- იცი რა მაფიქრებს? აწი მეც რომ ტურისტად ვივლი აქ, ასე გაშინაურების შემდეგ.

- ორი მარმარილოს ფილა ამოაძრე საიდანმე და წამოიღე!

არც ნოსტალგიურ განწყობაზე ვარ, არც ცრემლებით მევსება თვალები და არც უკან მიხედვის მეშინია. არც რომელიმე ამის მსგავსი ბანალურობა მჭირს, უბრალოდ მინდა გადავავლო თვალი ჩემი ცხოვრების ერთ ოთხწლეულს, ერთ ეპიზოდს და მინდა დავწერო. დავწერო, რადგან ჩემი გულმავიწყობის პატრონს არასოდეს დამავიწყდეს, ის რაც გამოვიარე, საიდან - სადამდე.

ყველაფერი დაიწყო ისტორიის გამოცდაზე, 2010 წლის ზაფხულში.

ბილეთი (ნომერი უკვე არ მახსოვს)

1. ბაგრატ III_ის რეფორმები

2. გიორგი ბრწყინვალე

3. ეროვნულ და ნიჰილისტურ მოძრაობებს შორის დაპირისპირება XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში;

პირველი საკითხი საშუალოდ ვიცი, მეორე საკითხი კარგად, მესამე საკითხი... რა ჯანდაბაა ეს ნიჰილიზმი... რაზე უნდა ვილაპარაკო აქ საერთოდ? ვითომ ილიას და გრიგოლის დაპირისპირებაზე? არადა... ორი საკითხით, თან ასე ცუდად მოყოლილით 6_იანს მივიღებ, კატეხიზმოში 8 მყავს, ქართულ ენაში 7, მინიმუმ 8 ან 9 მჭირდება რომ ბარიერი გადავლახო.

ამ ფიქრებში ვარ გართული, როცა გამომცდელთან აღმოჩნდა ერთი ბიჭი, სახელი არ მახსოვს, გვარი მგონი ქოთილაიძე ჰქონდა, მერე ჩემი ჯგუფელიც იყო ცოტა ხნით, რომელიც იდგა და თავისი, კახური შემართებით იძახდა:

"რანაირი ბილეთია, ერთი საკითხი ვიცი, რის მიხედვით არის შედგენილი, ვერაფერი გავუგე. აი დაიტოვეთ ბილეთი მომავალ წელს მოვალო."

ამის შემდეგ ისტორიკოსი გამომცდელი ქალბატონი ბევრი ეცადა, მაგრამ მაინც ვერ დაარწმუნა ეს ბიჭი. "რომ მოგიყვეთ და გამოძრომა მინდოდეს, კი დავრჩებოდიო, მაგრამ არ ვარ მაგის კაცი. რაც ვიცი ვამბობ, რაც არადა არ დავიბრალებო". დადო ბილეთი და გავიდა.

ამის შემდეგ, ერთი წვერიანი ბიჭი მიუჯდა ისტორიის სამსჯავრო მაგიდას, ბევრი იწვალა, ხან იქიდან მოუარა, ხან აქედან მოუარა და როგორც იქნა 7_იანი გამოსტყუა გამომცდელს. როცა ეს გავიდა, იმ ქალბატონმა კარგი ლექცია წაიკითხა კაცობაზე, მეობაზე, სიამაყეზე, იმ კახელ ვაჟკაცზე და ამ წუწუნა (წარმოშობა არ მახსოვს) აბიტურიენტზე. მოკლედ, იქამდე ილაპარაკა, ვიდრე კიდევ ერთმა ნაკლებცოდნიანმა სტუდენტობამოწყურებულმა არ უთხრა: "მეც არ ვიცი და აბა მომავალ წელს წარმატებები მისურვეთო". ეს უკანასკნელი მე გახლდით. შეგულიანებული და ილიაუნდაბევებული, პიროვნული სიამაყითა და ამპარტავნებით სავსე ბილეთს ვდებ და ჩემს ბავშვობის მეგობარს წარმატებებს ვუსურვებ. გამოვდივარ და ფიქრებისგან თავიდან აცილებისთვის ჩვეულ მეთოდს - სიმღერას მივმართავ. ღიღინით ჩავუყევი სემინარიის კიბეებს და გარეთ, სიონის წყალსალევთან დაველოდე გიორგის.

მერე ყველაფერი ჩვეულებრივ, როგორც ჩაჭრილ აბიტურიენტებს სჩვევიათ ისე მიდიოდა, ვიდრე ერთ-ერთი კვირის ქადაგებაზე, უწმინდესმა არ სთხოვა აკადემია-სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ყველა აბიტურიენტი, რომელმაც საბუთები შემოიტანა, ჩავრიცხოთ და ვასწავლოთო, მაგათი იმედი მაქვსო, იქნებ კეთილ გზას დაადგნენ და ეგებ ეშველოს ამ ქვეყანასო.

ეს ბოლო რამდენიმე სიტყვა მე მივამატე, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი ის იყო რომ საღმრთისმეტყველო ინსიტუტის, ფსიქოლოგია-რელიგიათმცოდნეობის, სამების ჯგუფის სტუდენტი გავხდი და დაიწყო უცნაური სტუდენტობა.

800_ზე მეტი ჩარიცხული და ოცკაციანი აუდიტორიები აკადემია-სემინარიისა, ნამდვილად დიდ შეუსაბამობაში მოდიოდნენ ერთმანეთთან, ამიტომ ეს ყველა ერთიანად მიღებული სტუდენტი აღმოჩნდა სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, ხარების ტაძრის შესავლელთან, ახალგაზრდული ცენტრის მიმდებარე დარბაზ-დერეფნებში. შედიხარ და ერთ დიდ აუდიტორიაში, თუკი შეიძლება ასე ეწოდოს, გაშლილია დიდრონი სუფრები, ოღონდ იქ არც გოჭია, არც ტაბაკა, არც მწვადს მოარბენინებს ვინმე და არც ღვინით ჩაგიკოკლოზინებს ყელს - წიგნები, რვეულები, კალმები, დაბნეული დიდრონი თვალები და ყველას გაოცება - სკოლის კლასების შემდეგ, ამხელა საკლასო ოთახი ძალიან უცნაურია.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, 800 ბავშვი იქაც არ დაეტეოდა, ამიტომ სწავლა ორცვლიანი იყო - ადრემაღვიძართა და გვიანდამძინებელთა, პირველი ცვლა 9 საათიანები და მეორე ცვლა 2 საათიანები. ლექტორები იგივე, საგნებიც იგივე, სტუდენტები სხვა.

ჩემი ბედი რომ ექნება კაცს, ქვემოთ, გამოცდაზე მიღებული 21 ქულით (ჩაჭრა უდრიდა 5 ქულას), დილის, ანუ ადრეგაღვიძებულთა რიგებში ყოფნა მიწევდა, მაგრამ ილიაუნის პირველ კურსელობაც მელოდა და ამიტომ ვითხოვე მეორე ცვლაში გადასვლა, ერთი მოპუტკუნებული ბიჭი ისმენდა ჩემს თხოვნას დეკანატში, მოდი ძმაო მე მეორეში ვარ და დილით გაღვიძება მირჩევნიაო, ავდექით და შევენაცვლეთ ერთიმეორეს.

პირველი თვე, ლექტორების მოვალეობა იყო 400 სტუდენტი გაეჩუმებინათ და ლექციის 45 წუთის ბოლოს, საკუთარი საგნის შესახებ მოსაყოლად რამდენიმე წუთი შემოენახათ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ადვილად მიიპყრეს სტუდენტების ყურადღება და საჩინონიცა და გულისა სასმენელიც. მერე ყველაფერი კალაპოტში ჩაჯდა. გოგოებთან პრანჭიაობაც, ფლირტიც, სწავლაც და მეცადინეობაც. თითქმის სამი წელი ცალკე ავტონომია მქონდა, ჩემი ავლა-დიდება იყო ორი სკამი - ერთი დასაჯდომად, მეორე საწერად. ლექციებზე გვიან მივდიოდი და ადრე ვბრუნდებოდი - რას ვიზამთ, ილიაში 13:50_ზე მიმთავრდებოდა, სამებაში 14:00_ზე იწყებოდა, თბილისში კიდევ ფრანგული ტაქსები არ დადიან, მითუმეტეს ჯიბეგაფხეკილი პირველკურსელებისთვის. საღამოს 7_ზე მთავრდებოდა ლექციები, ამდენ ხანს იქ ვინ გაჩერდებოდა.

4 წელი გავიდა, მაგრამ კადრები კარგად მახსოვს. თავდაპირველად ათვალწუნებული ლექტორ-სტუდენტები მერე დაახლოვნენ, ვინც კარგი და ჩემიანი მეგონა - გაღმა ნაპირზე გავიდა, ვისაც გადავყევი ისინი დავკარგე და ვისაც ყურადღებას არ ვაქცევდი, ისინი ამომიდგნენ გვერდში. მოკლედ, ჩვეულებრივი, სტანდარტული და ყველა ასაკნანახ ადამიანს რომ გამოუვლია, ისეთი ცხოვრება იყო. ნამდვილი ადამიანები და ნამდვილი სასწავლებელი. ჰო, მაშინ მართლა ერქვა სასწავლებელი, იდეა მაინც იყო სასწავლებლის, როგორც ერთი ჩემი კეთილისმსურველი ყვება ხოლმე გულდაწყვეტით - წარმოიდგინე, 800 ქრისტიანი, 800 მორწმუნე და თან განათლებული, ნაკითხი, ნასწავლიო, მთელს მსოფლიოს შეცვლიდითო. კაი ხანია ამის წარმოდგენაც კი მიჭირს, მაგრამ ახლა უკვე აღარაფერი ეშველება.

800_დან 400_ზე ჩამოვედით, ზოგი უსწავლელობით, ზოგი უსულგულობით, ზოგი ურწმუნოებით, ზოგი ამაოებით და ამჩემფეხებობით წავიდა და დატოვა სასწავლებელი, ვინც შემორჩა კიდევ ქრისტიანობა-რწმენა-განათლებიდან, მუყაო-მელანი-ბეჭედის სტატუსამდე დავედით და ასე გაქრა ის წარმოსადგენი ლამაზი ოცნება, სასწავლებელი დაწესებულად, შემდეგ კი კანტორად იქცა, პიროვნებების კანტორად. ჰო, გული ნურავის დაწყდება, მაგრამ ბოლო ხანები ასეც ვეძახდი - კანტორა, სადაც ყველა ცდილობს რომ ერთმანეთს აჩვენოს ვსწავლობთ აბა რას ვშვრებითო, სადაც ყველამ იცის სინამდვილე, მაგრამ ყველა მალავს ამას და არამც და არამც არ იტყვის პირველი! მათ შორის როგორც ხედავთ არც მე მითქვამს.

დამთავრდა სწავლა... 2014 წელია...

რა მომიტანა? ცოდნა? კი, ამაზე ვერ ვიტყვი რომ არაფერი მისწავლია იქ, ბევრიც ვისწავლე და ბევრიც ვინერვიულე, ცოტა ვიშრომე, მაგრამ მაინც დარჩა და შეემატა გონებას ბევრი რამ...

მომიტანა მოგონებები, ტკბილი და მწარე, ცივი და ცხელი, წვიმისწყლიანი-მოუწესრიგებელი და ხანდახან დალაგებულ დასუფთავებული, აღნიშვნები და დასვენებები, გამოცდებზე ცრუ ნერვიულობები, ერთ წელიწადს გარიცხვა და მერე აღდგენაც კი...

ჰო, კიდევ www.qwelly.com მომიტანა. ქართული სტერეოტიპის მიხედვით, სასულიერო სივრცეში კომპიუტერები და ყველაფერი რაც ტექნიკას უკავშირდება ბნელეთთან ასოცირდება, მეორეს მხრივ ვინც კომპიუტერს მოიხმარს მათ სასულიერო ადამიანების კომპიუტერიზაცია, დასაცინად არ ყოფნით, მაგრამ ფაქტია რომ ქართული სოც. ქსელი, საუნივერსიტეტო, შემეცნებითი სოციალური ქსელი პირველად სწორედ სასულიერო სივრცეში, საღმრთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის შეიქმნა. ასეა და ნურავინ დაიკვეხნის ამას სხვაგან, საზღვრებს შიგნით ან მის მიღმა. როგორ გამოიყენეს ეს სხვა თემაა, მაგრამ ყველა თვითონ ჭედავს თავის ბედს და ყველას ხელი მოუმართოს გამჩენმა უფალმა.

კიდევ მომიტანა სამებამ რაღაც, მაგრამ იყოს... იმას ჩემთვის შევინახავ, სადაც დაიბადა იქ დავტოვებ! ♥

წამოვედი და მთელი გზა ამას ვღიღინებდით მე და ჩემი სეკუნდუსი, ეს მუსიკაც სამების მოსაგონრად დარჩება, გამოცდებზე კახას ტელეფონიდან გაისმოდა მოსამზადებლად შეკრებილ "სასტავებში".

გული მწყდება?! კი, გული მწყდება იმიტომ რომ ყოველ მისვლაზე უფრო ვშორდებოდი იმას, რაც ასე კარგი უნდა ყოფილიყო... გული მწყდება რადგან მეტი შეიძლებოდა, მაგრამ არ ვივიწყებ საუკუნოვანი ბედნიერების სიტყვებს და თან, ჩემნაირი კაცის გულჩათხრობა სად გაგონილა?!

ცალ-ცალკე მოგონებებს მერეც მოგიყვებით, კომენტარებში! არ მგონია დავივიწყო მნიშვნელოვანი დეტალები ♥

ნახვა: 1002

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დიპლომი, თეოლოგია, კანტორა, მეგობრობა, მოგონება, საღმრთისმეტყველო, ქრისტიანობა

qetevan nayopia: ივნისი 14, 2014||11:59am

<3

ლაშა: ივნისი 14, 2014||12:57pm

თამარ გელიშვილი რაო? :) 

BrOliKa რა არის აქ სასლუკუნო :D 

BrOliKa: ივნისი 14, 2014||1:22pm

რავიცი აბა გამახსენდა ყველაფერი  :D

nino jaxua: ივნისი 14, 2014||3:15pm

ყველაფერი მომეწონა, მაგრამ ერთ ფაქტზე ველოდებოდი უფრო მეტის დაწერას, ჩემი აზრით ამ სასწავლებელმა ბევრად მეტი და ყველაზე კარგი და საუკეთესო მოგიტანა, ველოდები შემდეგ პოსტს ამ თემასთან დაკავშირებით :D :D :D

ლაშა: ივნისი 14, 2014||3:27pm

nino jaxua რაც დავწერე დავწერე, თქვა ეს პილატემ და ვიმეორებ მეც :D ეს ერთი და მეორეც, მეტი არაა საჭირო :)) 

BrOliKa: ივნისი 14, 2014||6:05pm

 ♥  jaxu ჯობს სადაც დაიბადა იქ იყოს ისევ  :D იქ კარგად გრძნობს თავს  :D  :D 

nika shelia: ივნისი 16, 2014||2:17pm

"რასაც არა შველება რა, კაცი არ უნდა აეთრევინოსო".რას იზამთ ყველაერს აქ დასასრული და ახალი ეტაპის დასაწყისი.მთავარია წარსულმა შექმნას უკეთესი მომავალი.
 წარმატებებს გისურვებთ მომავალში!!!

ლაშა: ივნისი 16, 2014||2:23pm

ეჰ ჩემო nikolaos, სათქმელად ადვილია მაგრამ ხომ იცი, როცა საქმე გულს და გრძნობებს ეხება, ცოტა ჭირს გონების მორჩილება :)) მადლობა კეთილი სურვილებისთვის! ♥ 

ლაშა: ივნისი 18, 2014||1:35am

დამთავრდა, მაგრამ არ სრულდება გულის დაწყვეტა.

  • "ბანკეტზე ხომ წამოხვალ?"
  • "ჩვენთან ერთად ხომ მოდიხარ ბანკეტზე?"
  • "ჩვენს ბანკეტზე არ იქნები?"
  • "თვის ბოლოს ვაკეთებთ ბანკეტს და ხომ იქნები ჩვენთან?"

რა საშინელებაა მსგავსი სიტუაცია იმ ადამიანისთვის, რომელიც არცერთი "სასტავის" წევრი არ არის და ყველასთან ცდილობს მეგობრობას, მაგრამ სამწუხაროდ ისინი ერთმანეთთან ვერ მეგობრობენ და ამიტომ "სასტავ-სასტავ" აკეთებენ ბანკეტებს!

არა ერთითა პირითა, არა ერთითა გულითა, არა ურთიართარს სიყვარულითა, მოთმინებითა დაგატანითა, არამედ საკუთარი სურვილებით მოქმედება ძალიან ძალიან ძალიან ძვირად დაგვიჯდება!!!

ლაშა: ივნისი 21, 2014||11:42pm

Kakha, გოგას კომენტარი უფრო ფილოსოფიურ-ლიტერატულურ-ჭეშმარიტულ-დამაფიქრებლური იყო :D :)) მგონი არაფერი გამომრჩენია :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters