გუშინ ბეღურას ველაპარაკე... არ მინდა ახლა, შენ მისი ენა რა იციო და ასეთები... ვილაპარაკეთ და მორჩა!.. მოკლედ, ჩემნაირი სულია ისიც და ლაპარაკიც არ გაგვჭირვებია... ყოველ შემთხვევაში, ისე არ ვყოფილვართ, საერთოს რომ ვერ პოულობ, იცი ვერ გაიგებს, შენებურად რომ დაუწყო ბაასი და დიდი გაჭირვებით ცდილობ, რამე ამოღერღო ისეთი, აღმართული კედლის მიუხედავად, ცოტა მაინც რომ მიაწვდინო ხმა...

       ჰო, მოკლედ, მელანქოლიით შეპყრობილი ვიდექი ფანჯარასთან და ისიც ზუსტად ამ მდგომარეობით მოფრინდა... ერთმანეთს შევხედეთ და ეგრევე მკითხა, რამე გვეშველებაო?.. რა უნდა მეთქვა... რაც დრო გადის, თანდათან ეჭვი მეპარება-მეთქი, ძლივს გასაგონად ვუთხარი... მეც ეგრე ვარო... ჩვენ რა, ვითომ ამ დედამიწელები ვართ-მეთქი? - გავუგრძელე... მან მიპასუხა:

           - ჩვენ შემთხვევით აღმოვჩნდით აქ... გავლით ვართ...შენც იცი, რომ აქაურები არ ვართ... როგორ ფიქრობ, ჩვენ ნორმალურები ვართ თუ არანორმალურები?.

           - არც ერთი და არც მეორე... თუ...

           - მეც ეგრე ვფიქრობ...

           - ჩვეულებრივ, სიკვდილი ერთხელ მოდის, მაგრამ არის ხოლმე დღეები, როცა ჩვენ ერთხელ კი არა, მეტჯერაც ვკვდებით... ჩვენ ადამიანების განსხვავებულ სახეობას მივეკუთვნებით... მათ, დანარჩენებმა, "იციან" რა არის რეალობა, ჩვენ კი, თავი ათასობით ეჭვით და შეკითხვით გვაქვს გამოტენილი და წარმოდგენაც არ გვაქვს, რა არის რეალობა და რა - ილუზია...

           - იმათ, ზოგჯერ ისიც ავიწყდებათ, რომ ერთ დღეს, ამ სამყაროში მოკვდებიან და მერე, ჰერი ჰერიიი... ჩვენ კიდე, ხანდახან ისე ვეძლევით სასოწარკვეთილებას, გვავიწყდება, რომ ცოცხლები ვართ და რაღაცის გამოსწორების შანსი ისევ არის... თუმცა, იმდენი ხანია ველოდები ამ რაღაცის გამოსწორებას, უკვე ამაშიც ეჭვი მეპარება...

           

           - ხანდახან, ისე მინდა შორს წასვლა, ყველასგან და ყველაფრისგან... ცოტა ხნით, ერთი დიდი გაქცევა...

           - სადაც არ უნდა წახვიდე, შენს პიროვნებას მაინც ვერ გაექცევი... მთელი დედამიწაც რომ შემოირბინო, ყველგან შენი ფიქრები დაგხვდება, კლიმატის გამოცვლა არ შველის, არ აორთქლდებიან... თუმცა სიკვდილი... მაგრამ არ გვინდა ახლა ამაზე...

           - იცი, ხანდახან, მართლა გამირბენს ხოლმე გონებაში სიკვდილი... რა უნდა ბოლოს და ბოლოს, თუ სისხლის დანახვა და ყელზე თოკი არ შეგიძლია, ადგები და ფანჯრიდან გადახტები... მაგრამ წარმოიდგინე ყველაფერი...................................................... (ადგილს ვტოვებ შენი ნაფიქრისთვის)... ძლიერები იკლავენ თავს თუ სუსტები?..

           - მე მგონია, რომ თუ სიკვდილს გადაწყვეტ და ასრულებ კიდეც, ძლიერი ხარ, იმიტომ, რომ გამბედაობა გყოფნის, იმ გზას დაადგე, რომელზეც არც კი იცი, რა გელოდება, აზრზე არ ხარ და მაინც რისკავ, უკეთესის იმედით... მაგრამ ასევე მგონია, რომ ვინც სიცოცხლეს არჩევს, ისინიც ძლიერები არიან, იმიტომ, რომ ამქვეყნად ცხოვრება ბევრი სატანჯველითაა სავსე და არც აქ იცი, რა მოხდება, თუნდაც ერთ წუთში... სიკვდილს აირჩევ თუ სიცოცხლეს, არც ერთ შემთხვევაში გაქვს გარანტია, რომ წინ უკეთესი გელოდება...

           - "არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა"...

           - "ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი,

               გაზაფხულის საღამოა მშვიდი"...

წვიმა იწყება ნახე...

          

           - მმმმ... რა კარგია... გავალ და სახეს მივუშვერ..

           

           - ჰო, მეც წავალ, ვიფრენ სანამ გადაიღებდეს... მერე ისევ მოვალ და ემოციებს გაგიზიარებ...

           - კარგი დროებით... შენ ჩემზე უფრო თავისუფალი ხარ... შეგერგოს ტკბილად...

     

     გაეღიმა... მითხრა, წვიმამშვიდობისაო და გაფრინდა...

ნახვა: 356

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დიალოგი, პროზა, რესტლესი

mariami: ივლისი 1, 2014||9:27pm

"მაგრამ არის ხოლმე დღეები, როცა ჩვენ ერთხელ კი არა, მეტჯერაც ვკვდებით... "

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:03am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტილია II-ის

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).

აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, - ქრისტე აღდგა!

ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters