1. კომპლექსში შემავალი ნაგებობები

ღვთისმშობლის ტაძარი, გალავანი, კოშკები, სამრეკლო.

2.ადგილმდებარეობა

მეტეხის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 10 კმ–ში მდებარე სოფელ მეტეხის ცენტრში.

3.რუკა

4.ისტორიული მიმოხილვა

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი თარიღდება XIII საუკუნით. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში აღდგენილია მეტეხის ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები, ორნამენტიანი სამკაულები. უკანასკნელად სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ 1968 წელს. ტაძარი გადახურეს კრამიტით, გაწმინდეს და კეთილმოაწყვეს ტერიტორია.

5. არქიტექტურული აღწერა:

kaspis metexi

gegma

ა) მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (15X20 მ), ნაგებია კარგად დამუშავებული ბაზალტის კვადრებით. ფასადებში ჩართულია მწვანე ფერის ქვებიც. შესასვლელი ორი აქვს – სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე შიგნიდანDთაღოვანია, გარედან – ოთხკუთხა. გუმბათი აღმართულია აფსიდის კედლებსა და დასავლეთის წყვილ ბურჯზე. ნახევარწრიული აფსიდი იატაკის საერთო დონიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდს ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს, ღერძზე კი, ღრმა ნიშის სახით, საწინამძღვრო ტახტია მოწყობილი. აფსიდში სამი სარკმელია. ტაძრის აღმოსავლეთ მკლავებშორისი მონაკვეთები გაყოფილია ორ სართულად. პირველ სართულზე, საკურთხევლის ორივე მხარეს, სამკვეთლო და სადიაკვნეა. აფსიდთან მხოლოდ სამკვეთლო არის უშუალოდ დაკავშირებული. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თავზე სამალავი საკნებია. ყველა სათავსს ნახევარწრიული აფსიდი და ვიწრო სარკმელი აქვს. ტაძრის განივი მკლავები ტოლია, ხოლო გრძივი მკლავები გათანაბრებულია საკურთხეველზე ღრმა Bბემის დამატებით. გუმბათქვეშა თაღები ნახევარწრიულია და ორი საფეხურისგან შედგება. ისინი ამავე დროს გუმბათის ყელისა და მკლავების კამარების საყრდენს წარმოადგენს. თაღებზე უშუალოდ დევს წრიული თარო, რომელიც გუმბათის ფუძეზეა შემოყოლებული.

დასავლეთ ფასადის ორნამენტი
დასავლეთ ფასადოს ორმანეტი
კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათის ყელი ზევით ძლიერ შევიწროებულია. მასში 12 სარკმელია. ტაძრის მკლავები გადახურულია ნახევარწრიული კამარებით. კამარებში ორ-ორი სარკმელია. დასავლეთ მკლავის გრძივი კედლები არასწორი მოყვანილობის დაბალ თაღებზეა ამოყვანილი. თაღების ერთ მხარეს გუმბათქვეშა ბურჯს ეყრდნობა, ხოლო მეორე მხარეს – ორნაწილიან პილასტრებს. 

 

გრზივი განაკვეთი
სამხრეთი ფასადი

ტაძრის გარე მასების კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს თორმეტწახნაგა გუმბათი. მას გლუვი რთულპროფილიანი ლავგარდანი (თარო, ლილვი, წრეთარგი) აქვს. დეკორატიული მორთულობა დაზიანებულია. ფასადებზე საპერანგე ქვებიც და ორნამენტული ელემენტებიც ბევრგან შეცვლილია, გადაწყობილია ან საერთოდ აღარ არსებობს. მეტეხის ტაძრის მორთულობის შემკვრელი იყო დეკორატიული თაღედი, რომლის მცირე ნაწილია შემორჩენილი. ასეთი თაღედი გასდევდა ძირითადი მკლავების გვერდით კედლებსაც. შემორჩენილია ქვედა ლილვები. ოთხივე ფასადზე ერთი და იგივე დეკორატიული მოტივი მეორდება: დიდი ჯვარი და სარკმლის მოჩარჩოება, უამრავი მედალიონი. ისინი უმთავრესად კედლების ცენტრალურ არეებზეა თავმოყრილი (გვიანდელი ჭრა მარტივი, მშრალი და ნაკლებად პლასტიკურია). აღმოსავლეთ ფასადის ჯვარი, რომელსაც თითქმის მთელი ცენტრალური მკლავი უჭირავს, გლუვი ლილვებისაგან შედგება. მისი არშიაც გლუვია. თითოეული მკლავის ბოლოში მრგვალი მედალიონია ჩასმული, ხოლო მკლავების გადაკვეთის ადგილი გირჩითაა ხაზგასმული. ქვევით ჯვრის ლილვები უწყვეტადD გადადის ჯერ მედალიონების, შემდეგ კი საკურთხევლის ცენტრალური სარკმლის მოჩარჩოებაში, ვერტიკალურად ეშვება და შუა ფასადზე წყდება.

kaspis metexi
სამრეკლო

ბ) გალავანი (70X60 მ, კედლის სისქე 0,7 მ) ნაგებია ნატეხი ქვით, ბევრგან ჩართული მოზრდილი ზომის ლოდები, წყობაში გვხვდება აგური და რიყის ქვაც. გალავანი და კოშკები გვიანდელ ფეოდალურ ხანას განეკუთვნება. XIX საუკუნეში გალავანზე დასავლეთიდან მიუშენებიათ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, რომელიც ნაშენია რიყის ქვით. გალავანს სამხრეთით ჰქონია კარიბჭე (ამჟამად ლითონის კარიოა ჩამოკიდებული).
გ) გალავანში ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩაშენებულია კოშკები. ერთი სწორკუთხა ყოფილა (მთლიანად დანგრეულია), მეორე ცილინდრულია და ზევით საგრძნობლად ვიწროვდება (დიამეტრი 4,4 მ). კოშკს ჩრდილოეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვს.
დ) სამრეკლო მეტეხის ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. ნაგებია აგურით. იგი XIX საუკუნეში დაუშენებიათ გალავანში ჩართულ ცილინდრულ კოშკზე. სამრეკლოს გუმბათი შიგნით ნახევარსფერულია, სახურავი – პირამიდული, კეხზე ლითონის ჯვარი ადგას. სამრეკლო ოთხივე მხარეს თაღოვანი ღიადებითაა გახსნილი. თაღები ნახევარწრიულია და ოთხკუთხა დეკორატიულ ჩარჩოებშია ჩასმული.

6. ძეგლის დაქვემდებარება და სტატუსი:

კასპის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

ნახვა: 668

ტეგები: Qwelly, არქიტექტურა, ბლოგი, ისტორია, ტაძარი

ლაშა: იანვარი 29, 2013||9:10pm

ლაშა, ნუ იპარავ შენს პოსტებს :D :D :D :D :D :D :D 

http://www.qwelly.com/group/kaspi/forum/topics/xiii

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A highlight of the Affliction expansion

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 8, 2024.
საათი: 4:33am 0 კომენტარი

In conclusion, the introduction of the dodge roll mechanic in Path of Exile 2 marked a significant milestone in the evolution of the ARPG genre. It not only revolutionized combat mechanics but also redefined player engagement and immersion. For me, it was a revelation—a moment that transformed skepticism into belief POE currency trade and paved the way for an unforgettable gaming experience in the world of…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters