როგორც ყოველთვის, დღესაც ყურსასმენ მომარჯვებული ჩქარი ნაბიჯით მივუყვებოდი ჩემი ქუჩის დაღმართს... დღესაც სირბილი მომიხდა იმის გამო, რომ ჩემი ქალაქის "სიამაყეს" ყვითელ ავტობუსს ჩემს გამო მომდევნო გაჩერებაზე არ დაეგვიანებინა...დღესაც 20 თეთრად ფასობდა ჩემი გზა უნივერსიტეტამდე, მაგრამ დღევანდელი დღე მაინც არ გავდა სხვებს.

ჭაღარაშესეულ, წლების სიმრავლისგან და ცხოვრების "სიავტკბილობისგან" სახედასერილ მოხუცს ჩემზე ძვირად დაუჯდა ყვითელი ავტობუსით მგზავრობის პატივი. მთელი 50 თეთრი! ავტობუსის კიბეზე თავისი თავის ამოყვანა უჭირდა, მაგრამ მაინც ცდილობდა დაემალა ის ტკივილი, რასაც მის წონაზე ორჯერ მძიმე ჩანთების თრევა აყენებდა. ამოსასვლელი უცებ განთავისუფლდა, აქა–იქ უკმაყოფილო ხმებიც გაისმა (ჩანთა როგორ უნდა დადოს ავტობუსში ჩვენ ძვლივს ვეტევითო) აქა–იქ კიდევ მზერაში გაჩნდა სიცივე...ერთი სიტყვით როგორც ხდება ხოლმე, ჩვენ ხომ არ გვიყვარს ცხოვრების პირისპირ დგომა...

qwelly | blog | post iqneb arc giurs | posti blogi | poto | ბლოგი პოსტი იქნება არც ღირს

ის კი, წლების მიერ მოტანილი სიდინჯით, ბავშვური გულწრფელობით, მშობლიური მზრუნველობით და სათნოებით აღსავსე თვალებით უყურებდა ყველას, აი ისე, არაფერი რომ არ დაგიშავებია, მაგრამ მაინც იცი რაღაც დააშავე და თვალებით იხდი ბოდიშს ჩადენილისთვის. 

...მადლობა ღმერთს ადგილის დათმობა ჯერ კიდევ გვიყვარს...

მთელი გზა ვაკვირდებოდი და ჩასვლამდე არ აუწევია მუხლებში ჩარგული თავი ზემოთ... ვეღარ უძლებდა მხრებზე დაწოლილი ტვირთის და თვალებში მოწოლილი ცრემლის ტარებას...

ჩასვლისასაც ისევე უცებ მოცარიელდა ადგილი, როგორც ამოსვლისას... მანაც ისეთივე დიდი წვალებით ჩაიტანა ჩანთები ავტობუსიდან და ისევე დინჯად განაგრძო გზა, როგორც ასაკოვან ადამიანებს სჩვევიათ.

...ხომ გქონიათ მომენტი, როცა გიხარია რომ ადამიანად დაიბადე და ამავდროულად ფიქრობ – ჯობდა არ დავბადებულიყავიო... ხომ გქონიათ მომენტი, როცა ადამიანობა მოგნატრებიათ ყველაზე მეტად... 

მე არასდროს დამავიწყდება მისი გაცრეცილი, ყავისფერი ქურთუკი, თავზე გვერდულად დახურული შავი შალის ქუდი და წარბების ქვემოდან მომზირალი სედით სავსე თვალები... 

და...დღეს დავფიქრდი პირველად: – იქნებ არც ღირს რომ დავბერდე?!

ნახვა: 311

ტეგები: qwelly, ავტობუსი, ბლოგი, პოსტი, სიბერე, ჩანაწერი, ჩანთა, ცხოვრება, ჭაღარა

Tamila Moshiashvili: ნოემბერი 14, 2013||1:25pm

მხოლოდ ესეც არ არის  tamuna! :) დაბერებასაც აქვს თავისი ხიბლი :) ასე რომ მე ბოლო შეკითხვაზე გეტყოდი რომ კი, ღირს, აუცილებლად! :* ♥

tamuna: ნოემბერი 14, 2013||3:27pm

ხო ალბათ :)

qeti: ნოემბერი 14, 2013||7:44pm

იმედია ოდესმე გავიაზრებთ, ვიგრძნობთ რომ ჩვენც (თანაც საკმაოდ მალე) ვიქნებით იგივე სიტუაციაში, იგივე სევდაში და ტკივილში. სიბერე ხომ ორი ნაბიჯით უსწრებს სიკვდილს. :( : ( ამის გააზრების შემდეგ მართლა მოვეფერებით მოხუცებს

თათია: ნოემბერი 14, 2013||9:13pm

ჩვენც დავბერდებით. :(

tamuna: ნოემბერი 14, 2013||11:27pm

ჩემი მიზანიც ეს იყო, რომ ამაზე დავფიქრებულიყავით. მიხარია სათქმელი თქვენამდე თუ მოვიტანე.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters