ჩემი ახლო მეგობარი მეკითხება, გინდა სიკვდილზე ვილაპარაკოთო, მეთქი მოდი ვილაპარაკოთთქო და მეუბნება:
- მე ძალიან მეშინია სიკვდილის, ცივი მიწის, ყველას მზერის და ცრემლების.
- ეგ, ჩემო სიცოცხლე სიკვდილი არაა, ეგ არის გარდაცვალება და ყველაზე კარგი რაღაც არის რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, რაც უფრო ადრე მოხდება მით უკეთესია, დაამთავრებ აქაურ ტანჯვას და დაიწყებ მარადიოულ ცხოვრებას.
- ეეე, კაი რაა მაგას როგორ ამბობ?! ყველას, რომ ენატრები და ყველა, რომ გენატრება ეგ კაია?!
- რომ მოკვდები შენ აღარავინ აღარ მოგენატრება, სხვებს კიდე ათასში ერთხელ გაახსენდები და რაც დრო გავა შეიძლება თვეობით მიავიწყდე, ასე რომ ღმერთთან ყოფნა ჯობია, მას არც სიცოცხლეში ავიწყდები და გარდაცვალების შემდეგ შენ მაგაზე არ ინერვიულო, კეთილი გული გაქვს, ზედმეტად კეთილი, იმისათვის, რომ ამ ქვეყნიდან წახვიდე, ამიტომ ასე ძალიან ნუ ჩაუღრმავდები, მაგის დრო რომ მოვა შენთვითონ იგრძნობ.
- ისე მელაპარაკები თითქოს იცოდე იქ რა ხდება.
- მჯერა რომ მასე არის, მთელი ცხოვრება ამის მწამს და იმ იმედით ვცოცხლობ რომ ჩემი რწმენა ადრე თუ გვიან ნაოფს გამოიღებს და იქით მაინც დავისვენებ. ნუ ფიქრობთქო ბევრს, ვერ ხედავ იმდენი მაქვს მაგაზე ნაფიქრი, რომ უკვე ჭკუასაც გარიგებ. მაგაზე ფიქრმა შეიძლება გაგაფრენინოს. დაივიწყეთქო არ გეუბნები, უბრალოდ არ იფიქრო დატკბი ყველაფრით რაც გარშემოა, მიიღე მაქსიმუმი და გაეცი მაქსიმუმზე მეტი. რასაც ჩათვლი მიზანშეწონილად გააკეთე, ოღონდ ნორმას არ გასცდე, ყველაფერი ზედმეტისათვის ისჯება ადამიანი, ზედმეტი რწმენაც კი არ ვარგა, იმიტომ რომ ფანატიზმში გადადის...
- ახლა რაც მითხარი თითქმის ვერაფერი ვერ გავიგე.
- დამიჯერე ჩემო საყვარელო, ადამიანს ისე არაფერი არ აკეთილშობილებს როგორც სიკვდილთან დაახლოვება და იმაზე მეტად არაფერი არ აჭკვიანებს, ვიდრე გრძნობა იმისა, რომ ღმერთმა მოგცა ხელმეორე შანსი, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყო. ნუ დაგავიწყდება ეს.
- და მაინც, რატომღაც არ მესმის შენი.
- არაა ჯერ მაგისი დრო და მაგიტომ არ გესმის... თემა შეცვალე, სხვა უფრო გასაგებზე ვილაპარაკოთ...
- კაი.
ყველაფერი ზედმეტისათვის ისჯება ადამიანი...
Ghmertma mogca shansi rom cxovreba tavidan daiwyo )))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2024.
საათი: 7:46am
0 კომენტარი
0 მოწონება
La película DTF PET está especialmente diseñada para la impresión DTF y actúa como medio para la transferencia DTF con el beneficio de colores más vivos, transpirables y de pequeño costo. La película DTF de pelado en caliente y la película DTF de pelado en frío son los tipos más conocidos; de hecho, la película DTF PET se puede clasificar en diferentes tipos desde diferentes aspectos: proceso de recubrimiento, proceso de permiso y pertenencias visuales.
Elegir la…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 6, 2024.
საათი: 6:29am
0 კომენტარი
0 მოწონება
Environmental Manipulation: Power in the Player's Hands:
Beyond reacting to a changing environment, Throne and Liberty empowers players to manipulate certain aspects of the world itself. Under specific conditions, players can trigger events like solar eclipses or downpours, altering the battlefield and strategically influencing encounters. This ability to interact with the environment adds another layer of tactical complexity …
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…
© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია