის საღმრთო მსახურებების მითითებები, თვენი, 2016 წელი1 აგვისტო    სულთმოფენობიდან მე-7 შვიდეული. ორშაბათი, წმინდათა ხსენება;ლიტ. - 1 კორ. 134 დას. V, 9 - VI, 11. მთ. 56 დას. XIII, 54-58 (ორშ.). 1 კორ. 136 დას. VI, 20 - VII, 12. მთ. 57 დას. XIV, 1-13 (სამშ.). ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.2 აგვისტო    სულთმოფენობიდან მე-7 შვიდეული. სამშაბათი,…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, ქველი, ლიტურგიკა, თვენი, აგვისტო

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობლისა

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: 08oj48mk36288, აგვ. 28, 2016. 2 გამოხმაურება

28 აგვისტო (ძვ. სტ. 15 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების დღეს      იოანეს სახარებაში ვკითხულობთ:"ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი, და მარიამ მაგდალენელი. ხოლო იესუ ვითარცა იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თჳსსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი! და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა." (იო. 19, 25-27)      ამ დღიდან მოყოლებული, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი სიონის მთაზე, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა და ხშირად დადიოდა იმ ადგილებში, სადაც იესოს უყვარდა ყოფნა. სალოცავად ყველაზე ხშირად ირჩევდა გოლგოთასა და ზეთისხილის მთას, რომლის ძირში გაშენებული ბაღი იოანე ღვთისმეტყველს მამამისის - ზებედესგან მემკვიდრეობით ერგო. ერთხელ ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოსი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ამ ხარების…გაგრძელება

ტეგები: საუფლო, მიძინება, მარიამობა, თვენი, Qwellyland

მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, აგვ. 19, 2016. 3 გამოხმაურება

19 აგვისტო (ძვ. სტ. 6 აგვისტო) ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!ათორმეტ საუფლოთაგან - ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაული      მათეს სახარება მოგვითხრობს:1. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. 2. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი. 3. და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანა-ზრახვიდეს. 4. მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა. 5. და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ, და აჰა ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ. 6. და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად. 7. და მოუჴდა მათ იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ! 8. და აღ-რაჲ-იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა…გაგრძელება

ტეგები: ქველი, Qwellyland, ფერისცვალება, საუფლო, აგვისტო

მოციქული მატათა

ავტორი tsira. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, აგვ. 22, 2015. 1 გამოხმაურება

22 აგვისტოს (ძვ. სტ. 9 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია ზეიმობს მოციქულ მატათას ხსენების დღეს      მოციქული მატათა ბეთლემში დაიბადა. საღვთო რჯული წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა შეასწავლა. როდესაც უფალმა ქადაგება დაიწყო სხვებთან ერთად მატათმაც მოუსმინა, სიყვარულით აღივსო, მიატოვა ქვეყნიური საზრუნავი და მაცხოვარს შეუდგა.      უფალმა მატათა 70 მოწაფეთა შორის აირჩია. ჯვარზე ვნების, მკვდრეთით აღდგომის და ზეცად ამაღლების შემდგომ წმიდა მატათა 12 მოციქულთა შორის იქნა შერაცხული (წილისყრით) უფლის განმცემის - იუდა ისკარიოტელის ნაცვლად.      "და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათია. და ილოცვიდეს და თქუეს: შენ უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისაჲ ამის და მოციქულებისაჲ, რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თჳსსა. და მისცნეს წილნი მათ. და გამოუჴდა წილი მატათიას და თანა-აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულა (საქმე მოციქ. 1, 23-26)."      50-ე დღეს აღდგომიდან ეს არჩევანი მალე თვით უფლის მიერ იქნა…გაგრძელება

ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, მოციქული, თვენი, აგვისტო

წმინდა იოანე რილელი

ავტორი თათია, აგვ. 17, 2013. 0 გამოხმაურება

31 აგვისტოს, (ძვ.სტ. 18 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა იოანე რილელს!      876 წელს დაიბადა სრედეცის ოლქის სოფელ სკრინოში დაიბადა ღირსი იოანე რილელი - დიდი ბულგარელი მამა. ყმაწვილი ადრე დაობლდა და უცხო ხალხში მწყემსად დადგა. ერთხელ იგი სასტიკად სცემეს, რადგან ნახირს ძროხა და ხბო დააკლდა. ბიჭი დიდხანს ტიროდა და მხურვალედ შესთხოვდა უფალს შემწეობას. ღმერთმა შეისმინა მისი - აპოვნინა დაკარგული პირუტყვი, მაგრამ ამასთანავე მდინარე სტრუმეც ადიდდა. იოანემ ილოცა, თავისი პერანგი გაჰფინა წყალზე, ზედ ჯვარი გამოსახა, გაიარა მდინარეზე, როგორც ხმელზე და ხბოთი მეორე ნაპირზე გავიდა, სადაც ძროხა ადრევე გაეყვანა. საქონლის მდიდარი მეპატრონე ტყიდან ჩუმად უთვალთვალებდა წმიდანს. იგი შეაძრწუნა ამ სასწაულმა, უხვად დააჯილდოვა ყმაწვილი და გაათავისუფლა. იოანემ მოწყალებად გასცა მთელი ქონება და სოფელიც დატოვა. თავდაპირველად იგი მაღალ, შიშველ მთაზე მოსაგრეობდა და ველური მცენარეებით იკვებებოდა. მისი ქოხი ფიჩხისგან იყო შემზადებული. ერთხელ წმიდა მამას ავაზაკები დაესხნენ თავს და გააძევეს. ამის შემდეგ იოანემ…გაგრძელება

ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, ქველი, თვენი, აგვისტო

წმინდა ემილიანე და მის თანა წამებულნი

ავტორი თათია, აგვ. 17, 2013. 0 გამოხმაურება

31 აგვისტოს, (ძვ. სტ. 18 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა ემილიანესა და მასთან ერთად წამებულ მოწამეებს!      სომხეთში დაიბადნენ და ცხოვრობდნენ მღვდელმოწამენი: ემელიანე ეპისკოპოსი და მასთან ერთად ილარიონი, დიონისე და ერმიპე. მშობლების სიკვდილის შემდეგ ძმებმა ემილიანემ, დიონისემ და ერმიპემ მოძღვართან - ილარიონთან ერთად დატოვეს სამშობლო და იტალიაში წავიდნენ. აქ წმიდა ემელიანე დაუცხრომლად ქადაგებდა სახარებას წარმართთა შორის. თავისი მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრებით მან ქრისტიანული თემის ღრმა პატივისცემა დაიმსახურა და ქალაქ ტრებიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ქიროტონია აღასრულა რომის პაპმა მარკელინემ. ტრებიაში გადასახლებული მღვდელმთავარი მრავალ უღმრთოს აყენებდა ცხონების გზაზე, რისთვისაც შეიპყრეს და იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) სამსჯავროზე წარადგინეს. ემელიანემ ხელისუფალს შესთავაზა, თვითონ დარწმუნებულიყო ქრისტესადმი აღვლენილი ლოცვის ძალაში. მოიყვანეს დავრდომილი, რომელიც დიდი ხნის წინ მიჯაჭვოდა სარეცელს. ქურუმები ბევრს ეცადნენ მის განკურნებას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მაშინ…გაგრძელება

ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, ქველი, თვენი, აგვისტო

კომენტარების დაფა

ლაშა: აგვისტო 1, 2017||3:15pm

ახალთვეობას და წმინდა სერაფიმ საროველის ხსენების დღეს გილოცავთ, ქველნო! 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ აგვისტო_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (36)

 
 
 

ბლოგ პოსტები

Die Portland Thorns 2023

გამოაქვეყნა alicesandra_მ.
თარიღი: მარტი 27, 2023.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Das Spiel wird auf Paramount+ gestreamt und wird auch im lokalen Fernsehen in Portland auf FOX 12 PLUS ausgestrahlt Fussball Trikots online kaufen . Nach ihrer Teilnahme an einem Vorbereitungsturnier, bei dem Cheftrainer Mike Norris die Möglichkeit hatte, in drei verschiedenen Spielen mehrere Spieler einzusetzen, ist das Portland-Team nun gut auf die kommende reguläre Saison vorbereitet. Die Siege des Teams gegen Louisville und die USWNT U-23 sowie ihre Niederlage gegen OL Reign haben…

გაგრძელება

When Rocket League is taking part with Formula 1 or James Bond

გამოაქვეყნა dakunlee_მ.
თარიღი: მარტი 26, 2023.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

When Rocket League is taking part with Formula 1 or James Bond, it makes sense because the focal point (as a minimum partly) is on Rocket League Items  cars. However, whilst Psyonix pronounces a new partnership with the WWE, you surely have to take a more in-depth appearance.

Sure, with Knockout, we have at the least one mode in Rocket League in which you can grab your warring parties and knock them out of the arena. But I can not think about any more parallels to wrestling. Anyway,…

გაგრძელება

საპარლამენტო დღე - ჩხუბები და გერმანელი მინისტრი მაღალი რანგით

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 24, 2023.
საათი: 11:24pm 0 კომენტარი

      მძიმე კვირის მძიმე დასასრული პოლიტიკურ ველზეც. მძიმე სანიკიძემ ჯერ იყოდა მძიმე გინება გამოუწერა პრემიერს, შემდეგ კი თავადაც არანაკლები გინება და ცემა-ტყეპა იგემა. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ელიტის სახე უმაღლესი ტრიბუნებიდან. დღის მთავარი თემაც ეს იყო - პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა და პასუხებით კინკლაობა, მერე ჩხუბები, მერე საგარე საქმეთა მინისტრების ბლოკები - ჩვენის პარლამენტში და გერმანიისა უმაღლეს შეხვედრებში და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის…

გაგრძელება

Why In The event you Use A Residential Architect?

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 23, 2023.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

Qwelly World

free counters