არჩევნებზე პლებისციტი, ექვსპუნქტიანი გეგმა-ვალდებულება და მერების უფლებები

      ახალი პრემიერის პირველი განკარგულებები ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ვაქცინაციის მიმართულებით. ოპოზიცია ისევ ქუჩაშია და პოზიციასთან ერთად 6 პუნქტიანი გეგმა-ვალდებულებების შესახებ საუბრობს. არჩევნები თუ პლებისციტი? ესეც დღის კითხვაა. ამინდი კი 5-6 მარტს გამოკეთდება, 20 გრადუსამდე დათბება, ხოლო 7 მარტიდან კვლავ გაუარესდებაო. ვაქცინა ისევ არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 271872, ბოლო დღე-ღამეში - 133; გამოჯანმრთელებული - 266081, ბოლო დღე-ღამეში - 276; გარდაცვლილი - 3553, ბოლო დღე-ღამეში - 12; კარანტინის რეჟიმში - 316. დოლარის ფასი ლარში - 3.3190.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 4 მარტი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 10 678 ტესტი ჩატარდა. 12 ადამიანი გარდაიცვალა. ირაკლი ღარიბაშვილი - პირბადის ტარება აუცილებელია - უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ვითარება გაუარესდება, იძულებული გავხდებით გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. ნათია თურნავა - სასიხარულო ინფორმაცია - ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა. თბილისში მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა. თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, სუბსიდიის მისაღებად დადგენილ კრიტერიუმებს დაახლოებით, 400 რესტორანი აკმაყოფილებს.

      საუკუნოვანი ჰესი - პრემიერი - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა კითხვას დასაბუთებული, პროფესიონალური პასუხი უნდა გაეცეს - მინდა ვთხოვო ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს, პირადად ჩავიდნენ ადგილზე. ლევან დავითაშვილი - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ვითომ ექსპერტები ცდილობენ, ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობები გამოიყენონ, რაც უპასუხისმგებლობაა. პარლამენტში „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით, სპეციალური მოსმენა გაიმართება. ნათია თურნავა - მზად ვართ, კვირაში რამდენიმე შეხვედრა გავმართოთ მოსახლეობასთან, ჩავიდეთ რეგიონებში და მეტი ვისაუბროთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცება.

      პორტი ანაკლიაში - არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ანაკლიის პროექტის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესი დაიწყება. ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორების შერჩევის ტენდერი ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარდება. ლანა გალდავა პრემიერს - წელს ანაკლიის პორტში პირველი გემი უნდა შემოსულიყო. კახა კოჟორიძე - ინვესტორების წინააღმდეგ ღია ომია გამოცხადებული და არ მაქვს მოლოდინი, რომ ანაკლიის პროექტი ამ მთავრობის პირობებში ამოისუნთქავს. გიგლა მიქაუტაძე - თუ ანაკლიის პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, დაარწმუნონ ინვესტორი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში.

      საარჩევნო სისტემა და საარჩევნო გამოძიება - ვახუშტი მენაბდე - საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა. ლევან იოსელიანი - ჩვენი ამოცანაა, რომ უკეთესი კანონი მივიღოთ, მაგრამ ეს კანონი იყოს ყველასთვის მისაღები და მან არჩევნები უნდა გახადოს უკეთესი. ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი - საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება, ოქმებს, ცხადია, წარმოვადგენთ - ფორმულაში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, რაც არ იყო მიზანმიმართული. "სამართლიანი არჩევნები" - თუ საარჩევნო რეფორმა იქნება დიალოგის ნაწილი, მზად ვართ, უფრო ამბიციური რეკომენდაციები წარვადგინოთ. ვახუშტი მენაბდე - ორი ფუნდამენტური საკითხი კვლავ პრობლემური რჩება: საარჩევნო სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაცია. ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი - არ ვეთანხმებით, რომ პარტიების საარჩევნო ადმინისტრაციაში შესვლა მანდატზე და პარლამენტში შესვლის საკითხზე იყოს დამოკიდებული. შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაციების დაკომპლექტება საექსპერტო საკითხი არაა, თუკი პარტიებს აქვთ შენიშვნა, პარლამენტში შემოვიდნენ და მოსაზრებები გაგვიზიარონ.

      ოპოზიცია და პოზიცია ევროპული გამოხატვით - „თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს“ - ამ სლოგანით „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავდნენ. შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირში მოლოდინია, რომ ასოცირების საბჭოს სხდომამდე ქართული დელეგაცია გარკვეული პროგრესით ჩავა - ოპონენტების მხრიდან საუბარია მხოლოდ ცარიელ ჰაერზე. ლევან იოსელიანი - ის, რომ ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა შეცვალა და დღეს ნაკლებად კონფრონტაციულია, არის ნიშანი, რომ რაღაც მზაობა არსებობს მოლაპარაკებებისთვის. სალომე სამადაშვილი - თუ პროცესი ჩიხში შევა, ზეწოლის მექანიზმები შემოვა - თუ ამერიკაც ჩაერთვება და გააძლიერებს ზეწოლას „ოცნებაზე“, ეს წარმატების გარანტია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები, ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ. ზაალ უდუმაშვილი - შარლ მიშელის მიერ 6 პუნქტი იმიტომ კი არ არის დატოვებული, რომ სამზე შევთანხმდეთ და 3 საერთოდ გამოვრიცხოთ, ყველაფერი უნდა გავიაროთ. გრიგოლ გეგელია - ღარიბაშვილის ცარიელი სიტყვები მხოლოდ კომიკური და „ქართული ოცნების” არაფრისმომცემი ბაქი-ბუქის გაგრძელებაა. გიორგი ბარამიძე ნიკა მელიას - ნიკა შენ ხარ ვაჟკაცი, შენ ხარ ლიდერი - ვამაყობთ შენით! ლევან იოსელიანი - თუ ვინმეს აქვს ამბიცია, რომ მეტი გააკეთოს, გააკეთოს, ჩვენ კი ნუ გვაკრიტიკებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ზაალ უდუმაშვილი - რაც უფრო დრო გადის პლებისციტის იდეა აზრს კარგავს - ახალი არჩევნები რომ არ გადაიხედება, ეს ფაქტია. მიხეილ სააკაშვილი - უახლოესი დღეების განმავლობაში ნიკა მელიას გათავისუფლებას ველით - თუ ივანიშვილი ამას არ გააკეთებს, მისი ქონების უმეტესი ნაწილი გაყინული იქნება. თამარ კორძაია - მსოფლიომ ნიკა მელიას დაკავებით დაინახა, რომ ქვეყანაში, სადაც შეუძლიათ პოლიტიკური პატიმარი გააჩინონ და მერე ამით ივაჭრონ, თავისუფლად შესაძლებელია არჩევნების გაყალბება. სოზარ სუბარი - ოპოზიციის შეთავაზებებიდან, რომელიც შარლ მიშელთან დადეს მაგიდაზე, ერთ-ერთია პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც ნიშნავს, რომ შემოდიან პარლამენტში. გიგა ბოკერია - თუ ხელისუფლება ამ ვითარების შენარჩუნებას შეეცდება, ეს ქვეყანაში გაამწვავებს მშვიდობიან პროტესტს და გააფართოვებს საერთაშორისო ზეწოლას, უკიდურეს ფორმებამდეც კი. არჩილ თალაკვაძე - ემოციები და ულტიმატუმი გვერდზე უნდა გადავდოთ, სამართლიან საფუძვლებზე უნდა შევთანხმდეთ, თუ როგორ ვაგრძელებთ პოლიტიკურ თანამშრომლობას. ზაალ უდუმაშვილი - 16 მარტს, ბრიუსელში თბილისიდან შედეგს ელოდებიან, კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მძიმე მესიჯი იქნება. სოზარ სუბარი - თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს. გიგა ბოკერია - მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს. მარკეტა გრეგოროვა - ვფიქრობ, მხარეები ვადამდელ არჩევნებზე ვერ შეთანხმდებიან - პლებისციტი უფრო შესაძლებელი და ნაკლებად რთული გამოსავალი იქნებოდა. სერგო ჩიხლაძე - მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, როდესაც წკიპზე დგას მოლაპარაკებები შედგება თუ არა, საფრთხეს უქმნის დიალოგის წარმოებას. შალვა პაპუაშვილი - 6 პუნქტიდან 4-ს უკვე ვასრულებთ - თავად ოპოზიციაში რას აკეთებენ გარდა იმისა, რომ პარლამენტს ხან ერთი მხრიდან ბლოკავენ და ხან მეორე მხრიდან? დარწმუნებული ვარ, „ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს - საინტერესოა, პატარა პარტიები მთლიანად შეეწოვებიან „ნაცმოძრაობას“, თუ გამოაჩენენ, რომ მხრებზე საკუთარი თავი ადგათ. თამარ კორძაია - შალვა პაპუაშვილს ვურჩევდი, არ იდარდოს, რადგან პატარა პარტიებს უფრო მძიმე პერიოდებიც გვაქვს გავლილი და მაინც ვარსებობთ. ნინო ბურჯანაძე - ოპოზიციაში საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია - მე ვეკუთვნი კატეგორიას, რომელიც ამბობს, რომ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება პლებისციტზე ვიფიქროთ.

      დაპირება - ირაკლი ღარიბაშვილი - უახლოსი ორი წლის განმავლობაში, დამატებით 5 ათასამდე დევნილ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს. ბესარიონ სიმონიშვილი - სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021-2022 წლებში 5000-მდე დევნილ ოჯახს განვასახლებთ.

      საქართველოს ველური ვაზის დაცვის მიზნით, 70 ფორმა უკვე მოძიებულია.

      მერის უფლებები - მერებს უფლება ეძლევათ, აუქციონის ფორმით პრივატიზებული ან სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირებისთვის საინვესტიციო პირობები შეცვალონ ან გააუქმონ. მერებს უფლებამოსილება ეძლევათ, არაუგვიანეს 2021 წლის 1-ელი სექტემბრისა, საკრებულოს თანხმობით მიიღონ გადაწყვეტილება, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისათვის პირობების შეცვლის ან გაუქმების შესახებ.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - გერმანია AstraZeneca-ს ვაქცინის მიმართ პოზიციას ცვლის და მის გამოყენებას ყველა ასაკის ადამიანისთვის გეგმავს. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 491 და გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთში კოვიდ 19-ის 11 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 475 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 144

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: მარტი 5, 2021||10:45pm

ქარს მაინც მოარიდე, ცუდი ვირუსები „დადის“ )) 

ლაშა: მარტი 10, 2021||12:24pm

რჩევები იცოცხლე კარგად გამომდის, პრაქტიკაში განხორციელება მაკლია. ((

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Path of Exile: A introduction to PoE currency

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2024.
საათი: 4:21am 0 კომენტარი

At the beginning

Begin by building up your collection. Don't make use of your orbs for anything yet. Make sure you know your building and the POE currency trade way you'd like to play it first. Be concerned about your equipment and gems when you've completed the design. You can use your orbs at that point.

Crafting

At the time of the game's end, the players begin to build the equipment they want to use. If you'd…

გაგრძელება

Prepare for Rykard’s Boss Fight

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Second Contract: Rileigh the Idle

After completing the first contract, return to the drawing-room and collect the second letter.

This contract sends you to Altus Plateau to assassinate Rileigh the Idle. His red summon sign is located north of the Bridge of Iniquity Site of Grace.

Invade his world, defeat him, and return to Tanith for another reward.

Third Contract: Juno Hoslow

The third and final contract involves killing Juno Hoslow, who can be found in Mountaintops…

გაგრძელება

The Ultimate Weapon of Destruction

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

The Lands Between are a perilous realm, filled with Elden Ring Runes relentless enemies. To survive, you need every advantage you can get. The Red Lightning Can, a new throwing potion introduced in the Elden Ring DLC, is a potent weapon that can turn the tide of battle.

This potent potion, a close relative of the Heavy Red Lightning Can, harnesses the destructive power of lightning. However, the Red Lightning Can distinguishes itself with its unique chain lightning effect, making it a…

გაგრძელება

Each NPC presents players with a series of quests

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი



Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction  this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into everything we know about this…

გაგრძელება

Qwelly World

free counters