თამარ თუმანიშვილი (თუმანოვა)

       ცნობილი მსახიობისა და ბალერინას თამარა თუმანოვას დედა ევგენია დიმიტრის ასული თუმანიშვილი ხელთუბნელი თუმანიშვილების შთამომავალი იყო. 1918 წელს ფეხმძიმე ევგენია მეუღლესთან – რუს სამხედრო კონსტანტინე ზახაროვთან ერთად რუსეთის გავლით ჩინეთში ემიგრაციაში გაემგზავრა. გზაში ინფექციური დაავადებისგან მეუღლე გარდაეცვალა. მარტოდ დარჩენილს ნერვიულობის ნიადაგზე ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და 1919 წლის 2 მარტს ციმბირიდან შანხაისკენ მიმავალ მატარებელში გოგონა შეეძინა. ახალშობილს თამარი დაარქვა და თავისი გვარი – თუმანიშვილი მისცა. ევგენიამ მატარებელშივე გაიცნო პოლონური წარმოშობის მეფის არმიის ოფიცერი ვლადიმერ ხასიდოვიჩი, რომელიც თამარის მამინაცვალი გახდა.

       ქალაქ ხარბინში რამდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ ევგენიამ თამარი ეგვიპტეში ჩაიყვანა. მცირე ხანს კაიროში ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდნენ, 1926 წელს საცხოვრებლად პარიზში გადავიდნენ.

       თამარის პირველი პედაგოგი ფორტეპიანოსა და ქორეოგრაფიაში იყო რუსი ბალერინა ოლგა პრეობრაჟენსკაია. გოგონას ნიჭიერებამ ყურადღება თავიდანვე მიიპყრო. მსოფლიოში ცნობილ ბალერინა ანა პავლოვას მიერ კონცერტებისათვის შერჩეულ პატარა ბალერინებს შორის თამარიც აღმოჩნდა.

       1929 წელს 10 წლის ასაკში თამარ თუმანიშვილმა მონაწილეობა მიიღო პარიზის ოპერის სცენაზე დადგმულ ბალეტში "L' Evantail de Jeanne", სწორედ ამ სპექტაკლში შეამჩნია დამწყები ბალერინა დიაგილევის საბალეტო დასის ახალდანიშნულმა მთავარმა ქორეოგრაფმა გიორგი ბალანჩივაძემ (ჯორჯ ბალანჩინი). ამ პერიოდიდან იწყება მათი ერთობლივი შემოქმედება.

       1929 წელს ვენეციაში დიაგილევის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, დასის წევრთა ნაწილი ანა პავლოვასთან გადავიდა. ამავე დასში მიწვეული იყო მოსკოველი ქართველი ბალერინა თამარა გამსახურდია. 1931 წელს ანა პავლოვას ასევე მოულოდნელმა გარადაცვალებამ ეს კონტრაქტი ჩაშალა.

       1932 წელს სამივე "გოგონა–ბალერინა" მონტე–კარლოს ბალეტმა მიიწვია იმჟამად ცნობილ საბალეტო დასში "De Basil Ballet Russes de Monte-Carlo". აქედან იწყება თამარის წარმატებული კარიერა. იგი ცეკვავდა პარიზის "გრანდ ოპერაში", მილანის "ლა სკალაში", ნიუ–იოკის "მეტროპოლიტენ ოპერაში" და ა. შ. მის რეპერტუარში კლასიკური ბალეტების გარდა, თანამედროვე ბალეტებიც შედიოდა. 

 

       1932 წელს ჯორჯ ბალანჩინმა თამარისთვის შექმნა ახალგაზრდა გოგონას სახე ბალეტში "Cottilon", რომელიც პარიზის ოპერის სცენაზე დაიდგა. ამავე წელს თამარმა მონაწილეობა მიიღო დადგმაში "Concurrence da Le Bourgeois" და ჯორჯ ბალანჩინის მიერ საგანგებოდ მისთვის შექმნილ ბალეტში "Le Palaid de Crisral" - "ბროლის სასახლე". ეს ბალეტი მოგვიანებით ჯორჯ ბალანჩინმა ნიუ–იორკ–სითი ბალეტისთვის თავიდან დადგა სახელწოდებით "Symfony in C". პარიზის პრესამ თამარა თუმანოვას ბალეტს "შავი მარგალიტი" შეარქვა. თამარი ცნობილი ქორეოგრაფების – ლეონიდ მარინის, ჯორჯ ბალანჩინის, სერჟ ლიფარის, ბრონისლავა ნიჟინსკას მუზა გახდა, ხოლო მისი პატრნიორები სცენაზე იყვნენ ვლადიმერ ოუხტომსკი, მიხეილ ფოკინი, ჯორჯ ზორიჩი, დევიდ ლიჩინი და სხვა. 1939 წელს ჯორჯ ბალანჩინის რჩევით 20 წლის ბალერინა საცხოვრებლად აშშ–ში გადავიდა, ულამაზესი მანდილოსანი ჰოლივუდში მალევე შამჩნიეს. იმავე წელს ის მონაწილეობს ბროდვეის მიუზიკლში "Stars In Your Eyes" და იწყებს ტურნეს მსოფლიოს გარშემო.

       1937 წლიდან ოჯახის წევრები ატარებდნენ მამინაცვლის – ვლადიმერს ხასიდოვიჩის გვარს. სწორედ ამ გვარით გადაკვეთეს 1939 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარი და მალევე გახდნენ მოქალაქეებიც (1944). მოქალაქეობის მიღების შემდგომ კი მთელი ოჯახი (მათ შორის მამინაცვალიც) თუმანოვებად დაეწერა.

       თამარი აშშ ცხოვრების პერიოდში თანამშრომლობდა წამყვან საბალეტო დასებთან – "St. James Theatre", "San francisco Civil Ballet", "New York City Ballet". წარმატებით მონაწილეობდა სპექტაკლებში მსოფლიოს ცნობილ სცენებზე – "American Ballet Theatre" (1944-1945), "The Paris Opera Ballet" (1947, 1950)", "De Cuevas Company" (1949). "La scala" (1951, 1952); აგრეთვე ლონდონის 1952, 1954 წლების ფესტივალებზე.

       1950 წელს თამარი "გრანდ–ოპერის" დასთან ერთად სამხრეთამერიკულ ტურნეში გაემგზავრა, ტრიუმფალური ტურნეს შემდეგ კი პარიზის თეატრის პრიმა–ბალერინა გახდა. 1952 წელს კლასიკური ბალეტის გვირგვინოსანი ბალერინა პარიზს კვლავ მოევლინა, როგორც ოდეტა–ოდილიას, ფედრას და ჟიზელის დაუვიწყარი შემსრულებელი.

       თამარა თუმანოვამ ბროდვეის დაპყრობის შემდეგ, მიუზიკლებიდან კინოში გადაინაცვლა და თავისი თანამედროვეობის ერთ–ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის სტატუსიც დამსახურებულად მიიღო, კინოეკრანებზე 40-იან წლებში გამოჩნდა და 30 წლის განმავლობაში არაერთი კინოგმირი განასახიერა. მისი დებიუტი კინოში 1944 წელს შედგა. რეჟისორმა ჟაკ ტერნერმა გადაიღო ფილმში "დიდების დღეები" ("Days of Glory") დებიუტანტ გრეგორი პეკთან ერთად. ანა პავლოვას მეუღლის, დანდრეს მოთხოვნით, 1953 წელს ლეგენდალური ანა პავლოვას როლი შეასრულა ფილმში "ანა პავლოვა" ("Tonight We Sing"). 1954 წელს მონაწილეობს ფილმში – "ჩემს გულში" ("Deep in My Heart"). 1956 წელს რეჟისორმა ჯინ კელიმ გადაიღო შვედურ–ფრანგულ ფილმში "მიპატიჟება საცეკვაოდ" (Invitation to the Dance"), სადაც პარტნიორობას უწევს თავად ჯინ კელის. ეს ფილმი იმავე წელს რიგით მე-6 ბერლინის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე "ოქროს დათვის" პრიზიორი გახდა. 1966 წელს ფილმში "დახეული ფარდა" ("Torn Curtain") ალფრედ ჰიჩკოკი იღებს თამარს პოლ ნიუმენთან და ჯული ენდრიუსთან ერთად. 1970 წელს ბილ უაილდერმა გადაიღო ფილმში "შერლოკ ჰოლმსის პირადი ცხოვრება". მოგვიანებით მონაწილეობდა სატელევიზიო ფილმში "ბილ უაილდერი". 1985 წელს რეჟისორმა ჯეკ ჰელიმ უკვდავყო ქართველი პრიმაბალერინას ცეკვის ჯადოქრობა დოკუმენტურ ფილმში.

       თამარ თუმანიშვილი იშვიათი სილამაზით გამოირჩეოდა და მისი ერთი დანახვაც კი საკმარისი იყო, რათა მისი მშვენიერებით მოხიბლულიყავი.

 

       ნაწარმოებებს უძღვნიდნენ კომპოზიტორები, მხატვრები, პოეტები. მეგობრობდა ალექსანდრ გლაზუნოვთან, სერგეი პროკოპიევთან, პაბლო პიკასოსთან, მარკ შაგალთან, ჟან კოკტოსა და ხელოვნების სხვა განთქმულ მოღვაწეებთან. თამარის პორტრეტები აქვთ დახატული ქრისტიან ბერარდს (მენილის კოლექცია, ჰიუსტონი, აშშ). ხუან მიროს, ვლადიმერ ტრეტჩეკოვს, ალექსანდრე შერვაშიძეს და სხვებს. ის იყო მხატვარ ჯოზეფ კორნელის შემოქმედების მუზა, ცნობილია აგრეთვე კორნელის სასიყვარულო წერილები, რომლებსაც თამარს გათხოვების შემდეგაც უგზავნიდა. პორტრეტები და წერილები დაცულია აშშ ცნობილ მუზეუმებში.

       თამარ თუმანიშვილს შეხვედრები ჰქონდა განთქმულ "საბჭოთა ქართველებთანაც". 1958 წელს სამხრეთ ამერიკაში შეხვდა ქართული საბალეტო დასის მსახიობებსა და დასის ხელმძღვანელს ვახტანგ ჭაბუკიანს, რომელმაც ჯერ კიდევ 1935 წელს, ამერიკაში შეხვედრისას, თამარს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. 1965 წელს თბილისიდან და "გოსკონცერტიდან" ჰქონდა მიწვევა, მაგრამ გაუკვეველი მიზეზების გამო ჩამოსვლა ვერ მოახერხა.

       1973 წელს დედის გარდაცვალება შეატყობინა თბილისელ ნათესავებს, მხოლოდ საქართველოს შეეძლო ეშვა დედაჩემისთანა ქალიო. ევგენია კალიფორნიის ქართული საზოგადოების აქტიური წევრი იყო და შეკრებებზე ხშირად ეცვა ქართული კაბა, ქალიშვილის დიდი მეგობარი და მესაიდუმლე ყველაგან თან დაჰყვებოდა.

       1994 წელს ამერიკაში გასტროლებისას თამარმა ნინო ანანიაშვილი მოინახულა და უძვირფასესი გულსაბნევი აჩუქა, ეს სამკაული ანა პავლოვას მისთვის, როგორც საუკეთესო შეგირდისათვის მიუძღვნია, ანას კი ოლგა პრეობრაჟენსკაიასგან მიუღია. მხოლოდ ამ ერთადერთი ნივთით მოახერხა თამარ თუმანიშვილმა სამშობლოში დაბრუნება, რადგან ბოლო წლებამდე პრაქტიკულად უცნობი იყო მისი შემოქმედება, ფილმები კი მისი მონაწილეობით ქართველ მაყურებელს დღემდე არ უნახავს.

       2011 წლის დასაწყისში საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორ გიორგი კალანდიას ამერიკაში ვიზიტისა და ოსკარის აკადემიის ბიბლიოთეკის მონახულების შემდეგ, მუზეუმმა ბიბლიოთეკიდან შესანიშნავი საჩუქარი მიიღო – თამარ თუმანიშვილის ფოტოები მისი ჰოლივუდური კარიერიდან. სამწუხაროდ არ ვიცით სად ინახება თამარ თუმანიშვილის არქივი და მოგონებები, რომელსაც ის სიცოცხლის ბოლო წლებში წერდა.

       კარიერისგან განსხვავებით წარმატებული არ ყოფილა ქართველი ვარსკვლავის პირადი ცხოვრება. 1944 წელს იქორწინა ამერიკელ პროდიუსერსა და სცენარისტ კეისი რობინსონზე, ეს ქორწინება 10 წლის შემდეგ დაირღვა. თამარ თუმანიშვილი მეორედ აღარ გათხოვილა, მემკვიდრე არ დარჩენია.

       გარდაიცვალა 1996 წლის 29 მაისს, 77 წლის ასაკში, აშშ ქალაქ სანტა–მონიკაში. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა საკუთარ სახლში ბევერლი–ჰილსზე. ანდერძის თანახმად მისი ქონების დიდი ნაწილი მოხმარდა ქველმოქმედებას და გადაეცა ერთ–ერთ საბალეტო სკოლას. დაკრძალულია დედის, ევგენია თუმანიშვილის, გვერდით ლოს–ანჯელესის სასაფლაოზე "Hollywood Forever".

 

 

წყარო: nplg.gov.ge /emigrants/

ნახვა: 998

ტეგები: ბალეტი, თამარი, კინო, ქართველი, ცნობილი

თა _ მო: ნოემბერი 9, 2013||4:32pm

მივესალმები შენს წამოწყებას თამო და დიდი სიამოვნებით და ინტერესით ვკითხულობ შენს პოსტს :)

tamuna: ნოემბერი 12, 2013||3:13pm

ძალიან კარგი, შევეცდები უფრო და უფრო საინტერესო პოსტები ვწერო :)

ლაშა: ნოემბერი 14, 2013||11:49pm

ეტყობა მხოლო ორ თამარ მოსწონს საკუთარი სახელი :D :D :D :D 

წინა პოსტზეც მარტო თქვენ აკომენტარებდით :( http://www.qwelly.com/profiles/blogs/i-5 :D 

თა _ მო: ნოემბერი 15, 2013||12:21am

მომწონს ეს ის სიტყვა არაა :) მამაჩემს რამდენჯერ ვუთხარი მადლობა სწორედ ეს სახელი რომ შემირჩია :)

tamuna: ნოემბერი 15, 2013||12:24am

:) ლაშა ორიც საკმარისია რომ იცოდე შეენ :p

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Exactly What is the Distinction between Translations And Localization

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 7:27am 0 კომენტარი







So, within our huge globe these days, It really is super crucial for everybody - no matter whether you are a business, Element of a bunch, or just somebody - in order to chat to each other whether or not we converse various languages or originate from unique cultures.







Which is exactly where translations and localization are available. These are generally two…

გაგრძელება

MMOExp: Madden NFL 24 Players Association lawsuit filed

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:46am 0 კომენტარი



The next batch of players coming in after the first three groups will be Groups 4 (QB, QB, WR), 5 (QB, WR) along with Groups 6 (RB). Next arrivals are the groups 7 (DL) and 8 (DL) as well as 9 (LB) and then the arrivals and arrivals of secondary players in Mut 24 Coins Groups 10. 11 and 10.

A tight race is at the top of the draft class for the chance to be the number. #1 overall pick, all eyes will be on the quarterbacks'…

გაგრძელება

Introducing New Ascendancy Classes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:17am 0 კომენტარი

Exploring the Viridian Wildwood

At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into POE currency trade uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges, with Wisps…

გაგრძელება

Diving into the Abyss

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Exploring the Viridian Wildwood

At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into <a href="https://www.mmoexp.com/Path-of-exile/Currency.html">POE currency trade</a> uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters