ფოტო ალბომიდან "ძველი მცხეთა"
1925 წელში, გელათის მონასტრიდგან გადმოვედი საცხოვრებელად: მცხეთის საკათედრო საბოროში, მუნ მყოფ ეპისკოპოს პავლე ჯაფარიძის თხოვნით. და ჩემს იქ მყოფობა სამსახყრის დროს შევხვდი იქვე სობოროს წიგნებში ერთ ხელთ-ნაწერ წიგნს, რომელშიდაც ეწერა ყოველ დღიური წმინდანების სახელებზე აწყობილი საგალობლები!.. მე ამ წიგნის ამბავი გაგონილი მქონდა მგალობლებისაგან და თვითონ არა მქონდა ნახლი და ძალიან კი მწადოდა მისი ნახვა; და სწორედ ახლა რო აქ შემთხვდა და ვიპოვნე, საოცრად გამეხარდა! მაშინვე დავჯექი და როგორც რომ იქვე გალობის ხმას უჩვენებდა, ისე იმ ხმაზე ვიგალობე სულ! და შემდეგში დავსწერე ნოტებზე სამ ხმაზე გაწყობით, ისე როგორც ძველად უგალობნიათ მგალობლებს.
ეპისკ. პავლეს გარდაცვალების შემდეგ გადავედი საცხოვრებლად ზედაზნის მონასტერშიდ 1932 წელს, ჩვენი დღევანდელი პატივ-ცემული მთავრობის ნებართვით; ამის შემდეგ გავიცანი კულტურის ძეგლთა დაცვის კომიტეტის მუზეუმ „მეტეხის“ უფროსი ინსპეკტორი დავით დავითაშვილი, და დირექტორი დიმიტრი შევარდნაძე; ამ ხსენებულ პირებთან ხშირად დავდიოდი ზედაძნის მონასტრიდგან, რომელიმე საჭირო საქმეებისათვის.
ერთხელ ინსპეკტორ დავით დავითაშვილმა მკითხა: ბეთანიის მონასტრის ბერებმა მითხრეს ბერ ექვთმე კერესელიძეს ხელთ-ნაწერი ნოტები აქვსო; მართლა გაქვს თუ არა? მე უთხარი, მართალია მაქვს მეთქი; რა ნაწერებია? მკითხა, ქართული საგალობლები ნოტებზე გადაღებული მეთქი; მკითხა, ბევრი გაქვს თუ ცოტა? მე უთხარი: ერთ ცხენის საპანე იქნება მეთქი; მაშინ მითხრა: რატომ აქამდე არ გვითხარი, თუ კი მართლა გქონია! მაშინ მე უთხარი: არავის არ ვეუბნები, ჩუმათა მაქვს ნამუშევარი და ჩუმათა მაქვს შენახული, რადგან მეშინიან არავინ არ დამეცეს, არ წამართვან, ან არ დახიონ, ან არ დასწვან და მეც ციხეში არ მიმცენ; მისთვის, რომ შენ საეკლესიო საგალობლები რათ გიწერიაო, არ მითხრან! მაშინ მკითხა: სია გაქვს მაგ საგალობლებისა? მე უთხარი მაქვს მეთქი. აპა მოგვიტანე და თანაც მითხრა: კარგი დიდი საქმე გაგიკეთებია შენ, თუ მართალია! მაგ საქმის გაკეთებას მეც თვითონ ვფიქრობდი და მინდოდა გამეკეთებია, მაგრამ ვერ მოვახერხე და თუ შენ ეს საქმე მართლა გიზრუნია, ძალიან გასახარელიაო!
მეორე დღეს საგალობელთა სია გადავეცი ბ-ნ დავითაშვილს, და რო ნახა, სიხარულით აღივსო! და მაშინვე ეუბნება დირექტორ დ. შევარდნაძეს: მოქალაქე ექვთიმე კერესელიძეს დახედე, რა დიდი საქმე გაუკეთებიაო!!! - ამ თავის ნაშრომს ხელნაწერებს გადმოგვცემს მუზეუმში დასაცავად და თვითონ იგი დავაჯილდოვოთო!
იგივე საგალობელთა სია მთავრობის ყველა დაწესებულებაში შეაქვს და ახარებს ყველას: თუ რა ძვირფასი ეროვნული სიმდიდრე ვიპოვნეთო! ამ პატივ-ცემულმა და გახარებულმა კაცმა, მეც კი გამახარა: გამიყოლა და გამაცნო მთავრობის დიდ-დიდი პირები, რომელნიც იყვნენ: ფ. მახარაძე და მისთანანი სხვები, თანაც ეუბნება ყველას: აი, ეს პატარა კაცი არის, რომელმაც ის დიდი საქმე გააკეთა! რომელიც მე თქვენ მოგახსენეთ: ყველა საქართველოს შვილებს, ამან მოასწრო და ხელი წაავლო, მიკნინებულ ამ დიად საქმეს! და გამოიყვანა წაქცევებისაგან, დაღუპვისაგან და დაკარგვისაგან! ეს ჩვენი გენიოსური ერისაგან შობილი, სასიქადულო მუსიკალური ქონება და სიმდიდრე!
ამ დროს ვფიქრობ ჩემ თავად: ეს რა სასწაული მოხდა ჩემ თავზე! დღემდის მე ქვეყანაზე კაცად არავინ მთვლიდა! ჩემთან ლაპარაკსაც არ კადრულობდნენ, ყველას დაწნებულად მივაჩნდი და ზოგი ზედაც არ მხედავდა, და ზოგს სასაცილოდ მივაჩნდი!! ახლა დღეს რო ჩემმა ფეხებმა დიდ-დიდი დაწესებულები მოიარა, ხელის ჩამორთმევით გამეცვნენ! ეს ჩემთვის დიდი საოცრება და გახარება არის!!!
ამ პატივ-ცემულ მთავრობის კრების გადაწყვეტილებით ერთ-დროულად დამაჯილდოეს ას-ორმცდა ათი თუმნით, და აგრეთვე თვეში ხუტმეტი თუმნის პენსიის დანიშვნაც აღმითქვეს.
მაშინ მე ექვთმე კერესელიძემ გადავეცი მთავრობას დასაცავად ყველა ჩემი ნოტის საგალობელთა ნაწერები, ისე როგორც ამ ჩაბარების ოქმში მოხსენებული არის.
ტეგები: Qwelly, გალობა, გალობის_გადარჩენა, გალობის_რაინდები, საგალობლების_ისტორია, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 7:02am
0 კომენტარი
0 მოწონება
Arc Raiders continues to reward exploration and patience, and the Snap and Salvage quest is a perfect example of that design philosophy. Introduced on Stella Montis, the game’s first post-launch map, this multi-step mission can feel overwhelming at first, especially for mobile gamers who prefer short, efficient play sessions. Fortunately, the quest is flexible, allowing progress across multiple runs, which makes it easier to tackle without committing to a marathon raid.
If you need…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
© 2026 George.
•