ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა (მეშვიდე ნაწილი)

ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა - ექვთიმე კერესელიძე

(მეშვიდე ნაწილი)

chant, eqvtime kereselidze, estate kereselidze, filimon qoridze, galoba, galobis gadarchena, maqsime sharadze, qartuli galoba, qwelly, გალობა, გალობის გადარჩენა, გალობის რაინდები, ესტატე კერესელიძე, ექვთიმე კერესელიძე, ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა, მაქსიმე შარაძე, საგალობლების ისტორია, ფილიმონ ქორიძე, ქართული გალობა, ქართული გალობის გადარჩენა, ქართული საგალობლების გადარჩენის ისტორია, ქველი

     მე რომ გელათის მონასტერში გადავედი, მაშინ გამგებ ვიყიდე ძალიან ბევრი დაუწერავი სუფთა ნოტის ქაღალდები და თან წავიღე, წეს-რიგიანად გადასაწერად ყველა ნოტის საგალობელთა. რადგან სრული ტიბიკონის წეს-რიგი, ყველა მონასტერზე უფრო იქ სრულდებოდა და ამიტომ საჭირო იყო ჩემთვის მათი კანონიერი შესწავლა, და მის დაგვარად ნოტების გალობათა მწყობრად დალაგება. მე ყველა ამეებს ვმეცადინეობდი იქ.

     ყველა საგალბლები გაყოფილი არის ხუთ ნაწილად:

     1-ლ ნაწილში, იმრგვლივ მთელი წლის ყველა საწირვო საგალობლები ერთად არის მოქცეული: რომელიც არის სამი წირვის-წესი.

     1) ვასილი დიდის წირვისა, რომელიც სრულდება და იგალობება, დიდ-მარხვის კვირა დღეებში...

     2) წმ. იოანე ოქროპირის წირვისა, რომელიც სრულდება და იგალობება გარდა დიდ-მარხვისა, მთელი წლის განმავლობაში ყოველ დღს.

     3) წმ. გრიგორი დიოლოღოსის, პირველ-შეწირულის წირვა; რომელიც სრულდება დიდ-მარხვის სადაგ დღეებშიდ.

     ყველა ამ ხსენებულ წიგნებსა თავ-თავის დროებში, თავ-თავისი წეს-რიგი და თავ-თავისი საგალობელთა სიმრავლე აქვსთ! და გარდა ამ საგალობელთა სიმრავლისა; შესულია ყველა საუფლო დღესასწაულის, მეცხრე სძლის-პირნი.

     რვა-ხმა, სამოციქულოს წარდგმოები.

     რვა-ხმა, სამოციქულოს ალილუია.

     და რვა-ხმა, მომიხსენენის საგალობლები.

     ეს ხსენებული რვა-ხმები: ყოველ კვირაობით იცვლებიან, რვა კვირის განმავლოაბში; და შემდგომად რვა კვირის, ისევ თავიდგან რიგს იწყებენ.

     ამ 1-ლ ნაწილ საწირვო წიგნში დაიწერა 595 N საგალობელნი და 835 გვერდი.


     მეორე ნოტის წიგნში არის:

     იმრგვლივ, მთელი წლის განმავლობაში სახმარებელი, ყოველ-გვარ მწუხრის საგალობელთა შეკრებულობა.

     საზოგადოდ, მწუხრის წეს-რიგში არის დადგენილი: ხუთმეტი აღსავალი (კიბე):

     1, აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

     2, დიდი კვერექსი.

     3, დავითნის კანონი.

     4, უფალო ღაღად ვყავ.

     5, უფალო ღაღად ვყავის დასდებელნი.

     6, ნათელი მხიარული.

     7, სამწუხრო წარდგომები.

     8, საწინასწარ მეტყველოები.

     9, დიდი კვერექსი: ვსთქვათ ყოველთა.

     10, და ღირს მყვენ.

     11, აღუსრულოთ სამწუხრო ვედრება.

     12, სტიქარონსა ზედა დასდებელნი.

     13, აწ განუტევე.

     14, ტროპრები, იმ დღისანი.

     15, ჩამოლოცვა.

     თითოეულ აღსავალში, ყოველ დღესასწაულებში, ყოველ კვირაობით და ყოველ დღე, ჩადგება თავ-თავისი რიგის საგალობლები, მარტო დიდი და მცირე კვერექსები იხმარება ყოველთვის ერთი და იგივე თავ-თავის ადგილზე, დანარჩენი ყველა აღსავლის მუხლები იცვლებიან დღესასწაულის მიხედვით, კვირეების რვა-ხმის მიხედვით. და ყოველ დღე რიგის მიხედვით. ესე იგი, ყოველ დღეს და დღესასწაულებში, ყოველ აღსავლის რიგებში ჩასადგომი თავ-თავისი საგალობელთა სიმრავლე აქვს. ხოლო კვირეების დღეებში ჩასდგებიან რიგირს შემდეგი რვა-ხმათა სამწუხრო საგალობელნი.

     რვა-ხმა, სამწუხრო წარდგომები.

     რვა-ხმა, უფალო ღაღად ვყავი.

     რვა-ხმა, უფალო ღაღად ვყავის დასდებელნი.

     რვა-ხმა ლიტის დასდებელნი.

     რვა-ხმა, სტიქარონსა დასდებელნი.

     რვა-ხმა, საუფლო ტროპრები.

     რვა-ხმა, დოღმატიკები.

     ამ მეორე ნაწილ მწუხრის საგალობელ წიგნში არის: ნოტების დაწერილი სულ 452 N საგალობელნი და 814 გვერდი.


     მესამე ნოტის წიგნი არის:

     იმრგვლივ მთელი წლის განმავლობაში სახმარებელი, საცისკრო საგალობლები.

     საზოგადოდ საცისკრო დადგენილ წეს-წყლობილობასა აქვს 40 აღსავალი (კიბე).

     1, ექვს ფსალმუნება.

     2, დიდი კვერექსი.

     3, ღმერთი უფალი (დიდ-მარხვაში ამის მაგიერ რვა-ხმა ალილუია არის).

     4, ღმერთი უფალის ტროპრები. (დიდ-მარხვაში, ალილუიას ტროპრები არის).

     5, დავითნის კანონი 1-ლი.

     6, დავითნის წარდგომა 1-ლი.

     7, დავითნის კანონი, მეორე.

     8, დავითნის წარდგომა მეორე.

     9, დავითნის მეჩვიდმეტე კანონი. ნეტარ-არიან ანუ დღესასწაულებში, მეცხრამეტე კანონის: აქებდით და აუარებდით.

     10, გუნდნი ანგელოსთანი (თუ კვირაა) თუ სხვა დღესასწაულია: მეოთხე ხმის ანტიფონი, სამი მუხლი.

     11, სადიდებელი წმიდათა.

     12, სადიდებელთა დასდებელი.

     13, ანტიფონების რიგი.

     14, წარდგომა სახარებისა.

     15, ყოველი სული აქებდით.

     16, რიგის სახარების წაკითხვა.

     17, აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ.

     18, მიწყალე დიდი.

     19, მოციქულთა ვედრებითა.

     20, აცხოვნე ღმერთო ერი შენი.

     21, პირველისა გალობათა კანონი.

     22, მეორისა და მესამისა გალობათა კანონი.

     23, კატავასიეები. (დასაფარები სძლის-პირნი) და კვერექსი მცირე.

     24, კონდაკი და იკოსი.

     25, მეოთხე საგალობელთა კანონი.

     26, მეხუთე საგალობელთა კანონი.

     27, მეექვსე საგალობელთა კანონი.

     28, კონდაკი და იკოსი.

     29, სვინაქსარი (თვენის წმიდის მოხსენება) და კვერექსი მცირე

     30, მეშვიდე საგალობელთა კანონი.

     31, მერვე საგალობელთა კანონი.

     32, ადიდებს სული ჩემი უფალსა.

     33, მეცხრე საგალობელთა კანონი.

     34, მცირე კვერექსი. და წმინდა არს უფალი.

     35, განმანათლებელთა მუხლები.

     36, ყოველი სული აქებდით უფალსა.

     37, აქებდითსა ზედა დასდებელნი. სადაგ დღეებში, აღვივსენითსა ზედა დასდებელი.

     38, დიდება მაღალიანი.

     39, დიდება მაღალის ტროპრები.

     40, დიდი კვერექსები: შეგვიწყალენ და აღუსრულოთ...

ჩამოლოცვა.

     მარტო დიდი და მცირე კვერექსები სრულდება ყოველთვის, ერთი და იგივე თავ-თავის ადგილებზე, დანარცენი ყველა აღსავლებში, ჩასდგებიან მდგომარე დღესასწაულის, ანუ დღის წმიდის საგალობლები, და ეგრეთვე კვირა დღეობით შემდეგი რვა-ხმები:

     რვა-ხმა: ღმერთი უფალი.

     რვა-ხმა: აღდგომის ტროპრები.

     რვა-ხმა: დღესასწაულის ტროპრები.

     რვა-ხმა: ალილუია. დიდ-მარხვის.

     რვა-ხმა: სამებიანის ტროპრები. დიდ-მარხვის.

     რვა-ხმა: შუა-ღამიანის სძლის-პირები.

     რვა-ხმა: ფსალმუნთა სტიხალოღიეები.

     რვა-ხმა: ანტიფონების საგალობლები.

     რვა-ხმა: სახარების წარდგომები.

     რვა-ხმა: ყოველი სული აქებდით.

     რვა-ხმა: იპაკოები.

     რვა-ხმა: სძლის-პირები.

     რვა-ხმა: სძლის-პირთა ზედა კატავასიეები.

     რვა-ხმა: აღდგომის კონდაკები.

     რვა-ხმა: წმინდა არსის საგალობლები.

     რვა-ხმა: განმანათლებელი აღდგომისა, და დღესასწაულებში: დღესასწაულთა.

     რვა-ხმა: განმანათლებელი: სადაგ დღეებისა.

     რვა-ხმა: განმანათლებელი: დიდ-მარხვისა.

     რვა-ხმა: სტიხოლოღიეები დიდ-მარხვისა.

     რვა-ხმა: აქებდითსა ზედა დასდებელნი.

     რვა-ხმა: აღივსენითსა ზედა დასდებელნი.

     რვა-ხმა: დიდება მაღალიანი 2 ტროპარი.

     რვა-ხმა: დიდება.. და აწდა...

     ყოველ ეს ხსენებული რვა-ხმები, სულ სხვადასხვა ხმისა არიან! და ერთმანეთს არა ჰგავან. რვა კვირის განმავლობაში, ყველა ხმები გალობს თავ-თავის ხვედრ კვირის განმავლობაში და მერე ისევ თავიდგან, ისევ პირველი ხმიდგან იწყებენ მორიგს: ყველა საგალობლების ხმები, თავის მიდინარეობით.

     ამ საცისკრო მესამე საგალობელ წიგნში არის მოთავსებული: ცხრა ჟამნის საგალობელნიც: პირველი ჟამნის... მესამე ჟამნის... მეექვსე ჟამნის... და მეცხრე ჟამნი საგალობელნი. ყველა თავ-თავისი მუხლებით და ჩასართავებით.

     ყველა აქა მოხსენებული საცისკრო და ეგრეთვე, ცხრა ჟამნის საგალობლები სწერიან თეთრად, თავ-თავის რიგზე წყობილობით, და არის რიცხვით 791 N საგალობელი და 1338 გვერდი.


     მეოთხე წიგნი, დამზადებული არის თეთრად დასაწერად: მთლიანი სძლის-პირთა კრებული! და მათ გადაჭრილი საგალობლები... რომელთა რიცხვი იქნება უმეტეს ათას-ხუთასისა.

     დამირჩა თეთრად დაუწერავი, იმიტომ რომ ბევრი ვეცადე, მაგრამ თბილისში ნოტის ქაღალდი ვერსად ვიშოვნე რომ მეყიდა!


     მეხუთე წიგნი, ნოტებზე დაწერილი არის: მთელი წლის თორმეტ საუფლოთა დღესასწაულთა საგალობლები: ცალ-ხმაზე ფანქრით შავათ დაწერილი. ესენიც სამ ხმაზე გასაწყობი არის და დასაწერი, და მერე თეთრათ მელნით გადასაწერი.


     მე ექვთიმე სოლომონის ძე კერესელიძე, ბოდიშს ვიხდი ყველა ახლანდელ დიდად პატივ-ცემულ მთავრობასთან და ახლანდელ მოძმე ქართველებთა: მე ჩემს არსებობაში მყამდა მარტო ერთი ერთ-გული თანა-მშრომელი ამხანაგი, მაქსიმე როსტომის ძე შარაძე!, იმანაც ცოტა ხანს იცოცხლა! მის შემდეგ სულ ყოველგვარად დატანჯული შევიქენი, მატყუარ ბოროტ ამხანაგებისაგან! ბევრჯერლ მშიერი ვიყავი, ბევრ-ჯელ მწყურვალე, ბევრ-ჯელ შიშველი, და ბევრ-ჯელ ავათ მყოფი და საპყრობილეში! მაგრამ ამავე დროებში, მტერთაგან მიკნინებულმან!, იმდენი კიდენ ვეცადე, რომ ეს ხსენებული საგალობელნი: 1. წირვის, 2. მწუხრის, 3. ცისკრის, და 4. სძლის-პირთა კრებულის, სამ ხმაზე მშვენიერად გაწყობილი მოვიმუშაკე და შევიძინე! რომელიც ზემოთ მოგახსენეთ.

     ხოლო მეხუთე წიგნი: თორმეტ საუფლო დღესასწაულთა საგალობლები, და მარხვნის და ზადიკის ჭრელი საგალობლები, ცალ პირველ ხმაზე დაწერა მოვასწარით, ჩვენ და ფილიმონ ქორიძემ, დიდი მგალობლების სიცოცხლის ბოლო დროებში! და ეს ცალ პირველ ხმაზე დაწერილი ასგალობლები, ძალიან ბევრ რიცხვს შეიცავს! და ამიტომ ჩემი უსაშვალობისა და მტერთა კვეთებისა გამო, დამრჩა სამ ხმაზე გაუწყობელი და დაუწერავი! რომელიც სწორედ ძლიერ სასურველია, და დიდათ საჭიროც არის, რომ როგორც ძველად უგალობნიად კარანარხნით სამ ხმაზე გაწყობით, უწინდელ ჩვენ მამა-პაპებს, ყველა დღესასწაულთა საგალობლები ისე სამ ხმაზე გაწყოს და დაიწეროს ნოტებზე; ჩვენ საქართველოს ერის, მომავალ თაობის სიმდიდრის ქონების ძეგლად.

ტეგები: Qwelly, გალობა, გალობის_გადარჩენა, გალობის_რაინდები, საგალობლების_ისტორია, ქველი

ნახვა: 1275

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Can I Get Paperwork Apostilled In the united kingdom

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:40am 0 კომენტარი





Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because when…

გაგრძელება

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters