სენტ ეტიენის ტაძარი კანში (ნორმანდია)

       კერპთაყვანისმცემელი, ველური ვიკინგები საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში Xს-ში ქრისტიანებად მოქცევის შემდეგ იმთავითვე წარმატებულ მმართველებად და მშენებლებად წარმოჩინდნენ. მათ საოცარი სისწრაფით შეითვისეს ოტონთა არქიტექტურა და განავითარეს რომანული სტილის ყველაზე პროგრესული მიმართულებები, ის, რაც შემდეგ გოთიკური არქიტექტურის წყაროდ იქცა.

       სენტ ეტიენის ტაძარი კანში (ნორმანდია) ძირითადად განიხილება ნორმანდიული რომანული არქიტექტურის მთავარ მოდელად. მისი მშენებლობა დაიწყო 1067წ. უილიამ ნორმანდიელის (დამპყრობელის) მიერ და დასრულდა, როცა ის დაკრძალეს იქ 1087წ. დასვლეთ ფასადის საოცარი არქიტექტურა უფრო გვიანი გოთიკის ორკოშკიანი ფასადის წინამორბედია. ოთხრიგა მძლავრი საყრდენთა სისტემა სამ ნავად ყოფს ინტერიერს. ასევე სამ ნაწილად არის გაყოფილი კოშკები მათი საყრდენების ზევით, რომელთა კედლების დამუშავების ხასიათი (გამჭოლობა) ქვევიდან ზევით შპილებამდე პროგრესირებს. შპილები გვიანი, გოთიკური ხასიათისაა. სამნაწილიანობა მთელ ფასადზე ვრცელდება, როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად, რაც კარგად შეკრულ ინტეგრირებულ არქიტექტურას ქმნის. ეს თავის მხრივ პასუხობს ინტერიერის კარგად გააზრებულ სტრუქტურას. როგორც შპეიერის ტაძარი, სენტ ეტიენიც თავდაპირველად ხის მასალით უნდა გადახურულიყო, თუმცა თავიდანვე კედლები არტიკულირებული იქნა მალებშორისი საყრდენი სისტემით (მარტივ ნახევარსვეტებს ენაცვლება სვეტები პილასტრებით), რაც ასარკავდა გეგმარების ზუსტ კვადრატულ სქემატიზმს. ეს მალთაშორისი საყრდენი სისტემა ეფექტურად გამოიყენებოდა 1110წ-ის შემდეგ – საგრძნობლად გვიან, ვიდრე შპეიერსა და მილანში. მისი ამგვარი თავდაპირველი მოწყობა უფრო ესთეტიკური მიზნებიდან გამომდინარეობდა, ვიდრე სტრუქტურულიდან. ნებისმიერ შემთხვევაში სვეტებით შეკრული საყრდენები იჭერენ კამარებს და ატოტილი წიბოები კამარების ფართო ზედაპირს ექვს ნაწილად ჰყოფს.

       სანტ ამბროჯიოსთან შედარებით აქ კამარების სიმაღლე შუა ნავის განათების მეტ საშუალებას იძლევა. ისინი ასევე ჭეშმარიტი წიბოვანი (ნერვიურიანი) კამარების სისტემის ადრეულ ნიმუშად მიიჩნევიან. აქ დიაგონალური და გარდი-გარდმო წიბოები ქმნიან სტრუქტურულ კარკასს, რომელსაც ნაწილობრივ უჭირავს მათ შორის არსებული საკმაოდ მასიური პანელები. ასეთი ნერვიურებიან-კამაროვანი სისტემა გოთიკურ პერიოდში უნივერსალურად იქცა და ნორმანი მშენებლების მიერ მათი განვითარება შუა საუკუნეების არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვან სტრუქტურულ ინოვაციად მიიჩნევა. სენტ ეტიენში სხვა ელემენტებიც მიუთითებს მომავალ გოთიკაზე: კომპლექსური ბურჯები, რომელთა ბირთვი თითქმის დაფარულია მიმაგრებული პილასტრებით და დატვირთული სვეტებით, კედლის ზედაპირის შემცირება ინტერიერში, რასაც ფართო თაღედის გამოყენება განაპირობებდა. ეს მახასიათებლები გოთიკურის წინამორბედია და ამდენად სენტ ეტიენის ტაძარი კანში საოცრად პროგრესულია, სადაც რომანული სტილის ადრეულ გოთიკურში გადასვლა უკვე აშკარად იკვეთება.

 

 

 

ნახვა: 1207

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters