პროპორციული სისტემა, აქციების დამატებითი დღე და ხმაურიანი სხდომა

      აქციების გამოხმაურებები არ შეწყვეტილა. ერთგვარ გამარჯვებად მოინათლა ქართული ოცნების მიერ დაანონსებული პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერთი - დღის მთავარი თემა სწორედ ეს იყო. ასევე დღის ამბებში კვლავინებურად მაინსტრიმულია ყოველდღიური აქციები, გახარიას გადადგომა, რუსეთის ოკუპანტობა და კარგი ამბავიც - სპორტული გამარჯვება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 24 ივნისი, 2019/

      ნიუსები აქციების ირგვლივ - აკაკი ზოიძე პრემიერის განცხადებაზე, რომ რეზინის ტყვიებს არ გამოიყენებდნენ - ეს განცხადება მაშინ გაკეთდა, როცა ჯერ არ იყო ანტიკონსტიტუციური ქმედებისკენ მოწოდება, 10 წუთში ვითარება შეიცვალა. კახა კალაძე - პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ფიგურებს, ვინც გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, ამას ამ ლიდერების მიმართულებით მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ირაკლი ხვადაგიანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო იყენებს რბილ სადამსჯელო ზომებს და არ აღიარებს დაკავებულების მიმართ დარღვევას. აქციაზე სანდრა რულოვსი მივიდა, რასაც შეკრებილების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ნიაზ დიასამიძე - აგერ გელით რა ხანია, გადადექი გახარია. სანდრა რულოვსი 20-21 ივნისის მოვლენებზე - ეს არ იყო გაფრთხილება, ეს იყო გამიზნული გასროლა, რაც მიუღებელია. ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ თითქოს ვინმე "რუსთავი 2"-ში შეჭრას აპირებს, „ფანტაზიის პიკია“. მოსამართლე ლევან მურუსიძემ 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ხუთი პირი სამართალდამრღვევად სცნო, ერთის გარდა, ყველა გათავისუფლდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობა მოაწყვეს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს უშიშროების კომიტეტის წევრი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვმა საქართველოსთან მიმართებაში დამატებითი საპასუხო ზომები მიიღოს. გიგი უგულავა - ბექა ბასილაიამ მარტივად უთხრა მურუსიძეს, შენი არც სამართალი მინდა, არც თავისუფლება. ია მეტრეველი - მძიმეა იმის ხილვა, რომ სპეცრაზმი უმიზნებდა და რამდენიმეს თვალი დაუზიანდა, თუმცა, სწორედ ესენი არიან ის ზონდერები, რომლებიც სააკაშვილის დროს იყვნენ სპეცრაზმში. მამუკა ბახტაძე პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე - დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი პოლიციელები, რასაც აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი შეფასება. ბიძინა ივანიშვილი - უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა. კახა კალაძე - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საპროტესტო მუხტი რაც არის, გადავიტანოთ მოლაპარაკების მაგიდასთან. თამარ ჩუგოშვილი - სამწუხაროა, რომ გვყავს დაზარალებულები - მათ შემთხვევებს უნდა მოყვეს სამართლებრივი რეაგირება და ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, ის აგებს პასუხს. არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური პასუხისმგებლობა მომხდარიდან 24 საათის განმავლობაში ავიღეთ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. კახა კალაძე - ყველას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრებები გამოხატოს, მთავარია, ეს იყოს კანონის ფარგლებში. აქციის მონაწილეები „რესპუბლიკის მოედნიდან“ ავტოკოლონებით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ დაიძრნენ. მამუკა მდინარაძე - ნიკა მელია, შესაძლოა, მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ მოხვდეს, რადგან ის იყო მომწოდებელი, რომ პარლამენტი შტურმით ყოფილიყო აღებული.

      პროპორციული არჩევნები - „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობდა და მერე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაში გადაიზარდა. ხელისუფლება თანახმაა, საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს. ბიძინა ივანიშვილი - საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს - ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა. ბიძინა ივანიშვილი - მზად ვართ, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებთან. მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, ვინც პატივს სცემს კონსტიტუციას, მათთან, ვისი ქცევაც პროვოკაციული იყო, დიალოგი არ იქნება. კახა კალაძე - ბარიერი საერთოდ უქმდება, ნულოვანი ხდება, რითაც პარტიებს ვაძლევთ შესაძლებლობას, თუ მხარდაჭერა ექნებათ, პარლამენტში მოხვდნენ. ელენე ხოშტარია - საზოგადოებამ მოახერხა დაახევინა უკან „ქართულ ოცნებას“ და მიაღწია სამართლიან პროპორციულ სისტემას - ეს გამარჯვება ძალიან მნიშველოვანია. მამუკა ბახტაძე - ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება გაახმოვანა. არჩილ თალაკვაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების დაკვეთა ყველაზე მთავარია. მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე - ვინც ახლა ამას დათანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ნაყიდი. ლევან ბოძაშვილი - ნულოვანი ბარიერი ნიშნავს - ყველანი პარლამენტში, ჩვენ მივიღებთ 1992 წლის მსგავს პარლამენტს, სადაც ყველა იქნება წარმოდგენილი მცირე ოდენობით. ვახუშტი მენაბდე - ნულოვანი ბარიერის პირობებში, დე ფაქტო ბარიერი მაინც გვაქვს - საქართველოს შემთხვევაში, ეს დაახლოებით 0.67% გამოდის. ვახტანგ ძაბირაძე - „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო სწორი და ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება, ის წავიდა რადიკალურ რეფორმაზე. დავით უსუფაშვილი - ივანიშვილის მზაობა პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. გიორგი კახიანი - 2020 წლის არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერი იარსებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მანდატის მისაღებად ხმების გარკვეული რაოდენობა იქნება საჭირო. ხათუნა გოგორიშვილი - ნულოვანი ბარიერი ნიშნავს, რომ ახალი პარტიების შექმნას გამოაცხადებენ, სასახლის კართან რიგი დადგება, მაგრამ ეს ივანიშვილს ვერ უშველის. გია ხუხაშვილი - პროპორციული არჩევნების დანიშვნა - ეს უკვე შედეგია, თუმცა 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა. ანა დოლიძე - ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ნოეს კიდობნის პრინციპით დააკომპლექტოს პარლამენტი. გრიგოლ ვაშაძე - მმართველ „კანტორას“ თუ ჰგონია, რაიმე საარჩევნო ხრიკით დაშლის "გაერთიანებულ ოპოზიციას", ძალიან დიდი შეცდომაა. ირაკლი ოქრუაშვილი - 0%-იანი ბარიერით პროპორციული არჩევნების შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის მიერ, თაღლითური სქემით ძალაუფლების შენარჩუნება. გუბაზ სანიკიძე - ნულოვანი ბარიერი - ეს არის ქართული პოლიტიკის კატასტროფა და ივანიშვილის 2024 წლამდე დარჩენის გარანტია. მაია ცქიტიშვილი - ჩვენ ვხსნით შესაძლებლობას საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომ თავისი წარმომადგენელი იპოვოს პარლამენტში. ნინო ლომჯარია - მივესალმები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე. მაია ცქიტიშვილი - თუკი ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, მაშინ თავის ამომრჩეველს უნდა აუხსნას რატომ ეწინააღმდეგება ნულოვან ბარიერს. კახა კუკავა - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის შანსი ქვეყნისთვის. კარლ ჰარცელი - მივესალმებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის განცხადებას, რომლებიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

      გახარიას საკითხი - ელენე ხოშტარია - გიორგი გახარია ამ პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევია, ამიტომ, მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ გახარია. კახა კალაძე - გიორგი გახარიას უმრავლესობის სხდომაზე ყოფნის აუცილებლობა არ იყო. გიორგი კახიანი - შს მინისტრის გადადგომაზე საუბარიც არ არის. მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს - როგორ წარმოგიდგენიათ, მინისტრი გახარია ვინმეს სხეულის დაზიანების ბრძანებას გასცემდა? ალეკო ელისაშვილი - მერაბიშვილი სასჯელს 26 მაისის აქციის დარბევის გამო იხდის, დადგება დრო, როდესაც გიორგი გახარია სასამართლოს წინაშე წარსდგება 20 ივნისის აქციის დარბევის გამო. ქუთაისში აქცია „დაუსიგნალე გახარიას“ გაიმართა. გახარიას პარლამენტში 28 ივნისს მოუსმენენ - რომან გოცირიძის განცხადებით, გიორგი გახარიას პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას არ მისცემენ. მამუკა მდინარაძე - რას ნიშნავს, გახარია ვერ შემოვა დარბაზში?! ასეთი მოწოდებები, ხან შეფარული, ხან აშკარაა, მერე ხელსაც იქნევენ, შტურმისკენ რომ მოუწოდებენ მოქალაქეებს. კახა კალაძე - მინდა გიორგი გახარიას ვთხოვო, წარუდგინოს პარლამენტს ვიდეოკადრები, როგორ ვითარდებობდა მოვლენები ქრონოლოგიურად.

      საპარლამენტო ხმაური - პარლამენტის ბიუროს წარედგინა მიმართვები ირაკლი კობახიძის გადადგომისა და გია ვოლსკის უმრავლესობის ლიდერად არჩევის თაობაზე. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ირმა ნადირაშვილმა და თამარ ჩუგოშვილმა იკამათეს. პარლამენტის ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თამარ ჩუგოშვილი - ოპოზიციის სურვილია, დღეს ბიუროს სხდომა ჩაშალოს, ხვალ კი პლენარული - შეწყვიტეთ ყვირილი. გიორგი კახიანი ოპოზიციას - თქვენზე მეტად განვიცდით და უფრო მონდომებულები ვართ, რომ გარკვეული საკითხები გადავჭრათ.

      რუსული ჩაკეტილობა - შალვა ალავერდაშვილი - დღეს რომ მთლიანად რუსული ბაზარი ჩაიკეტოს, ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებიდან გამომდინარე, ქვეყანა 2,1 მილიარდი ლარის ზარალს მიიღებს.

      თბილისური - კახა კალაძემ ვაშლიჯვრის ესტაკადა გახსნა. შესაბამისი ნებართვის გარეშე მშენებლობა და მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

      კარგი ამბავიც - ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე მე-5 მედალი მოიპოვა. ევროპის თამაშებზე გურამ თუშიშვილმა ფინალში რუსი ძიუდოისტი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

      დასვენება საქართველოში - პეტრო პოროშენკო უკრაინელებს მოუწოდებს, დასასვენებლად საქართველოში გაემგზავრონ.

      საზმაუს განცხადება - საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და ცნობილი კინომცოდნე გოგი გვახარია აქციის მონაწილე ახალგაზრდებს ფაქტობრივად მოუწოდებენ და აქეზებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდებისაკენ. დაბეჯითებით მოვუწოდებთ ყველა ეგზალტირებულ თუ პოლიტიკური ინტერესების მქონე მოქალაქეს, ნუ ეცდება საკუთარი მიზნების მიღწევას, სხვისი უფლებების შელახვის ხარჯზე.

საზღვარგარეთულები:

      თურქეთი მედგრად - სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებზე კვლავ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

      უარი პარტიას - უკრაინის ცესკომ მიხეილ სააკაშვილის პარტიის კანდიდატებს არჩევნებზე რეგისტრაციაზე უარი უთხრა, დოკუმენტაცია პოლიციაში გაიგზავნა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 130

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

George: ივნისი 24, 2019||11:26pm

2004-2012 მურუსიძე ძალიან მოსწონდა უგულავასაც, ბოკერიასაც და მერაბიშვილსაც... ნეთავ რატომ გადაიფიქრეს ? #ზღაპრული_ქვეყანა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters