მღელვარეა ზღვა... დუმილით შემომცქერიან ლურჯი ზღვის ტალღები. ირგვლივ სიჩუმეა... სიცარიელე. ქვის ლოდზე მჯდომი ფიქრებში ვარ გართული. უცებ ვდგები და მივდივარ... მივუყვები ზღვის უკაცრიელ ნაპირს. მინდა წავიდე შორს, სადაც ვერავინ მომძებნის და ვიქნები ჩემთვის, ჩემს ფიქრებთან და ოცნებებთან განმარტოვებული. მივდივარ და უცებ ხმა მესმის: "გააგრძელე გზა, იარე და სიყვარულს იპოვი." ვისი ხმა იყო?! ნუთუ თვით ღმერთმა ჩამომძახა ზეციდან. და კვლავ მივდივარ...

      ვიღლები... ვჩერდები. ირგვლივ კვლავ სიჩუმეა და ამ სიჩუმეში ისევ ხმა: "იპოვე?" ვფითრდები... ზეცისკენ მაღლა ვიყურები. ისევ დუმილი... სევდა... ფიქრები.

      თენდება... მზე ამოდის. ნელი სიო ქრის. ფეხშიშველი, თმაგაწეწილი და ღამენათევი ისევ ზღვის ნაპირთან ვჩერდები. მზემ არემარე გაანათა... დედამიწა გაათბო, მაგრამ მე ძველებურად ნაღვლიანი, გულჩათხრობილი და უიმედო ვარ. რას ველოდები?! ნუთუ მართლა ვიპოვი სიყვარულს?!... "ადამიანი იმედით ცოცხლობსო", ალბათ ასეა! მაშინ მეც დაველოდები, თუნდაც მთელი ცხოვრება ამ უკაცრიელ ნაპირზე მომიწიოს ლოდინი, მაინც დავიცდი.

      გული ძგერს... ვგრძნობ, რომ სიყვარული ახლოვდება და მაშინ მე ვიქნები უბედნიერესთაგანი ამ ქვეყნად... და აი! აღელვებულ ზღვის ტალღებზე, ღრუბელთა მსუბუქ ფრთებით მოექანება ჩემსკენ სიყვარული, რათა თავისი ოქროს ნემსებით დაჩხვლიტოს ჩემი სული და გაათბოს ჩემი გული... გული მარტოდ შთენილი და წუთისოფლით მოტყუებული.

ნახვა: 750

ტეგები: qwelly, გული, დუმილი, ზღვა, მართლა, სიყვარული

ლაშა: ნოემბერი 11, 2012||9:10pm

ახლა უნდა გავიქცე ცოტა ხნით, ამიტომ ვიდრე წავიკითხავ, მხოლოდ სათაურს ვუპასუხებ - სიყვარული შენშია!!!

აღმოაჩინე და გამოავლინეეეეე..... ;) ;) ;)

თამუნა გოგინაშვილი: ნოემბერი 11, 2012||9:18pm

მადლობა რჩევისთვის ლაშა:)

თათია: ნოემბერი 11, 2012||10:20pm

" ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობს " :))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters