ივნისის ბოლო კვირა სულ აქციებს ეძღვნება და არც დღევანდელი დღე იყო გამონაკლისი და სრულად მიეძღვნა ამ ამბებს. დღევანდელი მთავარი გმირი ნიკანორ მელია იყო და მისთვის დეპუტატის მანდატის და იმუნიტეტის შეჩერებას, რასაც პროკურატურა ითხოვდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 ივნისი, 2019/

      უიმუნიტეტო მელია - პარლამენტის ორი კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე უნდა ემსჯელათ, შელაპარაკება მოხდა. სხდომას ნიკა მელია არ დაესწრო. ხათუნა გოგორიშვილი - რით არის განპირობებული ეს სასწრაფოობა?! რა მნიშვნელობა აქვს 2 საათით ადრე დაიჭერთ მელიას თუ 2 საათით გვიან, რატომ ვერ ითმენთ? სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - საქართველოს ისტორიაში პირველად, დღეს აპირებთ, დეპუტატს მანდატი იმისთვის ჩამოართვათ, რომ დაიჭირონ. ორი კომიტეტის სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავდნენ, სიტყვიერი დაპირისპირებით მიმდინარეობდა. ანრი ოხანაშვილი აკაკი ბობოხიძეს - ზრდილობა იქონიე - მშვიდად იყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაბრძანდები გარეთ. ოპოზიცია იმ მტკიცებულებების გაცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც პროკურატურა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას მოითხოვს. საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რა შემთხვევაში შეუჩერდება ნიკა მელიას პარლამენტის წევრის იმუნიტეტი. ადვოკატი - ნიკა მელია მიმალვას არ აპირებს. აკაკი ბობოხიძე უმრავლესობას - გითხარით, ერთმანეთზე უარესები ვართ-თქო და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ გაგვასწარით. ნიკა მელია პარლამენტში მივიდა - პარლამენტის პლენარულ სხდომას დავესწრები თინა ბოკუჩავა - პროკურორი ამირან გულუაშვილი, ანრი ოხანაშვილი და გიორგი კახიანი დღეს წარმოადგენენ ივანიშვილის „ტროიკას“. გიორგი კახიანი თინა ბოკუჩავას - რაც მეტს ილაპარაკებთ, მეტ სისულელეს იტყვით. პროკურორის განმარტებით, სამართალდამცავების მიმართ ძალადობა მიტინგზე შეკრებილებმა ნიკა მელიას ხელმძღვანელობით დაიწყეს. პროკურორი - ნიკა მელიას ბრალად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა ედება, რაც უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხანგრძლივი ვადით. რომან გოცირიძე უმრავლესობას - რად გიღირთ ამ ღილაკზე თითის დაჭერა? - თავს ვერსად გამოყოფთ. პროკურატურა - ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო. ოთარ კახიძე უმრავლესობას - მართლა „ტროიკა“ ხომ არაა, რომ რასაც პროკურატურა გვეუბნება, ბეჭედი დავარტყათ? ნოტარიუსები ვართ? სოფო კილაძე - ჩვენი ოპონენტების უფლებები სრულად იქნება დაცული, ის უფლებები, რომელიც ნიკა მელიას კონსტიტუციით აქვს მიცემული. ირაკლი აბესაძე უმრავლესობას - საზოგადოების მოთხოვნაა გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი, ამის გადასაფარად გვთავაზობთ, პოლიტიკური ოპონენტის დაპატიმრებაზე ვისაუბროთ. ადვოკატი - ნიკა მელიას არც დაპატიმრების ეშინია. მამუკა მდინარაძე ირაკლი აბესაძეს - სულ გააფრინე? შენ მე მიშა სააკაშვილი ხომ არ გგონივარ? სალომე სამადაშვილი - ხმა ჩაიგდოს ვიღაც კომუნისტმა კარლო კოპალიანმა, გავრილოვის იდეურმა მხარდაჭერებმა, ენა გააჩუმეთ. კარლო კოპალიანი გოცირიძეს - ტვინიკოსობას თავი დაანებე, თორემ თავის გარეშე გახვალ ამ დარბაზიდან. სალომე სამადაშვილი ვანო ზარდიაშვილს - უსირცხვილო, ნამუსგარეცხილ ადამიანებს პასუხის ღირსად არ ვთვლი. სოფო კილაძე - ცალკეული პოლიციელების ქმედებისთვის შს მინისტრი გიორგი გახარია პასუხს ვერ აგებს. მამუკა მდინარაძე - გვჭირდება არგუმენტები, რადგან საუბარია დეპუტატის დაპატიმრებაზე - ასე მარტივად თანხმობის გაცემა არ შეიძლება, რაც არ უნდა არ მომწონდეს ნიკა მელია. კობა ნაყოფია იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს. ვანო ზარდიაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებზე - თითოეული ტყვია, რაც იქ იყო ნასროლი, ჩვენ მოგვხვდა. ოთარ კახიძე - რაც არ უნდა მომხდარიყო პარლამენტის ჭიშკართან, ეს არ ამართლებს ახალგაზრდებისთვის დათვის ტყვიებით თვალების დათხრას. აკაკი ზოიძე - კარგად ჩანდა, ვინ გეგმავდა შტურმს პარლამენტზე, ვინ ითხოვდა კიდევ ერთხელ მსხვერპლს და გვამებს. ზაალ უდუმაშვილი - ტოტალური დიქტატურა მყარდება - შეგვიძლია ხვალიდან აბრა „საქართველო“ ჩამოვხსნათ და „ჩრდილოეთ კორეა“ დავკიდოთ. პროკურორი - რეგლამენტი არ ითვალისწინებს, გენერალური პროკურორის მიერ წინადადების წარმოდგენისას მის დასასაბუთებლად მტკიცებულებების პარლამენტში წარმოდგენას. დავით უსუფაშვილი - არც მიშას მოვერიდები, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობას დავგმობ და არც ბიძინას, როდესაც მელიას დაკავების მცდელობას პოლიტიკურ მზაკვრობას დავარქმევ. პარლამენტის ბიურომ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა. რომან კაკულია ნიკა მელიას საკითხზე - პარლამენტი გადაწყვეტილებას ღებულობს მაღალი ხარისხის ეჭვის საფუძველზე, თუ მტკიცებულებების საფუძველზე? პლენარულ სხდომას, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას უნდა უყარონ კენჭი, ოპოზიციიდან მხოლოდ მელია დაესწრო. ნიკა მელია მისი მანდატის შეჩერების საკითხზე - გინახავთ, ოდესმე ასეთი გულმოდგინედ მომუშავე ქართული პარლამენტი? - ოთახიდან ოთახში, უწყებიდან უწყებაში დარბიან. ნიკა მელია უმრავლესობას - მე დღეს აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, დღეს აპირებთ თქვენ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი და მაქვს ზეიმი, თქვენ - პანაშვიდი. პროკურორი ნიკა მელიასთან დაკავშირებით - შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მიმალვას და ამით შემდგომში განაჩენის აღუსრულებლობას. გრიგოლ ვაშაძე - საქართველოს აღარ ჰყავს პროკურატურა და მის მაგივრად სერგეი გავრილოვი კარნახობს ქვეყანას, ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ არა. ბექა ნაცვლიშვილი - ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ პოლიტიკურად ვერ დავამარცხეთ. გიორგი ლომია - დღეს რომ „ნაცმოძრობაა“ პარლამენტში, მათგან ნიკანორ მელია არის ყველაზე ნაკლებად „ნაცი“. გიორგი ვაშაძე - ყველა დეპუტატის სახელი, ვინც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას თანხმობა მისცა, ისტორიაში მოღალატის სახელით ჩაიწერება. ემზარ კვიციანი - არის შესაძლებლობა, რომ დეპუტატები თავდებში დავუდგეთ ნიკა მელიას? - მისი დაკავება ისტორიაში ჩაიწერება, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტარებმა კოლეგა გაწირეს. გედევან ფოფხაძე - მორალური უფლება არ მაქვს ნიკა მელიას იმუნიტეტი შევუჩერო და ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს გადავცე. პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს. პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გამოსულ უმრავლესობის წევრებს ოპოზიციონერი დეპუტატები დახვდნენ ტაშით და შეძახილებით: „სირცხვილია!“ ნიკა მელია - თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან. ნიკა მელია - იმედი მაქვს, შესაძლებლობა მომეცემა მონაწილეობა მივიღო, რომ გიორგი გახარიამ პარლამენტში ვერც შესვლა გაბედოს და ვერც მელიასავით შეიპაროს.

      ივნისის ხმაურიანი საღამოები - კახა კალაძე - აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი სასწრაფო დახმარების ყველა წევრს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცემა. 20-21 ივნისის მოვლენებზე - სამწუხაროა, რომ კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან ხდებოდა ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის გამოყენება. პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა და რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოცხადდა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია.

      ვაუჩერები აგვისტომდე - ტაქსის მძღოლებს გადაღებვის, ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერების მიღება 10 აგვისტომდე შეეძლებათ. ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური საბანკო პროდუქტი შეიქმნა.

      ამბები მერიიდან - კახა კალაძე - თუ ვიცით, რომ კომპანია ვერ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, ჯობს ტენდერი ჩაიშალოს. თბილისის მერია - დედაქალაქის მასშტაბით, აეროფოტო და 3D რუკის შესაქმნელად საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს.

      ახალი ფრენები - ნათია თურნავა - WizzAir-თან რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, ქუთაისს 12 ახალი ავიამიმართულება დაემატა. პირველად ისტორიაში, ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენები გვექნება. გიორგი ჩოგოვაძე - საერთო ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებით განხორციელდება. ნათია თურნავა - მივყვებით ტურისტული ბაზრის მოთხოვნებს და აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესის დასახმარებლად ყველა მიმართულებით.

საზღვარგარეთულები:

      5 დღიანი ულტიმატუმი - ნატო - რუსეთს 5 კვირა აქვს საშუალო სიშორის რაკეტების ხელშეკრულების გადასარჩენად.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 188

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

George: ივნისი 26, 2019||11:18pm

ნადეჟდა სავჩენკო - უკრაინის და ევროპარლამენტის დეპუტატმა, უკრაინის გმირის წოდების კავალერმა, ქვეყნის ოკუპანტების წინააღმდეგ იარაღით მებრძოლმა, რუსეთში სპეცსამსახურების მიერ გატაცებულმა და 1,5 წელი რუსეთის ციხეში ნამყოფმა, როდესაც უკრაინის პარლამენტის შტურმით აღება მოისურვა - დაიჭირეს უპრობლემოდ ! და რა აქვს გაკეთებული საქართველოსთვის ნიკა მელიას ?

ლაშა: ივნისი 27, 2019||1:14pm

გმირად შერაცხვას უპირებენ (( 

George: ივნისი 27, 2019||2:47pm

თუ პარლამენტი საკრალური ადგილია მაშინ მელიას დიდი *სროკი* უკუთვნის, როგორც იმ მხედრიონელებს მისცეს რომლებმაც ძველი პარლამენტის(იმელის) აღებას ეცადნენ, და თუ არაა საკრალური, მაშინ მგდარ იყო ის გავრილოვი მანდ და შესაბამისად მელიაც უდანაშაულოა/

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters